განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002234095
საქმე №1/ბ-762-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებული გ-----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------ის მიმართ, დაბადებულის 19----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის , დასაოჯახებელის, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ----------------------------–----–----ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ-----------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ-----------------ეს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
გ-----------------ეს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, მივიდა ქ----------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დედამისს, მ----------------ეს, არასრულწლოვანი შვილიშვილების 11 წლის ა-------- და 12 წლის ნ--------------–---–ების, თანდასწრებით მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ---------–---–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ დაზარალებული მ----------------ე უკმაყოფილო იყო თავისი შვილის მსჯავრდებულ გ-----------------ის ცხოვრების წესით, უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი ალკოჰოლის მოხმარების გამო და ცდილობდა მის გამოსწორებას არა ექიმთა დახმარებით არამედ პოლიციის ჩართულობით, ასევე დაზარალებულმა სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა რომ ტკივილი ან ასეთი რამე არ უგრძვნია. ექსპერტ ბ-------------–--ის ჩვენებით დაზარალებულს ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. არასრულწლოვანი მოწმეების ა-------- და ნ--------------–---–ების ჩვენებები გაჯერებულია არაერთი ურთიერთწინააღმდეგობებით და აშკარად იგრძნობოდა, რომ ბავშვებზე განხორციელებული იყო ზეწოლა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ გ-----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
დაზარალებულმა მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი შვილი გ-----------------ე ალკოჰოლზე დამოკიდებულია, სასმელის საყიდლად ფულს მას სთხოვს, უარის გამო კი ძალიან ავიწროვებს. წლებია ასე გრძელდება, შიშის ქვეშ ცხოვრობს, არ აძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, მაღაზიაში აკითხავდა ხოლმე და შეურაცხყოფას აყენებდა. არ სურს მასთან ცხოვრება და ეშინია, რომ რამეს დაუშავებს. მასზე ძალადობისთვის იგი სასჯელს იხდიდა, დაწესებულებიდან წერილებს წერდა, ერთხელ დაემუქრა, რომ არ აპატიებდა ციხეში ჩასმას, ასევე დაჰპირდა, რომ სასმელს აღარ დალევდა. როდესაც გათავისუფლდა სახლში ელოდებოდნენ, თუმცა გ-------მ დაურეკა და რადგან ისევ ნასვამი იყო, გაუბრაზდა, რომ ერთი დღე ვერ მოითმინა და მაინც დალია. მისი მისამართი გ-------მ მაღაზიიდან გაიგო, გამყიდველმა დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ნასვამი იყო, სახლში მისვლისთანავე კარზე ძლიერად აბრახუნებდა, მას შეეშინდა და პოლიციას შეატყობინა, მანამდე შვილიშვილი მაღაზიაში იყო ჩასული და თავდაპირველად ეგონა, რომ ის დაბრუნდა, თუმცა როდესაც კარი გააღო გ------- შერჩა და მისი ხელი მოხვდა, ისეთი განერვიულებული იყო, რომ არც იცის ეტკინა თუ არა, სახლში მისი შვილი და შვილიშვილები იყვნენ, ბავშვებსაც ეშინოდათ. დარტყმის შემდეგ კიბეზე ჩავიდა და არ იცის შემდეგ რა მოხდა.
დაზარალებულს სსკ-ს 243-ე მუხლის საფუძველზე, ბრალდების მხარემ დამატებით დაუსვა კითხვა და იგი დაეთანხმა, რომ სახეში დარტყმის შედეგად მას ეტკინა, თუმცა აღელვების ფონზე ასევე განმარტა, რომ ჩვენების მიცემის დროსაც რომ დაარტყან, ვერაფერს იგრძნობს.
მოწმე ბ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ----------------ე შეამოწმა პირადად, მას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო სრულ დათვალიერებაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა. იგი უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა მიდამოში. დარტყმის კვალი რა სახით შეიძლება, რომ ადამიანს დაეტყოს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. შემოწმების დროს სახის არეში მ----------------ეს აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო რადგან სიწითლე სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანებას, ასეთი აღნიშვნა დასკვნაში არ კეთდება.
არასრულწლოვანმა მოწმე ან-------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს დასთან და ბებიასთან ერთად, დედა საზღვარგარეთ მუშაობს და პერიოდულად ჩამოდის მათთან. შემთხვევის დღეს მაღაზიაში იყო ჩასული, სახლში ამოვიდა და მალევე კარზე ბრახუნის ხმა გაისმა, ბებოს ეგონა, რომ ის დაბრუნდა მაღაზიიდან და კარი გააღო, კარზე გ--- აბრახუნებდა და ხელი ბებოს სახეში მოხვდა. მათ შეეშინდათ და ბებომ პოლიციაში დარეკა. გ--- ფეხებს ურტყამდა კარს და ბებოს აგინებდა, ეს სიტუაცია დახლოებით ნახევარ საათამდე გაგრძელდა. გ--- მაღაზიაში აკითხავდა ხოლმე ბებოს და ფულს სთხოვდა, რომ არ აძლევდა აგინებდა და ემუქრებოდა ხოლმე.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ--------------–---–მა, მან განმარტა, რომ როდესაც ბრახუნის და ყვირილის ხმაზე ოთახიდან გამოვიდა და ბინის სადარბაზოში იდგა, მაშინ დაინახა, რომ გ-------მ დაარტყა ხელი ბებიას. ბრალდებული მათთან დაახლოებით 11 საათისთვის მივიდა, იგინებოდა და ბებიას კარის გაღებას სთხოვდა.
სსკ -ს 243-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა გამოკვლეული მოწმე ნ---------------ის გამოკითხვის ოქმი. ჩვენებაში ნ---------------ე განმარტავს, რომ ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში და პერიოდულად ჩამოდის ხოლმე საქართველოში. გ-----------------ე მისი ძმაა. 2017 წლის 27 ნოემბერს 20 დღით ჩამოვიდა საქართველოში, ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა დედასთან და მის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქ.რუსთავში, მე-12 მ/რ 1/128-ში. მისი ძმა გ-----------------ე ცხოვრობს მის დაჩაზე დაბა კრწანისში. ერთი წლის წინ მისი ძმა დაკავებული იყო დედამისის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, იცოდა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო დილით, ის, დედა და მისი შვილები ელოდებოდნენ. დილის 10:30 საათისთვის კარზე ატყდა ბრახუნი, როდესაც დედამისი გავიდა შემოსასვლელში კარის გასაღებად, დაიძახა „ვაიმე გ------- მოვიდაო“, აღნიშნულზე ის და მისი შვილები გამოვიდნენ, სადაც დედამისი იყო და მაშინ გაიგეს როგორ აგინებდა გ------- დედას, სთხოვდა მიეცა დაჩის გასაღები, გინებაზე ის და მისი შვილებიც ძალიან შეშინდნენ, დედამ დაიწყო ტირილი და ძალიან განერვიულდა, თავიდან არ აპირებდა კარის გაღებას, მაგრამ რადგან გ------- არ დამშვიდდა, დედამისს შერცხვა მეზობლების და კარი გაუღო, ამ დროს იგი ზუსტად დედის გვერდით იდგა კართან. როდესაც გ-------მ დაინახა დედამისი, ისე რომ არავის მისალმებია იგი, დედას შეაგინა და მუშტი გაარტყა სახეში, ეტყობოდა რომ იყო ნასვამი, როდესაც დააპირა კიდევ ხელის მოქნევა, დედამ მას ხელი უბიძგა, რომ სახლში არ შემოსულიყო და ერთად ორივემ მიკეტეს კარი და ჩაკეტეს, რადგან ძალიან შეეშინდათ. გ------- რომ სახლში შემოსულიყო, დედამისს კვლავ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდგომ, გ------- რამდენიმე წუთით კიდევ იდგა სახლის კართან და აგინებდა დედას, შემდეგ კი წავიდა. იმ დროს როდესაც გ-------მ დედას სახეში მუშტი გაარტყა, ის და მისი შვილიც იქ იყვნენ და დაინახეს. მას და მის შვილებისთვის გ-------ს არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც დედისგან და შვილებისგან იცის, რადგან ერთი წლის წინანდელი ფაქტის დროს იგი არ იყო საქართველოში, გ------- დედას ძალიან ანერვიულებდა და ტანჯავდა, მიდიოდა ნასვამი ამასთან სამსახურში და სხვების დასანახად ლანძღავდა, რის გამოც დედამისი ძალიან დამცირებული იყო, რაც ასევე მასთან საუბრის დროს უთქვია და უტირია, ასევე მისი შვილებიც ძალიან ნერვიულობენ.
2017 წლის 28 ნოემბრის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში, გამომძიებელ ანუკი ჩიხლაძემ შეადგინა აღნიშნული ოქმი, პატრულ-ინსპექტორ ლაშა მღებრიშვილის მონაწილეობით და ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებული იქნა გ-----------------ე, რა დროსაც ალკოტესტმა დააფიქსირა 2,398 პროცენტით თრობის ფაქტი. მოწმე ლაშა მღებრიშვილის განმარტებით, გ-----------------ე შემოწმებისას იქცეოდა არაადეკვატურად, ხმაურობდა, იგინებოდა. 2,398 პროცენტი სიმთვრალე ნორმაზე ათჯერ მეტია.
მოწმე ა-----------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მისი განმარტებით, დაზარალებულის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, შეტყობინების თანახმად, დაზარალებული უთითებდა, რომ მისი შვილი რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე, კარზე აბრახუნებდა, ყვიროდა და სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნასვამი. ამ შეტყობინებიდან რამოდენიმე წუთში თავად მივიდა მ----------------ე განყოფილებაში, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა იმ პერიოდში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ თავად ბრალდებულიც მოვიდა პოლიციის შენობაში და ნასვამ მდგომარეობაში იყო.
არასრულწლოვანმა მოწმეებმა ან-------------------–---–მა და ნ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ და დაინახეს გ-------მ ბებოს ხელი როგორ დაარტყა, მოწმე ნ---------------ე გამოკითხვის ოქმში ასევე ადასტურებს ამ ფაქტს. რაც შეეხება დაზარალებულის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ვერ დააკონკრეტა შეესწრნენ თუ არა არასრულწლოვანი ბავშვები ძალადობას, ვინაიდან დარტყმის შემდეგ ის სახლში არ შესულა და წავიდა პოლიციის განყოფილებაში.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას რომლის მიხედვითაც:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს. განზრახვა ხასიათდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფორმით.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს არასრულწლოვანი მოწმეების ა-------- და ნ--------------–---–ების ჩვენებები გაჯერებულია არაერთი ურთიერთწინააღმდეგობებით და აშკარად იგრძნობოდა, რომ ბავშვებზე განხორციელებული იყო ზეწოლა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და ასეთზე კონკრეტულად დაცვის მხარესაც არ მიუთითების.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ-----------------ემ არასრულწლოვანი შვილიშვილების ანა მარია და ნინი ზარდიაშვილების თანდასწრებით, ერთხელ გაარტყა ხელი სახეში დედას მ----------------ეს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ----------------ის მიმართ ძალადობა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს შეფასებით ჩადენილია არაპირდაპირი განზრახვით. საქმის მასალების მიხედვით, სახლში მისულმა გ-----------------ემ დაიწყო გინება, აბრახუნებდა კარებზე და გაცნობიერებული ჰქონდა რა რომ კარს უკან მ----------------ე იდგა - კარის გაღებისთანავე ხელი დაარტყა მას სახეში.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის,) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებული გ-----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს
2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად
შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ-----------------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ-----------------ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი