განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002243863
საქმე №1/ბ-780-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ნ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ---------------–---------------------ის მიმართ, დაბადებულის 19------–-–--------------------–ს, საქართველოს მოქალაქის პირადი №1----------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: გ----------------------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----–----------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ----------------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ------–--–------–---------------–---------------–-------------------------------------ში ნ----------------ემ არასრულწლოვანი შვილების - ე-–------------ის და თ--------------ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ-------------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებში და ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ-------------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ----------------ის ქმედებით მ-------------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
ამის გამო ნ----------------ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით ნ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 დეკემბრიდან.
ნ----------------ეს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ------–--–------–---------------–---------------–-------------------------------------ში ნ----------------ემ, მეუღლეს - მ-------------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებში და ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ-------------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ----------------ის ქმედებით მ-------------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებული ნ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---------–----ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმება, გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ნ----------------ის უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ნ----------------ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ ყოფილა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელიც დაადასტურებდა ნ----------------ის ბრალეულობას და ეყრდნობა მხოლოდ ირიბ ჩვენებებს. გამომძიებლების ლ--------------ს და ა-–----------------–-ს მიცემული ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები, მითუმეტეს ლ--------------ია საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ნ----------------ემაც ვერ იცნო ლ-------------- და განაცხადა, რომ იგი არ იმყოფებოდა მასთან სახლში.
აპელანტის განმარტებით ა-–----------------–-ს მიერ მიცემული ჩვენებაც ვერ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის და უტყუარობიდ კრიტერიუმებს, ვინაიდან იგი არის ლ--------------ს თანამშრომელი და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მასთან და ა-–----------------–- სასამართლოში დაიკითხა ლ--------------ს დაკითხვიდან ერთი კვირის თავზე და ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება კონსულტაცია გაევლო ლ--------------სთან და შეეთანხმებინა ჩვენება.
დაზარალებულმა მ-------------------ემ უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაზიანებები რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში იყო ასახული მ-------------------ეს მიაყენა ნ----------------ემ.
ირიბია ბ----–------------ს მიერ მიცემული ჩვენებაც, ვინაიდან მისთვის ინფორმაციის მიმწოდებელმა პირველმა წყარომ მ-------------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ნ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ--------------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის მიზეზად მან დაასახელა თავისი არასრულწლოვანი შვილების ინტერესები და ასევე განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე მისი დაკითხვისას რაიმე იძულებას ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ნ----------------ის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, ნ----------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა - ლ--------------მ და ა-–----------------–მა, რომლებიც 2017 წლის 2 დეკემბერს შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ქ------–--–-----–--------------–---------------–---------------------------------ში მდებარე ნ----------------ის საცხოვრებელ ბინაში, აჩვენეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ნ----------------ესა და დაზარალებულს შორის იყო დაძაბული მდგომარეობა. კერძოდ, ნ----------------ემ სხვა ოთახიდან გამოიყვანა თავისი მეუღლე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო ნ----------------ე აგრესიული იყო მეუღლის მიმართ და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის გათვალისწინებით საჭირო გახდა მისი დაკავება. მ---------------------ემ სამართალდამცავებს ადგილზევე განუმარტა, რომ მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გამომძიებლების ლ--------------ს და ა-–----------------–-ს
მიერ მიცემული ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის და უტყუარობის კრიტერიუმებს, ვინაიდან ისინი არიან თანამშრომლები, პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან ორივე პოლიციის თანამშრომელის ჩვენებები არის თანმიმდევრული და ორივე მათგანი გარკვევით უთითებს, რომ ნ----------------ის ბინაში მისვლისას კარები თვითონ ნ-------მა გაუღო და მეუღლე გამოიყვანა საძინებელი ოთახიდან, რომელსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მათ მ-------------------ემ უთხრა,რომ მეუღლე აყენებდა, როგორც ფიზიკურ ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამიტომ დაჭირდა მათი გამოძახება. პალატისათვის გაუგებარია, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით უთითებს დაცვის მხარე,რომ ლ-------------- საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებენ.
დაზარალებულ მ-------------------ის სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობა დასტურდება 2017 წლის 6 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვით, რომლის თანახმად, 04.12.2017 წ. მოქალაქე მ--------------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაკაწრის და ნაჭდევის სახით. დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხულმა ექსპერტმა გ---–-----------------–---–მა , დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2017 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათიდან 21:00 საათამდე დროის ინტერვალში ნ----------------ემ მის მეუღლეს მ-------------------ეს მკლავში მოუჭირა ხელი, ასევე ხელი ჩაარტყა თავის არეში.
დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებებისა და მათი წარმომავლობის დადგენის კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1---, სადაც ასახულია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს, 21:31 საათზე ბრიგადამ მიიღო გამოძახება, ხოლო ადგილზე გამოცხადდნენ 21:38 საათზე. სამედიცინო ბარათში ასახულია, რომ პაციენტ მ-------------------ის გადმოცემით, მეუღლემ სცემა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოწმებისას იგი ტიროდა და აფორიაქებული იყო, ამბობდა, რომ თმით ათრია, თავში ჩაარტყა მუშტი, ფეხი მიარტყა სახეში. მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა ნაჭდევები ლოყაზე, ორივე ზემო კიდურზე, მხრებზე, წინა მხრის ქვემო მესამედში მარჯვნივ. პაციენტი აღნიშნავდა თავის ტკივილს. ასევე პაციენტის გადმოცემით მეუღლის მხრიდან მისი ცემის ფაქტს აქვს პერმანენტული ხასიათი.
აქვე საგულისხმოა მოწმე ლ-–--–----------ს ჩვენება, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა გამოძიებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც ნ----------------ე ხმამაღალი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოხატავდა აგრესიას დაზარალებულის მიმართ. ამავე მოწმის განმარტებით, მან შემთხვევიდან რამდენიმე საათში დაკითხა მ-------------------ე, რომელიც კვლავ აღელვებული იყო და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. დაკითხვისას დაზარალებულმა ნებაყოფლობით უამბო მომხდარის შესახებ, რაც სრულყოფილად აისახა დაკითხვის ოქმში.
დაზარალებულ მ-------------------ის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია მოწმე ბ----–------------ს ჩვენება. მისი თქმით, მ-------------------ემ მას მიმართა დასახმარებლად. მოწმემ განაცხადა, რომ დაზარალებული მას დაუკავშირდა სოციალური ქსელის მეშვეობით და სთხოვა დახმარება, ვინაიდან იყო მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მარიამს სურდა პოლიციის გამოძახება, თუმცა თავად ვერ ახერხებდა ამას, ვინაიდან ეშინოდა ქმრის. ამის შემდეგ ბ----–------------ დაუკავშირდა თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტს - ე-–------------ეს, რომელსაც აუხსნა არსებული ვითარება და სთხოვა საკითხში გარკვევა. სწორედ ე-–------------ემ აცნობა სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ. მოწმემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა დაზარალებულთან სოციალური ქსელით მიმოწერის ამსახველი ტექსტი. მოწმის თქმით, მას მ-------------------ემ თავდაპირველად მისწერა: „ბ---- არ ვიცი რა გავაკეთო, ქმარმა მცემა“, „რომ ვიჩივლო შეიძლება მომკლას“. დაზარალებულმა მიმოწერისას მას მოუთხრო თავისი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან წასასვლელი არსად ჰქონდა და არც არავინ ჰყავდა ახლობელი შვილების გარდა. დაზარალებულმა მას მისწერა შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ვუჩივლებ მომკლავს, არ ვუჩივლებ და ადრე თუ გვიან მაინც მომკლავს“. მსხვერპლმა მას ასევე განუცხადა მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის სისტემატურ ხასიათზე. მოწმის თქმით, მოძალადის დაკავების შემდეგ მ-------------------ე საუბრობდა მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლაზე, რათა სასამართლოში არ მიეცა ქმრის საწინააღმდეგო ჩვენება. მარიამის თქმით, ზეწოლა იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ იგი ფიქრობდა თვითმკვლელობაზე თავდაცვის მიზნით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ნ----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მ-------------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას. ის გარემოება, რომ ნ----------------ესა და მსხვერპლს შორის არსებობდა კონფლიქტი, დასტურდება, როგორც მოწმეების ჩვენებებით, ასევე თავად ნ----------------ის განმარტებით. რაც შეეხება ნ----------------ის მიერ მ-------------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ეს დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ მსხვერპლს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულის სწორედ იმ ადგილებში, რაზეც მან შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება, დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადგენს ფიზიკური დაზიანების არსებობის ფაქტს. აქვე საგულისხმოა, რომ მოწმე ბ----–------------ს ჩვენების თანახმად, მას დაზარალებულმა განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა 2017 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე. შეტყობინების რეგისტრაციის №2------ ბარათის თანახმად,სამართალდამცავ ორგანოებში ოჯახში ძალადობის თაობაზე შეტყობინება განხორციელდა იმავე დღეს 21:25 საათზე. დაზარალებულს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დახმარება აღმოუჩინა რამდენიმე წუთში - 21:31 საათზე. საგულისხმოა, რომ ამ დროისათვის ადგილზე მისულები არიან ასევე პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ ძალადობის ფაქტის შემდეგ დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში, რამდენიმე წუთში მოხდა სამართალდამცავთა შეხვედრა დაზარალებულთან, რომლებმაც მსხვერპლი ნახეს აღელვებულ მდგომარეობაში, რა დროსაც მას ჯერ კიდევ აღენიშნებოდა სახეზე სიწითლე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრალდებული მათი თანდასწრებითაც იყო აგრესიული და აყენებდა მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელებმა კონფლიქტიდან დროის ძალიან მცირე პერიოდში მოისმინეს მსხვერპლის განმარტება მის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
პალატა ასევე სრულად ეთანხმება სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეების - ნ--------------სა და ლ--–-----------ის, ასევე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებების შეფასებას, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მხოლოდ ნ----------------ის პიროვნული მახასიათებლების თაობაზე და არ იძლევიან რაიმე ინფორმაციას დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები პირის ბრალეულობაზე მსჯელობის ასპექტში რჩება სასამართლოს შეფასების მიღმა და ისინი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
ასევე საგულისხმოა ნ-----------------ის განმარტება, რომ დაზარალებულისთვის 2017 წლის 2 დეკემბერს არ შეუნიშნავს რაიმე ფიზიკური დაზიანების კვალი, ასევე მათ ბინაში პოლიციის თანამშრომელთა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე იმყოფებოდნენ მხოლოდ თავად, დაზარალებული და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, არ არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ დაზარალებულს სხვა ვითარებაში მიეღო დაზიანებები, რადგან ერთის მხრივ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ბრალდებულს არ შეუნიშნავს იგი, ხოლო მეორეს მხრივ, დაზარალებულს არ განუვითარებია რაიმე ვერსია მის სხეულზე არსებული დაზიანების სხვა ვითარებაში მიღების შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია მოწმე ბ----–------------ს ჩვენების, როგორც ირიბი ჩვენების შესახებ, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი სტანდარტებით და განმარტავს, რომ საქმეზე X. გერმანიის წინააღმდეგ (საჩივარი№8414/78; 1979 წლის 4 ივლისი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება არ გამორიცხავს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, თუ საქმეში არსებული ყველა გარემოების შეფასებით აღნიშნული მტკიცებულება არ იქნება გამოყენებული კანონის დარღვევით. ამასთან პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ აღნიშნულ მტკიცებულებას, ხოლო საქმეზე S. გერმანიის წინააღმდეგ (საჩივარი №8945/80; 1983 წლის 13 დეკემბერი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გამორიცხავს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენების გამოყენებას, თუ საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მსგავსი მტკიცებულების გამოყენება არ იქნება უსამართლო. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინაც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობს. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
იხელმძღვანელა რა ხსენებული განმარტებებით, სასამართლომ შეაფასა მოწმე ბ----–------------ს ჩვენება და მიიჩნია, რომ იგი უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს სწორედ ის საგამონაკლისო შემთხვევა, რაზედაც საუბრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მითითებულ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, დაზარალებულმა (ინფორმაციის პირველწყარომ) არ ისურვა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემა აღნიშნულის მიზეზად დაასახელა მისი და ბრალდებულის საერთო არასრულწლოვანი შვილების ინტერესები. შესაბამისად, სასამართლოს ეძლევა ლეგიტიმური შესაძლებლობა იხელმძღვანელოს იმ მოწმის ჩვენებით, რომელსაც შემთხვევიდან დროის ძალიან მცირე პერიოდში - რამდენიმე წუთში მიაწოდა პირველწყარომ ინფორმაცია უშუალოდ მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე.
ამასთან სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ მოწმე ბ----–------------ს ჩვენება არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება ნ-----------------ის მსჯავრდების ნაწილში და იგი ემყარება ზემოგანხილულ მტკიცებულებათა ერთობლივ ანალიზს.
ბრალდების მხარის მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე. განსახილველ შემთხვევაში ნ----------------ის მხრიდან მ-------------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ადასტურებს არაერთი მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნა) რაც ერთობლიობაში ქმნის იმ მტკიცებულებით ჯაჭვს, რაც საკმარისია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადგენად და დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ვერ განაპირობებს შეკრებილი მტკიცებულებების არასაკმარისად მიჩნევას.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც საკმარისი იქნებოდა ნ----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პირიქით, როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია იმ მოწმის ჩვენება, რომელსაც კონფლიქტიდან მცირე პერიოდში აცნობა დაზარალებულმა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, ასევე
დაკითხულ იქნენ მოწმეები, რომლებსაც კონფლიქტიდან დროის მცირე მონაკვეთში ჰქონდათ კომუნიკაცია უშუალოდ დაზარალებულთან. მათი თქმით, დაზარალებული იყო აღელვებული და სახეზე მკვეთრად აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო ბრალდებული მსხვერპლის მიმართ კვლავ აგრესიული იყო. ასევე შესწავლილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობის ფაქტს, ხოლო ამ დაზიანებების სხვა წყაროდან წარმომავლობის თაობაზე რაიმე ინფორმაციის არარსებობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს მ-------------------ის მიმართ ნ----------------ის მხრიდან განხორციელდა ოჯახში ძალადობა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 დეკემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ხოლოაშვილი