განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
330210015819845
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015819845

საქმე №2ბ/4287-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

1. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „თ--------------------------------------------“

წარმომადგენელი - ა-----------------

 

2. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ფ-----------------

წარმომადგენელი - ა---------------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

 

(I) აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

 

(II) აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,თ---------------------------------------------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფ-----------------ს შპს ,,თ---------------------------------------------“ სასარგებლოდ დაეკისრა 5039.71 ლარის გადახდა. დარჩენილი მოთხოვნის ნაწილში შპს ,,თ---------------------------------------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2012 წლის 16 ივლისს, N--------- რწმუნებულების საფუძველზე, თ-----------------, როგორც შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორმა, უფლება მიანიჭა ფ-----------------ს, რათა მას ქ. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერმინალიდან მიეღო და დანიშნულების ადგილამდე მიეტანა საზღვარგარეთიდან - ჰოლანდიიდან - შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელზე ჩამოსული ტვირთი. ასევე, ხელი მოეწერა საჭირო საბუთებზე და შეესრულებინა კანონმდებლობით დადგენილი ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო იყო მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.

 

2.2. 2012 წლის 3 აგვისტოს, N--------- რწმუნებულების საფუძველზე თ-----------------, როგორც შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორმა უფლება მიანიჭა ფ-----------------ს, რათა მას შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელით ეწარმოებინა ყველა სახის საბანკო-საფინანსო ოპერაციები სს ,,თ------------“ შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ლარში, დოლარში, ევროში). კერძოდ, ეწარმოებინა თანხების ჩარიცხვა, გადარიცხვა დეპოზიტის კონვერტაცია, პლასტიკური ბარათის მიღება, ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მოხსნა, ინტერნეტბანკის რეგისტრაცია ან საჭირო ცვლილებების შეტანა. მიეღო ყველა სახის ინფორმაცია, ხელი მოეწერა საჭირო დოკუმენტებზე და შეესრულებინა კანონმდებლობით დადგენილი ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო იყო მინიჭებული უფლებამოსილების განხორცილებისათვის.

 

2.3. 2012 წლის 01 აგვისტოს ერთი მხრივ, შპს ,,თ--------------------------------------------ს“ და მეორე მხრივ, შპს ,,ვ---------“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხუთი ცალი სამედიცინო დანადგარი (დიალიზის აპარატი) და ორი სამედიცინო სავარძელი საკუთრების უფლებით გადაეცა შპს ”ვ---------”. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ფასი, რომლის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 12800 ევრო.

 

2.4. 2012 წლის 01 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი ნასყიდობის ფასი - 12800 ევროს ოდენობით, ეტაპობრივად, სრულად იქნა ჩარიცხული შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე. ამასთან, მითითებული თანხა ჩაირიცხა ეროვნულ ვალუტაში და შეადგინა 26 475 ლარი.

 

2.5. 2012 წლის 01 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შედეგად, შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 26 475 ლარის ოდენობით, ეტაპობრივად, სრულად იქნა ანგარიშიდან გატანილი ფ------------------ მიერ.

 

2.6. ფ-----------------ს, შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშიდან გამოტანილი თანხა შპს ,,თ--------------------------------------------“-სთვის არ გადაუცია და არც კომპანიის ინტერესებისათვის არ დაუხარჯავს.

 

2.7. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 მაისის N--------- ცნობის მიხედვით შპს,,თ--------------------------------------------ს“ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ერიცხება სალდირებული დავალიანება 5039.71 ლარის ოდენობით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. შპს ,,თ----------------------------------------------” დაუთმო ფ-----------------ს უცხოური კომპანიის ,,მ-----------------------------“ მიერ, შპს ,,თ---------------------------------------------ათვის“ უსასყიდლოდ გადაცემული დიალიზის 5 ცალი დანადგარისა და 2 ცალი დიალიზის სკამის გასხვისების შედეგად კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღებისა და განკარგვის უფლება, ვინაიდან ეს სამედიცინო აპარატურა თავიდანვე ფ------------------თვის იყო განკუთვნილი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამაჯერებლობას მოკლებულია შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორის, თ----------------- განმარტება მასზედ, რომ მისთვის უცნობი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ, ისევე როგორც ამ თანხის ფ------------------ მიერ ანგარიშიდან გამოტანის შესახებ.

 

საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 3 აგვისტოს გაცემული რწმუნებულებით დგინდება, რომ ამ რწმუნებულების საფუძველზე თ-----------------, როგორც შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორმა უფლება მიანიჭა ფ-----------------ს, რათა მას შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელით ეწარმოებინა ყველა სახის საბანკო-საფინანსო ოპერაციები სს ,,თ------------“ შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ლარში, დოლარში, ევროში). კერძოდ, ეწარმოებინა თანხების ჩარიცხვა, გადარიცხვა დეპოზიტის კონვერტაცია, პლასტიკური ბარათის მიღება, ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მოხსნა, ინტერნეტბანკის რეგისტრაცია ან საჭირო ცვლილებების შეტანა. მიეღო ყველა სახის ინფორმაცია, ხელი მოეწერა საჭირო დოკუმენტებზე და შეესრულებინა კანონმდებლობით დადგენილი ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო იყო მინიჭებული უფლებამოსილების განხორცილებისათვის.

 

ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული რწმუნებულება გაცემულია უმალვე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამასთან, მინდობილობის გაცემა ზუსტად ემთხვევა შპს ”ვ---------” მიერ განხორციელებულ პირველ გადარიცხვას შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 01 აგვისტოს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 2012 წლის 03 აგვისტოს, მყიდველმა - შპს ”ვ---------”, ნასყიდობის ფასის ნაწილი - 8000 ლარი ჩარიცხა შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე. სწორედ ამავე დღეს, 2012 წლის 03 აგვისტოს, მიენიჭა ფ-----------------ს შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშებიდან თანხის გატანის უფლებამოსილებაც.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორის მიერ ფ------------------ათვის 2012 წლის 3 აგვისტოს მინდობილობის გაცემა, სწორედ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღებისა და განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებისაკენ იყო მიმართული. შესაბამისად, მითითება იმაზე, რომ დირექტორი არ იყო ინფორმირებული ამ თანხის ჩარიცხვისა და მისი განკარგვის თაობაზე მოკლებულია დამაჯერებლობას.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, ასევე მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენების შეფასება. კერძოდ, მოწმედ მოწვეულმა პირმა - ო--------------------- თავის ჩვენებაში დეტალურად განმარტა ყველა ის გარემოება, რამაც განაპირობა შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელზე ჰოლანდიიდან სამედიცინო დანადგარების გამოგზავნა. მოწმის ჩვენების მიხედვით, უცხოელმა მეგობრებმა აცნობეს ჰოლანდიიდან დიალიზის 5 დანადგარისა და ორი სავარძლის უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობის შესახებ, რისთვისაც საჭირო იქნებოდა მხოლოდ ტრანსპორტირებისა და ტვირთის განბაჟებისათვის აუცილებელი ხარჯების გაწევა. ო--------------------- განმარტა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეგობრები უგზავნიან მეორად სამედიცინო ტექნიკას. თუმცა, იმ პერიოდისათვის, მას კონკრეტულად ეს ტექნიკა არ სჭირდებოდა და შესთავაზა იგი ფ-----------------ს, რომელიც შპს ,,თ---------------------------------------------“ ერთ-ერთი პარტნიორი იყო და ამავდროულად გეგმავდა სხვა სამედიცინო დაწესებულის დაარსებასაც. ფ----------------- დათანხმდა ამ წინადადებას. ტექნიკის გამოგზავნის ერთ-ერთი წინაპირობა ისიც იყო, რომ სამედიცინო ტექნიკის მიმღები იურიდიული პირი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამან განაპირობა შემდგომში მიმღებად შპს ,,თ---------------------------------------------“ მითითება, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული კომპანიის დირექტორთან, თ-------------------.

მოწმის მითითებული ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მართალია, 2012 წლის 1 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია შპს ,,თ---------------------------------------------“ სახელით, თუმცა სასამართლოს უჩნდება რწმენა იმისა, რომ ამ ხელშეკრულების დადება, ისევე, როგორც ამ გარიგებიდან მიღებულ თანხაზე უფლებამოსილი პირის დადგენა წინასწარ იყო შეთანხმებული შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორსა და ფ-----------------ს შორის და ეს საკითხი მხარეთა შორის იმ დორისათვის სადავო არ იყო.

 

ის გარემოება, რომ შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორთან წინასწარ იყო შეთანხმებული კომპანიის სახელით სამედიცინო დანადგარების მიღების, შემდგომ მისი განკარგვის და ფ------------------ათვის განკარგვის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა, დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც. კერძოდ, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სამედიცინო ტექნიკის განბაჟებისა და ტრანსპორტირების ხარჯი გასწია პირადად ფ------------------ საკუთარი სახსრებით. ეს გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითაც (ს. ფ 93-97). ამასთან, მართალია, მიღებული ტექნიკის განბაჟებისას ფ----------------- მოქმედებდა შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, თუმცა, ხარჯი გაწეულია მის მიერ პირადად და ეს თანხმა კომპანიის მიერ არ ანაზღაურებულა.

 

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორმა, თ-----------------, სასამართლო სხდომაზე ვერ შეძლო იმის დასაბუთება თუ როგორ, რა პრინციპით შეირჩა მისი კომპანია ჰოლანდიიდან უსასყიდლოდ სამედიცინო დანადგარების მიმღებად. ასევე ვერ დაასახელა ვერც ერთი პირი, რომელთანაც მას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა ამ დანადგარების თაობაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით ასევე დასტურდება, რომ 2013 წლის 30 მარტს, ფ-----------------მ შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე შეიტანა 3900 ლარი, რომელიც იმავე დღესვე გადაირიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და წარმოადგენდა მოგების გადასახადს. აღნიშნული გარემოებაც მოწმობს იმას, რომ ფ-----------------ს მიღებული სამედიცინო ტექნიკა და მისგან მიღებული შემოსავალი თავისად მიაჩნდა და ამიტომაც პირადად, საკუთარი სახსრებით უზრუნველყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოგების გადასახადისათვის საჭირო თანხის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე. ნიშანდობლივია, რომ ეს გარემოება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, იგი ვერ ხსნის, თუ რატომ გადაიხადა ან უნდა გადაეხადა ფ-----------------ს კომპანიის მოგების გადასახადი პირადად, როგორც ფიზიკურ პირს.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს ,,თ---------------------------------------------“ თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, საიდანაც დგინდება, რომ შპს ,,თ--------------------------------------------“ არ ახორციელებდა საქმიანობას თავისი პროფილით და ჰოლანდიიდან მიღებული სამედიცინო დანადგარების განთავსების ადგილიც კი არ გააჩნდა (ს. ფ. 41-48). ეს გარემოება არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია, რომელიც განახორციელა კომპანიამ სადავო პერიოდში მხოლოდ სამედიცინო დანადგარების მიღება და შემდგომში მათი გასხვისება იყო.

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე თ----------------- 2013 წლის 04 ნოემბრის წერილი, რომლითაც იგი ფ------------------გან ითხოვს ”უმოკლეს ვადებში ინფორმაციას იმ ხუთ ჰემიდიალიზის აპარატის შესახებ, რომლებიც არსებული ინფორმაციით შეძენილი იყო ჰუმანიტარული პროგრამით ჰოლანდიიდან და ამ პროცესში გამოყენებული იყო შპს ,,თ---------------------------------------------“ ბეჭედი და დირექტორის ხელმოწერა. ასევე იმის დადასტურებას, რომ ”ფ----------------- იღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას ყველა იმ ქმედებაზე, რაც დაკავშირებული იყო ხსენებული აპარატების შეძენასთან, მიღება-ჩაბარებასთან, ამჟამინდელ ადგილმდებარეობასთან, ფიზიკურ მდგომარეობასთან და რომ შპს ,,თ--------------------------------------------ს“ აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია” (ს. ფ.90).

 

მითითებულ წერილთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მისი შედგენისა და, შესაბამისად, ფ------------------ადმი მასში აღნიშნული საკითხების დადასტურების მოთხოვნა, დროში ზუსტად ემთხვევა შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,თ---------------------------------------------“-სათვის მოგების გადასახადის მოთხოვნას და შედეგად კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადებას (ს.ფ.37-40). სასამართლო თვლის, რომ 2013 წლის 04 ნოემბრის წერილის მიზანს სწორედ დარიცხული მოგების გადასახადის წარმომავლობის გარკვევა წარმოადგენდა, ისევე როგორც იმის დადასტურების მცდელობა, რომ შპს ,,თ----------------- უ------------------------“, სამედიცინო აპარატურის გასხვისებით შემოსავალი (მოგება) არ მიუღია.

 

საგულისხმოა, რომ მითითებული წერილი სადავოდ გადახა მოსარჩელემ არა მისი შინაარსის თვალსაზრისით, არამედ იმაზე მითითებით, რომ იგი შესრულებულია სხვა კომპანიის ბლანკზე და არა შპს ,,თ---------------------------------------------“ ბლანკზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ წერილის შინაარს, რომელიც ხელმოწერილია თ----------------- მიერ და მიმართულია ფ------------------ადმი, ასევე მასში იდენტიფიცირებულია სადავო საკითხიც. სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებული წერილის შინაარსი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამედიცინო დანადგარები არ იყო განკუთვნილი შპს ,,თ---------------------------------------------ათვის”, რასაც თავის მხრივ, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სადავო სამედიცინო დანადგარების მიღებაზე, მათ განკარგვაზე და განკარგვის შედეგად თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს სწორედ ფ----------------- წარმოადგენდა.

 

სამართლებრივი თვალსაზრისით, ფ-----------------ს ეს უფლება დელეგირებული ჰქონდა კომპანიის დირექტორისაგან, ხოლო ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საბოლოოდ შპს ,,თ---------------------------------------------” დირექტორმა, თ----------------- დაუთმო ფ-----------------ს სამედიცინო ტექნიკის განკარგვის შედეგად შემოსავლის მიღების უფლება, ვინაიდან ეს წინასწარ იყო შეთანხმებული მხარეთა შორის.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება 2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების დადების კანონიერებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს ,,თ---------------------------------------------” დირექტორის მიერ და დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით. ნიშანდობლივია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა და, არც ამ ხელშეკრულებაზე თ----------------- ხელმოწერა სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლებმა არა ერთხელ განმარტეს, რომ ჰოლანდიიდან მიღებული სამედიცინო დანადგარები არ იყო გამიზნული გასასხვისებლად. შესაბამისად, მათივე განმარტებიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო ამ სამედიცინო დანადგარების თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ამავდროულად, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას. მოცემულ საქმეში დავის საგანია არა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც შესაბამისობაში იქნებოდა მოსარჩელის ამ პოზიციასთან და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან გამოთქმულ პრეტენზიებთან, არამედ, პირიქით, მოსარჩელე დარწმუნებით მიუთითებს რა დანადგარების გასხვისების დაუშვებლობაზე, ითხოვს სწორედ ამ დანადგარების გასხვისების შედეგად მიღებული თანხის მისთვის მიკუთვნებას.

 

შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორისა და მოსარჩელის სხვა წარმომადგენლების ამგვარი განმარტებები სასამართლომ წინააღმდეგობრივად მიიჩნია. შესაბამისად, ბუნდოვანია თუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურდა მხარეს ამ საკითხის წარმოჩენის გზით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ფ------------------ათვის შპს ,,თ---------------------------------------------“ სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული 26 475 ლარის სარგებლობით და განკარგვით მიღებული სარგებელის 7 942 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია და ფ-----------------მ მართლზომიერად მიიღო 2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების შედეგად შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ფ------------------ათვის, მის მიერ მართლზომიერად მიღებულიდან გამომდინარე, მიუღებელი სარგებლის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას და შესაბამისად მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

2.10. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,თ----------------------------------------------” დაუთმო ფ-----------------ს უცხოური კომპანიის ,,მ-----------------------------“ მიერ, შპს ,,თ---------------------------------------------ათვის“ უსასყიდლოდ გადაცემული დიალიზის 5 ცალი დანადგარისა და 2 ცალი დიალიზის სკამის გასხვისების შედეგად კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღებისა და განკარგვის უფლება. ასევე, დადგენილია, რომ შპს ,,თ--------------------------------------------“ არ ახორციელებდა საქმიანობას თავისი პროფილით. მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია, რომელიც განახორციელა კომპანიამ სადავო პერიოდში მხოლოდ სამედიცინო დანადგარების მიღება და შემდგომში მათი გასხვისება იყო. საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ სადავო პერიოდში განახორციელა ორი დამოუკიდებელი დასაბეგრი ოპერაცია. პირველი - უსასყიდლოდ მიიღო ქონება (სამედიცინო ტექნიკა) და მეორე - განკარგა ეს ქონება. ამიტომაც კომპანიას ორჯერ დაერიცხა მოგების გადასახადი. აქედან, ერთ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 30 მარტს, ფ-----------------მ შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე შეიტანა 3900 ლარი, რომელიც იმავე დღესვე გადაირიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და წარმოადგენდა მოგების გადასახადს.

 

თუმცა, კომპანიას მაინც წარედგინა მოთხოვნა მოგების გადასახადის გადახდაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მოთხოვნილი მოგების გადასახადი ეხება მეორე დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მათ შორის, 2013 წლის 4 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ რეალურად შპს ,,თ----------------- უ------------------------“ არავითარი შემოსავალი არ მიუღია სამედიცინო ტექნიკის გასხვისების შედეგად. სასამართლოს მიერ კი დადგენილია ის გარემოება, რომ სამედიცინო აპარატურა თავიდანვე ფ------------------თვის იყო განკუთვნილი.

 

ასეთ ვითარებაში სასამართლომ მართებულად მიიჩნია შპს ,,თ--------------------------------------------ს“ სასარგებლოდ ფ------------------ათვის საგადასახადო დავალიანების 5039.71 ლარის ოდენობით დაკისრება, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, 2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის მიმღები სწორედ ფ-----------------ა, რაც იმას გულისხმობს, რომ პირს, რომელსაც არ მიუღია შემოსავალი - ამ შემთხვევაში კი ასეთი პირი შპს ,,თ--------------------------------------------ა“ - უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის დამდგარი იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოიწვია სხვისთვის უპირატესობის მინიჭებამ (კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღებისა და განკარგვის უფლების დათმობა ფ------------------ათვის).

 

3. (I) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ გადაწყვეტილების მე-5 გვერდზე 3.2.1 პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თითქოს შპს "თ----------------------------------------------" დაუთმო ფ-----------------ს უცხოური კომპანიის "მ----------------------------" მიერ შპს "თ---------------------------------------------ათვის" უსასყიდლოთ გადაცემული დიალიზის 5 ცალი დანადგარისა და 2 ცალი დიალიზის სკამის გასხვისების შედეგად კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღებისა და განკარგვის უფლება. თავად მოპასუხეს პროცესის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ შპს "თ----------------------------------------------" რაიმე დაუთმო მას, პირიქით მიუთითებდა, რომ ქონება მისი საკუთრება იყო და სწორედ ამის გამო განკარგა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დიალიზის აპარატურა თავიდანვე ფ------------------თვის იყო განკუთვნილი. თავად ფ-----------------მ განმარტა, რომ აღნიშნული აპარატები იყო ოთარ დვალიშვილის, რომელმაც უარი განაცხადა დანადგარების წაღებაზე, რის გამოც, უთხრა მას გაეყიდა და თანხა გადაეცა მისთვის, რაც განხორციელდა კიდეც.

 

(II) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

3.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „თ--------------------------------------------მ“ საქონელის (სამედიცინო ტექნიკა) უსასყიდლოდ მიღებით და შემდეგ მისი რეალიზაციით განახორციელა ორი დამოუკიდებელი დასაბეგრი ოპერაცია. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ სამედიცინო ტექნიკა მოსარჩელეს გადაეცა უსასყიდლოდ და ასეთი ოპერაცია არ ექვემდებარება დაბეგვრას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლო ვერ განსაზღვრავდა თუ რა პერიოდში წარმოეშვა შპს „თ--------------------------------------------ს“ მოგების გადასახადის დავალიანება (ძირითადი 3656.21 ლარი და საურავის 1104.90 ლარი). სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 02-01-2015 წლიდან 09-05-2015 წლამდე შედარების აქტი, რომელიც რა თქმა უნდა არ ადასტურებს, რომ დავალიანება წარმოიშვა 2012 წელს, შეგახსენებთ რომ ტექნიკა შემოტანილ იქნა 2012 წლის 17 ივლისს, გასხვისდა 2012 წლის 1 აგვისტოს, ხოლო მოგების გადასახადი 3900 ლარის ოდენობით ფ------------------ მიერ გადახდილ იქნა 30.03.2013 წელს.

 

საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლოს შეეძლო დაეკისრებინა ფ------------------ათვის ზიანის 5039.71 ლარის ანაზღაურება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ სახეზეა, მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა/აქტივების ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას).

 

აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.

 

სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ -„მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ შპს ,,თ----------------------------------------------” დაუთმო ფ-----------------ს უცხოური კომპანიის ,,მ-----------------------------“ მიერ, შპს ,,თ---------------------------------------------ათვის“ უსასყიდლოდ გადაცემული დიალიზის 5 ცალი დანადგარისა და 2 ცალი დიალიზის სკამის გასხვისების შედეგად კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიღებისა და განკარგვის უფლება, ვინაიდან ეს სამედიცინო აპარატურა თავიდანვე ფ------------------თვის იყო განკუთვნილი. ის გარემოება, რომ შპს ,,თ---------------------------------------------“ დირექტორთან წინასწარ იყო შეთანხმებული კომპანიის სახელით სამედიცინო დანადგარების მიღების, შემდგომ მისი განკარგვის და ფ------------------ათვის განკარგვის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა, დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებით, რწმუნებულებებით (აღნიშნულთან დაკავშირებით, ვრცლად იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.8 პუნქტი). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის სკ-ის 982-ე მუხლის შემადგენლობა. ფ------------------ მიერ არ მომხდარა მეორე პირის სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის და ა.შ გზით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მოთხოვნა ფ------------------ათვის შპს ,,თ---------------------------------------------“ სასარგებლოდ 26 475 ლარისა და დასახელებული თანხის სარგებლობითა და განკარგვით მიღებული სარგებელის 7 942 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფ-----------------მ მართლზომიერად მიიღო 2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების შედეგად შპს ,,თ---------------------------------------------“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა. აღნიშნული გარემოება კი, ასევე გამორიცხავს ფ------------------ათვის მიუღებელი სარგებლის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას და შესაბამისად მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

4.2. რაც შეეხება ფ------------------ სააპელაციო საჩივარს, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სკ-ის 992-ე მუხლი ასევე იცავს პირის პირად და პიროვნულ უფლებებს, მათ შორის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

მტკიცების ტვირთი იმისა, რომ შპს „თ---------------------------------------------“ საგადასახადო დავალიანების - მოგების გადასახადის ნაწილში 3656.21 ლარისა და საურავი 1383.5 ლარის არსებობა გამოწვეულია ფ------------------ ქმედებით, მოსარჩელეს ეკისრებოდა. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ცნობითა და თბილისის რეგიონული ცენტრი „ვაკე-საბურთალოს“ გ-ბას შედარების აქტით (იხ. ტ.1; ს.ფ 50-51) ირკვევა, რომ დავალიანების (5039.71 ლარი) წარმოშობის პერიოდია 2015 წელი. მხარეებს შორის სადავო პერიოდი კი, 2012 წელია. ასევე, მოგების გადასახადის გაანგარიშებით ირკვევა, რომ შემოსავალზე 26475 ლარზე, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, გადასახდელი მოგების გადასახადია 3900 ლარი (იხ. ტ.1; ს.ფ 40). ამდენად, არც 2013 წელს გადახდილი მოგების გადასახადი და 2015 წელს კლინიკის მიერ გადასახდელი მოგების გადასახადის ოდენობა ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ვინაიდან, დასტურდება, რომ შემოსავალზე 26475 ლარზე, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, გადასახდელი მოგების გადასახადი - 3900 ლარი, ფ------------------ მიერ გადახდილ იქნა 2013 წლის 30 მარტს (იხ. ტ.1; ს.ფ 91), შპს „თ---------------------------------------------“ სარჩელი მოცემულ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „თ---------------------------------------------“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო ფ------------------ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს „თ---------------------------------------------“ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

რაც შეეხება ფ------------------ სააპელაციო საჩივარს, შპს „თ--------------------------------------------ს“ ფ------------------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 201.58 ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მოითხოვს შპს „თ---------------------------------------------ათვის“ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 800 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას, 500 ლარის ოდენობით პირველ ინსტანციაში და 300 ლარი მეორე ინსტანციაში. ასევე, წარმოდგენილია დასახელებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ შპს „თ----------------- უ------------------------“ ფ------------------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების გაწევისათვის გაღებული ხარჯი, მაგრამ არაუმეტეს 701,58 ლარისა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „თ---------------------------------------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ფ------------------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3.1. შპს „თ---------------------------------------------“ სარჩელი ფ------------------ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს „თ----------------- უ------------------------“ ფ------------------ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 201.58 ლარის ოდენობით.

 

5. შპს „თ----------------- უ------------------------“ ფ------------------ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 701,58 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ხათუნა არევაძე