განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/481-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ-----------–--ს,მსჯავრდებულ - გ-----------------ის,ადვოკატ - თ--------–---–--ლის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ადვოკატის თ--------–---–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------–------------ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით:
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 31 დეკემბრიდან, 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 13 მარტიდან.
გ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ------–--------------–------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ-----------------ემ დედას - მ------------------ნს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მარჯვენა მხარში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მ------------------ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 28 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ------–--------------–------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ-----------------ე დედას - მ------------------ნს, ნაჯახის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მ------------------ნს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 31 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ------–--------------–------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ-----------------ე დედას - მ------------------ნს, მამას - გ---------------ძეს და არასრულწლოვან ძმას - შ--–------------ძეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სახლის დაწვით, რის შედეგადაც მ------------------ნს, გ---------------ძეს და შ--–-----------ძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ------–--------------–------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------ემ, არასრულწლოვანი ძმის - შ--–-----------ძის თანდასწრებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დედას - მ------------------ნს ხელი ერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც მ------------------ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო არასრულწლოვან ძმას - შ--–-----------ძეს თავის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც შ--–-----------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------------ემ და მისმა ადვოკატმა თ--------–---–--ლმა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-----------------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, სსკ-ის 63-64 მუხლების გამოყენებით, პირობითი მსჯავრით შეცვლა.
კერძოდ, დაცვის მხარე აპელირებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები. გ-----------------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და შერიგებულია დაზარალებულებთან. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა გ-----------------ემ წინასწარ გამოძიებაშივე გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სასამართლოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში. ამდენად, გ-----------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევაში, სრულად შესაძლებებლი იქნება სასჯელის მიზნების განხორციელება, ხოლო საპატიმრო სასჯელი კი უფრო უარყოფითად იმოქმედებს მასზე, დააზიანებს მის ურთიერთობას დაზარალებულებთან და დააშორებს ოჯახთან. გ-----------------ე სრულყოფილად აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, რის გამოც მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ-----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების - შ-----------ის, თ---------–------ძის, გ---------------ძის, მ------------------ნის, შ--–-----------ძის, გ-----------------ის გამოკითხვის ოქმებს, ნაჯახის ამოღების ოქმს, გ-----------------ის ალკოტესტზე შემოწმების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა გ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ბრალის აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, სიმძიმე და ინტენსივობა; გაითვალისწინა ასევე დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მისი მხრიდან სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა, დაზარალებულების პოზიცია და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და ხერხის, ასევე ქმედების ინტენსივობის გათვალისწინებით, მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება, ან თუნდაც დაზარალებულების პოზიცია, ვერ გადაწონის იმ საზოგადოებრივ ინტერესს და მიზანს, როგორიცაა აღნიშნული დანაშაულის თავიდან აცილება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ-----------------ის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, პირობითად ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ადვოკატის თ--------–---–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 31 დეკემბრიდან, 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის №1/47-18 განჩინებით ბრალდებულ გ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, გ------–-------------ის (---------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ--------------------–--------------------------------------------------------
მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ დაწესებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებულები - შ--–-----------ძე, გ---------------ძე და მ------------------ნი იმყოფებიან, გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
განხორციელდეს მ------------------ნისგან ამოღებული ნაჯახის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე