განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
330100118002383376
ინსტანცია
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002383376

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/768-18 17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ვ--–--------–-------ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1963 წლის 14 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ. თბილისი, ფ----------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ვ--–--------–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ვ--–--------–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–--------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–--------–-------მა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

მსჯავრდებულ ვ--–--------–-------ის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, ფ---------------------–-, ვ--–--------–-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ა-------------–--------ს, კერძოდ სამჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში, რამაც ა-------------–--------ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ვ--–--------–-------ი წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აფურთხებდა და ამცირებდა ა-------------–--------ს, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ვ--–--------–-------ი 2018 წლის 23 თებერვალს ქ. თბილისში, ფ---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში დედას - ა-------------–--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა-------------–--------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ--–--------–-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულებისა და მოწმეების - ა-------------–--------ს, ვ--–---------–-------–------------–---–-----–--–----------–---–---------------–---------------------------------–-----------------–-–---------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, 2018 წლის 17 თებერვლის შემაკავებელი ორდერით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №001759118 დასკვნით, თავად ვ--–--------–-------ის აღიარებითი ჩვენებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--–--------–--------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ--–--------–-------მა ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ--–--------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას. დაზარალებული შერიგებულია და არ გააჩნია პრეტენზია. დამაძიმებელი გარემობაა ის, რომ წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში, გამოცემულია შემკავებელი ორდერი, რაც ამგვარი ქმედების ჩადენის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატის აზრით, ვ--–--------–-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს. გათვალისწინებული იქნა, რომ ვ--–--------–-------ი ქმედების ჩადენამდე იყო თვისობრივად და შინაარსობრივად იგივე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი. მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. მართალია, ვ--–--------–-------მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები. დაზარალებული შერიგებულია (იხ. საქმეში ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულ ა-------------–-------ის განცხადება), თუმცამითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ვ--–--------–-------ისათვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ სასჯელის შემსუბუქება და სახლში დროულად დაბრუნება მხოლოდ იმ მოტივით სურს, რომ მოხუცი და ავადმყოფი დედა ჰყავს მისახედი.ხანგრძლივად პატიმრობაში ყოფნის გამო ვერ შეძლებს იზრუნოს დედაზე. მისი შვილი კი ვერ შეძლებს მიხედვას ხერხემლის დაზიანების გამო. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენით დაგდენილი ქმედებების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი იყო თვისობრივად და შინაარსობრივად იგივე დანაშაულის ჩადენისათვის. გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და აღნიშნულ შემთხვევებში დაზარალებული კვლავ მისი დედა იყო. როგორც ჩანს მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა სამართლებრივმა ღონისძიებამ არ იქონია გავლენა და არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი ფაქტორი, რაც მსჯავრდებულის პიროვნებას უარყოფითად ახასიათებს. აღნიშნული გარემოება კი იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მსჯავრდებულს გააჩნია და რაც ზემოთ იქნა ნახსენები, აისახა იმ სასჯელზე, რაც განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ--–--------–-------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ვ--–--------–-------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ვ--–--------–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მას სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2018 წლის 23 თებერვლიდან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი ვ--–--------–-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ--–--------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი ვ--–--------–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ--–--------–-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ვ--–--------–-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–--------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ--–--------–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

 

ვ--–--------–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე