განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017002076357
საქმე 2/ბ-298-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
11 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე): შპს ,,ლ-------– ჯო-----ა”
წარმომადგენელი: ვ--–------ გი-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი,მოპასუხე): შპს ,,ბ-------- ნა----------------–ი’’
განმცხადებლის მოთხოვნა: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 06 სექტემბერს, შპს ”ლ-------–-ჯო-----ას” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბ-------- საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ”ბ-------- ნა----------------–ი” და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქმედების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.
ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ”ლ-------– ჯო-----ას” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ 1 088 327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და იგი გადაეცა მფლობელობაში შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს;
მოსარჩელე, შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ი“-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯო-----ა"-სათვის მფლობელობაში გადაცემის მიზნით მოპასუხეს დაევალა შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩაეტვირთა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონრვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92;
შპს ”ბ-------- ნა----------------–ს” დაეკისრა შპს ”ლ-------– ჯო-----ას” სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ბ-------- ნა----------------–ის“ წარმომადგენელმა ს---–--- ფა-–-------–---–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ-------- ნა----------------–ის“ სააპელაციო საჩი--რი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
26100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა, შპს შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და გადაეცა შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს;
მოსარჩელე, შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინის, RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ი“-ს მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯო-----ა"-სათვის გადაცემის მიზნით, მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ს“ დაევალა მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩაეტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 ;
შპს ,,ბ-------- ნა----------------–ის“ სააპელაციო მოთხოვნა ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
შპს ”ბ-------- ნა----------------–ს” შპს „ლ-------–-ჯო-----ას" სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის ნაწილის-120 ლარის გადახდა;
შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის ნაწილის-80 ლარის ანაზღაურება;
2018 წლის 27 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ წარმომადგენელმა ვ--–------ გი-------ემ და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მიერ 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის შპს „ლ-------– ჯოირჯიასთვის“ გადაუცემლობით ამ უკანასკნელს ყოველდღიურად ადგება 398.74 ლარის ოდენობით ზიანი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მის აღსრულებამდე, შპს „ლ-------– ჯო-----ას“ ყოველთვიურად მიადგება ზიანი 11962 (თერთმეტი ათას ხრაასსამოცდაორი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“-ს მიერ, 2018 წლის 05 იანვარს მომზადებული დასკვნით.
განმცხადებლის მითითებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 25 ივნისს, შპს „----– ლ---------- სე----ს“-ის წარმომადგენლის, ი-–-- ცი--ძის მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო დავალება N1-ით, შპს „ბ-------- ნა----------------–ისთვის„ სრულად იქნა გადახდილი შპს „ლ-------– ჯო-----ა“-ს კუთვნილი 1 088 327 კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის გატანის მომსახურების საფასური 26100 აშშ დოლარი, თუმცა ამის მიუხედავად, მოპასუხე არ აპირებს მისი ვალდებულების შესრულებას და ჯიუტად უარს აცხადებს მესაკუთრისათვის ნივთის გადაცემაზე ექსპედიტორი კომპანიის- შპს „----– ლ---------- სე----ს“-ის მიერ მომსახურების დავალიანების - 74355.6 აშშ დოლარის გადახდამდე.
განმცხადებელმა აღნიშნა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე, შპს „ლ-------– ჯო-----ა“ არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს „ბ-------- ნა----------------–თან“, მის მიმართ ფულადი ვალდებულება შესასრულებელი არ აქვს, შესაბამისად, შპს „ბ-------- ნა----------------–ი“ ვერ შეძლებს მოცემული ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს ექსპედიტორი კომპანიის დარჩენილი დავალიანების- 48255.6 აშშ დოლარის (74355.6-26100=48255,6) ანაზღაურებას, მით უფრო, როდესაც ეს დავალიანება არ უკავშირდება შპს „ლ-------– ჯო-----ას“ კუთვნილი ნავთობპროდუქტის, ბენზინი RON-92-ის გადატვირთვას.
ის ფაქტი კი, რომ შპს „ბ-------- ნა----------------–ს“ ფულად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა გააჩნია, მხოლოდ ექსპედიტორი კომპანიის მიმართ, დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მოთხოვნა და შპს „----– ლ---------- სე----სს“, შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 74355.6 აშშ დოლარის გადახდა.
ამდენად, მოპასუხის ერთადერთი მიზანია, დროში გააჭიანუროს შპს „ლ-------– ჯო-----ასათვის“, როგორც მესაკუთრისათვის 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის გადაცემა და ამით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აიძულოს იგი, შეასრულოს მესამე პირის, შპს „----– ლ---------- სე----სის“ ფულადი ვალდებულებები.
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენი-–--, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულებასაც ითხოვს განმცხადებელი, შპს ,,ბ-------- ნა----------------–ის“ სააპელაციო საჩი--რი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
26100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა, შპს შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და გადაეცა შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს;
მოსარჩელე, შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინის, RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯო-----ასთვის“ გადაცემის მიზნით, მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ დაევალა, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩაეტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92;
შპს ,,ბ-------- ნა----------------–ის“ სააპელაციო მოთხოვნა ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
შპს ”ბ-------- ნა----------------–ს”, შპს „ლ-------–-ჯო-----ას" სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის ნაწილის-120 ლარის გადახდა;
შპს „ლ-------–-ჯო-----ა"-ს, შპს ”ბ-------- ნა----------------–ის” სასარგებლოდ დაეკისრა, საპროცესო ხარჯის ნაწილის-80 ლარის ანაზღაურება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელი, მხოლოდ განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე უშვებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან.
შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობა რა გარემოებითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს მისი გადაუდებლობა, ვინაიდან, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, კანონი ერთნაირად იცავს არა მარტო მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ანგარიშგასაწევ ინტერესებსაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57.1 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
მითითებული ნორმების თანახმად, პირს, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს, შეიძლება კანონით გათვალისწინებული გარკვეული პირობების არსებობისას, მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც შეიძლება მიადგეს მოპასუხეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებით (სუსგ Nას-958-923-2016).
სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4, მე-5, 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას უნდა შეფასდეს განცხადებასა, თუ საქმეში არსებული მხარეთა ახსნა-განმარტებები, მტკიცებულებები და ისე გაკეთდეს დასკვნები უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხის მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვა და ნივთის გადაცემისთვის აუცილებელი მომსახურეობის გაწევის დავალდებულება.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ სარჩელი მოპასუხის მიერ შედავებულია სამოქალაქო კოდექსის 163.3 მუხლისა და 634-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, მოპასუხე უარს აცხადებს 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვაათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის მესაკუთრისათვის, შპს „ლ-------–- ჯო-----ასთვის“ დაბრუნებაზე, ვიდრე არ აუნაზღაურდება ტვირთის მომსახურეობაზე შემკვეთის, შპს „----– ლ---------- სე----სის“ დავალიანება 74355.6 აშშ დოლარი, რაც ასევე მოიცავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, შპს „ლ-------–- ჯო-----ასთვის“ დაკისრებულ 26100 აშშ დოლარს.
სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მოთხოვნა და შპს „----– ლ---------- სე----სს“, შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 74355.6 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხა მოიცავს 26100 აშშ დოლარსაც, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა შპს „ლ-------–- ჯო-----ას“ .
განცხადებაზე თანდართული, 2018 წლის 25 ივნისის N1 საგადახდო დავალების ქსეროასლით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ლ-------–- ჯო-----ასთვის“ დაკისრებული 26100 აშშ დოლარი ჩაირიცხა შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ ანგარიშზე (ტ.2.ს.ფ.334).
განცხადებაზე თანდართული, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“-ს მიერ, 2018 წლის 05 იანვარს მომზადებული აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ 3000 ტონა საწვავისათვის აუცილებელია 2 მილიონ დოლარზე მეტი საბრუნავი თანხა, გარდა ამისა, მისი ხანგრძლი--დ შენახვა იწვევს დამატებით დანახარჯებსა და დანაკარგებს.
შპს „ბ-------- ნა----------------–ის“ მიერ დაკავებული საწვავის დროულად (2017 წლის აგვისტოს თვეში) რეალიზაციის შემთხვევაში, შპს „ლ-------– ჯო-----ას“ საშუალება ექნებოდა ამონაგები თანხა განეთავსებინა ანგარიშზე და მიეღო სარგებელი წლიური 8%. ყოველ ერთ ტონა რეალიზებულ საწვავზე საბანკო ანგარიშზე შესაძლებელი იყო 1910,42 ლარის განთავსება და სარგებლის მიღება.
ამდენად, 1088327 (ერთი მილიონ რვაასოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92-ის დროულად მიუღებლობით, შპს „ლ-------– ჯო-----ას“ ყოველდღიურად ადგება 398.74 ლარის ოდენობით ზიანი (ტ.2.ს.ფ.319-329).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს რა მეწარმე სუბიექტს, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია მოგების მიღებაზე, გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით ადგება ზიანი, რაც გამომდინარეობს, როგორც სარგებლის მიუღებლობაში, ასევე ნივთზე დანახარჯებისა და დანაკარგების გაზრდაში.
ამდენად, დავის საგნის სპეციფიურობის გათვალისწინებით, არსებობს მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გადაუდებლობა.
ზემოხსენებული მსჯელობის მიუხედავად, პალატის თვალსაზრისით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებით არსებობს რისკი იმისა, რომ თუკი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეიცვლება გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდება, მოპასუხეს მიადგება ზიანი, რაც მდგომარეობს იმ საზღაურის ოდენობაში, რისთვისაც შპს „ბ-------- ნა----------------–ს“ დაკავებული აქვს სადავო ნივთი-ნავთობპროდუქტი, რომლის ზუსტად გამოთვლა შესაძლებელია და იგი შეადგენს 48 255.6(ორმოცდარვა ათას ორასორმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და 60 ცენტი) აშშ დოლარს (74355.6-26100=48255,6).
ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სსკ-ის 268.2-ე და 57.1 მუხლების თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაევალოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 48255,60 (ორმოცდარვა ათას ორასორმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და 60 ცენტი) აშშ დოლარის ექვი--ლენტი ლარი (უზრუნველყოფის გარანტია) და მხოლოდ ამ თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოსთვის წარმოდგენის შემდეგ, მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
გარანტიის უზრუნველსაყოფად ვადის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს №2/6/746 საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ მსჯელობას, რომელიც შეეხებოდა შპს „ჯო-----ან მა-------ის“ კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. სახელდობრ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თანხის მობილიზებისათვის ობიექტურად შესაძლოა ესაჭიროებოდეს კანონით განსაზღვრულ 7 დღეზე მეტი ვადა. შესაბამისად, სადავო ნორმა გარკვეულ შემთხვევებში გამორიცხავს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რითაც მოსარჩელეს ართმევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებას. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს მისი მართვის ორგანოების მიერ ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის განხორციელებასაც რეალურად სჭირდებოდეს გარკვეული, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენილი დრო.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველსაყოფის განხორციელებისთვის (უზრუნველყოფის გარანტია) განმცხადებელს უნდა განესაზღვროს ვადა 14 დღე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ლ-------– ჯო-----ას“ (წარმომადგენელი - ვ--–------ გი-------ე) განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ლ-------– ჯო-----ას“ (ს/ნ 2--------) გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მიზნით დაევალოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 48255,60 (ორმოცდარვა ათას ორასორმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და 60 ცენტი) აშშ დოლარის ექვი--ლენტი ლარი (უზრუნველყოფის გარანტია) ამ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში და ამავე ვადაში წარმოუდგინოს სააპელაციო სასამართლოს თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (ორმოცდარვა ათას ორასორმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და 60 ცენტი) აშშ დოლარის ექვი--ლენტი ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოსთვის წარმოდგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:
ა) 26100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შპს ,,ბ-------- ნა----------------–ის“ მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა, შპს „ლ-------–-ჯო-----ა“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92 და გადაეცა შპს „ლ-------–-ჯო-----ა“-ს;
ბ) მოსარჩელე, შპს „ლ-------–-ჯო-----ა“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინის, RON-92-ის მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ი“-ს მფლობელობიდან გამოთხოვისა და შპს „ლ-------–- ჯო-----ა"-სთვის გადაცემის მიზნით, მოპასუხე შპს „ბ-------- ნა----------------–ი“-ს დაევალა, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული 1088327 (ერთი მილიონ ოთხმოცდარვა ათას სამასოცდაშვიდი) კილოგრამი არაეთილირილებული ბენზინი RON-92;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე