განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002417368
საქმე №1ბ/758-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ გ----------–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, პირადი N4----------- საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---––-----------------------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით გ-----------–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
გ-----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ----------–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ----------–---ეს დაეწყო 2018 წლის 28 მარტიდან.
გ----------–---ეს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
სხვაგვარი ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ------------–---ემ 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 22:10 საათზე ა---––----------------------–------ში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეზობლებს ა-------–-–---–ს და მის მეუღლეს ვ----------------–-–---–ს, კერძოდ ესროლა ქვები რომელთაგან ერთი ქვა მოხვდა საჯდომზე ა-------–-–---–ს რის შედეგადაც ა-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო მეორე ქვა ზურგის არეში მოხვდა ვ---------------–-–---–ს, რის შედეგადაც ვ----------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ----------–---ემ 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე ახალციხის რაიონის სოფელ სვირში თავისივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ძმების გ-----------ის დაბ.22.01.2012წ. და გ---------------ის დაბ.02.05.2007წ.თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას ზ-----------–---ეს კერძოდ, მან კისრის არეში ძლიერად ხელი მოუჭირა, რის შედეგადაც ზ--------–---ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------–---ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------–----–-----–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკეთის 1(ერთი) წლის ვადით, პირობითად ჩათვლა ამავე გამოსაცდელი ვადით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება, იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მან გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას მსჯავრი დაედო მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ორი ქმედების ჩადენაში, თუმცა ამ ქმედების ხასიათი, სიმძიმე, მართლწინააღმდეგობა და მათ შორის მცირე დროის ინტერვალი, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორი ქმედება არის ერთი მთლიანი ეპიზოდი, აღნიშნული დადასტურებულია კიდეც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებულებს ზ--------–---ესა და ა-------–-–---–ის არ გააჩნათ და მომავალშიც არ ექნებათ პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ რაც დადასტურებულია მათი განცხადებებით რაც დამოწმებულია ნოტარიულად, ხოლო დაზარალებულ ვ---------------–-–---–ის პოზიციის დაფიქსირება განცხადებაში და მერე ამ განცხადების ნოტარიულად დამოწმება ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგმარეობის გამო.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ა-------–-–---–ის ჩვენებით, მოწმე ვ---------------–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 29 მარტის N228/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 29 მარტის N227/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე ზ--------–---ის ჩვენებით, მოწმეების გ---------------ისა და გ------------ის ჩვენებებით, მოწმე ს--–----------–---ის ჩვენებით, 2018 წლის 29 მარტის N226/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ----------–---ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზ--------–---ის, ა--------–-–---–ის და ვ----------------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, გ----------–---ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკეთის 1(ერთი) წლის ვადით, პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ გ----------–---ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ----------–---ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ----------–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-----------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
გ-----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ----------–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
გ----------–---ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 მარტიდან.
სისხლის სამართლის N016280318001 საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ორი ცალი სხვადასხვა ზომის ქვა, მოწითალო ფერის ლაქები, მინის და ჭურჭლის ნამტვრევები, სისხლისმაგვარი ლაქები და გოგიტა ბლიაძისაგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი