განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.05.2018
საქმის ნომერი
330310016001656937
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენის შესახებ, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001656937

საქმე №3ბ/612-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე- ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი - კ------- ლ---–--ე

წარმომადგენელი - დ--------------ძე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ------- ლ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 3 სექტემბრის №0-------- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,52-ე და 53-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 35-ე მუხლის საფუძველზე კ------- ლ---–--ე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ- ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის (II კატეგორია) თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, 2013 წლის 3 სექტემბრიდან 2013 წლის 3 დეკემბრამდე.

 

2.1.2. 2016 წლის 31 ოქტომბერს, ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ იურისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და აცნობა, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუ-----ში, ყოფილ კ----------რ - „-----------–---- მიმდებარედ, ე.წ. „ს------------ს“ სკვერის ტერიტორიაზე, პიკაპის ტიპის ავტომანქანა, ნომრით - 3--- ბორდიურზე ასვლისას დაეჯახა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას მიკედლებულ ს------------–-------ლს, რომელიც იყო მძინარე მდგომარეობაში და გადაუარა რამდენჯერმე. ფედერაციის იურისტმა ითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.

 

2.1.3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურმა, 2016 წლის 2 დეკემბერს, ამავე დეპარტამენტის უფროსს წარუდგინა დასკვნა - №--, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლითაც ირკვევა, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუ-----ში, ყოფილ კ----------რ - „-----------–---- მიმდებარედ არსებულ ე.წ. „ს------------ს“ სკვერის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა - მ-–----–ი L--------- ნომრით - D------, რომელსაც მართავდა ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი - კ------- ლ---–--ე. აღნიშნულ ავტომანქანაში არსებულ ვიდეორეგისტრატორზე გადაღებულ მასალაში აშკარად ჩანს კ------- ლ---–--ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების განზრახ უხეში დარღვევა, კერძოდ იგი ადის და გადადის ბორდიურზე გაზონის გავლით, სადაც წევს ძაღლი, ავტომანქანით გადაუვლის ძაღლს და რამდენჯერმე აკეთებს მოძრაობას მანქანით წინ და უკან. ავტომანქანის ამ მანევრის დროს ისმის ძაღლის ხმა და ასევე ხალხის უკმაყოფილო და უარყოფითი შეძახილები, კომენტარები და საყვედურები, როგორც ავტომანქანის მძღოლის ასევე დაწესებულების (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის) მიმართ. აღნიშნულის შემდგომ კ------- ლ---–--ე გადმოდის მანქანიდან და საუბრობს ტელეფონზე, ის არანაირ დახმარებას არ უწევს მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანით დაზიანებულ ძაღლს. შემდგომ ისევ ჯდება მანქანაში და ძრავს ადგილიდან. მანქანის დაძვრის შემდეგ ჩნდება ძაღლი - მოთეთრო ფერის შავი კოპლებით, რომელიც მოძრაობს ბარბაცით. მას აშკარად უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ერთი ფეხი, დაზიანების გამო მაღლა აქვს აწეული. ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას ძაღლი გადაჰყავს ტროტუარზე და ძაღლი ჩანს დამჯდარ მდგომარეობაში. აღნიშნულის შემდგომ კ------- ლ---–--ე ძრავს ავტომანქანას, აგრძელებს გზას და ტოვებს ძაღლს. შიდა კონტროლის სამსახურმა განმარტა, რომ კ------- ლ---–--ემ, რომელიც ვალდებული იყო ჯეროვნად განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ გააცნობიერა იქ არსებული სიტუაცია, ყურადღება არ გამოიჩინა და მიატოვა დაზიანებული ცხოველი და არც შემდგომში მოუკითხია მისი მდგომარეობა. კ------- ლ---–--ემ ასევე, განზრახ და შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რითაც უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი და ჩაიდინა დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მ-------------------- - კ------- ლ---–--ის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან განთავისუფლება“.

 

2.1.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე და 53-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის დასკვნა №---ის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი - კ------- ლ---–--ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 2 დეკემბრიდან.

 

2.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 6 დეკემბრის №3------ წერილით დგინდება, რომ კ------- ლ---–--ის (პ/ნ: 1----------) მიმართ, 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუ-----ში, წ-------–-- ქუჩაზე მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 დეკემბერს, ასკ-ის 123-ე მუხლის პირველი და 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით შედგა #აბ 0-------- საჯარიმო ქვითარი.

 

2.1.6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების მთავარი ინსპექტორის - კ------- ლ---–--ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 27 ოქტომბერს, სამსახურებრივი მანქანით - მ-–----–ი L-200, სახ. ნომრით - D--------მყოფებოდა ქალაქ ქუ-----ში, ყოფილ კ----------რ „-----------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში სამსახურეობრივი ხელსაწყოს „GPS”- სთვის დასატენი ელემენტების ყიდვის მიზნით. მისი განმარტებით, ავტოსადგომიდან გამოსასვლელად, ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი, მოუწია ბორდიურზე ასვლა, რადგან ჩქარობდა, ვინაიდან ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომანქანაზე შესაცვლელი იყო ძრავის ზეთი და ამასთან შესასრულებელი ჰქონდა სხვა სამსახურებრივი დავალებები. ავტომანქანის დაძვრიდან 2 მეტრის გავლის შემდეგ შემოესმა ძაღლისა და ადამიანების ხმა, რის შემდეგაც აღმოაჩინა რომ ზიანი მიაყენა ცხოველს, კერძოდ, მანქანით გადაუარა მას. მისი განმარტებით, ვინაიდან მისი მისამართით იყო უშვერი ლანძღვა-გინება და მას შემდეგ, რაც დაინახა, თუ როგორ გამოვიდა ძაღლი ავტომანქანის ქვემოდან, სიტუაციის განმუხტვის მიზნით დატოვა ტერიტორია.

 

2.1.7. ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის - ს--------------–--ის 2016 წლის 30 ნოემბრის ახსნა-განმარტების თანახმად - 27 ოქტომბერს, გარემოს დაცვის დეპარტამენტის მანქანამ ქ. ქუ-----ში, წ-------–-- ქუჩაზე, მიზანმიმართულად რამდენჯერმე გადაუარა ძაღლს, რასაც შეესწრო არასრულწლოვანი ბავშვები. მისი განმარტებით, მაშინ როცა აღნიშნული ფაქტის თვითმხილველებმა ყურადღება გადაიტანეს ძაღლზე, აღნიშნული პიროვნება ადგილიდან მიიმალა.

 

2.1.8. ვეტ-ექიმის - რ-----------------–--ის 2016 წლის 30 ნოემბრის ახსნა-განმარტების თანახმად - 27 ოქტომბერს იმყოფებოდა ქალაქ ქუ-----ში, კ------------–--ან, როდესაც დაუკავშირდნენ და თხოვეს ძაღლის ნახვა. მისი განმარტებით, აღნიშნული ძაღლი ს-------ს ჯიშის, შავი კოპლებით, მასთან მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

 

2.1.9. ერთ-ერთი თვითმხილველის - დ--–------–-----–-ძის 2016 წლის 30 ნოემბრის ახსნა-განმარტების თანახმად - 2016 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც ფეხით მიდიოდა წ-------–-- ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრთან შემოესმა ბავშვებისა და მამაკაცების ხმა - „გაჩერდი არ დაძრა მანქანაო“. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრ „კ----------ნ“, გაზონზე გადადიოდა მაღალი გამავლობის ე.წ. „პიკაპი“, რომელსაც კარზე ეწერა „გარემოს დაცვის დეპარტამენტი“, ხოლო მანქანის ქვეშ მოქცეული იყო ძაღლი, რომელსაც რამდენჯერმე გადაუარა აღნიშნულმა ა/მანქანამ, რომლის შემდგომ ძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას, რომელსაც ეუბნებოდა, რომ აკრძალულში გადავიდა და პრობლემები შეექმნა. აღნიშნულ ფაქტზე სავაჭრო ცენტრ „კოტონის“ თანამშრომლებმა ინფორმაცია მიაწოდეს შესაბამის სამსახურს, რომ აკრძალულში იყო გადასული მანქანა. დ--–------–-----–-ძემ აღნიშნა, რომ პირადად დაუკავშირდა 112-ის სამსახურს, სთხოვა დამხარება და ელოდა ბავშვებთან ერთად. მისი თქმით, აღნიშნული მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაურეკა ცხოველთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელს ს-------ს, რის შემდეგაც მივიდა სპეციალური დანიშნულების მანქანა და ძაღლი წაიყვანეს ექიმთან. ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით აღნიშნული პიროვნებისგან შეიტყო ძაღლის გარდაცვალების შესახებ.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ------- ლ---–--ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის აღდგენის თაობაზე, ასევე განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე მისი გათავისუფლების დღიდან, ანუ 2016 წლის 2 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით.

