განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2018
საქმის ნომერი
330100118002437015
ინსტანცია
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002437015

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/773-18 19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ი-–----------–-–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1--- წლის 10 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ. თბილისი, მ--------–-------------–--------–--------------------–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით ი-–----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

 

მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-–----------–-–---–ი სხვადასხვა დროს თავის მეუღლეს მ------------ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. 2018 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში ქ.თბილისში, მე-------–------------–--------–-------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ი-–----------–-–---–მა მეუღლის მ------------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მ------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-–----------–-–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების გ---------------–-–---–ის, თ---------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ მ------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით და სასამართლოში ბრალდების მხარის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–----------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-–----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას.

 

ი-–----------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ი-–----------–-–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

 

საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მართალია სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი: ნასამართლობის არქონა, აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, მაგრამ ეს გარემოებები არ უნდა გახდეს მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელებიდან ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა მის მიერ წარსულში მეუღლის მიმართ არაერთხელ განხორცილებული ანალოგიური ხასიათის მუქარა. არ შეაფასა მსჯავრდებულის ქცევა სათანადოდ და ისე დაუნიშნა სასჯელი. დაზრალებულის და მათი არასრულწლოვანი შვილის გ---------------–-–---–ის დაკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ი-–----------–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სიტყვიერ დაპირისპირებასა და მუქარას არაერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. დაზარალებული უთითებს, რომ 2010 წლიდან სურდა მეუღლესთან განქორწინება, მაგრამ იმ წინაღმდეგობის გამო, რაც გამოიხატებოდა ი-–----------–-–---–ის მხრიდან მოკვლის მუქარაში, აღნიშნულის განხორციელება ვერ შეძლო. გ---------------–-–---–ის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არაერთხელ გამხდარა მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მოწმე. როგორც სოციალური ქსელის საშუალებით, ისე პირადად არაერთხელ მოუსმენია მამის მხრიდან დედის მისამართით განხორცილებული მოკვლის მუქარა. ასეთ გარემოებათა არსებობისას მსჯავრდებულის მიმართ ჯარიმის განსაზღრა პალატას მიაჩნია მსუბუქ სასჯელად, რომელიც სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული არ არის. მსჯავრდებული დანიშნული სასჯელით უნდა აცნობიერებდეს თავისი ქმედების სიმძიმეს, რაც დაეხმარება გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ მართალია, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა მხედველობაში იღებს იმას, რომ ი-–----------–-–---–ის კანონსაწინააწმდეგო ქცევას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ამიტომ მომავალშიც მისი ამგვარი ქმედების პრევენციისთვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი არ არის საკმარისი. სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საჭიროა მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, რაც დაკავშირებული უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთასთან. თუმცა პალატას მიაჩნია, რომ იმ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით (ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები), რაც ი-–----------–-–---–ს გააჩნია დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთალოს პირობითი მსჯავრით. მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, რაც მიჩნეული უნდა იქნას აუცილებელ ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორად.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ი-–----------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

ი-–----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 12 აპრილიდან 2018 წლის 14 აპრილის ჩათვლით;

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში ი-–----------–-–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

ი-–----------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

პირობით მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს, ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ი-–----------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 აპრილიდან 2018

წლის 14 აპრილის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

 

ი-–----------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე