განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
330100114496641
ინსტანცია
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1ბ/561-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - ე-–---------------–-–---–-ს,ადვოკატ - ბ---------–--ას,მსჯავრდებულ - თ--------------–---–ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ე-–---------------–-–---–-ს და მსჯავრდებულ თ--------------–---–ის და მისი ადვოკატის ბ---------–--ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ--------–----------–----------–--ლი - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–---–-----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

თ--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით, თ--------------–---–ი დაინიშნა საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 2008 წლის 6 მაისს - ამავე სამინისტროში მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო იმავე წლის 4 ნოემბერს კვლავ - მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს პრეზიდენტის #5-- განკარგულებით, 2008 წლის 4 სექტემბერს, სს „ს---------------–------ს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 99,449 %, 2 100 000 აშშ დოლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა შ---------------“, რომელმაც ამავე ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება 1 წლის განმავლობაში უზრუნველეყო საზოგადოებაზე რიცხული კრედიტორული დავალიანების დაფარვა.

 

„2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული იქნა ასიგნებები სხვადასხვა ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. ამ მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ #0-------- წერილით მიმართა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს, რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი იმ ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანების შესახებ, რომელსაც სამინისტრო პრიორიტეტულად მიიჩნევდა.

 

თ--------------–---–მა განიზრახა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოეყენებინა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიენიჭებინა შპს „რ---------------ს“ და მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მიეყენებინა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

 

თ--------------–---–მა შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და #0-------- წერილის პასუხად, 2009 წლის 15 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, #------------- წერილით გააგზავნა დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ორგანიზაციათა სია, სადაც განზრახვის შესაბამისად, ჩასვა სს „ს----------------–----ი“ და მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვალდებულება აღებული ჰქონდა შ---------------“, მისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მინიჭებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფოსა და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულის შემდგომ, 2009 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მიერ სს „ს----------------–----ის“ სახელით სახელმწიფო ხაზინაში საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი, სოციალური გადასახადი) გადარიცხული იქნა 2 431 97- ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით:

 

თ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 3---ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:

 

თ--------------–---–მა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალოება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და #0-------- წერილის პასუხად 2009 წლის 15 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, #------------- წერილით გააგზავნა დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ორგანიზაციათა სია, სადაც ასევე მითითებული იქნა სს „ს----------------–----ი“, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვალდებულება აღებული ჰქონდა შ---------------“. თ--------------–---–ის ხსენებული წერილი ერთ-ერთ საფუძვლად დაედო მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს #6-- განკარგულებას.

 

ზემოაღნიშნულის შემდგომ, 2009 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მიერ სს „ს----------------–----ის“ სახელით სახელმწიფო ხაზინაში საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი, სოციალური გადასახადი) გადარიცხული იქნა 2 431 97- ლარი.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ელ---------------–-–---–მა, მსჯავრდებულმა თ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ბ---------–--ამ.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სახეზეა თ--------------–---–ის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის უტყუარად დადგენილი ფაქტები. მსჯავრდებულმა იცოდა იმის შესახებ, რომ ს.ს. „ს----------------–----ის“ და სხვა ორგანიზაციების სიაში შეყვანა გამოიწვევდა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის თანახმად, ამ ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დაფარვას, ანუ თ--------------–---–ი აცნობიერებდა, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებით შპს „რ--------ი“ მიიღებდა გამორჩენას, მასზე დარიცხული დავალიანება დაფარული იქნებოდა სახელმწიფოს მიერ. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისათვის არ არის აუცილებელი დამნაშავემ პირადად განიცადოს მატერიალური სარგებელი, არამედ მთავარია, რომ ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადოს ზიანი, ჩვენს შემთხვევაში კი თ--------------–---–ის ქმედებით ქონებრივი ზიანი განიცადა სახელმწიფომ. ასევე, დამნაშავის მიერ გამორჩენის მიღება არ არის სავალდებულო საქართველოს სსკ-ის 3---ე მუხლისთვის. ამ შემთხვევაში კანონმდებელი უშვებს ალტერნატივას, რომ გამორჩენა და უპირატესობა შესაძლებელია მიიღოს როგორც მოხელემ, ასევე სხვა პირმა.

 

გარდა ამისა, ბრალდების მხარის განმარტებით, საფუძველსმოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმეზე ვერ იქნა დადასტურებული, თ--------------–---–ის განზრახვა სახელმწიფოსათვის მიეყენებინა ზიანი, ხოლო შ---------------“ მიეღო გამორჩენა. თ--------------–---–ის მიერ ცოდნას იმის შესახებ, რომ მისი ქმედებით სახელმწიფოს მიადგებოდა ზიანი, ხოლო შპს „რ--------ი“ მიიღებდა გამორჩენას, ამტკიცებს როგორც მოწმეების ჩვენებები (ის გააფრთხილეს მოსალოდნელი შედეგის შესახებ), ასევე თავად ფინანსთა სამინისტროს წერილი, რომელიც შეიცავდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას. აპელანტი არ იზიარებს სასმართლოს განმარტება, რომ თ--------------–---–სა და შ---------------“ შორის კავშირი არ არის დადგენილი და შესაბამისად, ბრალდებულს ვერ ექნებოდა სურვილი, ამ კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭებისა, ამიტომ მისი ქმედება არ მოიცავს განზრახვას. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ თ--------------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი, რომლითაც თ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია არაკანონიერად და დაუსაბუთებლად, ვინაიდან სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გაზიარებული საქმეში არსებული სამართლებრივად და ფაქტობრივად უტყუარი მტკიცებულებები და სასამართლომ მსჯავრდებულს წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოდ გადაუკვალიფიცირა სსკ-ის 342-ე მუხლზე. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობდა ყველა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ და ადასტურებენ თ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ--------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანაშაულად შეფასდა ერთი კონკრეტული მოქმედება - 2009 წლის 15 აპრილის /01-25-18----- წერილის ავტორობა, რომელზე ხელმოწერა და გაგზავნაც არ არის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ შეფასება მიეცეს იურიდიული თვალსაზრისით რას წარმოადგენს 2009 წლის 15 აპრილის N01/01-25-1--- წერილი და რა ძალის მქონეა იგი. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილი გაიცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 01 აპრილის N0--0------ წერილის საპასუხოდ, რომლის საშუალებითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროსგან მოთხოვნილია ორი რამ, - 1.სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების შესახებ ინფორმაცია და 2.ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რომელი ორგანიზაციის დავალიანების დაფარვას მიიჩნევს აღნიშნული სამინისტრო პრიორიტეტულად. ანუ, წერილის პირველი ნაწილი ითხოვს ინფორმაციას, მეორე ნაწილი კი - მოსაზრების დაფიქსირებას. ფინანსთა სამინისტროს ორი მოთხოვნიდან პირველისთვის (სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების შესახებ ინფორმაცია) ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს პასუხი არ გაუცია; რაც შეეხება მეორე საკითხს, ლ-----–---–---------------–---ს სამინისტრომ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებისთვის მოხდეს საგადასახადო დავალიანების დაფარვა, რათა ხელი არ შეშლოდა მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. აღნიშნული წერილის ფორმალური და შინაარსობრივი მხარეების ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ ის არ წარმოადგენს რაიმე სამართლებრივ აქტს. მასში გადმოცემულია მხოლოდდამხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის მოსაზრება კონკრეტული საკითხის მიზანშეწონილობის თაობაზე. თ--------------–---–ის წერილი არის წერილობითი ფორმით დაფიქსირებული მოსაზრება, სადაც საუბარია გარკვეული საკითხის მიზანშეწონილად მიჩნევაზე. ის არ არის რაიმეზე თანხმობა, ინფორმაციის გაცემა, ადმინისტრაციული დაპირება, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რეალაქტი ან ნორმატიული აქტი და ა.შ.

 

დაცვის მხარე აპელირებს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობაზეც და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებებისთვის ასიგნებების გამოყოფის უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ ორგანიზაციათა შერჩევას და მათზე ასიგნებების გადანაწილების უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, შედეგებზე პასუხისმგებელი არის მხოლოდდამხოლოდ საქართველოს მთავრობა და არა რომელიმე უწყების ხელმძღვანელი. თუ პირი უფლებით არ არის აღჭურვილი, შეუძლებელია შედეგებზე აგებდეს პასუხს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქართველოს მთავრობას. 2009 წლის 15 აპრილის N0--------1--- წერილი შესასრულებლად სავალდებულო არც მთავრობისთვის იყო და არც ფინანსთა სამინისტროსთვის. შესაბამისად, რაიმე შედეგის წინაპირობად ვერ ჩაითვლება. მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ 2009 წლის 26 აგვისტოს ს.ს. „ს----------------–----ის“ საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით 2 431 97- ლარის გადარიცხვის საფუძვლად. სხვა ყველა პროცედურა კი წარმოადგენს ფორმლურ-ტექნიკურ მხარეს. დაცვის მხარის განმარტებით, ვიდრე განკარგულების პროექტი მთავრობის სხდომაზე გავიდოდა, იგი მოიწონა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომაც, სადაც დაცული იყო ზუსტი ინფორმაცია ს.ს. „ს----------------–----ის“ პრივატიზაციის პროცედურებთან და ეტაპებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თ--------------–---–ის წერილსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ 2009 წლის 15 აპრილს N0--------1--- წერილის დანართში მითითებული იყო 122 ორგანიზაცია, მთავრობის განკარგულებაში კი მოექცა მხოლოდ 53 ორგანიზაცია, რაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ თ--------------–---–ის წერილს გააჩნდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. ამდენად, საქმის სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა მკაფიოდ მიუთითებს, რომ თ--------------–---–ის მხრიდან არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და განხორციელდა შერჩევითი მართლმსაჯულება.

 

აპელანტი შეფასებას უკეთებს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწეების ჩვენებებსაც და განმარტავს, რომ მათი ჩვენებებით უტყუარად იქნა დადასტურებული თ--------------–---–ის უდანაშაულობა. დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ცნობილი იყო შპს „რ--------ის“ საპრივატიზაციო ვალდებულებების შესახებ და რომ აბსოლუტურად ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი იყო ს.ს. „ს----------------–----ის“ წილების პრივატიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ს.ს. „ს----------------–----ის“ და შპს „რ--------ის“ დამფუძნებლები და ხელმძღვანელები საერთოდ არ იცნობენ ბრალდებულს, ამავდროულად, გამორიცხეს რაიმე უკანონო ჩარვა ან ლობირება მათ სასარგებლოდ; სამინისტრო ასეულობით კორესპოდენციას გზავნის სხვადასხვა უწყებაში ყოველწლიურად, რომელთაც სამართლებრივი ძალა არ გააჩნიაათ და წარმოადგენს სამინისტროს რეკომენდაციას ან მოსაზრებას მათ წინაშე წამოჭრილ ამათუიმ საკითხზე; ასევე, თ--------------–---–ის მიერ არ შედგენილა ნუსხა, მან მხოლოდ ზოგადი მოსაზრება გამოთქვა, თუ რა ტიპის ორგანიზაციები უნდა შესულიყო სიაში.

 

აღნიშნულისა და სააპელაციო საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ელ---------------–-–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა თ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ბ---------–--ამ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას თ--------------–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ბ-------------–---მა განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის განკარგულებით, შ---------------“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა სს „ს----------------–----ი“ 2 100 000 აშშ დოლარად და მასვე დაეკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა სააქციო საზოგადოების კრედიტორული დავალიანება ბიუჯეტის სასარგებლოდ. 2009 წელს „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სხვადასხვა უწყებებში და მათ შორის, ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროშიც, გაიგზავნა წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიეწოდებინათ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც გააჩნდათ სახელმწიფოსთან კრედიტორული დავალიანება და რომელთან ანაზღაურებასაც კონკრეტული უწყება მიიჩნევდა პრიორიტეტულად. ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან თ--------------–---–ის ხელმოწერით მიღებულ წერილში, მსგავს ობიექტებთან ერთად მოხსენიებული იყო სს „ს----------------–----იც“. მიუხედავად იმისა, რომ შ---------------“ ნაკისრი ჰქონდა სს „ს----------------–----ის“ დავალიანების - დაახლოებით ორმილიონნახევრის დაფარვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა ამ დავალიანების ანაზღაურება, რამაც გამოიწვია მატერიალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---------------–---–-ა განმარტა, რომ 2009 წლის თებერვლიდან, 2011 წლის ივნისამდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს. 2009 წელს „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული იქნა ასიგნებები ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წინა წლებში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებების დასაფარად. ამ მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სხვა სამინისტროებიდან მოიპოვა ინფორმაცია, კონკრეტული ობიექტების შესახებ, რომელთა დავალიანების დაფარვასაც თვითონ ეს სამინისტროები თვლიდნენ პრიორიტეტულად. ინფორმაციის გამოთხოვა ხდებოდა წერილობით, ვინაიდან ეს ინფორმაცია იქნებოდა ნორმატიული აქტის პროექტის საფუძველი. მსგავსი სახის ობიექტების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ წერილობით, თანდართული ნუსხის სახით მიიღო ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდანაც. პასუხის მიღების შემდგომ ფინანსთა სამინისტრომ შემოსავლების სამსახურის მეშვეობით დააზუსტა დავალიანების ოდენობა და წარმოდგენილი ნუსხა გადატანილი იქნა საბიუჯეტო სამსახურის მიერ მთავრობის განკარგულების პროექტში. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტული ობიექტი - სს „ს---------------–-----“, სიაში შევიდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს ინიციატივით, უშუალოდ მინისტრის მოადგილის - თ--------------–---–ის ხელმოწერილი წერილით. არც მას და არც მის სამსახურს არ ევალებოდათ გადაემოწმებინათ წერილში არსებული ინფორმაცია. ისინი მთლიანად ეყრდნობოდნენ სამინისტროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ვინაიდან გააჩნიათ საკანონმდებლო ნდობა სამინისტროების მიერ შედგენილ წერილებთან მიმართებაში. საბიუჯეტო დეპარტამენტი ვერ შეძლებდა ყველა იმ გარემოების გადამოწმებას, რაც აკისრიათ მხარჯავ დაწესებულებებს, მათ სამინისტროებისგან წარმოდგენილი მოთხოვნები მხოლოდ არსებული ასიგნებების ოდენობასთან მოჰყავდათ შესაბამისობაში. ფინანსთა სამინისტრო ვერ შეიტანდა ეჭვს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან წარმოდგენილ ინფორმაციაში, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო არ არის მაკონტროლებელი ორგანო. შესაბამისად, ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენის მოვალეობა ჰქონდა უშუალოდ მხარჯავ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს, ვინაიდან იგი წყვეტდა, თუ ვინ მოხვდებოდა შესაბამის სიაში და ვის მიიჩნევდა პრიორიტეტულად. ამდენად, საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2009 წლის 15 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილი და მასზე თანდართული ორგანიზაციათა სია გახდა მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს განკარგულების საფუძველი, რომლის შესასრულებლადაც სს „ს----------------–----ის“ სახელით სახელმწიფო ხაზინაში საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით გადარიცხული იქნა თანხა. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2009 წლის 14 აგვისტოს უშუალოდ ესწრებოდა მთავრობის სხდომას და მანვე წარადგინა განკარგულების პროექტი წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ. თუმცა სს „ს---------------–-----ს“ პრივატიზების თაობაზე მან საერთოდ არაფერი იცოდა და საბიუჯეტო დეპარტამენტს იმ ეტაპისთვის ვერ ეცოდინებოდა აღნიშნული საკითხი, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო არ ღებულობს მონაწილეობას სახელმწიფოს ქონების პრივატიზების პროცესში. პრივატიზების პროცესში მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისი დარგის სამინისტრო და მყიდველი, ანუ გარიგების შესახებ მხოლოდ სამი მხარისთვის არის ცნობილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------ემ განაცხადა, რომ 2009 წელს იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. იგი ჩართული იყო 2009 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სადაც გათვალისწინებული იქნა 19- 000 000 ლარის ოდენობით ასიგნებები, წინა წლებში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებების დასაფარად. ფინანსთა სამინისტრომ მიმართა სხვადასხვა სამინისტროებს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რომელი ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების დაფარვა იყო პრიორიტეტული, რათა ამ ორგანიზაციების საქმიანობა არ შეფერხებულიყო. ამ შინაარსის წერილის საპასუხოდ ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან მიღებული იქნა ორი წერილი. პირველ მათგანი სრულყოფილად არ პასუხობდა მათ მოთხოვნებს, ვინაიდან მასში მითითებული იყო ყველა ის ორგანიზაცია, რომლის დავალიანებაც ჰქონდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს. ხოლო შემდეგ მიღებულ წერილში უშუალოდ ჩამოთვლილი იყო ობიექტები, რომელთა დავალიანების დაფარვასაც პრიორიტეტულად მიიჩნევდა სამინისტრო, კერძოდ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები. ინფორმაციის მიღების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მეშვეობით დაზუსტდა დავალიანებების ოდენობა და აღნიშნული ინფორმაცია შეტანილი იქნა მთავრობის განკარგულების პროექტში, რაც წარდგენილ იქნა მთავრობის სხდომაზე. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ გარდა დავალიანებების ოდენობის დადგენისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების არც კომპეტენცია და არც ვალდებულება არ გააჩნდა. როდესაც ერთი სამინისტრო მეორეს იფორმაციას უგზავნის, ითვლება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი, მისი გადამოწმების ვადლდებულება ნამდვილად არ იკვეთება და ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი არის ის უწყება, რომელმაც გააგზავნა ინფორმაცია. მისივე მითითებით, მთავრობის განკარგულების პროექტს საფუძვლად დაედო 2009 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონი, სამინისტროებიდან მიღებული წინადადებები და საგადასახადო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია. სს „ს----------------–----ი“ რომ იყო პრივატიზირებული და ვალდებულებები თავად შემძენ კომპანიას ჰქონდა ნაკისრი, მისთვის ცნობილი გახდა 2013 წელს, გამოძიების დაწყების შემდეგ. აღნიშნული რომ განკარგულების მომზადების პროცესში ყოფილიყო მათთვის ცნობილი, აუცილებლად დააყენებდნენ საკითხს, რათა ობიექტი, რომლის ვალდებულებებიც კერძო კომპანიას ჰქონდა ნაკისრი, არ მოხვედრილიყო შესაბამის პროექტში.

 

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: პ---------------–---–-----–--–------–----------------------------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------–-–---–მა განაცხადა, რომ 2009 წელს მუშაობდა და დღემდე მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილედ. მისი განმარტებით, ბიუჯეტის ასიგნება შეიძლება გამოყოფილი იყოს მხოლოდ საჯარო სექტორის ერთეულებისათვის, კერძოდ, სექტორის ერთებულებს არ აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ განკარგონ ბიუჯეტის ასინგებები. მოწმემ დაადასტურა, რომ 2009 წლის მთავრობის #6-- განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა სს „ს---------------–-----ს“ ბიუჯეტის წინაშე არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვა. კერძოდ, პროცედურულად პირველ ეტაპზე ლ-----–---–---------------–---ს სამინისტრომ წარადგინა ვალდებულების დოკუმენტი, რაც დარეგისტრირდა ხაზინის ბაზაში, ანუ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ამ თანხის გადახდაზე. შემდგომ უკვე მოხდა საგადასახადო მოთხოვნების - გადარიცხვის დოკუმენტის წარდგენა, რაც შესრულდა მათი მხრიდან და დაიფარა სააქციო საზოგადოება ლიკანის ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე. ეს ვალდებულებები რამდენიმე სხვადასხვა გადასახადში იყო გამოხატული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--------------ამ განაცხადა, რომ 2009 წელს მუშაობდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო მისი კურატორი მინისტრის მოადგილე იმ დროისთვის იყო თ--------------–---–ი. ხსენებული დეპარტამენტის მოვალეობაში შედიოდა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებთან ხელშეკრულებების გაფორმება მათი ადმინისტრაციის ხარჯების დაფარვის მიზნით. სს „ს----------------–----ი“ იყო ერთ-ერთი ობიექტი, რომელშიც ასევე კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული დევნილები და ამ ობიექტთან 2004 წლიდან ფორმდებოდა მსგავსი ხელშეკრულებები. სს „ს---------------–-----“ ჰქონდა საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. 2009 წლის დასაწყისში სს „ს---------------–-----ს“ დირექტორის ზ---------–---ისგან შეიტყო, რომ სს „ს---------------–-----ს“ მესაკუთრე გახდა კერძო კომპანია ,,რ--------ი“, რომელმაც აიღო სხვა პირობების შესრულების ვალდებულება და მათ შორის ერთ-ერთი იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვაც. ცოტა მოგვიანებით, 2009 წლის აპრილის თვეში ფინანსთა სამინისტრომ ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროსგან, 2009 წლის „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ჩამონათვალი. ვინაიდან აღნიშნული წერილი ეხებოდა მის (კ--------------ას) დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხს, დაეწერა მას. ხოლო თავის მხრივ, წერილი შესასრულებლად გადასცა საფინანსო სამმართველოს უფროსს დიანა გოშაძეს, რომელსაც სპეციალისტთან ერთად უნდა მოემზადებინა წერილობითი პასუხი. მათ მიერ მომზადებული იქნა და ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ყველა ის ორგანიზაციის მითითებით, რომლის დავალიანებაც გააჩნდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს. მოწმემ დაადასტურა, რომ წერილის შინაარსი შეთანხმებული იყო თ--------------–---–თან და გაიგზავნა მისივე ხელმოწერით. წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში თ--------------–---–ის თხოვნით მინისტრის მისაღებში შეიკრიბნენ თვითონ (კ--------------ა), დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კ--------------ე, თ--------------–---–ი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კ----------------–---–ი. შეკრების მიზანი იყო წერილთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, სადაც აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროში უნდა გაგზავნილიყო დაზუსტებული წერილი იმ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების მითითებით, რომლებთანაც სამინისტროს ჰქონდა ხელშეკრულებები. ობიექტების განხილვისას მან (კ--------------ამ) და კ--------------ემ დააფიქსირეს, რომ ვინაიდან „ს---------------–-----“ ჰყავდა ახალი მეპატრონე და დავალიანებების გადახდის ვალდებულება მას ჰქონდა აღებული, აღნიშნული ობიექტი არ უნდა მოხვედრილიყო სიაში. ამ საკითხზე თ--------------–---–ის პოზიცია იყო ის, რომ იგი პრობლემას ვერ ხედავდა, თუ სს „ს----------------–----იც“ მოხვდებოდა სიაში და სწორედ მისი უშუალო გადაწყვეტილებით იქნა აღნიშნული სააქციო საზოგადოება შეყვანილი ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილ ნუსხაში. მოწმემ დაადასტურა, რომ წერილი, სადაც დანართში სხვა ობიექტებთან ერთად მითითებული იყო სს „ს----------------–----იც“, თ--------------–---–ის ხელმოწერით გაიგზავნა ფინანსთა სამინისტროში. მისი გაგზავნის შემდეგ გამოიცა მთავრობის განკარგულება, რომლის შესაბამისად მოხდა გამოყოფილი თანხების ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის „ს---------------–-----ს“ საგადასახადო დავალიანებების დაფარვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--------------ემ განაცხადა, რომ 2009 წელს მუშაობდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. აღნიშნული დეპარტამენტი ძირითადად ახდენდა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებზე დევნილთა რეგისტრაციას, მათი სოციალური საკითხების შესწავლას. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი იყო სს „ს----------------–----ი“, რომელსაც ხელშეკურლების საფუძველზე უწევდნენ მომსახურებას. მოწმის განმარტებით, 2008 წლის შემოდგომაზე სს „ს---------------–-----ს“ დირექტორმა ზ---------–---ემ აცნობა, რომ სს „ს---------------–-----“ ჰყავდა ახალი მესაკუთრე და აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება, დაეფარა კრედიტორული დავალიანებები. ამის შემდგომ, 2009 წელს, სამინისტროში მინისტრის მოადგილე თ--------------–---–თან, ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტების უფროსების თანდასწრებით შედგა შეხვედრა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად განიხილეს „ბიუჯეტის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი დავალიანების დაფარვის საკითხიც. თ--------------–---–მა მათ განუმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინათ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ობიექტების სია. სიაში შესატან ობიექტებზე მსჯელობისას ხსენეული იქნა სს „ს---------------–-----ც“, რაზედაც მან (კ--------------ემ) განაცხადა, რომ ეს ობიექტი იყო პრივატიზებული, ჰყავდა კერძო მესაკუთრე და მას ჰქონდა აღებული დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ეს პოზიცია დააფიქსირა კ--------------ამაც. ხოლო თ--------------–---–მა აღნიშნა, რომ ვინაიდან დავალიანება წარმოშობილი იყო დევნილებისგან და ამ ობიექტებში ისინი ცხოვრობდნენ, დანაშაული არ იქნებოდა, თუ ეს დავალიანება დაიფარებოდა სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული კომპანიის სიაში მოხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიღებულა, თუმცა თ--------------–---–ი მომხრე იყო „ს---------------–-----“ ყოფილიყო ნუსხაში მითითებული. მოწმისათვის მოგვიანებით საფინანსო დეპარტამენტის უფროსისგან გახდა ცნობილი სს „ს---------------–-----ს“ დავალიანების სახელმწიფოს მიერ დაფარვის თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ----------------–---–მა განაცხადა, რომ 2007 წლიდან მუშაობს დევნილთა სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2008-2009 წლებში დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე იყო თ--------------–---–ი. დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტების დავალიანებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილია მისთვის, ვინაიდან ამ ობიექტების მესაკუთრეების საჩივრები პერიოდულად შედიოდა სამინისტროში და მათი ნაწილი ეწერებოდა იურიდიულ დეპარტამენტსაც. პირველად, როგორც ახსოვს, კ--------------ასგან შეიტყო, რომ ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აღნიშნული დავალიანებების საკითხის გადასაწყვეტად. წერილებზე შესაბამისი პასუხების გაცემის მიზნით კონსულტაციას გადიოდა ხელმძღვანელობასთან, კერძოდ - თ--------------–---–თან. სწორედ ერთ-ერთ ასეთ სამუშაო შეხვედრაზე, დაახლოებით 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როდესაც თ--------------–---–ის ოთახში შევიდა გარკვეული საკითხების შესათანხმებლად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხი შეთანხმდა ფინანსთა სამინისტროსთან და გადაწყდა, რომ მათი დავალიანებების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ბიუჯეტიდან. ამ მომენტში თ--------------–---–ის ოთახში ასევე იმყოფებოდნენ კ--------------ა და კ--------------ე. მან (კ----------------–---–მა) დაახლოებით 10 წუთი დაჰყო იქ და იმ მომენტში კონკრეტულ ობიექტებთან და მათ დავალიანებებთან დაკავშირებით, მათ შორის სს „ს---------------–-----ს“ თაობაზე, საუბარი არ ყოფილა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–----------–--ემ განაცხადა, რომ ძმასთან - გ--------------–------ან ერთად 2006 წელს დააფუძნა შპს „რ--------ი“. ოჯახის ბიზნესის ერთ-ერთი მიმართულება არის ტურიზმი. საქმიანობის გაფართოების მიზნით, 2008 წელს საქართველოში მოიწვიეს ჩეხი ინვესტორი. აღნიშნულ პირს გააცნეს ბაკურიანის და ბოჯომის ტერიტორიები, რა დროსაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს სურდა გაეყიდა ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში მდებარე „ს----------------–----ი“. ობიექტის შესყიდვის მიზნით ისინი შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, შედგა შეთანხმება სახელმწიფოსა და შ---------------“ შორის და სს „ს----------------–----ი“ შეიძინეს 2 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპრივატიზაციო პირობები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა სს „ს---------------–-----ს“ სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი კრედიტორული დავალიანების დაფარვა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოშობილი კრიზისული მდგომარეობის გამო, ჩეხი ინვესტორი წავიდა საქართველოდან, რის გამოც მხოლოდ შპს „რ--------ის“ მიერ კრედიტორული დავალიანების დაფარვა 2008 წელში ვერ მოხდა. 2009 წელს, როდესაც უკვე მოდიოდა ვალდებულების შესრულების დრო, მას კომპანიის დირექტორმა ზ---------–---ემ აცნობა, რომ საგადასახადო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილი იქნა სს „ს---------------–-----ს“ კრედიტორული დავალიანება.

 

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------–---ემ განაცხადა, რომ არის სს „ს---------------–-----ს“ დირექტორი. მოწმემ დაადასტურა შპს „რ--------ის“ მიერ სანატორიუმის აქციების სახელმწიფოსგან შესყიდვის ფაქტი. ასევე, აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოების სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანება ხელშეკრულების მიხედვით უნდა დაეფარა შპს ,,რ--------ს“, აღნიშნული წარმოადგენდა ერთ-ერთ საპრივატიზაციო პირობას. ზ---------–---ის განმარტებით, მან 2009 წლის მარტის თვეში მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ, თუმცა უარი მიიღო. მოგვიანებით კი, ამავე წლის შემოდგომაზე, საგადასახადო ორგანოს მეშვეობით შეიტყო, რომ კრედიტორული დავალიანება დაფარული იქნა სახელმწიფოს მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------------–მა განაცხადა, რომ 2008 წლიდან მუშაობდა სს „ს----------------–----ში“ მთავარ ბუღალტრად. აღნიშნული სააქციო საზოგადოების აქციათა პაკეტი, რომელსაც ფლობდა სახელმწიფო, გარკვეული შეთანხმების საფუძველზე გადაეცა შპს „რ--------ის“.ხელშეკრულების პირობებს არ არის გაცნობილი, თუმცა როგორც იცის, შ---------------“ ხელშეკრულების თანახმად, დევნილები უნდა გაეყვანა კორპუსებიდან და კრდიტორული დავალიანება რაც ჰქონდა, ის უნდა დაეფარა. 2004 წლიდან მათ ჰქონდათ სახელშეკრულებო ურთიერთობა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროსთან, რომელიც მათ უხდიდა, როგორც კომუნალურს, ასევე ადმინისტრაციის მომსახურების ხარჯებს. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „რ--------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულები, კერძოდ საგადასახადო დავალიანება დაფარა სახელმწიფომ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----–---------მა განაცხადა, რომ 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროში ჯერ მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ერთ-ერთი სსიპ-ის დირექტორის პოზიციაზე. მოწმეს კონკრეტულად სს „ს---------------–-----ს“ პრივატიზაციაზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან გასხვისების განმახორციელებელი ორგანო უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო იყო. ასევე არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას აღნიშნული სააქციო საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით. მოწმემ მინისტრის მოადგილეების მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თითოეულ საკითხს ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი და წარმოადგენს ამას კურატორი მინისტრის მოადგილესთან. შესაბამისი დეპარტამენტები იმისთვის არსებობს, რომ მათ მიერ თითოეული საკითხი სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და დოკუმენტები სრულყოფილად მომზადებული. მოწმემ განმარტა, რომ წარმოუდგენელია იმ ციფრის დასახელება, თუ ერთი წლის განმავლობაში რამდენი კორესპონდენცია გადიოდა სამინისტროდან მინისტრის მოადგილეების ხელმოწერით, ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობა. მას თ--------------–---–ის დავალებით სს „ს---------------–-----ს“ რაიმე ნუსხაში მოხვედრასთან დაკავშირებით კ--------------ასგან და კ--------------ისგან არაფერი არ სმენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტრო სხვადასხვა თანამდებობის პირები: მ----------------------------–---–----------------–---–----–---------------–------–----------------------–--------ა. აღნიშნულმა მოწმეებმა ისაუბრეს მინისტრის მოადგილის - თ--------------–---–ის სამუშაო სტილზე, რაც თითოეულმა მათგანმა შეაფასა დადებითად. განმარტეს, რომ იმ დეპარტამენტის თანამშორმლები, რომლებსაც უშუალოდ კურირებდა თ--------------–---–ი, ამზადებდნენ დეტალურ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, რის შემდეგაც დეპარტამენტის ხელმძღვანელები გადიოდნენ კონსულტაციას მინისტრის მოადგილესთან. თ--------------–---–ი ყოველთვის აძლევდა მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას და მის მიერ გადაწყვეტილებები ყოველთვის ურთიერთშეთანხმების შედეგად მიიღებოდა. ასევე მოწმეებმა განმარტეს, რომ წლის განმავლობაში სამინისტროდან უამრავი კორესპოდენცია იგზავნებოდა სხვადასხვა უწყებებში, რაც იყო ინფორმაციული ხასიათის, მისი შესრულება სავალდებულო არავისთვის ყოფილა და უპირობოდ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევდა.

 

2009 წლის 11 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის #9- ბრძანებით თ--------------–---–ი დაინიშნა საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 25 ოქტომბრის #1--- ბრძანებით შეუწყდა უფლებამოსილება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. 2009 წლის მდგომარეობით ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას იგი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

 

2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის #1-- ბრძანებით თ--------------–---–ს, როგორც ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველ მოადგილეს, მიენიჭა უფლებამოსილება, ხელი მოეწერა მინისტრის კომპეტენციაში შემავალ ფინანსური ხასიათის დოკუმენტაციაზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ივლისის #5-- განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე: სს „ს---------------–------ს“ (ქ-----------------------------) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 99,449%, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა შ---------------“ 2 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. ამავე განკარგულებით განისაზღვრა საპრივატიზებო პირობები, რომელთაგან ერთ-ერთია „საზოგადოებაზე რიცხული კრედიტორული დავალიანების დაფარვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში“. შპს რ--------ის მიერ სს „ს---------------–-----ს“ შესყიდვის და ასევე საპრივატიზებო ვალდებულებების არსებობის ფაქტი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იმჟამინდელი თანამშრომლებმა: ლ-----------–---–---------------–-------------------------–-–---–-------–------–----------------------–----------------–--–-–---–---------------------–---მ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიღებული მასალებით, პრეზიდენტის განკარგულების პროექტი სს „ს---------------–------ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 99,449% პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ, 2008 წლის 15 ივლისს შეთანხმებული იქნა მთავრობის წევრებთან გამოკითხვის წესით, რაც მოწონებული იქნა. აღნიშნული საკითხის განხილვაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს იმჟამინდელი მინისტრი თ--------------–---–ი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2009 წლის 1 აპრილის #0--0------ წერილით, საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს ეცნობა, რომ ,,2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში“ გათვალისწინებული იყო ასიგნებები ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დასაფარავად, რომლის განაწილება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის წინადადებების მომზადების მიზნით, ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს დაევალა მოკლე ვადაში მიეწოდებინა ინფორმაცია მათ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების შესახებ, დანართის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნდა პირველ ეტაპზე დაფარულიყო გადახდისუუნარო ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებები, რომელთა საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო ორგანოების მხრიდან სისტემატურად ხდებოდა საგადასახადო დავალებების წარდგენა, რაც აფერხებდა მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილ ინფორმაციაში უნდა მიეთითებინათ ის ორგანიზაციები, რომელთა საგადასახადო დავალიანებების დაფარვას ლ-----–---–---------------–---ს სამინისტრო მიიჩნევდა პრიორიტეტულად.

 

2009 წლის 10 აპრილის ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველი მოადგილის თ--------------–---–ის #0--------1828 წერილი თანდართული ნუსხით გაეგზავნა საქართველოს ფინასთა სამინისტროს. ნუსხაში ჩამოთვლილია ყველა ის ობიექტი, რომლის ფინანსური დავალიანებაც გააჩნდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს.

 

2009 წლის 15 აპრილის ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველი მოადგილის თ--------------–---–ის #------------- წერილით, მინისტრის პირველმა მოადგილემ თ--------------–---–მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 10 აპრილის #0--------1828 წერილზე დამატებით აცნობა, რომ საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს ბალანსზე დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების მიმართ 2004 წლამდე წარმოქმნილი დავალიანება შეადგენდა 3 800 000 ლარს. აღნიშნული დავალიანება ორგანიზაციების მიმართ არ იყო დაზუსტებული იმ მიზეზის გამო, რომ 2004 წლამდე არ არსებობდა მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა დავალიანების ოდენობის გაანგარიშება. ამასთან, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევდა იმ ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანების დაფარვას, რომელთა საბანკო ანგარიშებზეც საგადასახადო ორგანოების მხრიდან სისტემატურად ხდებოდა საგადასახადო დავალიანების წარდგენა, რაც აფერხებდა მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაგზავნილ იქნა დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების იმ ორგანიზაციების სია, რომლებსაც საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროსთან გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულებები (სიაში მითითებული იქნა სს „ს----------------–----ი). აღნიშნული წერილით მოთხოვნილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს მთავარობასთან სიაში მითითებული ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანების დაფარვის თაობაზე. წერილს თან ერთვის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯების ნუსხა.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ #6-- განკარგულების თანახმად, „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის მიზნით: საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს 13 069 9-0 ლარის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა განკარგულების #1 დანართით განსაზღვრული ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების დაფარვა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული კლასიფიკაციის კოდიდან „23 10 - ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დაფარვა“. აღნიშნული განკარგულების #1 დანართში სხვა ორგანიზაციებთან ერთად მითითებულია სს „ს----------------–----ი“ ასანაზღაურებელი თანხით 2 994 9-0 ლარი.

 

2009 წლის 24 აგვისტოს #0--------4--- წერილის საფუძველზე სს „ს---------------–-----ს“ საგადასახადო დავალიანება გადამოწმებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და დაზუსტდა მისი ოდენობა, რამაც შეადგინა 2 431 794 ლარს.

 

2009 წლის 26 აგვისტოს #2-------------------------------------- საგადასახადო მოთხოვნებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ #6-- განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მიერ სს „ს---------------–-----ს“ სახელით სახელმწიფოს ხაზინაში საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი, სოციალური გადასახადი და სხვა გადასახდელები) გადარიცხულ იქნა სულ 2 431 97- ლარი.

 

საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 3 მარტის #2---------- წერილის თანახმად, სს „ს---------------–-----“ ს/ნ 2-------- 2008 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით პ/აღრიცხვის ბარათებზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 10,456-27 ლარი. აგრეთვე ერიცხებოდა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის #3-- განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანება 2 392 930 ლარი და სარგებელი - 143,576 ლარი, რომლის დარიცხვაც პ/აღრიცხვის ბარათებზე რესტრუქტურიზაციის რეჟიმის გრაფიკიდან გამომდინარე, განხორციელდა 2009 წლის 25 მარტიდან ყოველკვარტალურად - 2011 წლის 25 მარტამდე. ხოლო, რაც შეეხება იმას, მოიცავდა თუ არა საგადასახადო ვალდებულებას ეკონომიკის სამინისტროსა და შ---------------“ შორის 2008 წლის 4 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული დავალიანების დაფარვა, საზოგადოების კრედიტორული დავალიანება მოიცავს, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებას, ასევე საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობიდან წარმოშობილ სხვა კრედიტორულ დავალიანებას.

 

ბრალდებულმა თ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წერილში მოთხოვნილი ინფორმაციის ფლობა არ შედიოდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს კომპეტენციაში. შესაბამისად, მისი წერილი იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის. მანგვე დაადასტურა, რომ კონკრეტულად სს „ს----------------–----ის“ საკითხის განხილვა არ მომხდარა მისი თანდასწრებით რაიმე შეხვედრაზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ შედიოდა მის კომპეტენციაში, დევნილთა საკითხები მას არ ეხებოდა. შესაბამისად, დევნილთა ჩასახლებების ობიექტების საკითხის განხილვაში ის არ მიიღებდა მონაწილეობას. ამასთან, თ--------------–---–მა დაადასტურა, რომ მას არასდროს გამოუჩენია გულგრილი დამოკიდებულება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მოცემულ შემთხვევაშიც წერილში მითითებული ინფორმაცია გადამოწმებული იქნებოდა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას თ--------------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ თ--------------–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს და მისი საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და იწვევს ფიზიკური და იურიდული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება როგორც აქტიური მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში. საკუთრივ, არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.

 

დაცვის მხარის პოზიცია თ--------------–---–ის სრულ უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, კერძოდ:

 

დადგენილი ფაქტია, რომ 2009 წლის 11 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის #9- ბრძანებით თ--------------–---–ი დაინიშნა საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველ მოადგილედ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იყო მოხელე, რაც ზოგადად აუცილებელი ნიშანია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტისათვის და ევალებოდა ზემოდსახელებული კანონით, საქართველოს კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი დაცვა.

 

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ივლისის #5-- განკარგულებით, სს „ს---------------–------ს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 99,449% პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა შ---------------“, რომელმაც იკისრა ვალდებულება, დაეფარა საზოგადოებაზე რიცხული კრედიტორული დავალიანებები. ხოლო 2009 წლის 15 აპრილს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველმა მოადგილე თ--------------–---–მა #------------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების იმ ორგანიზაციების სია, რომლებსაც საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროსთან გაფორმებული ჰქონდათ შესაბამისი ხელშეკრულებები და სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევდა მათ საგადასახადო დავალიანების დაფარვას, რათა თავიდან აეცილებინათ მათი ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება. აღნიშნული ობიექტების სიაში მითითებული იქნა კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული სს „ს----------------–----იც“. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული ქმედებით თ--------------–---–მა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, ვინაიდან სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და #0-------- წერილის პასუხად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გააგზავნა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ორგანიზაციათა სია, სადაც ასევე მითითებული იქნა სს „ს----------------–----ი“, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვალდებულება აღებული ჰქონდა შ---------------“.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტებზე, რომელთა მიხედვითაც დაცვა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ 2009 წლის 15 აპრილის ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველი მოადგილის თ--------------–---–ის #------------- წერილი არ წარმოადგენდა შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტაციას, მასში გადმოცემულია მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის წერილობითი მოსაზრება კონკრეტული საკითხის მიზანშეწონილობის თაობაზე. პალატა დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნულ წერილის არ აქვს მოსაზრების ხასიათი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2009 წლის 1 აპრილის #0--0------ წერილით, საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს დაევალა მოკლე ვადაში მიეწოდებინა ინფორმაცია მათ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების შესახებ და ამასთან, წარმოდგენილ ინფორმაციაში უნდა მიეთითებინათ ის ორგანიზაციები, რომელთა საგადასახადო დავალიანებების დაფარვას ლ-----–---–---------------–---ს სამინისტრო მიიჩნევდა პრიორიტეტულად. აღნიშნული წერილის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ ფინანსთა სამინისტრო ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან ითხოვდა კონკრეტულ ინფორმაციას. იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტების საგადასახადო დავალიანებების დაფარვა, ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებული იყო მიეღო იმ გადახდისუუნარო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთაც საგადასახადო დავალიანებების არსებობა ხელს უშლიდათ მათ ნორმალურ ფუნქციონირებაში. ვინაიდან პირველივე ეტაპზე ვერ მოხდებოდა ყველა საგადასახადო დავალიანების მქონე ორგანიზაციის ვალდებულებების გადაფარვა, ფინანსთა სამინისტრომ ითხოვა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მიეთითებინა, თუ რომელი ორგანიზაციების ვალდებულებების დაფარვა იქნებოდა პრიორიტეტული, რაც არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული თანამდებობის პირს გამოეთქვა მოსაზრება ამ საკითხზე. 2009 წლის 15 აპრილის ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის პირველი მოადგილის თ--------------–---–ის #------------- წერილი იყო სამინისტორს სახელით ოფიციალურად გაგზავნილი გარკევული ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტი. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ მასში მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მოსაზრებას. უდავოა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, თუმცა იგი არის სამინსირტორს სახელით გაცემული ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე.

 

რაც შეეხება თ--------------–---–ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილ წერილში სს ,,ს---------------–-----ს“ მოხსენიებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს #6-- განკარგულების თანახმად, 2009 წლის „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის მიზნით, საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს 13 069 9-0 ლარის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა განკარგულების #1 დანართით განსაზღვრული ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების დაფარვა. აღნიშნული განკარგულების #1 დანართში სხვა ორგანიზაციებთან ერთად მითითებულია სს „ს----------------–----ი“ ასანაზღაურებელი თანხით - 2 994 9-0 ლარი. ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მიერ სს „ს---------------–-----ს“ სახელით მოხდა საგადასახადო დავალიანების დაფარვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგნელებმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ისინი აღნიშნული განკარგულების პროექტის მომზადების პროცესში მთლიანად ეყრდნობოდნენ სამინისტროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ვინაიდან გააჩნიათ საკანონმდებლო ნდობა სამინისტროების მიერ შედგენილ წერილებთან მიმართებაში. ფინანსთა სამინისტრო ვერ შეიტანდა ეჭვს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან წარმოდგენილ ინფორმაციაში, ვინაიდან როდესაც ერთი სამინისტრო მეორეს იფორმაციას უგზავნის, ითვლება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი, მისი გადამოწმების ვალდებულება არ არსებობს და ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი არის ის უწყება, რომელმაც გააგზავნა ინფორმაცია. მათივე განმარტებით, ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს მოვალეობა იყო, დაედგინა კერძო პირის თუ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ვინაიდან იგი წყვეტდა, თუ ვინ მოხვდებოდა შესაბამის სიაში და ვის მიიჩნევდა პრიორიტეტულად. ფინანსთა სამინისტრო ახდენდა მხოლოდ მიწოდებული კომპანიების დავალიანებების ოდენობის დადგენას.

 

გარდა ამისა, მოწმის სახით დაკითხულმა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა პირებმა დამაჯერებლად და ამომწურავად ისაუბრეს როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე ინფორმაციის მიმწოდებელი სამინისტროების კომპეტენციებსა და უფლება-მოვალეობებზე, მათ სასამართლოს წინაშე დასმულ სადავო საკითხებს გასცეს ამომწურავი პასუხი და დაადასტურეს, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ამოწმებდა მათ წინაშე წარდგენილი ობიექტები იყო თუ არა გასხვისებული და მესამე პირებს ჰქონდათ თუ არა დაკისრებული ვალდებულებების დაფარვა. ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან მათი წერილის შესაბამისად მიღებულ საპასუხო წერილში მითითებული ინფორმაცით, მათთვის უტყუარად იყო დადგენილი, რომ წარმოდგენილი ორგანიზაციები იყვნენ სამინისტორს დაფინანსებაზე; თავად ფინანსთა სამინისტრო კი ამოწმებდა დავალიანებების ოდენობას. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2009 წლის 14 აგვისტოს #6-- მთავრობის განკარგულებას საფუძვლად დაედო, 2009 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონი, სამინისტროებიდან მიღებული წინადადებები და საგადასახადო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თ--------------–---–ის მიერ 2009 წლის 15 აპრილს გაგზავნილი წერილი არ არის მართლსაწინაარმდეგო ბუნების, ვინაიდან მას არ ევალდებოდა დაედგინა დანართში მითითებული ორგანიზაციების საგადასახადო ვალდებულების დაფარვა ხომ არ გააჩნდათ მესამე პირებს; გარდა ამისა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არ ქონდა აკრძალული - საბიუჯეტო ასიგენბებიდან ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების დაფარვის თაობაზე საკითხის გადაწყვეტისას გაეთვალისწინებინა საკითხი - ქონდა თუ არა ამ ორგანიზაციის დავალიანებების დაფარვის ვალდებულება მესამე პირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2009 წლის 1 აპრილის #0--0------ წერილზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს დაევალა მიეწოდებინა ინფორმაცია მათ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების შესახებ და მიეთითებინათ ის ორგანიზაციები, რომელთა საგადასახადო დავალიანებების დაფარვას ლ-----–---–---------------–---ს სამინისტრო მიიჩნევდა პრიორიტეტულად. ხოლო სს „ს----------------–----ი“ აღნიშნულ პერიოდში აღარ წარმოადგენდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციას, იგი იყო პრივატიზირებული და მისი საგადასახადო დავალიანებები თავად შემძენ კომპანიას ჰქონდა ნაკისრი. აღნიშნული დავალიანებები აფერხებდა თუ არა სს „ს---------------–-----ს“ ფუნბქციონირებას, აღარ წარმოაგდენდა ლ-----–---–---------------–---ს სამინისტორს შესაფასებელ საკითხს. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია საერთოდ არ უნდა მოხვედრილიყო თ--------------–---–ის ხემოწერით გაგზავნილი წერილის დანართში. მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს არა ის, თუ რატომ არ გადამოწმდა დანართში მითითებული ორგანიზაციების ვალდებულები უნდა დაეფარათ თუ არა მესამე პირებს, არამედ ის, თუ ამ დანართში რატომ მოხვდა კომპანია, რომელიც წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და მისი ვალდებულებები აღარ უნდა დაფარულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მითითებაზე, რომლის თანახმადაც 2009 წლის 15 აპრილის N0--------1--- წერილი რაიმე შედეგის წინაპირობად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან იგი შესასრულებლად სავალდებულო არც მთავრობისთვის იყო და არც ფინანსთა სამინისტროსთვის. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქართველოს მთავრობას და შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიჩნეული ს.ს. „ს----------------–----ის“ საგადასახადო დავალიანების დაფარვის საფუძვლად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენაციას და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება სს „ს----------------–----ის“ საგადასახადო ვალდებულებების ბიუჯეტის ასიგნებით დაფარვის თაობაზე მიღებული იქნა მთავრობის სხდომაზე და დამსწრე პირებმა დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების საინისტროს წარმომადგენელმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო სს „ს---------------–-----ს“ პრივატიზების შესახებ, თუმცა ეს არ გამორიცხავს თამარ მატიაშვილის პასუხისმგებლობას, რომ დასაფინანსებელ ობიექტთა სიაში შეიყვანა კომპანია, რომლის საგადასახადო ვალდებულებები უნდა გადაეხადა კერძო კომპანიას. როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანატორიუმი ,,ლიკანი“ იყო გასხვისებული, საერთოდ არ ფლობდნენ. ამ კუთხით ისინი დაეყდრნენ სამინსიტროს მიერ მიწოდებულ ინფრომაციას, რომლის გადამოწმების ვალდებულებაც მათ არ გააჩნდათ და ეს იყო მათვთის უტყუარი მასალა; თვითონ ადგედნენ მხოლოდ დავალიანების ოდენობას, იმოქმედეს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და მოამზადეს განკარგულების პროექტი. რაც შეეხება მთავრობის სხდომას, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სხდომაზე მათ წინაშე წარდეგნილი კომპანიების დაფინანსების საკითხი შეფასდა მიზნობრივად, რამდენად აუცილებელი იყო ამ კომპანიებისათვის არსებული დავალიანებების ჩამოწერა, ხოლო ის გარემოება - დავალიანებები კერძო პირის დასაფარი იყო თუ არა, მოცემულ შემთხვევაში მთავრობის განსახილველ და გადასამოწმებელ საკითხს არ წარმოადგენდა, ვინაიდან არსებობდა ნდობა, რომ ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან მიწოდებული იქნებოდა უტყუარი ინფორმაცია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და გამოვლინდებოდა სხვა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება და რეაგირება, თუმცა აღნიშნულის განუხორციელებლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა თ--------------–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენის ფაქტი, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სახელმწიფოს განხორციელებული ქმედებით არ განუცდია არანაირი მატერიალური ზიანი. მართალია მთავრობის განკარგულების საფუძველზე მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით კვლავ სააქციო საზოგადოების ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებების დაფარვა, თუცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი მდგომარეობს იმაში, რომ დავალიანების დაფარვის ვალდებულება ნაკისრი ჰქონდა შ---------------“, მიღებული განკარგულების თანახმად კი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლ-----–---–---------------–---ს სამინისტროდან მიღებული წერილი, სახელმწიფოს ბიუჯეტმა დაკარგა ის შემოსავალი, რაც შპს „რ--------ისგან“ საგადასახადო დავალიანებების დაფარვით უნდა მიეღო. ხოლო საკითხი, რომ სახელმწიფოს შეუძლია სამოქალაქო სამართლებრივი დავის წარმოება შპს „რ--------ის“ წინააღმდეგ, არ მიუთითებს თ--------------–---–ის უდანაშაულობაზე და არ გამორიცხავს მის ბრალდეულობას.

 

პალატა იზიარებს როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ ინფორმაციას მინისტრის მოადგილესთან განსახილველ საკითხებზე ამზადებდნენ შესაბამისი დეპარტამენტები და მოცემულ შემთვხევაშიც შესაძლოა სწორედ მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებით მოხვდა სს „ს---------------–-----“ სიაში, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მინისტრის მოადგილეს ვალდებულებისგან, რომ საკითი, რომელიც შესაბამის უწყებაში უნდა გაგზავნილიყო სამინისტროს სახელით, მისი ხელმოწერით, შეესწავლა საფუძვლიანად და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება მასზე ხელმოწერისა და გაგზავნის თაობაზე. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თ--------------–---–ის წინაშე კ--------------ის და კ--------------ას მიერ აღინიშნა, რომ სს „ს----------------–----ი“ არ უნდა ყოფილიყო შესული ფინანასთა სამინისტროსათვის გასაგზავნ ნუსხაში, მან მაინც არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება ხსენებული საკითხისადმი. ამ მხრივ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულა დაცვის მხარის პოზიცია, რომ სს „ს---------------–-------ნ“ დაკავშირებით ყურადღება გამახვლებული იქნა სწორედ კ--------------ის და კ--------------ას მიერ, ხოლო ამ საკითხზე მსჯელბა საერთოდ რომ არ გამართულიყო და კ--------------ას დაქვემდებარებში არსებულ დეპარტამენტს სს „ს---------------–-----ს“ მითითების გარეშე გაეგზავნა აღნიშნული ნუსხა, თ--------------–---–ი ამას ვერც გაიგებდა, მას ნუსხა არ გაუვლია. დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიერ თითოეული საკითხის შეთანხმება კურატორი მინისტრის მოადგილესთან გულისხმობს იმას, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს ეს უკანასკნელი და ვალდებულია სრულყოფილად იყოს გარკვეული საქმის არსში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანას, პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ--------------–---–ის, კ--------------ას და კ--------------ის შეხვედრა არ იყო ოფიციალური ხასიათის, შეხვედრაზე არ წარმოქმნილა საკამათო ვითარება, რომელიც შემდგომ სხვა პირებთან გახილვის საგანიც გახებოდა. ხუბუნაიამ და გორგოძემ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია სს „ს---------------–-------ნ“ დაკავშიებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გაიზიარა თ--------------–---–მა. აღნიშნული გარემოება წინააღმდეგობაში არ მოდის არც დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, რომლის თანახმადაც თ-------------–---–ი ყოველთვის ისმენდა თანამშრომლთა მოსაზრებებს და იღებდნენ ურთიერთშეთანხმებულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ფაქტს, რომ შეხვედრაზე მყოფი კ----------------–---–ი საერთოდ ვერ იხსენებს სს „ს---------------–-----ს“ პრივატიზებაზე საუბარს, აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა შემდეგი: როგორც კ----------------–---–მა განმარტა, თ--------------–---–თან იგი შესული იყო მის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარტამენტთან დაკავშირებული საკითხების შესათანხმებლად; შეხვედრაზე დაჰყო დაახლოებით 10 წუთი და გამოსვლის შემდეგ კ--------------ე და კ--------------ა კვლავ თ--------------–---–ის კაბინეტში დატოვა. ასევე, კ--------------ამ და კ--------------ემ დაადასტურეს, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები; სს „ს---------------–-----ს“ თაობაზე მათ კ----------------–---–ის პოზიცია არ ახსოვთ, ალბათ იმიტომ, რომ ეს მის კომპეტენციაში არც შედიოდა. მოწმეები არ მიუთითებენ, რომ უშუალოდ სანატორიუმ ,,ლიკანზე“ საუბრისას კ----------------–---–ი იმყოფობოდა მათთან ერთად და ისმენდა მათ მოსაზრებებს. კ--------------ის და კ--------------ას განარტებით, ისინი მინისტრის მოადგილესთან შეიკრიბნენ მისივე მოთხოვნით, ხოლო კა---------------–---–მა განმარტა, რომ თავისი ინიციატივით, სხვადასხვა საკითხების შესათანხმებლად შევიდა თ--------------–---–თან. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ თუკი იურიდიულ დეპარტამენტს არ ეხებოდა საკითხის გადაწყვეტა - რომელი ორგანიზაციები შეეყვანათ ფინანსთა სამინისტროსათვის გასაგზავნ სიაში, მისი ხელმძღვანელი აზრის დასაფიქსირებლად არც იქნებოდა მიწვეული შეხვედრაზე.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა თ--------------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება თ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ უსაფუძვლოა ქმედების გადაკვალიფიცირების დასაბუთება იმ გარემოებებზე მითითებით, თითქოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ--------------–---–ის მიერ წერილის შეგდენით მისთვის ან სხვა პირისათვის რაიმე სარგებლის მიღება; ასევე, რა მოტივი ამოძრავებდა თ--------------–---–ს, ჩაედინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით შპს „რ--------ის“ სასარგებლოდ და რატომ უნდა ჰქონოდა მას განზრახვა სახელმწიფოსათვის მიეყენებინა ზიანი.

 

პალატა ნაწილობრივ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისათვის არ არის აუცილებელი დამნაშავეს უშუალოდ მიღებული ჰქონდეს მატერიალური სარგებელი, არამედ მთავარია, რომ ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადოს ზიანი. თუმცა აღნიშნული ქმედების ჩადენაშიცპირი ბრალეულად რომ იქნეს ცნობილი, მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი მოტივი და მიზანი. კერძოდ პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყებებით მიიღოს სარგებელი. აღნიშნული მოტივისა და მიზნის გარეშე უსაფუძვლოა პირის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ჩადენის განზრახვის არსებობა. როგორც აღნიშნული, ასევე საქართველოს სსკ-ის 3---ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაული, პირდაპირი განზრახვით ხასითდება. ამასთან, სსკ-ის 3---ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს მიზობრივ დანაშაულს და მნიშვენლოანია, რომ თავისი ან სხვა პირის მიმართ გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით იყოს ჩადენილი. შესაბამისად, პირის განხრახვის, მოტივისა და მიზნის დადასტურების გარეშე, მხოლოდ ზიანის მიყებების და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი ვერ გახდება პირის ხსენებული მუხლებით დამნაშავედ ცნობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მალებით დადგენილია, რომ თ--------------–---–ს საკუთარი თავისათვის არანაირი უპირატესობა და სარგებელი არ მიუნიჭებია; ასევე ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა დაინტერესება ჰქონდა თ--------------–---–ს სარგებელი ენახა შ---------------“. იმ პირობებში, როდესაც როგორც დაცვის მხარემ, ასევე აღნიშნული კომპანიის და სს „ს----------------–----ის“ წარმომადგენლება გამორიცხეს თ--------------–---–ის მხრიდან მათდამი რაიმე დაინტერესების და მათთვის სარგებლის მინიჭების მიზნის არსებობა, თ--------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების სუბიექტური მხარის დასადასტურებლად საჭირო იყო დამატებით უტყუარი და დამაჯრებელი მტკიცებულებების წაროდგენა, რაც მოცმულ შემთხვევაში ბრლდების მხარის მიერ არ მომხდარა.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-------------–---–მა შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და #0-------- წერილის პასუხად, 2009 წლის 15 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, #------------- წერილით გააგზავნა დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ორგანიზაციათა სია, სადაც ასევე მითითებული იქნა სს „ს----------------–----ი“, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვალდებულება აღებული ჰქონდა შ---------------“, თუმცა საქმეზე წარმოდენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ პასუხობენ კითხვას - თ--------------–-–ს ჰქონდა თუ არა ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და საკუთარი ან სხვა პირებისათვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების განზრახვა. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს თ--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თუმცა თ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამარლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტის და სსკ-ის 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნაწილში აღნიშნული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ საქართველოს ლ-----–---–---------------–---ს მინისტრის მოადგილემ - თ--------------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება თ--------------–---–ის ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და თ--------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი თ--------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ე-–---------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ თ--------------–---–ის და მისი ადვოკატის ბ---------–--ას სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი;

 

თ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 3---ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

თ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აპრილის განჩინებით თ------------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიწისქვეშა ავტოსადგომის (თ---–-------------–---–-------------ში მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომი #7-, საკადასტრო კოდით 0----------------------) პროპორციულ წილზე (5000 ლარი) დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

1 (ერთი) ცალი CD-R დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე