განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
340100118002371450
ინსტანცია
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002371450

საქმე №1ბ/779-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ს------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------------–-----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენით ს------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

ს-------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

ს------------–-–---–ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ს------------–-–---–მა, რომელსაც 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა ძმასთან - ზუ-----------–-–---–თან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 19 საათსზე, ს------------–-–---–ი მთვრალი მივიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე, ზ--------------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

წარსულში ძალადობისათვის ნასამართლევი ს------------–-–---–ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახში, სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - ს-----------------–-–---–ის და ც---–--------–-–---–ის, ძმების - ზუ-----------–-–---–ის და თ------------–-–---–ის, ასევე რძლის ხ---------–--–---–ის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემცირება.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის გადამეტებულად მკაცრი, მსჯავრდებულის ოჯახი იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, მეუღლე მ------------–---–ი ინვალიდია, ასევე ჰყავს მოხუცი მშობლები და არ აქვს საშუალება ადვოკატის ასაყვანად.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ს------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ს------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ს-----------------–-–---–ის, ც---–--------–-–---–ის, ზუ-----------–-–---–ის, თ-------------–-–---–ის და ხ---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ს------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ს------------–-–---–ის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, განსაზღვრული სასჯელის შემცირების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ს------------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ს------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება არ არის პირველი შემთხვევა და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ს------------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შემცირების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს-------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

ს-------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ს------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია და ს-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 01 მარტის 21:10 საათიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება სამი ქვა, რომლებიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონი დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი