განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115788981
საქმე №1ბ/486-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ---------------–---–ის
ადვოკატის: გ-------–------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე---------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ-------–------ის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ე----- მ-----–-ს ძე რ-–------ის (მონაწილეობის გარეშე) მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------------ს, (პ/№0----------), საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ------–--------------------------, ბ--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით, ე---------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე---------–------ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა, მის გამოჯანმრთელებამდე, განესაზღვრა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი).
ე---------–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 27 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 13 იანვრიდან 2015 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
ე---------–------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლების მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, თ---–--–-----–-------------------------ში მდებარე სს ,,ს---------------–ის“ სუპერმარკეტში, ე---------–------მა სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, საერთო ღირებულებით - 540.20 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე----- რ-–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------–------ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის კუთხით და მსჯავრდებულ ე----- რ-–------ის ქმედების, საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტზე გადაკვალიფიცირება და აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, არის უკანონო, ვინაიდან, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება, რომ ე---------–------მა სუპერმარკეტში ყოფნისას უბეში დამალა მოპარული ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ისე დატოვა სუპერმარკეტის ტერიტორია, რომ მისთვის არავის უთქვამს, რომ შეჩერებულიყო და გადაეხადა უბეში დამალული ალკოჰოლური სასამელების საფასური, ხოლო მისი შეჩერება და დაკავება მოხდა სუპერმარკეტის გარე ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს ქურდობას, შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ძარცვის მცდელობად.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულის მიერ ქურდობის დასრულებული შემადგენლობის ჩადენის ფაქტთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არ დადასტურდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის წარმომადგენელმა ა-----–-------ემ განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობს ქ------–--–------------------------ში მდებარე სს ,,ს---------------–ის“ სუპერმარკეტში დაცვის უფროსის პოზიციაზე, მის კომპეტენციაში კი შედის სათვალთვალო კამერების მონიტორინგი და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 2015 წლის 13 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რადიოგადამცემის მეშვეობით, დაცვის ცვლის უფროსმა ზ------------მ, რომელიც ახორციელებდა ვიდეო სათვალთვალო კამერების საშუალებით სუპერმარკეტში კონტროლს შეატყობინა, რომ მაღაზიაში შესულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ალკოჰოლური სასმელების სექციიდან აიღო 2 ბოთლი ვისკი და მოითავსა ქურთუკის შიდა ჯიბეში. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა დაცვის თანამშრომელს კ----–---–-----საც, რომელიც იმყოფებოდა სუპერმარკეტის შესასვლელთან. ზ------------მ განაგრძო ხსენებულ პირზე სათვალთავლო კამერების მეშვეობით მეთვალყურეობა და დააფიქსირა, რომ უცნობმა მამაკაცმა სალარო დატოვა თანხის გადახდის გარეშე და გაემართა გასასვლელისკენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თავადაც გაემართა სუპერმარკეტის გასასვლელისკენ, მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე, 2-3 მეტრი მანძლიდან რამდენჯერმე ჯერ თავად მოუწოდა მამაკაცს შეჩერებისკენ, შემდეგ კი გასასვლელთან მდგომმა კ----–---–-----მაც, ბრალდებული მათკენ შეტრიალდა და მიხვდა, რასაც მოითხოვდნენ მისგან, თუმცა არ დაემორჩილა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა გზის სავალი ნაწილისაკენ. ჭ-------------------ზე, გზის სავალ ნაწილზე კ----–---–-----მა შეძლო მისი შეჩერება, რამდენიმე წუთში კი ადგილზე მივიდა პოლიციაც, რომელიც ა-----–-------ეს უკვე გამოძახებული ჰყავდა. მოწმის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული, მისი პირადი ჩხრეკისას კი, ქურთუკის შიგნით ზურგჩანთიდან სხვადასხვა დასახელების პირად ნივთებთან ერთად, ამოიღეს 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ვისკი. დაკავებისა და ჩხრეკის დროს ე---------–------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის ჩვენებით, სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი დათვალიერდა მისი მონაწილეობით გამომძიებლის მიერ და ჩანაწერი დისკზე გადაეცა გამოძიებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა: ზ------------მ და კ----–---–-----მა, რომლებმაც განმარტეს, რომ დაცვის თანამშრომლებმა რამდენჯერმე მოსთხოვეს მსჯავრდებულს შეჩერება, მაგრამ ამ უკანასკნელმა მათ დანახვასა და მოწოდებაზე ნაბიჯებს აუჩქარა და სცადა გაქცევა, თუმცა მისი შეჩერება შეძლეს გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ბრალდებული დააკავა და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ალკოჰოლური სასმელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ქ------–-------–----------------------------ში მდებარე სს ,,ს---------------–ის“ სუპერმარკეტში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით დგინდება: 1) პირველი ვიდეოჩანაწერი იწყება 17:10:57 საათზე და სრულდება 17:17 საათზე. 17:11:02 საათზე ე---------–------ი შედის სასმელების სექციაში, სადაც მოძრაობს, ღებულობს კონსულტაციას, შემდეგ 17:13:09 საათზე ტოვებს სექციას და ბრუნდება წითელი ფერის კალათით ხელში ამავე სექციაში 17:13:23 საათზე, იღებს ალკოჰოლური სასმელების მარცხენა სექციიდან ერთ ცალ სასმელის ბოთლს და დებს კალათაში 17:13:29 საათზე. შემდეგ იღებს სექციიდან მეორე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს 17:14:52 საათზე, დებს კალათაში და ტოვებს სასმელების სექციას 17:15:21 საათზე, 2) მეორე ვიდეოჩანაწერი იწყება 17:15:00 საათზე და სრულდება 17:17:00 საათზე. კონსერვების სექციაში 17:15:34 საათზე შედის ე---------–------ი, რომელიც იატაკზე დებს წითელი ფერის კალათას, იღებს აღნიშნული კალათიდან ბოთლს 17:15:37 საათზე და იდებს მას ქურთუკის შიგნით, შემდეგ 17:15:49 საათზე იღებს მეორე ბოთლს კალათიდან და იდებს მასაც ქურთუკის შიგნით, იღებს კალათას, ტოვებს აღნიშნულ სექციას, შემდეგ კალათას დებს იატაკზე და ტოვებს მას 17:16:18 საათზე, 3) მესამე ვიდეოჩანაწერზე გამოსახულია მეორე ვიდეოჩანაწერის სექცია უკანა ხედით, რომლის მიხედვით, ე---------–------ი 17:15:37 საათზე დებს იატაკზე კალათას, იღებს კალათიდან ალკოჰოლური სასმელის ბოთლს და იდებს მას ქურთუკში, ასევე მეორე ბოთლსაც იღებს კალათიდან, იდებს მას ქურთუკში 17:15:50 საათზე და ტოვებს შემდეგ სექციას, 4) მეოთხე ჩანაწერი იწყება 17:17:00 საათზე და სრულდება 17:18:00 საათზე, რომლის მიხედვითაც ჩანს სუპერმარკეტის სალაროს კუთხე, სადაც 17:17:18 საათზე მოძრაობს ხსენებული მამაკაცი, რომელიც ტოვებს სალაროს ფულის გადახდის გარეშე 17:17:31 საათზე, 5) მეხუთე ჩანაწერი იწყება 17:17:00 საათზე და სრულდება 17:18:00 საათზე. ჩანაწერის მიხედვით, ე---------–------ი ჩნდება კადრში 17:17:31 საათზე, რომელიც მიემართება სუპერმარკეტის ცენტრალური გასასვლელისკენ, მოძრაობს სუპერმარკეტის ტერიტორიის დერეფანში, 17:17:39 საათზე მოძრაბის სისწრაფეს უმატებს და გარბის სუპერმარკეტის ცენტრალური გასასვლელიდან, ხოლო სუპერმარკეტის ტერიტორიას ტოვებს 17:17:46 საათზე და 6) ჩანაწერი იწყება 17:17:00 საათზე და სრულდება 17:17:35 საათზე. ე---------–------ი გარბის სუპერმარკეტის ცენტრალური შესასვლელიდან 17:17:20 საათზე პირდაპირ ილია ჭ------------------ის მიმართულებით, რომელსაც მისდევს 17:17:26 საათზე კადრის მიხედვით ახალგაზრდა მამაკაცი (სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი კ----–---–-----ი).