 

2.2.2. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2016 წლის 16 ივლისის რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად - საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. მათ შორის „ბ“ ქვეპუნქტით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ კ------- ლ---–--ეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ- ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

2.2.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2016 წლის 16 ივლისის რედაქცია) 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომელთა შორის არის - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

 

ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია, რომ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

აღნიშნული კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

 

ამასთან, ამავე კანონის 732-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის ქცევის ზოგად წესებს საჯარო სამსახურში. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

 

2.2.4. სასამართლომ ასევე მიუთითა ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები: ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში; ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი. ე) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; ზ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტის მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; თ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა და კოორდინაცია; ი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; კ) საზოგადოების ინფორმირება დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე.

 

2.2.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს აქტის დასაბუთების წესს, რომელიც ერთიანია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იქნას ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის

„ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებუოლია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუ-----ში, ყოფილ კ----------რ - „-----------–---- მიმდებარედ არსებულ ე.წ. „ს-------------ს“ სკვერის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა - მ-–----–ი L--------- ნომრით - D------, რომელსაც მართავდა ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი - კ------- ლ---–--ე. ასევე დადგენილია და თავად მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ კ------- ლ---–--ემ, მის მართვის ქვეშ მყოფი სამსახურის მანქანით დაზიანება მიაყენა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფ ს-------ს ტიპის ძაღლს, რის შემდგომაც მოსარჩელემ დატოვა მითითებული ტერიტორია, რასაც ადასტურებს თვითმხილველი - დ--–------–-----–-ძე (ს.ფ. 69-71).

 

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის მიერ, 2016 წლის 2 დეკემბერს მიღებული იქნა დასკვნა - №--, რომლის შედგენისას შიდა კონტროლის სამსახურის მიერ გამოკითხული იქნა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მოწმეები (ს.ფ. 66-71), რომელთა ახსნა-განმარტებები ასახული იქნა დასკვნაში. ასევე, გამოკვლეული და შესწავლილ იქნა თავად კ------- ლ---–--ის ავტომანქანაში არსებული ვიდერეგისტრატორი (ს.ფ. 92). გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით (ს.ფ. 203), რომლის საფუძველზეც შიდა კონტროლის სამსახურმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1. კ------- ლ---–--ე, რომელიც ვალდებული იყო ჯეროვნად განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ გააცნობიერა იქ არსებული სიტუაცია, ყურადღება არ გამოიჩინა და მიატოვა დაზიანებული ცხოველი და არც შემდგომში მოუკითხია მისი მდგომარეობა. 2. კ------- ლ---–--ემ განზრახ და შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რითაც უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი და ჩაიდინა დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი. აღნიშნული დასკვნა კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- ბრძანების მიღების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელთა მოსაზრებას, თითქოს კ------- ლ---–--ის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც შელახა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეპუტაცია და ამასთან გამოიწვია ძაღლის დაზიანება და შემდგომ გარდაცვალება, გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რადგან მითითებული გარემოების არსებობა არც საქმის მასალებით და არც მხარეთა განმარტებებით არ იკვეთება. რაც შეეხება დეპარტამენტის ავტომანქანაში ზეთის შეცვლას, იგი სასამართლოს მოსაზრებით არ განეკუთვნება იმგვარ მიზეზს, რაც გაამართლებდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ნიშნების მქონე ავტომანქანის მიერ სკვერის ტერიტორიაზე გადასვლას, რასაც შედეგად მოყვა ძაღლის სიკვდილი.

 

სასამართლო ასევე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ თითქოს სათანადო წესით არ არის დადგენილი და იდენტიფიცირებული გარდაცვლილი ძაღლი და მისი გარდაცვალების მიზეზი, რადგან საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის მიერ და შემდგომ მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეომასალში ნათლად ჩანს ავტომანქანიდან გამოსული და ბარბაცით მიმავალი და შემდგომ ვეტერინართან მიყვანილი უკვე გარდაცვლილი ძაღლი, რომლეთა მსგავსებასთან დაკავშირებით სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, ამასთან მოსარჩელის მიერ, გარდა განმარტებისა, საქმეში აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, სასამართლო იზიარებს, მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელეს, რომლის იდენტიფიცირებაც საზოგადოებაში ხდებოდა როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი, ევალებოდა მიეღო ყველა ზომა, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებდა როგორც პირადად მას, ასევე მისი სამსახურის რეპუტაციას.

 

2.2.6. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------

0------- ბრძანება გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე კ------- ლ---–--ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

2.2.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს - სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე კ------- ლ---–--ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ცი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუ-----ში, ყოფილ კ----------რ - „-----------–---- მიმდებარედ არსებულ ე.წ. „ს-------------ს“ სკვერის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა - მ-–----–ი L--------- ნომრით - D------, რომელსაც მართავდა ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი - კ------- ლ---–--ე. ასევე დადგენილია და თავად მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ კ------- ლ---–--ემ, მის მართვის ქვეშ მყოფი სამსახურის მანქანით დაზიანება მიაყენა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფ ს-------ს ტიპის ძაღლს, რის შემდგომაც მოსარჩელემ დატოვა მითითებული ტერიტორია, რასაც ადასტურებს თვითმხილველი - დ--–------–-----–-ძე (ს.ფ. 69-71).

 

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის მიერ, 2016 წლის 2 დეკემბერს მიღებული იქნა დასკვნა - №--, რომლის შედგენისას შიდა კონტროლის სამსახურის მიერ გამოკითხული იქნა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მოწმეები (ს.ფ. 66-71), რომელთა ახსნა-განმარტებები ასახული იქნა დასკვნაში. ასევე, გამოკვლეული და შესწავლილ იქნა თავად კ------- ლ---–--ის ავტომანქანაში არსებული ვიდერეგისტრატორი (ს.ფ. 92). გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით (ს.ფ. 203), რომლის საფუძველზეც შიდა კონტროლის სამსახურმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1. კ------- ლ---–--ე, რომელიც ვალდებული იყო ჯეროვნად განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ გააცნობიერა იქ არსებული სიტუაცია, ყურადღება არ გამოიჩინა და მიატოვა დაზიანებული ცხოველი და არც შემდგომში მოუკითხია მისი მდგომარეობა. 2. კ------- ლ---–--ემ განზრახ და შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რითაც უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი და ჩაიდინა დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი. აღნიშნული დასკვნა კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- ბრძანების მიღების ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელთა მოსაზრება, რომ კ------- ლ---–--ის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც შელახა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეპუტაცია და ამასთან გამოიწვია ძაღლის დაზიანება და შემდგომ გარდაცვალება, გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რადგან მითითებული გარემოების არსებობა არც საქმის მასალებით და არც მხარეთა განმარტებებით არ იკვეთება. რაც შეეხება დეპარტამენტის ავტომანქანაში ზეთის შეცვლას, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით არ განეკუთვნება იმგვარ მიზეზს, რაც გაამართლებდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ნიშნების მქონე ავტომანქანის მიერ სკვერის ტერიტორიაზე გადასვლას, რასაც შედეგად მოყვა ძაღლის სიკვდილი.

 

სასამართლო ასევე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სათანადო წესით არ არის დადგენილი და იდენტიფიცირებული გარდაცვლილი ძაღლი და მისი გარდაცვალების მიზეზი, რადგან საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის მიერ და შემდგომ მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეომასალში ნათლად ჩანს ავტომანქანიდან გამოსული და ბარბაცით მიმავალი და შემდგომ ვეტერინართან მიყვანილი უკვე გარდაცვლილი ძაღლი, რომლეთა მსგავსებასთან დაკავშირებით სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, ამასთან მოსარჩელის მიერ, გარდა განმარტებისა, საქმეში აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა, მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მოსარჩელეს, რომლის იდენტიფიცირებაც საზოგადოებაში ხდებოდა როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი, ევალებოდა მიეღო ყველა ზომა, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებდა როგორც პირადად მას, ასევე მისი სამსახურის რეპუტაციას.

 

4.1.2. პალატა განმარტავს, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს შემდეგს:

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება კ------- ლ---–--ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშად დარღვევის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ჩადენილ ქმედებად, რადგან ქმედება განზრახია, თუ პირს გაცნობიებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისას, განსხვავებით განზრახვისაგან, ჩამდენი პირი ითვალისწინებს თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ვარაუდობს მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებს ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ისინი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუ-----ში, ყოფილ კ----------რ - „-----------–---- მიმდებარედ არსებულ ე.წ. „ს------------ს“ სკვერის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა - მ-–----–ი L--------- ნომრით - D------, რომელსაც მართავდა ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი - კ------- ლ---–--ე. აღნიშნულ ავტომანქანაში არსებულ ვიდეორეგისტრატორზე გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს კ------- ლ---–--ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ იგი ადის და გადადის ბორდიურზე გაზონის გავლით, სადაც წევს ძაღლი, ავტომანქანით გადაუვლის ძაღლს. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ გადაღებულ მასალაში ცალსახად ფიქსირდება ძაღლზე გადავლის ფაქტი, თუმცა მას არა აქვს მრავალჯერადი ხასიათი. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აპელანტი მოძრაობდა ორმაგკაბინიანი, მაღალი გამავლობის ე.წ. "პიკაპით", რომლის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენს, შესაბამისად, ამგვარი მოცულობისა და წონის მქონე სატრანსპორტო საშუალების რამოდენიმეჯერ გადავლის შემთხვევაში ავტომობილის ქვეშ მოყოლილი ცხოველი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ასევე გადაღებული მასალით ჩანს, რომ ქვეშმოყოლილი ძაღლის ხმაზე ავტომობილი ანელებს სიჩქარეს, მოძრაობს უკან მიმართულებით და ჩერდება. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ავტომობილის მძღოლი მოცემულ სიტუაციაში ცხოველის მოკვლის განზრახვით არ მოქმედებდა.

 

4.1.3. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ------- ლ---–--ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------------- ბრძანება, აღნიშნულ ბრძანებას კი საფუძვლად დაედო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის მიერ, 2016 წლის 2 დეკემბერს მიღებული დასკვნა - №--, რომლის შედგენისას შიდა კონტროლის სამსახურის მიერ გამოკითხული იქნა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მოწმეები (ტ.1, ს.ფ. 66-71), რომელთა ახსნა-განმარტებები ასახული იქნა დასკვნაში. ასევე, გამოკვლეული და შესწავლილ იქნა თავად კ------- ლ---–--ის ავტომანქანაში არსებული ვიდერეგისტრატორი (ტ.1, ს.ფ. 92). გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 203), რომლის საფუძველზეც შიდა კონტროლის სამსახურმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1. კ------- ლ---–--ე, რომელიც ვალდებული იყო ჯეროვნად განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ გააცნობიერა იქ არსებული სიტუაცია, ყურადღება არ გამოიჩინა და მიატოვა დაზიანებული ცხოველი და არც შემდგომში მოუკითხავს მისი მდგომარეობა. 2. კ------- ლ---–--ემ განზრახ და შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რითაც უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი და ჩაიდინა დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

4.1.4. პალატა მიუთითებს, რომ კ------- ლ---–--ეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ - ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2016 წლის 16 ივლისის რედაქცია) 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომელთა შორის არის - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

 

ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია, რომ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

აღნიშნული კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. გამოყენებული ზომის პროპორციულობის გარკვევა კი განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია საქმის ყველა გარემოების დადგენის და შეფასების შედეგად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის ქცევის ზოგად წესებს საჯარო სამსახურში. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

 

პალატა ეთანხმება მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა მითითებას კ------- ლ---–--ის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენასთან მიმართებით, თუმცა განმარტავს, რომ სწორედ საჯარო მოხელის სტატუსიდან გამომდინარე, ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა უნდა იქნეს დასაბუთებული, დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის განმარტებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. გარდა ამისა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის დასაბუთებული, დისციპლინური სასჯელის უმაღლესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, რატომ იყო შესაბამისი იმ დარღვევისა, რაც კ------- ლ---–--ის მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

4.1.5. პალატა ყურადღებას მიაქცევს შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს დაცვის პრინციპს. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით.

 

პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო მხოლოდ მითითებული მუხლის სიტყვა-სიტყვითი დეფინიციიდან ამოვა, მაშინ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური?! ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულს გახდის უკეთესს, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი. ამდენად, იმისათვის, რათა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

 

განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება, კერძოდ ის ფაქტი, თუ რატომ იქნა დისციპლინური სასჯელის უმაღლესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული კ------- ლ---–--ის მიმართ და რატომ იყო შესაბამისი იმ დარღვევისა, რაც კ------- ლ---–--ის მიერ იქნა ჩადენილი, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის დასაბუთებული, იმ პირობებში, როდესაც პალატამ კ------- ლ---–--ის ქმედებაში გაზრახ მოქმედების ფაქტი ვერ დაადგინა.

 

4.1.6. სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის ყველა არსებითი გარემოება, არ შეაფასა სწორად საქმეში თანდართული მტკიცებულებები, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------0------- ბრძანების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და სწორი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიმართ გამოსცეს შესაბამისი ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, პალატა განმარტავს, რომ ისინი გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება, არ არსებობს მოსარჩელის სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ------- ლ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. კ------- ლ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის №D---------0------- ბრძანება და დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ბრძანების გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით;

 

5. დანარჩენ ნაწილში კ------- ლ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

6. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა