განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001614906
საქმე №2ბ/7598-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
მაია სულხანიშვილი
სქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ა-----– ტ------------
წარმომადგენელი - ზ---- ა-------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-----“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:ა-----– ტ------------სთვის 4566,43 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები: 2013 წლის 14 ნოემბერს შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-----ში“ შემოვიდა პაციენტი, ა-----– ტ------–--–ი, რომელსაც გაეწია მკურნალობა. აღნიშნულმა მკურნალობამ შეადგინა 9517.4 ლარი. სრული დავალიანებიდან 4950.97 ლარი სადაზღვევო კომპანია უ-------- აუნაზღაურა, ხოლო დარჩენილი დავალიანება 4566.43 ლარი დღემდე არ ანაზღაურებულა. არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულებების შესრულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ა-------------------–---------–-----------–-------–--------–----------------------------–----ის“ სარჩელი ა-----– ტ------------ს მიმართ დაკმაყოფილდა; ა-----– ტ-----------ს შპს ,,ა-------------------–---------–-----------–-------–--------–----------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4566.43 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ა-----– ტ------------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.06.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 30.01.2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში
წერილობით შესაგებელი წარმოადგინა ა-----– ტ-----------მა, რითაც სარჩელი არ ცნო.
22.06.2017 წელს 11:00 საათზე აღნიშნული სარჩელის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებლი სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა მოპასუხე, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა მ-----–-–--–---–მა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2013 წლის 14 ნოემბერს შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-----ს“ მიმართა ა-----– ტ------–--–მა, რომელსაც გაეწია მკურნალობა.
- ა-----– ტ------------სათვის გაწეული მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 9517.4 ლარი.
- ა-----– ტ------------ს დავალიანებიდან, 9517.4 ლარიდან, სადაზღვევო კომპანია უ-------- შპს ,,ა----------------------–-------------–--------------–----------–--------–----------------------------–------“ აუნაზღაურა 4950.97 ლარი.
- ა-----– ტ------------ს დავალიანება შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------“ მიმართ შეადგენს 4566.97 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებით მხარის სათანადო წესით მოწვევას უკავშირებს. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეების, მათი წარმომადგენელები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა-----– ტ-----------ს სასამართლო უწყება მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, თუმცა არ ჩაბარდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით.
სასამართლოს განმარტებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ როდის არის დაუშვებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ სასამართლოსათვის არანაირი ინფორმაცია მათი გამოუცხადებლობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იყო თუ არა მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული კანონით დადგენილი საპატიო მიზეზით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ისე გამოიტანა მის წინააღდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ უწყება სათანადო წესით ჩაბარებული არ ყოფილა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ რწმუნებულებაზე საიდანაც დგინდებოდა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ამდენად, იმ მოცემულობაში, როდესაც სარჩელში და შესაგებელში მითითებულ მისამართზე მას გზავნილი არ ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი მისთვის ცნობილ სხვა მისამართზე უნდა გაეგზავნა.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოპასუხე ა-----– ტ------------ სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხეს 2017 წლის 22 ივნისს გასამართი სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 21.11.2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ა------------------–---------–----------–-------–--------–----------------------------–-----მ’’ მოპასუხე ა-----– ტ------------ს წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით. (ტ.1.ს.ფ. 1-12)
დადგენილია, რომ 30.01.2017 წელს შპს ,,ა------------------–---------–----------–-------–--------–----------------------------–------’’ სარჩელზე ა-----– ტ------------ს მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა როგორც საკუთარი ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი): თბილისი, თ------------------–------------------------- და მობილურის ნომერი: 5--------, ასევე წარმომადგენლის ნ----ა ძ---–-–---–ის ძირითადი მისამართი და მობილურის ნომერი. მოპასუხემ შესაგებელს ასევე დაურთო სანოტარო წესით დამოწმებული 26.01.2017 წლის რწმუნებულებაც, რომლითაც მისი ინტერესების დაცვის უფლებამოსილება ნ----ა ძ---–-–---–ს მიანიჭა. დასახელებულ დოკუმენტში მითითებულია როგორც მარწმუნებლის ა-----– ტ------------ს მისამართი, (თბილისი, გ----------------------------) ასევე მინდობილი პირის ნ----ა ძ---–-–---–ის მისამართიც (თბილისი, ვ---------–---------------------------------------------). (ტ.1.ს.ფ. 35-47)
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა კოლეგიის 03.02.2017 წლის განჩინებით შპს ,,ა------------------–---------–----------–-------–--------–----------------------------–------’’ სარჩელის განხილვის მიზნით 22.06.2017 წელს 11:00 საათზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა. (ტ.1.ს.ფ. 48-49)
საქმის მასალებით, კერძოდ, 25.05.2017 წლის გზავნილით დგინდება, რომ 22.06.2017 წლის სასამართლო სხდომის თაობაზე ა-----– ტ-----------ს შესაგებელში მითითებულ მისამართზე: თბილისი, თ--------------------–-----------–----------------------------- გაეგზავნა უწყება. (ტ.1.ს.ფ. 55)
29.05.2017 წლის შეტყობინების ბარათით დგინდება, რომ ა-----– ტ------------სთვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, აღსანიშნავია, რომ დასახელებული დოკუმენტით არ დგინდება ადრესატისთვის გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი. (ტ.1.ს.ფ. 57)
05.06.2017 წლის გზავნილით ირკვევა, რომ 22.06.2017 წლის სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება ა-----– ტ-----------ს იმავე მისამართზე გაეგზავნა, 06.06.2017 წლის შეტყობინების ბარათში გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია მისამართზე არ ყოფნა. (ტ.1.ს.ფ. 59-60)
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ მხარისათვის ორჯერ გაგზავნილი შეტყობინება (იხ. სამოტივაციო ნაწილის 4.1. პუნქტი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია მხარისათვის ჩაბარებულად და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილბა, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ა------------------–---------–----------–-------–--------–----------------------------–------’’ სარჩელი. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება, ერთი მხრივ, ზემოხსენებული საპროცესო ნორმის სწორ განმარტებას, ხოლო, მეორე მხრივ, საფოსტო უკუგზავნილების მართებულ შეფასებას. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის და რწმუნებულების მიხედვით ა-----– ტ------------ს მისამართებს წარმოადგენს: 1. თბილისი, თ--------------------–-----------–-----------------------------; თბილისი, გ----------------------------, შესაგებელში მითითებულია ასევე მხარის საკონტაქტო მობილურის ნომერიც: 5--------; გარდა ამისა, შესაგებლში და რწმუნებულებაში მითითებულია წარმომადგენლის ნ----ა ძ---–-–---–ის მისამართი საკონტაქტო მობილური ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საპროცესო საშუალებათა ჩამონათვალს, თუ რა ფორმით შეუძლია სასამართლოს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა, კერძოდ, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. დასახელებული საპროცესო ნორმა არ შეიძლება, განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს უწყების გაგზავნის წესი, არამედ, სასამართლომ უნდა განკარგოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც გონივრულობის დაცვით იძლევა პირის ინფორმირების საშუალებას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს მხარის დაბარებას. ამგვარ წესს, გარდა ზემოხსენებულისა, წარმოადგენს ამავე ნორმის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისათვის (უბნის ინსპექტორების) შეტყობინების ჩაბარების დავალდებულება და სწორედ ამგვარი ქმედითი საშუალებების უშედეგოდ განკარგვის შემდგომ შეიძლება, ისარგებლოს სასამართლომ ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში).
განსახილველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სასამართლო სხდომისთვის საქმის მომზადების ეტაპზე სასამართლოსთვის გზავნილში მითითებული მისამართების გარდა ცნობილი იყო დამატებით მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სხვა მისამართები, ასევე მათი მობილური ტელეფონის ნომერი, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხოლოდ ერთ მისამართზე გზავნილის გაგზავნის და ადრესატისთვის მისი ჩაუბარებლობის მიზეზის არ ცოდნის პირობებში არ არსებობდა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის და შესაბამისად გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
პალატის განმარტებები ასევე ემყარება ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადებას. ერთ-ერთ საქმეზე ევროსასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები. ამ თვალსაზრისით ევროსასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ. სუსგ-ებები: №ა-2257-შ-73-09, 2 მარტი, 2010 წელი და №ას-214-199-2014, 8 აპრილი, 2015 წელი) და მიიჩნია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან (იხ. ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი # 30459/13). მითითებულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის დარღვევად განიხილა ის, რომ ეროვნული სასამართლოს მხრიდან არც ერთი მცდელობა არ განხორციელებულა - დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად, mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya)). აღნიშნული საშუალება ასევე ხელმისაწვდომი იყო სასამართლოსთვის სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით.
პრეცედენტული სამართლით განმარტებულია, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან, ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ 15 წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ (Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). შემდგომში, სასამართლო ხაზს უსვამს ეროვნული ორგანოების ვალდებულებას - უზრუნველყოს „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A no. 274). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხ. „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07, 10/06/2010), თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება, ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016), თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. კერძოდ, ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე ა-----– ტ------------ სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----– ტ------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის განმავლობაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
მაია სულხანიშვილი