განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/745-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - კ-----------იას,მსჯავრდებულ - გ--------–---------ნის,ადვოკატ - ი------------–-----
თარჯიმან - ი----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------–---------ნის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------–---------ნის მიმართ - პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–-----–--–---------–------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით:
გ--------–---------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გ--------–---------ნს სასაჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 23 აპრილიდან.
გ--------–---------ნს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის თებერვლის თვეში, გ--------–---------ნი, ქ------–--–----------------------ში მდებარე მ------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას 2600 ლარის ოდენობით, მუსიკალურ ინსტრუმენტ - აკორდეონს და სარემონტო მასალებს, რითაც მ------------–---–ს მიაყენა 4021 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------–---------ნმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი გახილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. პროცესის მიმდინარეობისას არასწორად იქნა შეფასებული მტკიცებულებები და მოწმეთა ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება. მსჯავრდებული აღიარებს, რომ მ------------–---–ის სახლში ასრულებდა სარემნტო სამუშაოებს, თუმცა იქიდან ფულადი თანხის და სხვადასხვა ნივთების მოპარვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. მათ შორის აღნიშნავს, რომ ელექტროგაყვანილობას და ჩამრთველებს ვერანაირად ვერ მოიპარავდა, ვინაიდან დაზარალებულის სახლში მისი მისვლისას ელექტროგაყვანილობები უკვე გამოყენებული იყო და მან დაიწყო კედლების ფითხით გასწორება. ასევე ჩამრთველების გარკვეული ნაწილი უკვე დაყენებული იყო, ხოლო თუ რამდენი ჩამრთველი ჰქონდათ სახლში დაზარალებულს, არავინ იცოდა და არც სასამართლო პროცესზე არ გარკვეულა. რაც შეეხება ოთახს, სადაც მ------------–---–ი ინახავდა ფულად თახას და სხვა პირად ნივთებს, მსჯავრდებული მიუთითებს, რომ იმ ოთახში დაუკითხავად არ შესულა, მხოლოდ ერთხელ იყო იქ მ------------–---–ის ვაჟთან ერთად, როდესაც ისარგებლა ინტერნეტით. ასევე, აპელანტისათვის არ არის დამაჯერებელი, სარწმუნო და ურთიერთთანხვედრილი მოწმეების გ-------–-------–-ძის, რ------–------------ვის, ლ-------------–--ლის, ზ----–------ოვის, დ------------- და ნ-------------ის ჩვენებები; მიუთითეს, რომ აღნიშნული პირების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში იკვეთება ბევრი საეჭვო გარემოება, რის გამოც არ უნდა მოხდეს მათი გაზიარება. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ვინაიდან არ არსებობს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისი საწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, მსჯავრდებული ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლო სხდომაზე გ--------–---------ნმა და მისმა ადვოკატმა ი------------–--ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--------–---------ნის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში გ--------–---------ნის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის იანვარსა და თებერვლის თვეში კო---------------–ი მდებარე მის ბინაში, ბრალდებული გ--------–---------ნი მუშაობდა ხელოსნად. მას (მ------------–---–ს) ბინის ერთ ოთახში ჰქონდა განთავსებული პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო დანარჩენ ოთხ ოთახში მიმდინარეობდა რემონტი. მოწმემ განაცხადა, რომ იმ ერთ ოთახში, რომელშიც ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა და განთავსებული ჰქონდა პირადი ნივთები, ხელოსნებს ეკრძალებოდათ მის დაუკითხავად შესვლა. თუმცა, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, გ--------–---------ნი კომპიუტერით სარგებლობის მიზეზით, არაერთხელ უნახავთ დაუკითხავად შესული ამ ოთახში. რემონტის მიმდინარეობის პერიოდში ვერ იქნა ნანახი შეძენილი ელექტრო სადენები და ჩამრთველები, ასევე ბინიდან მოპარული იყო სალესი ფითხი, მუსიკალური ინსტრუმენტი - აკორდეონი დ 2600 ლარი, რომელსაც ინახავდა კომპიუტერის მაგიდის უჯრაში. მ------------–---–მა ნივთების დაკარგვის შესახებ უთხრა ხელოსნებს და მოსთხოვა ერთმანეთში გაერკვიათ, თუ ვინ წაიღო დასახელებული ნივთები, ვიდრე პოლიციას მიმართავდა. ამავე საკითხის გასარკვევად მან მობილური ტელეფონით სცადა დაკავშირება გ--------–---------ნთან, რომელიც სამუშაოს დასრულებამდე იყო სახლში წასული. როგორც მისთვის ცნობილია, მასთან მომუშავე ხელოსნებმა სთხოვეს ბრალდებულს მომხდარი ფაქტის გარკვევის მიზნით, სამუშაოზე მისულიყო, თუმცა თანხისა და ნივთების დაკარგვის შემდეგ, გ--------–---------ნი მასთან აღარ მისულა და ვეღარც სატელეფონო კონტაქტი შედგა მათ შორის. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ძირითადი სამშენებლო მასალა ერთად შეიძინა და ინახავდა ბინაში; მის მეზობლებს გ--------–---------ნი უნახავთ როგორც ტომრით, ასევე, „გიფსოკარდონის უგოლნიკებითა“ და აკორდეონით ხელში მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე ლ-------------–--ლმა. ამ უკანასკნელმაც დაადასტურა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გ--------–---------ნი უნებართვოდ შედიოდა იმ ოთახში, სადაც ოჯახის პირადი ნივთები იყო განთავსებული. მისივე განმარტებით, ხელოსნებდან მხოლოდ ბრალდებული სარგებლობდა ამ ოთახით ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ------–------------ვმა განმარტა, რომ რომ 2016 წლის იანვრის თვეში მ------------–---–ის სახლში ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ გაყავდა ცენტრალური გათბობის სისტემა. რემონტი მიმდინარეობდა ყველა ოთახში, გარდა ერთისა, რომელშიც დაზარალებული ინახავდა ოჯახის პირად ნივთებს. ამ ოთახში შესვლის უფლება ხლოსნებს არ ჰქონდათ ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე, თუმცა გ--------–---------ნი დაუკითხავად შედიოდა და სარგებლობდა მ------------–---–ის პერსონალური კომპიუტერით, რის გამოც მას არაერთხელ დაუმსახურებია შენიშვნა. მოწმის განმარტებით, თებერვლის თვეში აღნიშნული ბინიდან დაიკარგა სხვადასხვა ნივთები. მათ შორის ფულადი თანხა, ელექტრო სადენები, ჩამრთველები და პროფილები. მან არ იცის ვის შეიძლებოდა წაეღო დაკარგული ნივთები, თუმცა ისინი ყველანი ეძებდნენ, გ--------–---------ნი კი წასული იყო სახლიდან. მ------------–---–საც ეჭვი გაუჩნდა - გ------- რატომ წავიდაო.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე გ-------–-------–-ძემ და მანვე დაადასტურა, რომ გ--------–---------ნი ოჯახის წევრებისაგან დაუკითხავად შედიოდა იმ ოთახში, სადაც დაზარალებული ინსახავდა პირად და საოჯახო ნივთებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----–------ოვმა განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ მ------------–---–ის მეზობელი. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში, ვიდრე დაზარალებულის სახლიდან ნივთების დაკარგვის ამბავს შეიტყობდა, ორი კვრით ადრე, მ------------–---–ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა გ--------–---------ნი, რომელსაც ხელში ეჭირა დაზარალებულის კუთვნილი აკარდიონი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------მა განმარტა, რომ არის მ------------–---–ის მეზობელი. იმ პერიოდში, როდესაც მ------------–---–ი სახლში აკეთებდა რემონტს, დაინახა დაზარალებულის სახლიდან მომავალი გ--------–---------ნი, რომელსაც მხარზე ჰქონდა გადებული ვერცხლისფერი რკინები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ----------–-ამ განმარტა, რომ მუშაობს ამ----–--ის ქუჩა 7-ში მდებარე სამშენებლო ნივთების მაღაზიაში, სადაც დაზარალებულ მ------------–---–ს გ--------–---------ნთან ერთად არაერთხელ შეუძენია სხვადასხვა სარემონტო ნივთები. მოწმემ დაადასტურა, რომ მოგვიანებით გ--------–---------ნმა იმავე მაღაზიაში მიიტანა და უკან ჩააბარა სალესი ფითხი, რაშიც გადაუხადა ფულადი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------------მ განმარტა, რომ არის ამხანაგობა კ-------------ის თავმჯდომარე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლმა მისი თადასწრებით დაათვალიერა ამავე შენობის სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერი, რაც შემდეგ გადატანილი იქნა შესაბამის დისკზე. მოწმემ კამერის ჩანაწერში დაინახა მამაკაცი, რომელსაც შენახული ნივთის გამო შესამჩნევად ჰქონდა გამობერილი ქურთუკი.
2016 წლის 20 თებერვლის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ჩანაწერი მოიცავს 2016 წლის 14:58:20 საათიდან, 15:02:32 საათამდე პერიოდს. ეკრანზე ისახება ვიდეო ჩანაწერი ოთხი კამერის რაკურსით. N2 კამერაზე, რომელიც უყურებს ამავე მაღაზიის საწყობს, 14:58:21 სთ-ზე ჩანს პიროვნება, რომელსაც აცვია მოშავო ფერის ზედატანი და ამავე ფერის შარვალი თეთრი ფერის ლაქებით. მას ხელში უჭირავს თეთრი ფერის ტომარა, რომელიც შეაქვს დასახელებული მაღაზიის საწყობში, რის შემდგომაც ხელცარიელი გადმოდის გზის მოპირდაპირე მხარეს და 14:58:41 სთ-ზე შედის სანტექნიკის მაღაზიაში, რასაც აფიქსირებს N4 კამერა. ამის შემდეგ N3 კამერაზე, ის ჩერდება, სადაც ჩანს ამავე მაღაზიის შიგნითა რაკურსი. იგივე პიროვნება, მოწმე ლ----------–-ას განმარტებით, არის ქალბატონ მ------- ხელოსანი სახელად გ-------, რომლის გვარიც არ იცის, ხოლო დარჩენილი სამი პირისგან, რომელიც კადრზე ჩანს, ერთ-ერთი არის თვითონ ლ----------–-ა. ზემოაღნიშნული შავსამოსიანი პიროვნება თეთრი ლაქებით და შავი წვერით, რომელსაც ჯანაშიას განმარტებით ჰქვია გ-------, დგას მაღაზიაში და ესაუბრება ლ----------–-ას, რის შემდეგ 15:01:50 სთ-ზე მაღაზიის სხვა თანამშრომელი აწვდის 10 ლარიან კუპიურას, ვინმე გ------- თანხას 10 ლარს იღებს, რაც კარგად ჩანს N1 კამერაზე და15:02:07 სთ-ზე ტოვებს მაღაზიას. მამაკაცი N3 კამერიდან ქრება და ჩნდება N4 კამერაზე, სადაც იგივე პირი გამოდის მაღაზიიდან და მიდის ამ----–--ის ქუჩაზე მაღლა. მოწმე ლ----------–-ას განმარტებით, ვიდეოჩანაწერში გამოსახული პირი სახელად გ-------, არის კ-------- ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე მ------- ხელოსანი.
2016 წლის 22 თებერვლის კომპიუტერული დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, დისკზე ნანახი იქნა 4 ცალი ფაილი: პირველი ჩანაწერის ზედა კუთხეში აღენიშნება თარიღი 05.02.2016 წელი. ჩანაწერი იწყება 15:20 სთ-ზე. ჩანაწერში ჩანს კ-------- N1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ტერიტორია. კერძოდ, კ-------- ქუჩის დასაწყისი. ჩანაწერის დათვალიერებისას კ-------- ქუჩიდან, ა-------ის ქუჩის მხარისკენ კადრში ჩნდება ფეხით მოძრავი მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსი, მოლურჯო ფერის ქურთუკი. იმავე მამაკაცს ვიზუალურად ეტყობა, რომ ქურთუკის წინა მხარეს აქვს შესამჩნევად გამობერილი. ჩადის ა-------ის ქუჩაზე და ქრება კადრიდან. ჩანაწერი მთავრდება 15:37 სთ-ზე. ამის შემდგომ გახსნილი იქნა მეორე ფაილი: ჩანაწერში მითითებულია თარიღი 07.02.2016 წელი. ამავე ჩანაწერშიც წინარე ჩანაწერის მსგავსად ჩანს კ-------- ქუჩის დასაწყისი და ა-------ი-ამ----–--ის ქუჩების დასაწყისი, ჩანაწერი იწყება 12:52 საათზე, დაწყებიდან რამოდენიმე წამში 12:52 სთ-ზე კადრში ჩნდება შავგრემანი მამაკაცი, შავი ფერის თმებით, აცვია მუქი ფერის ზედა, აცვია მუქი ფერის რამდენადაც ჩანს სამუშაო შარვალი, რადგანაც შარვალს აქვს თეთრი ფერის ლაქები, მამაკაცს ორივე ხელით წინ უჭირავს თეთრი ფერის სავსე ტომარა. მანვე ჩაიარა საცხოვრებელი კორპუსის წინ, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარზე და გაემართა ამ----–--ის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ გადის კადრიდან. ჩანაწერი მთავრდება 12:55 სთ-ზე. მესამე ფაილი იქნა გახსნილი: ჩანაწერი იწყება 14:50 სთ-ზე, ჩანაწერში ჩანს კ-------- ქუჩა, ა-------ის და ამ----–--ის ქუჩების დასაწყისები. ჩანაწერის დასაწყისშივე 14:50 სთ-ზე ჩნდება იგივე აღნაგობის მამაკაცი, რომელიც იყო წინა ჩანაწერებში, მას აცვია სავარაუდოდ სამუშაო ტანსაცმელი, რადგან შარვალი დასვრილია თეთრ ფერებში. მამაკაცი გადის ანალოგიურად კ-------- ქუჩიდან, რა დროსაც მარჯვენა მხარზე უდევს სავსე თეთრი ფერის ტომარა, მიემართება ამ----–--ის ქუჩისაკენ და ქრება კადრიდან.
ბრალდებულმა გ--------–---------ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ------------–---–ის ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა 2015 წლის ნოემბრის ბოლოდან. რემონტი მიმდინარეობდა ყველა ოთახში, გარდა ერთისა, სადაც ეწყო დაზარალებულის პირადი ნივთები, მათ შორის კომპიუტერი. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აკრძალვის მიუხედავდ ის კომპიუტერის გამო რამოდენიმეჯერ შევიდა აღნიშნულ ოთახში, თუმცა იქიდან ფულადი თანხა არ მოუპარავს. ასევე არ მოუპარავს სხვადასხვა სარემონტო მასალები და აკორდეონი, მისთვის უცნობია ვის შეეძლო წაეღო აღნიშნული ნივთები მ------------–---–ის ბინიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ გ--------–---------ნის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------–---------ნმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დაზარალებულმა მ------------–---–მა თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისი ბინიდან სხვადასხვა ნივთების დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებები, აღწერა დაკარგული ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც ნამდვილად ინახებოდა მის ბინაში და ასევე დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი ხელოსნებიდან მხოლოდ გ--------–---------ნი შედიოდა ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე იმ ოთახში, რომელშიც რემონტი არ მიმდინარეობდა და ინახავდა პირად ნივთებს. მისივე განმარტებით, მიუხედავად არაერთი შენიშვნისა, გ--------–---------ნი ამ ოთახში დანახული ჰყავდათ როგორც მას, ასევე დედამისს - ლ-------------–--ლს და სხვა ხელოსნებს. დაზარალებულმა სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება; ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული მისი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.
დაზარალებულ მ------------–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ლ-------------–--ლის, რ------–------------ვის, გ-------–-------–-ძის, ზ----–------ოვას, ნ-------------ის, ლ----------–-ას და დ------------- ჩვენებებით. ლ-------------–--ლმა, რ------–------------ვმა და გ-------–-------–-ძემ სასამართლოს მოახსენეს, რომ ხელოსნებს აკრძალული ჰქონდათ ნებართვის გარეშე იმ ოთახში შესვლა, სადაც იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და განთავსებული იყო მათი პირადი ნივთები, თუმცა მიუხედავად ამ აკრძალვისა, გ--------–---------ნი მაინც შედიოდა იქ, კომპიუტერით სარგებლობის მიზეზით. მოწმეთაგან არც ერთი არ უარყოფს, რომ ამ ოთახში ხელოსნები - რ------–------------ვი და გ-------–-------–-ძეც შესულან, თუმცა ადასტურებენ, რომ ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე მხოლოდ გ--------–---------ნი შედიოდა იქ. დაზარალებულის მეზობლებმა - ზ----–------ოვმა და ნ-------------მა დაადასტურეს, რომ ნახეს მ------------–---–ის სახლიდან მომავალი გ--------–---------ნი, რომელსაც დაზარალებულის კუთვნილი ნივთები ეკავა ხელში, კერძოდ ერთმა მათგანმა მიუთითა, რომ გ--------–---------ნს მოჰქონდა აკორდეონი, ხოლო მეორემ რკინებით ხელში დაინახა ეს უკანასკნელი. ზ----–------ოვმა სასამართლოს მოახსენა, რომ როდესაც მ------------–---–ის ბინიდან ნივთების დაკარგვის შესახებ შეიტყო, დაახლოებით ორი კვირით ადრე ჰყავდა დანახული აკორდეონით ხელში გ--------–---------ნი. აღნიშნულ მოწმეებთან მიმართებაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მოსაზრებაზე, რომ ზ----–------ოვი და ნ-------------ი არიან დაზარალებულის კლიენტები და შესაბამისად, მასზე დამოკიდებული პირები. პალატის განმარტებით მსჯავრდებულის მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, თუმცა დადგენილიც რომ იყოს ხსენებული გარემოება, იურიდიული კონსულტაციის გამცემი პირისა და მისი კლიენტის ურთიერთობა არ გულისხმობს, რომ კლიენტი, გარდა მათი საერთო საქმისა, ადვოკატზე რაიმე ფორმით დამოკიდებული, ან მის წინაშე ვალდებული პირია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში თავად დაზარალებულ მ------------–---–ის მხრიდან არ იკვეთება გ--------–---------ნის მიმართ დაინტერესების არსებობა. რაც შეეხება მოწმე ლ----------–-ას ჩვენებას, მის მიერ დადასტურებული იქნა, რომ გ--------–---------ნმა ნა--------–---–თან ერთად შეძენილი სალესი ფითხი უკან მიიტანა მის მაღაზიაში და ჩააბარა, რაშიც ლ----------–-ამ მას ფულადი თანხა გადაუხადა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს მ------------–---–ის ბინიდან ნივთების მოპარვასთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გარემოებები. ისინი საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები მათ ჩვენებებში არ არის გამოვლენილი. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ არც თუ ისე მცირე პერიოდის გასვლის შემდეგ მოწმეთა გარკვეული ნაწილი სრულყოფილად ვერ იხსენებს იმ ნივთების ჩამონათვალს, რაც დაიკარგა დაზარალებულის ბინიდან, ვერ გახდება მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი. მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ამომწურავად და დამაჯერებლად ისაუბრა თავად დაზარალებულმა მ------------–---–მა, რასაც პალატა იზიარებს სრულად და განმარტავს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველები არ არსებობს.
პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადი და გამყარებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი მტკიცებულებებით. მათ შორის, 2016 წლის 20 თებერვლის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით და 2016 წლის 22 თებერვლის კომპიუტერული დისკის დათვალიერების ოქმით, საიდანაც ერთ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ გ--------–---------ნს ხელში უჭირავს თეთრი ფერის ტომარა, რომელიც შეაქვს მაღაზიის საწყობში, რის შემდგომაც ხელცარიელი გადმოდის გზის მოპირდაპირე მხარეს. აღნიშნული პიროვნება კვლავ ჩნდება N3 კამერაზე, სადაც ასახულია ამავე მაღაზიის შიგნითა რაკურსი. მოწმე ლ----------–-ას განმარტებით, ეს პირი არის ქალბატონ მ------- ხელოსანი სახელად გ-------, რომელიც დგას მაღაზიაში და ესაუბრება ლ----------–-ას, რის შემდეგ 15:01:50 სთ-ზე მაღაზიის სხვა თანამშრომელი აწვდის 10 ლარიან კუპიურას, ვინმე გ------- თანხას 10 ლარს იღებს და ტოვებს მაღაზიას. ხოლო მეორე შემთხვევაში კამერაში ჩანს კ-------- ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ტერიტორია. 05.02.2016 წლის ჩანაწერში კადრში ჩნდება ფეხით მოძრავი მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსი, მოლურჯო ფერის ქურთუკი. იმავე მამაკაცს ვიზუალურად ეტყობა, რომ ქურთუკის წინა მხარეს აქვს შესამჩნევად გამობერილი. ჩადის ა-------ის ქუჩაზე და ქრება კადრიდან. ხოლო 07.02.2016 წლის ჩანაწერში 12:52 საათზე კადრში ჩნდება შავგრემანი მამაკაცი, შავი ფერის თმებით, აცვია მუქი ფერის ზედა, სამუშაო შარვალი, თეთრი ფერის ლაქები, მამაკაცს ორივე ხელით წინ უჭირავს თეთრი ფერის სავსე ტომარა. ასევე, 14:50 საათზე ჩნდება იგივე აღნაგობის მამაკაცი, რომელიც იყო წინა ჩანაწერებში, მას აცვია სავარაუდოდ სამუშაო ტანსაცმელი, გადის ანალოგიურად კ-------- ქუჩიდან, რა დროსაც მარჯვენა მხარზე უდევს სავსე თეთრი ფერის ტომარა, მიემართება ამ----–--ის ქუჩისაკენ და ქრება კადრიდან.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი სისწორე სასამართლო სხდომაზე დადასტურებულია მისი შემდგენი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ; ასევე, 2018 წლის 16 აპრილის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხორციელდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულ გ--------–---------ნის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მისი უდანაშაულობის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში გამორიცხავს დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს და ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ გ--------–---------ნმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------–---------ნის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულიად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი გ--------–---------ნის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------–---------ნის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი;
გ--------–---------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განეაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გ--------–---------ნს სასაჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 23 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - 3 (სამი) ცალი CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე