განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
010141318700062140
ინსტანცია
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062140

საქმე №1/აგ-415-18 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ არ---–------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თა---------------ისა და თა-----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით:

არ---–------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 307-ე მუხლით და 311-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 307-ე მუხლით და 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით დაწესებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, არ---–------–-----ს განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ნაწილის - 2 (ორი) წლის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი არ---–------–-----ს ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის დადგენილებით, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ, გაუქმდა მსჯავრდებულ არ---–------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ძებნილი მსჯავრდებული არ---–------–-----ი დაკავებული იქნა 2018 წლის 23 მაისს.

 

2018 წლის 21 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულ არ---–------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თა---------------მა და თა-----------–---–მა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვეს არ---–------–-----ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება, კერძოდ, მსჯავრდებულ არ---–------–-----ს სსკ-ის 311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სსკ-ის 55-ე მუხლის გათვალისწინებით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირება და საბოლოოდ 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირება და საბოლოოდ 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, არ---–------–-----ისთვის საბოლოო სასჯელის სახით 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის მომართვის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას არ---–------–-----ის მიმართ „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებაზე არ უმსჯელია.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ არ---–------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თა---------------ისა და თა-----------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით (რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 08 მაისს) ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში, მათ შორის, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილით განისაზღვრა, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს არ---–------–-----ი იყო ნასამართლობის არმქონე და აღნიშნული განაჩენით მას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა ზემოაღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად _ სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილებით უმჯობესდება არ---–------–-----ის სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი დაენიშნა იმ დროს მოქმედი სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქციის თანახმად, არ---–------–-----ის მიმართ სავალდებულოა სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ---–------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის დადგენილებით განსაზღვრულ სასჯელებში უნდა შევიდეს ცვლილება და არ---–------–-----ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, კერძოდ:

 

არ---–------–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სასჯელი − 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

არ---–------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნულმა სასჯელმა _ 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შთანთქოს ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით არ---–------–-----ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 10 (თვე) და 24 დღე თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 4 თვისა და 6 დღის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი, 4 (თვე) და 6 (ექვსი) დღე.

 

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით არ---–------–-----მა მოიხადა 2008 წლის 27 სექტემბერს, შესაბამისად 2010 წლის 25 მაისის დადგენილების გამოტანის მომენტისთვის უკვე გასული იქნებოდა პირობითი მსჯავრისათვის დადგენილი ვადა - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე და 6 (ექვსი) დღე, ამდენად, მსჯავრდებული არ---–------–-----ი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე და 3321-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ არ---–------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თა---------------ისა და თა-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

არ---–------–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სასჯელი − 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

არ---–------–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნულმა სასჯელმა _ 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქოს ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307; 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით არ---–------–-----ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 10 (თვე) და 24 დღე თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 4 თვისა და 6 დღის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი, 4 (თვე) და 6 (ექვსი) დღე.

არ---–------–-----ის მიერ მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი − 1 (ერთი) წელი, 4 (თვე) და 6 (ექვსი) დღე გასულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე