განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001392123
საქმე №2ბ/891-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
სა---------–ოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - რ-----ი ბა-------ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ------ ნ-–-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „სა---------–ოს რ-------ა“
წარმომადგენელი - ი-----–- წ---–-----ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რ-----ი ბა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 28 აპრილის ლიანდაგის სარემონტო სამშენებლო სამმართვლოს უფროსის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელე რ-----ი ბა-------ე მუშაობდა სს ,,სა---------–ოს რ-------ის’’ სალიანდაგო სამანქანო ს-------------ში ექსკავატორის მემანქანედ და იგი 1--- წლიდან წარმოებიდან ღებულობდა ყოველთვიურ თანხას სამსახურში მიღებული ზიანის ანაზღაურების გამო.
2.2. სამედიცინო -სოციალური ექსპერტიზის 2----–-–------------ დასკვნის თანახმად მოსარჩელე რ-----ი ბა-------ეს დაუდგინდა პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა 80%-ით უვადოდ.
2.3. სს ,,სა---------–ოს რ-------ისაგან’’ მიღებული წერილობითი ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებული ექსკავატორის მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის ივლისის თვიდან დღემდე შეადგენს 750 ლარს და დროის ამ მონაკვეთში რ-----ი ბა-------ე შრომითი დასახიჩრების გამო ყოველთვიურად ღებულობს 118 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართელოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოს იდეას ამკვიდრებს. კონსტიტუციის 31-ე მუხლით გაცხადებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამომდინარეობს პრეამბულის ფუნდამენტური იდეებიდან დემოკრატიული წესწყობილებისა და ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე (სა---------–ოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სა---------–ოს კონსტიტუცის 31-ე მუხლი სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა (2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება)). სოციალური სახელმწიფოს მიზანია სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დამკვიდრება ქვეყანაში. სოციალურია ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახელობის სოციალური დონე ამაღლდეს.
ეჭვგარეშეა, რომ სოციალური სახელმწიფოს ზემოაღნიშნული პრინციპი, რომელიც თავისთავად სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა, ცალსახად მოიაზრებს შრომით ურთიერთობაში შესული პირის - დასაქმებულის უფლებების სათანადო რეალიზაციას. ასეთი უფლებები კი, საწარმოო ტრავმის შემთხვევაში დასაქმებულის სათანადო დაცვის უზრუნველყოფის გარეშე ვერ ჩაითვლება სრულყოფილად დაცულად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს ,,სა---------–ოს რ-------ა’’.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
2.5. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგენილია, მოსარჩელე 1--- წლიდან ღებულობს სარჩოს სამსახურში მიღებული ტრავმის გამო, მოსარჩელეს სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა შრომის უნარის 80% დაკარგვის ფაქტი უვადოდ. 1--- წლიდან მოსარჩელე საწარმოში მიღებული ტრავმის შედეგად ღებულობდა ყოველთვიურ თანხას 118 ლარის ოდენობით, სს ,,სა---------–ოს რ-------ის'' ფილიალ ,,სა---------–ოს რ-------ის ინფრასტრუქტურის ფილიალის'' სალიანდაგო დეპარტამენტის ლ---------------------------–-----–-- სამმართველოში დასაქმებული ექსკავატორის მემანქანის თვიური სარგო 2013 წლის ივლისიდან გაიზარდა და დღემდე შეადგენს 750 ლარს. ხელფასის ცვლილების მიუხედავად, სს „სა---------–ოს რ-------ა“ რ-----ი ბა-------ეს უცვლელად უნაზღაურებდა სარჩოს 118 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს შესაბამის თანამდებობაზე მომუშავე პირთა გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისროს: 1) 2016 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 600 ლარის ოდენობით, 2) დაეკისროს მოპასუხეს რ-----ი ბა-------ის სასარგებლოდ ერთობლივად მიუღებელი სარჩოს სხვაობა - 17 352 ლარის გაგახდა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა რ-----ი ბა-------ეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება და რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (საწარმოს ბრალით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანება), მიიღებდა თუ არა იგი სადავო პერიოდში გაზრდილი ოდენობით ხელფასს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ-----ი ბა-------ე, რომელიც დასაქმებული იყო ,,სა---------–ოს რ-------ის ინფრასტრუქტურის ფილიალის'' სალიანდაგო დეპარტამენტის ლიანდაგის სარემონტო -ს--–-----–---------------–--–-'' ექსკავატორის მემანქანედ, საწარმოო ტრავმა მიიღო 1--- წელს, 54 წლის ასაკში (დაბადებულია 0--------- წელს) და მან შრომის უნარი დაკარგა 80%- ით. სადავო არ არის, რომ შრომის უნარის დაკარგვა საწარმოს ბრალით იყო გამოწვეული, რის გამოც მას დაენიშნა სარჩო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა, ხელფასის 80%-ის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა და, რაც რ-----ი ბა-------ეს 2004 წელს შეუსრულდა (სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება სა---------–ოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას და განმარტებას, იხ. სუსგ №789 -746- 2015, 22.01.2016წ.) ასევე გასათვალისწინებელია, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე დადგენილი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ექსკავატორის მემანქანედ მომუშავე პირთა ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლის პერიოდული გადამოწმებაც ასევე სავალდებულო წინაპირობაა შესაბამისი სამუშაოს შესრულებისათვის (გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში მითითებული გარემოებები). ყოველივე აღნიშნული იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ვარაუდი იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, რ-----ი ბა-------ე სადავო პერიოდშიც იმუშავებდა მოპასუხე საწარმოში, მემანქანის თანამდებობაზე და სს „სა---------–ოს რ-------აში“ მოქმედი მემანქანეების ხელფასების ცვლილებები მასზეც გავრცელდებოდა, უსაფუძვლოა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან არ არსებობს დაკისრებული სარჩოს გადაანგარიშების საფუძველი სარჩელში მითითებულ პერიოდში, მოსარჩელის მოთხოვნას - 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივლისამდე მისაღებ და მიღებულ სარჩოს შორის სხვაობის, ხოლო 2016 წლის ივლისიდან სარჩოს სახით გაზრდილი ხელფასის შესაბამისი ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. რ----- ბა-------ეს ჯამრთელობის მოშლის გამო დარღვეული აქვს სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს შრომის უნარის სრულ დაკარგვას. შრომის უნარი არ ნიშნავს მხოლოდ სამსახურში მუშაობას, მოსარჩელის მოთხოვნილებები გაზრდილია, იგი სახლში ვერ ასრულებს ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ფუნქციებს.
საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს დელიქტურ ვალდებულებას, რომელიც წარმოშობილია დაზარალებულის აბსოლუტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიზნად ისახავს არაქონებრივი სიკეთისთვის ზიანის ანაზრაურებას, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- რ-----ი ბა-------ე (შემდგომში „მოსარჩელე“) დაბადებული 0---------წ. მუშაობდა სს ,,სა---------–ოს რ-------ის’’ (შემდგომში „მოპასუხე“) სალიანდაგო სამანქანო ს-------------ში ექსკავატორის მემანქანედ და 1--- წლიდან წარმოებიდან ღებულობს ყოველთვიურ თანხას სამსახურში მიღებული ზიანის ანაზღაურების გამო (ტ. 1, ს.ფ. 21, 64).
- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2----–-–------------ დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს დადგენილი აქვს პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა 80%-ით უვადოდ (ტ. 1, ს.ფ. 22).
- მოპასუხე საწარმოში დასაქმებული ექსკავატორის მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის ივლისის თვიდან დღემდე შეადგენს 750 ლარს და დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელე შრომითი დასახიჩრების გამო ყოველთვიურად იღებს 118 ლარს (ტ.1, ს. ფ. 23,24).
4.2. მოსარჩელე, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს მიყენებული ზიანით დაკარგა 80% შრომის უნარი, ითხოვს იმავე თანამდებობაზე დასაქმებული მუშაკის გაზრდილი ხელფასის შესაბამისად მოპასუხეს დაეკისროს 2016 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 600 ლარის ოდენობით, ასევე მიუღებელი სარჩოს სხვაობა (გადაანგარიშებული სხვაობა) 17 352 ლარის ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 1-13).
4.3. სა---------–ოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, ეს კანონი აწესრიგებს სა---------–ოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან სა---------–ოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სა---------–ოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სა---------–ოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ შრომის უნარის დაკარგვა საწარმოს ბრალით იყო გამოწვეული, რის გამოც მას დაენიშნა სარჩო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა, ხელფასის 80%-ის ოდენობით.
სარჩოს მიმღების სასარჩელო მოთხოვნა ეხება იმავე თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა ყოველთვიური ხელფასის მიხედვით სარჩოს გადაანგარიშებას.
ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმ დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამასთან, ამ ეტაპზე სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. მოპასუხეს აღიარებული აქვს ვალდებულება ტრავმის გამო მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობენ.
სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, სარჩენის სასარგებლოდ სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოქმედი ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულდება მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ ამ ასაკში, რა პერიოდიდანაც ითხოვს 1939 წელს დაბადებული მოსარჩელე სარჩოს გადაანგარიშებას, იგი ექსკავატორის მემანქანედ ვერ იმუშავებდა. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2016 წლის შემდგომ გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული (შდრ. სუსგ №ას- 789-746-2015, 2016 წლის 22 იანვარი).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გაზრდილი ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაუანგარიშებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების და ყოველთვიურად მოქმედი ექსკავატორის მემანქანის ხელფასის შესაბამისად გადაანგარიშებული ოდენობით სარჩოს მიღების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ-----ი ბა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით სა---------–ოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ზამბახიძე