განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002342242- 1ბ/697-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ბ---------------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მიხ---–----------------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ა----–------------ (დასწრების გარეშე).
ადვოკატი - ხ---------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა ბ---------------მ და ითხოვა მსჯავრდებულ მ-----–----------–---–--ათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა,ვინაიდან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
მიხეი-–----------–---–--- გამოძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 0,01201 გრამი, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 20 იანვარს, საქართველოს შსს კ----- რაიონული სამმართველოს ი-------- პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 515-ე კილომეტრის მიმდებარედ, მცხეთის რაიონის სოფელ ქ------ სასაფლაოსთან გამავალ მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე ჩატარებული მ-----–----------–---–-- პირადი ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ-----–----------–---–-- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეების ლ------------–-–---–----------------–-------–---–------–------------–---–-----------------–---–--, მ-----–----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, მ-----–----------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ,,----------- ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, მ-----–----------–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მ-----–----------–---–-- ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ-----–----------–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში. უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, ხოლო უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.
პალატა მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, მსჯავრდებულ მ-----–----------–-ილს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვას, დანაშაულის შემადგენლობა კი დამთავრებული იქნა ქმედების დამთავრების მომენტიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ-----–----------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი კერძოდ, მოწმეების ლ------------–-–---–----------------–-------–---–------–------------–---–-----------------–---–--, მ-----–----------–---–-- გამოკითხვის ოქმები, მ-----–----------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ,,----------- ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, მ-----–----------–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მ-----–----------–---–-- ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ მ-----–----------–-ილმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 0,01201 გრამი, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 20 იანვარს, მ-----–----------–---–-- პირადი ჩხრეკისას, ამდენად მ-----–----------–-ილმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----–----------–-ილმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----–----------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.
რაც შეეხება მ-----–----------–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-----–----------–---–--ათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისას სასჯელის მკაცრი ზომა, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ემუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ამასთან პალატა, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენი, მ-----–----------–---–-- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ მ-----–----------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ხ------------–---–------------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
პალატას მიაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმიდან დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ ბ---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. მ-----–----------–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;
მ-----–----------–-ილს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომელთა მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
4.მსჯავრდებულ მ-----–----------–-ილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 1 მაისიდან.
5. მსჯავრდებულ მ-----–----------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა. გირაოს შემტანს - ხ------------–---–------------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმიდან დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი