განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001580781
საქმე №3ბ/2396-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ------ თ-------–---–ი;
წარმომადგენელი - გ---–----- მ-------–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა;
წარმომადგენელი - ა----------ე;
მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 300 000 (სამასიათასი) ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 149 402 (ას ორმოცდაცხრა ათას ოთხას ორი) ლარის ოდენობით (იხ. 2017 წლის 10 აპრილის შუამდგომლობა (ს.ფ. 216-218)).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების და ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ------ თ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 4 231,98 ლარის (ოთხიათასორასოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ანაზღაურება; საქართველოს მთავარ პროკურატურას ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ანაზღაურება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის 1992 წლის 9 ივნისის №-- ბრძანებით ლ------ თ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის ს----–-–------------------------------------–------------–----------------- 1992 წლის 28 მაისიდან.
საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის კ----ს რაიონის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №-- განკარგულების მიხედვით, კ----ს რაიონის ადგილობრივი მმართველობის გ----------------–-------------------–-------------------------–-----------------–---- გამგე ლ------ თ-------–---–ი გადაყვანილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის ს----–-–------------------------------------–------------–----------------- 1992 წლის 28 მაისიდან.
საქართველოს ადგილობრივი მმართველობის კ----ს რაიონის გამგეობის 2003 წლის 23 ივნისის №--- განკარგულებით ლ------ თ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს კ---ის ს----–-–---------------------–------------------------------------–---- უფროსის თანამდებობაზე 2003 წლის 18 ივნისიდან (ტ.1, ს.ფ. 18-20).
4.2. 2004 წლის 2 ივლისს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში აღიძრა №------- სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც 2004 წლის 12 ივლისს გაუერთიანდა №------- სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმე ეხებოდა სს „მ------ ნ---------------------ის“ ქონების აღმასრულებლების მიერ უკანონოდ გასხვისებასა და სხვა დანაშაულების ჩადენას.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2004 წლის 23 ივლისს დაკავებულ იქნა კ----ს ს----–-–---------------------–------------------------------------–---- უფროსი ლ------ თ-------–---–ი, მითითებული სახელმწიფო ქონების უკანონო განკარგვის პროცესში გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობისათვის.
კ----ს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივლისის ბრძანებით დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა და ლ------ თ-------–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით. თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2004 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით ლ------ თ-------–---–ის პატიმრობაში ყოფნის ვადა გაგრძელდა ერთი თვით 2004 წლის 22 ნოემბრამდე, თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2004 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით - ერთი თვით 2004 წლის 23 დეკემბრამდე, ხოლო 2004 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით - 2005 წლის 23 იანვრამდე (ტ.1, ს.ფ. 57-75).
4.3. კ----ს რაიონული პროკურორის 2004 წლის 27 ივლისის დადგენილებით ლ------ თ-------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1982 წლის რედაქცია) 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ტ.1, ს.ფ. 28-32).
4.4. კ----ს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 02 აგვისტოს ბრძანებით დაკმაყოფილდა კ----ს რაიონული პროკურორის მოადგილის შუამდგომლობა და ლ------ თ-------–---–ი გადაყენებული იქნა კ----ს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან სასამართლოში საქმის განხილვამდე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებით №------------ ლ------ თ-------–---–ი განთავისუფლდა კ----ს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2004 წლის 26 ოქტომბრიდან (ტ.1, ს.ფ. 51-52; 231).
4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 იანვრის №---- ბრძანებით უარყოფილი იქნა გორის რაიონული პროკურორის თანაშემწის შუამდგომლობა ლ------ თ-------–---–ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ და იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან. ამასთან, ლ------ თ-------–---–ი გადაცემული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებული ლ------ თ-------–---–ი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დაავადდა, სამედიცინო შემოწმების შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული სტენოკარდია, ჰისისკონის მარცხენა წინა ტოტის ბლოკადა, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ (ტ.1, ს.ფ. 57-75).
4.6. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის 2006 წლის 17 ივლისის დადგენილებით ლ------ თ-------–---–ი მიცემულ იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და---2-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ტ.1, ს.ფ. 76-82).
4.7. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ლ------ თ-------–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ამდენად, წარდგენილ ბრალდებაზე პროკურატურამ უარი თქვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა, №------- საქმეზე ლ------ თ-------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და---2-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების მოხსნის გათვალისწინებით, შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე, გაუქმდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა (ტ.1, ს.ფ. 83-85; 87).
4.8. საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 4 მარტის საარქივო ცნობის მიხედვით, კ----ს ადგილობრივ არქივში დაცული ადგილობრივი მმართველობის კ----ს რაიონის გამგეობის 2004-2006 წლების ხელფასების უწყისებით ლ------ თ-------–---–ზე გაცემულია ხელფასი: 2004 წლის იანვარში, მაისსა და ივნისში - 35,93 ლარი; 2005 წლის მაისში - 2004 წლის ივნისის ხელფასი 25,89 ლარი. კ----ს რაიონის გამგეობის 2004 წლის თებერვალი-აპრილის თვეების ხელფასების უწყისებით ლ------ თ-------–---–ს გამომუშავება არ აქვს. 2004 წლის ივლისის თვიდან 2006 წლის ჩათვლით ბრძანების წიგნებში და 2004 წლის ივლისის თვიდან 2005 წლის აპრილის თვის ჩათვლით, 2005 წლის ივნისის თვიდან 2006 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ხელფასის უწყისებში ჩანაწერი ლ------ თ-------–---–ის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2006 წლის დეკემბრის თვის ბრძანების წიგნები და ხელფასის უწყისები კ----ს ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა (ტ.1, ს.ფ. 264-265).
4.9. საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 25 მარტის №------- წერილის მიხედვით, კ----ს ადგილობრივ არქივში დაცული ადგილობრივი მმართველობის კ----ს რაიონის გამგეობის ხელფასების უწყისებით ს----–-–---------------------–------------------------------------–---- უფროსზე გაცემულია ხელფასი: 2004 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში არ აღმოჩნდა, ნოემბერში - 42,93 ლარი, დეკემბერში - 34,93 ლარი; 2005 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში - 35,67 ლარი, ივლისსა და აგვისტოში - 42,81 ლარი, სექტემბერში - 261 ლარი, ოქტომბერში - 239,25 ლარი, ნოემბერში - 300,59 ლარი, დეკემბერში - 261 ლარი; 2006 წლის იანვარში - 256 ლარი, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში - 217,50 ლარი (ტ.1, ს.ფ. 89-90).
4.10. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის №----- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს (გორი, კ----, ქ-----–-, ხ-–-----) სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლითაც განყოფილების უფროსის (ხ-–-----) ხელფასი განისაზღვრა 500 ლარით.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის პირველი აპრილის №------ ბრძანებით შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის (გორი) ხელფასი განისაზღვრა 1 500 ლარით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №------- ბრძანებით - 1 600 ლარით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის №------ ბრძანებით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის ხელფასი განისაზღვრა 1 600 ლარით (ტ.1, ს.ფ. 93-101).
4.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს №-------- ბრძანებით, 2012 წლის 16 სექტემბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონკრეტული ტერიტორიული ორგანოების, მათ შორის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ლიკვიდაცია განხორციელდა (ტ.1, ს.ფ. 109-110).
4.12. ლ------ თ-------–---–მა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 26 ოქტომბრის №------------ ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1718-14) ლ------ თ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება გამოცემული იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესასრულებლად, ხოლო კ----ს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების მოქმედება გრძელდებოდა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ 2013 წლის 7 ნოემბრამდე, რის შემდეგაც ავტომატურად დაკარგა ძალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 26 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. გადაწყვეტილებაში ასევე, აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
გადაწყვეტილების თანახმად, „2012 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №-------- ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და ხსენებულ თანამდებობებზე დასაქმებული საჯარო მოხელეები გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან. 2012 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის №391 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება. შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღარ ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას და იგი მხოლოდ განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას. ხოლო იმავე თარიღიდან სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს №-------- ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად შეიქმნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან დღეის მდგომარეობით სამსახური, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ლიკვიდირებულია.“
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ. 232-238).
4.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2005 წლის 20 იანვრის მიმართვაში ლ------ თ-------–---–ისადმი აღნიშნულია, რომ №- საპყრობილეში 2005 წლის 18 იანვარს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმი-ექსპერტების მიერ შემოწმდა პატიმარ ლ------ თ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, პოსტინფაქტური სტენოკარდია, ჰისისკონის მარცხენა წინა ტოტის ბლოკადა, მიეცა დანიშნულება და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ (ტ.1, ს.ფ. 55).
4.14. თვალის კლინიკა „ახალი მ-----ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №--- ცნობის მიხედვით, 2011 წლის 5 ივლისს ლ------ თ-------–---–მა მიმართა ექიმს. დიაგნოზია - OU – არტიფაკია, ბადურის პერიფერიული ქორიორეტინალური დეგენერაცია, OD - მაკულოდისტროფია. ანამნეზში აღნიშნულია, რომ პაციენტს 2007 წლის 21 მარტსა და 19 სექტემბერს გაუკეთდა ფაკოემულსიფიკაცია იოლის იმპლანტაციით (ტ.1, ს.ფ. 53).
4.15. შპს „გ--------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, ლ------ თ-------–---–ის დიაგნოზია - OU – არტიფაკია. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ესაჭიროება ოფთალმოლოგის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა (ტ.1, ს.ფ. 54).
4.16. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2011 წლის 21 სექტემბრის ნეიროდიაგნოსტიკის მიხედვით, პაციენტ ლ------ თ-------–---–ის დიაგნოზია - დაძაბვის ცეფალგია, კლიმაქტერული სინდრომი (ტ.1, ს.ფ. 56).
4.17. 2017 წლის 27 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, 2017 წლის 22 აპრილს ლ------ თ-------–---–ი მოთავსებული იქნა სტაციონარში, საიდანაც გაწერეს 2017 წლის 27 აპრილს. დიაგნოზია - თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომი ცერებროვასკულარიული დაავადების დროს (ტ.1, ს.ფ. 253).
4.18. საქმეში წარმოდგენილია ლ------ თ-------–---–ის ინტერესების დაცვის მიზნით ადვოკატების - ა-–---------- ა-–----–---–ის, თ. ჯ--------ის, ი-–-----–--–-–---–ის, დ----- ჯ--------ის, გ--–- მ------–---–ის, ზ---- გ-------ის, მ------ ნ------ის, თ----- რ-----ის სახელზე გაცემული ორდერები (ტ.1, ს.ფ.112-118, 120).
4.19. საქმეში წარმოდგენილია თბილისის №- საპყრობილის დირექტორისადმი 06.09.2004 წ., 24.09.2004 წ., 22.10.2004 წ., 26.10.2004 წ., 03.11.2004 წ., 17.11.2004 წ., 24.11.2004 წ., 09.12.2004 წ., 17.12.2004 წ., 19.12.2004 წ., 21.12.2004 წ., 24.12.2004 წ., განცხადებები პატიმარ ლ------ თ-------–---–ისათვის ამანათის გადაცემის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 124-135).
4.20. უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების თანახმად, 2005 წლის პირველ ივლისს ლ------ თ-------–---–მა გაყიდა და ზ------ ქ--------–-–---–მა იყიდა და იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება. მდებარე ქ. თბილისში, დ-------------,--- კვარტალი, კორპუსი №--, ბინა--- (ტ.1, ს.ფ.136-136-142).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, თავისის შედეგებით, უთანაბრდება პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ანუ ამ შემთხვევაშიც, მსგავსად გამამართლებელი განაჩენისა, დგინდება პირის უდანაშაულობა. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მარეაბილიტირებელ უპირობო გარემოებას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა, რაც ზიანის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დააკავეს 2004 წლის 23 ივლისს, იმავე წლის 25 ივლისიდან მას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში იმყოფებოდა 6 თვე, ამასთან, მოსარჩელის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა მხოლოდ 2013 წლის 7 ნოემბერს, ყოველივე აღნიშნული კი იწვევს პირის ღირსების შელახვას და არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა - 15 000 ლარია.
მოსარჩელის მოთხოვნასთან - მატერიალური ზიანის სახით 149 402 ლარის დაკისრებასთან (რომელიც მოიცავს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილ თანხას, მიუღებელი შემოსავლის სახით დაკარგულ ხელფასს, თვალების ოპერაციის გაკეთებისას და №- დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ამანათების გაგზავნისათვის გაღებულ თანხას, ასევე, უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ მატერიალურ ზიანს უძრავი ქონების ნასყიდობის ფასს) დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო მოხდა მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენება. რომ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, იგი აიღებდა კუთვნილ ხელფასს 2004 წლის 25 ივლისიდან (პატიმრობის შეფარდებიდან) 2007 წლის იანვრამდე. ამასთან, 2004 წლის ივლისში ლ------ თ-------–---–ი ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მიერ ხელფასის გადაუხდელობა ამ პერიოდისათვის არ დასტურდება. მოსარჩელის მიერ ასაღები ხელფასის ოდენობა კი, საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობების მიხედვით, შეადგენს 4 231,98 ლარს. შესაბამისად, მითითებული თანხის ოდენობით მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას 2007-2012 წლებში მიუღებელი შემოსავლის მიღებაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის №----- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს (გორი, კ----, ქ-----–-, ხ-–-----) სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. მითითებული ბრძანებით ირკვევა, რომ კ----ს რაიონში არ არის გათვალისწინებული განყოფილების უფროსის შტატი, გათვალისწინებულია მხოლოდ სპეციალისტის შტატი. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განუხორციელებლობის შემთხვევაში მისი ახალი შტატით გათვალისწინებული სამუშაოთი უზრუნველყოფის ფაქტის დადგენა შეუძლებელია. მიუღებელი შემოსავლის გაცემა მოიცავს ფაქტს, რომ არა მოპასუხის ქმედება, პირს აუცილებლად უნდა მიეღო სარგებელი, რაც არ დასტურდება მოცემულ შემთხვევაში.
მოსარჩელის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და გაწეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, არ დასტურდება მოპასუხის ქმედებასა და ბინის გაყიდვის აუცილებლობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. არ დგინდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უშუალო და პირდაპირი საფუძველი ამ ხარჯის გაწევისა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის ანაზრაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ქმედებას შორის და აღნიშნა, რომ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა წარმოდგენასაც მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს. ასევე, წარმოდგენილი არ არის და ცალსახად არ დასტურდება მის მიერ სასამართლო პროცესებზე გამოცხადებისათვის ხარჯების გაწევის ფაქტი.
მოსარჩელის მოთხოვნაზე - საპატიმროში კვების, მკურნალობისა და ამანათების შეგზავნის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობის დამტკიცება. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ და „ა.ბ.“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სახელმწიფო, პირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ვალდებულია იზრუნოს მასზე და უზრუნველყოს იგი კანონით დადგენილი აუცილებელი პირობებით. შესაბამისად, ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულისათვის სხვა დამატებითი პირობების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნივთებისა და საკვები პროდუქტების მიტანა პენიტენციურ დაწესებულებაში, არ წარმოადგენს აუცილებლობას. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 4 231,98 ლარის ოდენობით.
6. ლ------ თ-------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად.
6.1. ლ------ თ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა 95 388 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას სამას ოთხმოცდარვა) ლარის ანაზრაურება, საიდანაც 2004 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი ხელფასი შეადგენს - 4231 ლარს, ხოლო 2007 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 15 სექტემბრამდე - 43 100 ლარს; უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის გამო ჯანმრთელობის შერყევის შედეგად კლინიკა „ა---–--------ში“ ორივე თვალზე გაკეთებულ ოპერაციაში გადახდილი თანხა - 1857 ლარი; რვა ადვოკატისათვის ჯამში გადახდილი თანხა - 18 000 ლარი; ბინის გაყიდვით გამოწვეული ზიანი - 18 200 ლარი; უკანონო პატიმრობისას კვების, მკურნალობის, მედიკამენტების და შემდგომ სასამართლოსა და პროკურატურაში მგზავრობის ხარჯი ჯამში - 10 000 ლარი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი შრომითი ბიოგრაფიის, პროფესიონალიზმის, კვლიფიკაციისა და საქმიანი რეპუტაციის გათვალისწინებით იგი დაიკავებდა სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობას და მიიღებდა შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. ამდენად, მოსარჩელისთვის იძულებით განაცდურს წარმოადგენს 2007 წლის იანვრიდან ამ თანამდებობისათვის დადაგენილი სახელფასო განაკვეთიც.
აპელანტს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების სახით წარდგენილი რვა ადვოკატის ორდერის მიუხედავად, სასამართლომ არ იმსჯელა მათი მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით.
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას საპატიმროში ჯამრთელობაშერყეული პატიმრისათვის ამანათების შეგზავნის აუცილობლობის არარსებობასთან დაკავშირებით, ასევე უძრავი ქონების გაყიდვასა და სისხლის სამართლებრივ დევნას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ არაქონებრივი ზიანის ოდენობას და აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის დაკისრება პროკურატურისათვის, არათუ ამსუბუქებს უკანონო მსჯავრდებით გამოწვეულ მოსარჩელის ნეგატიურ განცდებს, არამედ ამძაფრებს მათ.
7. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლების შინაარსზე, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ლ------ თ-------–---–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 06 თვე, შემდგომ იგი გათავისუფლდა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, შემდეგ კი პირადი თავდებობა. სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა 9 წლისა და 03 თვის განმავლობაში და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.
აპელანტი არ ეთანხმება მატერიალური ზიანის სახით მოსარჩელისთვის, 2004 წლის პირველი ივლისიდან 2007 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას 4 231 ლარის ოდენობით და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი არ არის ის ცალსახა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კ----ს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით ლ------ თ-------–---–ი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან სასამართლოში საქმის განხილვამდე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებით ლ------ თ------–---–ი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მან მიმართა სასამართლოს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აპელანტს მიაჩნია, რომ ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მოსარჩელის განაცდური ხელფასის დაკისრება.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
8.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ------ თ-------–---–მა სააპელაციო ინსტანციაში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საბოლოოდ მისი სასარჩელო მოთხოვნები შემდეგია:
1. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ 2004 წლის 01 ივლისიდან 2007 წლის 01 იანვრამდე მიუღებელი, ხელზე გასაცემი და დაბეგრილი ხელფასის 4231 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ 2007 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 15 სექტემბრამდე მიუღებელი ხელფასის 43 100 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ ქ. თბილისში კლინიკა ა---–--------ში ორივე თვალზე გაკეთებულ ოპერაციაში გადახდილი თანხის 1857 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ 2004 წლის 23 ივლისიდან 2013 წლის 07 ნოემბრამდე რვა ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 18 000 ლარის ანაზღაურება;
5. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ ბინის გაყიდვით მიყენებული მატერიალური ზიანის 18 200 ლარის გადახდა;
6. მოპასუხეს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ უკანონოდ პატიმრობის 6 (ექვს) თვეში კვებისა და მკურნალობის ხარჯები, საპატიმროში კვირაში ორჯერ ამანათების, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების კ----ს რაიონიდან ჩამოტანის და შეგზავნის ხარჯები. კ----ს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის 7 წლის მანძილზე მიმოსვლის სატრანსპორტო ხარჯები - სულ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:
- მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ 2004 წლის 23 ივლისიდან 2005 წლის 22 იანვრამდე 06 თვეში, წ/პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო N- საპყრობილეში შეგზავნილი, მკურნალობისათვის შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 995 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ კ----ს რაიონი სოფ. გ----დან ქ. თბილისში N- საპყრობილეში მედიკამენტების და პროდუქტების შესაგზავნად გაღებული გზის ხარჯის 2400 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ N- საპყრობილეში მისთვის შეგზავნილი პროდუქტების ღირებულების 4800 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ კ---- რაიონი სოფ. გ----დან გორის რაიონულ სასამართლოში მიმოსვლისათვის გაღებული გზის ხარჯის 1450 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ კ----ს რაიონის სოფ. გ----დან კ----ს რაიონულ სასამართლოში მიმოსვლის ხარჯის 30 ლარის გადახდა;
- მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ სოფ. გ----დან გორის პროკურატურაში გამოცხადებისათვის გაღებული ხარჯის 325 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, მატერიალური ზიანის სახით მოსარჩელე ითხოვს 2004 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა; დავის საგანს ასევე წარმოადგენს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2007 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 15 სექტემბრამდე, ასევე, თვალზე გაკეთებული ოპერაციისათვის გაწეული ხარჯების, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატების მომსახურებისათვის გადახდილი თანხის, ბინის გაყიდვით მიყენებული ზიანისა და პატიმრობის პერიოდში ამანათების, წამლებისა და საკვები პროდუქტების შეგზავნისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი.
აპელანტი საქართველოს მთავარი პროკურატურა, ასევე, სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლებს.
სააპელაციო პალატას მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ განსახილველ დავაზე უპირველესად უნდა დადგინდეს ზიანის მიყენების ფაქტი, მისი კომპენსირების წინაპირობები და ზიანის მოცულობა. მატერიალური ზიანის მოცულობის განსაზღვრის მიზნით მნიშვნელოვანია გამოკვლეულ იქნას მოსარჩელის თითოეული მოთხოვნა მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესწავლის გზით, რაც თავის მხრივ გულისხმობს შესაბამისი მტკიცებულებების შესწავლა-გამოკვლევასაც.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
განსახილველ შემთხვევაში, ლ------ თ-------–---–ი სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ იქნა 2004 წლის 23 ივლისს, ხოლო კ----ს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივლისის ბრძანებით - აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით. ამასთან, პატიმრობის ვადა საბოლოოდ გაგრძელებულ იქნა ექვს თვემდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 იანვრის №---- ბრძანებით ლ------ თ-------–---–ი განთავისუფლდა პატიმრობიდან და გადაცემული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ლ------ თ-------–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ამდენად, წარდგენილ ბრალდებაზე პროკურატურამ უარი თქვა. შედეგად, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 ნოემბრის საოქმო განჩინებით ლ------ თ-------–---–ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე, გაუქმდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა. ამდენად, მოსარჩელის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ თავად დაადასტურა ლ------ თ-------–---–ის უდანაშაულობა, რაც გულისხმობს მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის უსაფუძვლობას. შესაბამისად, ლ------ თ-------–---–ი იძულებული გახდა აეტანა უსაფუძვლო ბრალდებისგან გამოწვეული დისკომფორტი, მატერიალური თუ მორალური ზიანი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, თავისი შედეგებით, უთანაბრდება პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ანუ ამ შემთხვევაშიც, მსგავსად გამამართლებელი განაჩენისა, დგინდება პირის უდანაშაულობა. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მარეაბილიტირებელ უპირობო გარემოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელისთვის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანი და მისი ანაზღაურების წინაპირობები და განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულ შესაბამისობაშია განცდილ სულიერ ტრავმასთან.
მატერიალური ზიანის მოცულობის განსაზღვრის მიზნით სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წ.) 223-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა ანაზღაურდეს ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
დადგენილია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შედეგად, კ----ს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 02 აგვისტოს ბრძანებით დაკმაყოფილდა კ----ს რაიონული პროკურორის მოადგილის შუამდგომლობა და ლ------ თ-------–---–ი გადაყენებული იქნა კ----ს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან სასამართლოში საქმის განხილვამდე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებით №------------ ლ------ თ-------–---–ი განთავისუფლდა კ----ს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2004 წლის 26 ოქტომბრიდან. ამდენად, უსაფუძვლო სისხლის სამართლებრივი დევნა გახდა ლ------ თ-------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, რაც გულისხმობს დაკავებულ თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის მიუღებლობასაც. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლებიდან 2007 წლის 12 იანვრამდე პროკურატურის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო შეეზღუდა შრომითი უფლება. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასი წარმოადგენს კონკრეტული ოდენობის მატერიალური ზიანის ოდენობას, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 2007 წლის იანვრამდე ლ------ თ------–---–ის მიერ მისაღებ ხელფასის ოდენობას წარმოადგენს 4 231,98 ლარი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დააკისრა საქართველოს მთავარ პროკურატურას 4231,98 ლარი ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ, როგორც იძულებით განაცდური/მიყენებული მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრას 2007 წლის იანვრის პერიოდიდან, პალატა მიუთითებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის №----- ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს (გორი, კ----, ქ-----–-, ხ-–-----) სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. მითითებული ბრძანებით კ----ს რაიონში აღარ იყო გათვალისწინებული განყოფილების უფროსის შტატი, არამედ მხოლოდ სპეციალისტის შტატი. ამდენად, 2007 წლის 12 ინავრიდან გაუქმდა მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის დამსაქმებელ ორგანიზაციაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაცია, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების გათვალისწინებით, გამორიცხავს რეორგანიზაციის შემდგომ პერიოდში იძულებითი განაცდურის არსებობას, მით უფრო სხვა სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო განაკვეთის ოდენობით. არ არსებობს საფუძვლიანი, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული მოლოდინი, რომ სწორედ ლ------ თ-------–---–ი დაიკავებდა შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობას. პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ კ----ს რაიონში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების პირობებში იგი აუცილებლად დაინიშნებოდა უფრო მსხვილი სტრუქტურული ერთეულის უფროსად. მოსარჩელის წარმატებული სამუშაო ბიოგრაფია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მოლოდინის დასაბუთებას. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს იძულებით განაცდურის ანაზრაურებაზე 2007 წლის იანვრის პერიოდიდან.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი თვალზე გაკეთებული ოპერაციისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მითითებას და აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა დამდგარ ზიანსა და უკანონო ქმედებას შორის. კონკრეტული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის ქმედებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სწორედ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა გახდა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ამისათვის საჭირო სამედიცინო მანიპულაციებისათვის ხარჯის გაწევის წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში ვერ დასტურდება უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ზიანსა და უკანონო ქმედებას შორის. მოცემულ საქმეზე არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ხორციელდებოდა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო ქმდებასა და მოსარჩელის მიერ კუთვნილი უძრავი ქონების (18200 ლარის ღირებულებით) გაყიდვას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ასევე არ არის დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით მოსარჩელე მხარის მიერ, რაც აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
რაც შეეხება პატიმრობის პერიოდში ამანათებისა და საკვები პროდუქციის საპატიმროში შეგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯს, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო პერიოდში მოქმედ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ და „ა.ბ.“ ქვეპუნქტზე მითითებას, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი სადგ----თ, კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით; სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით. განსახილველ დავაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მასზედ, რომ იგი მოკლებული იყო აუცილებელი სოციალურ პირობებს. მოსარჩელემ ვერ მიუთითა და დაადასტურა კანონით უზრუნველყოფილი რომელი უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი: საცხოვრებელი სადგ----ს, კვების, ტანსაცმლის თუ სამედიცინო მომსახურების. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ამანათების შეგზავნა საპატიმროში ვერ დაადასტურებს აუცილებელი სოციალური პირობების დარღვევას. შესაბამისად, პალატა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას.
მოსარჩელის მოთხოვნასთან - ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ უსაფუძვლოდ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატებით, საქმეს თან ერთვის ადვოკატებზე გაფორმებული ორდერები, თუმცა არ დასტურდება იურიდიული მომსახურების ანაზღაურება, აღნიშნული მიზნით გაწეული გაწეული ხარჯი და მისი ოდენობა.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ ,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება). ამდენად, ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში.
პალატა, საადვოკატო მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც ადგენს კიდევ უფრო მაღალი დაცვის სტანდარტს და ხელმყოფ პირს მაშინაც აკისრებს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“.
საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც გაწეულია, თუმცა კონკრეტული ოდენობით ხარჯის გაწევის დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, ასევე ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ.
სააპელაციო პალატას ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ლ------ თ-------–---–ის მიერ ადვოკატებისათვის გადახდილი ჰონორარი უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ექვემდებარება ანაზღაურებას და აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ 2004 წლიდან 2013 წლების პერიოდში უსაფუძვლოდ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ადვოკატებისათვის ჰონორარის სახით გადახდილი 18 000 ლარი სრულ შესაბამისობაშია გონივრულ ოდენობასთან, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებს საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა შეიცვლოს და დაკმაყოფილდეს ლ------ თ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა და მატერიალური ზიანის სახით ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის 18 000 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, 2004 წლიდან 2013 წლამდე უსაფუძვლო სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობამ ხელყო ლ------ თ-------–---–ის კანონით დაცული ღირსება, რაც დაკავშირებულია ძლიერ სულიერ ტკივილთან. ამდენად, მოპასუხის უკანონო ქმედებით მოსარჩელეს მიადგა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული მორალური ზიანი, რაც უნდა ანაზღაურდეს. მორალური ზიანის განსაზღვრასთან მიმართებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონი არ ადგენს ამგვარი ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, იგი განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის კი სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის 15 000 ლარის დაკისრება შესაბამისობაშია როგორც კანონმდებლობასთან, ასევე საქმეზე დადგენილ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის პერიოდთან და დარღვეული უფლებების სიმძიმესთან. ამასთან, პალატა კვალაც აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის სრული ანაზღაურება შეუძლებელია, იგი ემსახურება მხოლოდ უარყოფითი ემოციების გარკვეულწილად შემსუბუქებას და ხელმყოფ პირზე ზემოქმედებას. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - ლ------ თ-------–---–ის მოსაზრებას მასზედ, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა დაკისრებული ოდენობით ლახავს მის უფლებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ლ------ თ------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს მხოლოდ მატერიალური ზიანის სახით ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ 18 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ------ თ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით ადვოკატებისათვის გადახდილი თანხების მთავარი პროკურატურისათვის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მთავარ პროკურატურას ლ------ თ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში;
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -