განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
010210018001486665
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001486665

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-461 28 ივნისი 2018 წელი

ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

 

განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტები (მოპასუხეები) - თ------ ფ------, მ------ გ------–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) სს ”ს----------–--- ბ---ი”

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი: სს ,,ს----------–--- ბ---მა“ სარჩელით მიმართა ბ-------ს საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარეებად მ------ გ------–-–---–ი, მ------ ქ------–--ე, მ------ კ-----–---–ი, თ------, დ-----, ა---------–, თ-----, ა--------, თ----, ე-–---, თ------ და ა------ ფ-------ი მიუთითა და ითხოვა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ‘’ს----------–--- ბ---ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ აღკვეთილი იქნას მ------ გ------–-–---–ის, მ------ ქ------–--ის, მ------ კ-----–---–ის, თ------, დ-----, ა---------–, თ-----, ა--------, თ----, ე-–---, თ------ და ა------ ფ-------ის მიერ სს ‘’ს----------–--- ბ---ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ.ბ-------, ს-------- ქუჩა №--, (ს/კ 0-----------) ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულნი იქნენ დასახელებული ქონებიდან. ასევე დადგინდა, რომ მოპასუხეთა გამოსახლების შემდეგ უძრავი ქონება მოსარჩელეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში. მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებს ჩაბარდა 2017 წლის 16 ნოემბერს. მოპასუხეებმა 2017 წლის 24 ნოემბერს საჩივარი წარადგინეს და 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ითხოვეს. მათი განმარტებით: სადაო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ თ------ ფ------ თავის ოჯახთან ერთად და დ----- ფ------ თავის ოჯახთან ერთად. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. საქმეზე ბოლო სხდომა ჩატარდა ივნისის თვეში. შემდგომი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 15 სექტემბერს 11:00 საათზე. თ------ ფ------მ გაიგო, რომ სხდომა გადაიდო 2017 წლის 15 ოქტომბერს. შესაბამისად ის 15 სექტემბერს სხდომაზე ვერ გამოცხადდა. სხვა მოპასუხეები სხდომის დრის შესახებ გაფრთილებული არ იყვნენ კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად მათ საქმის განხილვაში მონაწილეობა ვერ მიიღეს იმის გამო, რომ არ იცოდნენ სხდომის თარიღის შესახებ, რის გამოც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. საჩივრის ავტორებმა ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით: საჩივარი ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული თ------ ფ------სა და მ------ გ------–-–---–ის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება ითხოვეს სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქმის განხილვაზე არ იყვნენ მიწვეული კანონით დადგენილი წესით, რამაც გამოიწვია მათი საპროცესო უფლებების დარღვევა, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში. სააპელაციო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება ითხოვეს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ს----------–--- ბ---ის” სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო: დადგენილია, რომ ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №-----------------, განკარგულების საფუძველზე სს ”ს----------–--- ბ---მა ” აუქციონზე შეიძინა ქ. ბ------–-, ს-------- ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონება. 2015 წლის 09 ნოემბრიდან ეს ქონება აღირცხულია სს ” ს----------–--- ბ---ის” სახელზე. სს ,,ს----------–--- ბ---მა“ სარჩელი აღძრა მ------ გ------–-–---–ის, მ------ ქ------–--ის, მ------ კ-----–---–ის, თ------, დ-----, ა---------–, თ-----, ა--------, თ----, ე-–---, თ------ და ა------ ფ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქმის განხილვა ჩანიშნული იქნა 2017 წლის 15 ივნისს. საქმე მორიგების მიზნით გადაიდო და ჩაინიშნა 2017 წლის 15 სექტემბერს. სხდომის გადადების შემდეგ, მომდევნო სხდომის შესახებ ხელწერილით გაფრთხილებული იქნა თ------ ფ------ და მ------ გ------–-–---–ი. მათ წერილობით დაადასტურეს, რომ ღებულობენ ვალდებულებას დანარჩენ მოპასუხეებს გადასცენ სხდომის უწყებები, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არიან. მოპასუხეები სხდომაზე არ გამოცხადდნენ. უდავოდ დადგენილია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე მოპასუხეებს წინასწარ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარის სააპელაციო საჩივარს და თვლის, რომ მოპასუხეების თ------ ფ------სა და მ------ გ------–-–---–ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული არასაპატიოდ, რაც გამორიცხავს სააეპლაციო საჩივრის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო: ს----------–--- სსკ-ის 230-ე მუხლის თანახად: თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად: ,,თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს”. დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან ერთი ოჯახის წევრები. სახელდობრ: თ------ ფ------ს და მ------ გ------–-–---–ის შვილები, რძალი და შვილიშვილები. დადგენილია, რომ მოპასუხეები ერთ ოჯახში ცხოვრობენ. დადგენილია, რომ სასამართლო უწყება დანარჩენ მოპასუხეებზე გადასაცემად ჩაბარდათ თ------ ფ------სა და მ------ გ------–-–---–ს. შესაბამისად, უწყების თ------ ფ------სა და მ------ გ------–-–---–ისათვის ჩაბარება ნიშნავს, რომ უწყება ჩაბარდათ დანარჩენ მოპასუხეებსაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად: სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. . . . ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს სხდომის გადადების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა აღნიშნული სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხარემ უნდა განახორციელოს საპატიო მიზეზის არსებობისას, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შუამდგომლობა ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად: დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა. განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2017 წლის 15 სექტემბერს არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რომლებსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე არ შეუტყობინებიათ სასამართლოსთვის. სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს თ------ ფ------სა და მ------ გ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შეასხებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით; აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. თ------ ფ------სა და მ------ გ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინება; 3. აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით; 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: თამარ სვანიძე