ზემოაღნიშნული, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ მსჯავრდებული 2015 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში სუპერმარკეტ ,,მ--------------–ის“ ალკოჰოლური სასმელების სექციიდან იღებს 2 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, იდებს ქურთუკის შიგნით, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისე გადის სუპერმარკეტიდან, რომ არ იხდის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთების ღირებულებას, რომელსაც უკან მისდევს დაცვის თანამშრომელი კ----–---–-----ი, რომელიც ჭ------------------ზე აჩერებს მსჯავრდებულს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მას უტარდება პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მოხდა 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელის ამოღება.
პალატა განმარტავს, რომ ქურდობით ან ძარცვით პირის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს , თუ რა ხეხრით/ფორმით ხდება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ძარცვა ისევე, როგორც ქურდობა დანაშაულთა მატერიალურ შემადგენლობას განეკუთვნება, ამიტომ ორივე დანაშაული დამთავრებულია პირის მიერ სხვისი ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით განკარგოს, ან გამოიყენოს სხვისი ქონება. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც ქურდობა გადაიზრდება ძარცვაში, ეს ხდება როდესაც, ქურდობა ჯერ დამთავრებული არ არის, კერძოდ, როდესაც დამნაშავე სხვის მოძრავ ნივთს ფიზიკურად, ფარულად ეუფლება და თუნდაც მისი ადგილსამყოფელიდან გარკვეულ მანძილზე გადაადგილა, მაგრამ მისი ნებისგან დამოუკიდებელი ან მისთვის ხელისშემშლელი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახერხეს მის ფაქტობრივ განკარგვას, რა დროსაც დამნაშავისათვის ცნობილი ხდება, რომ მისი ქმედება შესამჩნევია დაზარალებულისა და სხვა პირებისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც აგრძელებს სხვისი ქონების დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკვე აშკარა ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, პალატის მიერ უტყუარად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაიწყო სხვისი მოძრავი ნითის ფარულად დაუფლების - ქურდობის სახით, მაგრამ იმის გამო, რომ სანამ მსჯავრდებული დატოვებდა სუპერმარკეტის ტერიტორიას, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მას არ შეეძლო მის მიერ ქურთუკში დამალული 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი განეკარგა ან გამოეყენებინა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობილი გახდა სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლებისათვის, რომლებმაც სუპერმარკეტის ტერიტორიის დატოვებამდე მას არაერთხელ მიუთითეს შეჩერებულიყო. ამ მომენტიდან მსჯავრდებულმა გააცნობიერა, რომ მისი ქმედება შეამჩნიეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ ჩერდება და სწრაფი ნაბიჯებით განაგრძობს მოძრაობას და ტოვებს სუპერმარკეტს, შესაბამისად, მისი ქმედება ფარული მოქმედებიდან გადაიზარდა ნივთის აშკარა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე---------–------ის ქმედებას. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ძარცვის მცდელობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ ე---------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ-------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ე---------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ე---------–------ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
4. ე----- რ-–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 27 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 13 იანვრიდან 2015 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულს ე---------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
5. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- ე---------–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზურგჩანთა, ე.წ. კაშნე, 1 ცალი წამლის ფირფიტა და ე.წ. მკვნეტარა, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ე---------–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 (ორი) ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ - სს „ს---------------–ის“ სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სს საქმეს შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი