განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001455619
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5168-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - 1. ნატო მახარაშვილი
2. გვანცა კომბეგაშვილი
I.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ლ------ ღ-----
წარმომადგენელი - შ--–-- კ-–--–---–-, გ------- ს---–---–-
II.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- გ---------
წარმომადგენლები - გ------- მ--–---–---–-, ნ----- გ------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებულის უკან დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი-----–- გ---------ს სარჩელი მოპასუხე ლ------ ღ-----ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ლ------ ღ-----ს მოსარჩელე ი-----–- გ---------ს სასარგებლოდ 152 214,00 ლარის გადახდა დაეკისრა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შ-- „ტ---------–-------------–--ი“-სა (გამყიდველსა) და ლ------ ღ-----ს (მყიდველს) შორის 2008 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება №T-----------------, რომლის მიხედვით, გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა „LEXUS LS 460” (ფერი - შავი, შასი - J----------------) ავტომანქანა. ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა გადახდის დღისათვის არსებული, 92 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებას :
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2008 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულება № T----------------- (ს.ფ. 40-41).
2.2 2008 წლის 18 დეკემბერს შ-- „ტ---------–-------------–--სა“ და ლ------ ღ-----ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 92 000,00 აშშ დოლარად ღირებული „ლექსუსის“ ფირმის ავტომობილი, ლ------ ღ-----ს იმავე დღეს გადაეცა.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 154).
შ-- „ტ----------–-------------–--ის“ წარმომადგენლისა და ლ------ ღ-----ს მიერ შ-- მომსახურების სააგენტოში წარდგენილი ერთობლივი განცხადება #0------- ავტომანქანა ლექსუსის ლ------ ღ-----სთვის გადაცემის თაობაზე (ს.ფ. 43).
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით, მოპასუხე ლ------ ღ-----ს შვილი - ე-----–- კ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებული ძმის - გ------- გ---------სთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ე-----–- კ-------მ ი-----–- გ--------- აიძულა მისი დედის - ლ------ ღ-----ს მიერ 2008 წლის 18 დეკემბერს შ-- „ტ---------–------------–--ისაგან“ შეძენილი ავტომანქანა ლექსუსის ღირებულების 92000,00 აშშ დოლარის გაქვითვა და, დამატებით, TOYOTA HILUX-ის მოდელის ავტომანქანის სახელმწიფოსათვის გადასაცემად შეძენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენი (ს.ფ. 17-39). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენი (ს.ფ. 208-221).
2.4. 2012 წლის 07 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ-- „ტ---------–-------------–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ლ------ ღ-----ს მიმართ ნასყიდობის საფასურის 92 000,00 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 დეკემბერის გადაწყვეტილება.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებას :
2012 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 174-180).
2013 წლის 23 აპრილის განჩინებით (187-198).
2.5. დანაშაულის ჩადენის დროს მოპასუხე ლ------ ღ-----ს შვილი - ე-----–- კ------- შ------–---–-------------------–-----------------ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 174-
180).თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება (ს.ფ. 187-198).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. 2008 წლის 18 დეკემბერს შ-- „ტ---------–-------------–--სა“ და ლ------ ღ-----ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ნასყიდობის საგანს ლექსუსის ფირმის ავტომობილი წარმოადგენდა, რომელის ღირებულება 92 000,00 აშშ დოლარს შეადგენდა.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2008 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-41).
2.7. ლ------ ღ-----ს „ლექსუსის“ ფირმის ავტომობილის ღირებულება - არ გადაუხდია.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 174-
180).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება (ს.ფ. 187-198).
2.8. 2016 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დადგენილია, რომ შ-- „ტ---------–-------------–--ი“-ს სალაროში 2009 წლის 22 აპრილს - 50 000,00 ლარი ამავე წლის 23 აპრილს 102 214,00 ლარი, ჯამში 152 214,00 ლარი გადახდილია ი-----–- გ---------ს მიერ მოქალაქე ლ------ ღ-----ზე 2008 წლის შ-- „ტ---------–-------------–--ი“-დან რეალიზებული ავტომანქანა „LEXUS”-ის დასაფარად. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე-----–- კ-------მ ი-----–- გ--------ს ფსიქოლოგიური იძულებით უკანონოდ დაათმობინა ავტომანქანა „LEXUS”.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებას :
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2016 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 17-39).
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ უცვლელად იქნა დატოვებული, თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, რაც საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებას :
2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენი (ს.ფ. 208-221).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილი (ს.ფ. 222).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. სასამართლოს განმარტებით მოცემულ შემთხვევაში, ლ------ ღ-----სა და შ-- „ტ---------–------------–--ს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შესაბამისადაც, შემძენს საკუთრებაში „ლექსუსის“ ფირმის 92 000,00 აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანა გადაეცა. აღნიშნული გარიგება წერილობითი ფორმით გაფორმდა. ხელშეკრულების მხარეებმა გამოვლენილი ნება ხელმოწერით დაადასტურეს. გარიგების ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მხარეები არც აღნიშნულ გარიგებაში გამოვლენილ ნებას შეცილებიან. საგულისხმოა, რომ მხარეთა მიერ ნამდვილი ნების საფუძველზე დადებული გარიგება შესრულდა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემძენს, ლ------ ღ-----ს, ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომობილი საკუთრებაში გადაეცა.
შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება მასზედ, რომ ლ------ ღ----- ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ ნომინალურად აწერდა და, რეალურად, შემძენი მისი შვილი - ე-----–- კ------- იყო.
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური გადაიხადა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის აპელირება ნასყიდობის ხელშეკრულების 1.6 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც გამყიდველი ვალდებულებას იღებდა მყიდველისათვის ავტომანქანა მისი ღირებულების 100%-ის გადახდის შემდეგ მიეწოდებინა. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების რიგითობა, შესაბამისი მტკიცების გარეშე, წინმსწრები ვალდებულების შესრულების პრეზუმფციას არ უშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებით. აღნიშნული დასკვნა ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხოლოდ ფაქტი მასზედ, რომ თანმდევი ვალდებულება შესრულებულია (ნასყიდობის საგანი გადაცემულია), წინმსწრები ვალდებულება (ნასყიდობის საფასურის გადახდის) შესრულებულად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან ყოველი შესრულება მტკიცებას ექვემდებარება. სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის და არა პირიქით, ვალდებულების არსებობა, მისი შესრულების მტკიცების გარეშე, შესრულების პრეზუმფციას არ უშვებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------ ღ-----მ ვერ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ მან მიღებული შესრულების საფასური გამყიდველს გადაუხადა.
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, ხოლო 978-ე მუხლის შესაბამისად კი პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.
სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე მოხდეს და ასეთ გამდიდრებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდეს. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის ასევე ყურადღების მიღმა რჩება ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლწინააღმდეგობა.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო (შეიძინა), რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები დაცვითი ფუნქციითაა აღჭურვილი, რათა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა მოხდეს. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება.
უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს მოპასუხის გამდიდრება წარმოადგენს, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის დანაწესი ითვალისწინებს პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, თუმცა, არა მართლზომიერი შესრულების გზით, არამედ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, რაც სხვა პირის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს არღვევს.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ------ ღ-----სა და შ-- „ტ---------–------------–--ს“ შორის „ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ გამყიდველმა ვალდებულება შეასრულა და მყიდველს ნასყიდობის საგანი გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მყიდველის შვილმა - ე-----–- კ-------მ, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შ------–---–--------------------–------------------ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ი-----–- გ--------- მის ძმასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით აიძულა, შ-- „ტ---------–------------–--ის“ მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ------ ღ-----ს მიერ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა, კერძოდ, 92 000,00 აშშ დოლარი გადაეხადა. აღნიშნული შესრულება დასტურდება წინამდებარე განაჩენით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება მასზედ, რომ ი-----–- გ--------ს ლ------ ღ-----ს ნაცვლად ვალდებულება არ შეუსრულებია, რადგან, სხვა შემთხვევაში, შ-- „ტ---------–-------------–--ი“ 2012 წლის ოქტომბერში ლ------ ღ-----სათვის 2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დასაკისრებლად სასამართლოს არ მიმართავდა. ი-----–- გ---------ს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მითითებული შესრულება შ-- „ტ---------–------------–--ის“ ბალანსზე აისახებოდა და მოთხოვნის საფუძველი აღარ იარსებებდა. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ლ------ ღ-----ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 92 000,00 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანის მიღება დასტურდება. ასევე, დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ლ------ ღ-----ს მითითებული ავტომანქანის ღირებულება არ გადაუხდია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხის შვილმა ე-----–- კ-------მ ი-----–- გ--------ზე ზეწოლა განახორციელა, რათა ამ უკანასკნელს შ-- „ტ---------–------------–--ის“ მიმართ ლ------ ღ-----ს ვალდებულება შეესრულებინა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ასევე წინამდებარე საქმეზე შ-- „ტ---------–------------–--ის“ მთავარი ბუღალტრის - ჯ--- ე-–--------–---–ის მიერ წარმოდგენილი ცნობით, ი-----–- გ---------ს მიერ ლ------ ღ-----ს ვალდებულების შესრულება დასტურდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწორად განახორციელა შ-- „ტ---------–------------–--მა“ ი-----–- გ---------საგან ლ------ ღ-----ს ნაცვლად გადახდილი თანხის ბალანსზე ასახვა, სასამართლომ მიიჩნია, აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ შ-- „ტ---------–------------–--ს“ ი-----–- გ---------სგან ლ------ ღ-----სთვის გადაცემული „ლექსუსის“ ფირმის ავტომობილის ღირებულება არ მიუღია. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი-----–- გ--------ს აღნიშნული შესრულება ნამდვილი ნების საფუძველზე განხორციელებულ შესრულებად რომ არ მიაჩნდა და აღნიშნული შესრულების შ-- „ტ---------–------------–--ისათვის“ დატოვების მიზანს რომ არ ისახავდა, სწორედ ამან განაპირობა შ-- „ტ---------–------------–--ის“ მიერ ლ------ ღ-----ს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა. თუ აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, ი-----–- გ--------- მის მიერ შ-- „ტ---------–------------–--ში“ იძულების საფუძველზე შეტანილ თანხას გამოიტანდა, თუმცა, ვინაიდან შ-- „ტ---------–------------–--ის“ სარჩელი ხანდაზმულობის საფუძვლით არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ი-----–- გ--------ს შ-- „ტ---------–------------–--ისათვის“ გადახდილი თანხის უკან გამოთხოვის უფლება წაერთვა, რის შედეგადაც მას დასაბუთებული მოთხოვნის უფლება იმ სუბიექტის მიმართ წარმოეშვა, ვინც მის მიერ იძულები განხორციელებული შესრულების შედეგად თანხა დაზოგა და, შესაბამისად, უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-- „ტ----------–-------------–--ის“ მიერ ლ------ ღ-----ს წინააღმდეგ სასარჩელო წარმოება ვალდებულების შესრულების თაობაზე ამყარებს ი-----–- გ---------ს მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხრიდან ლ------ ღ-----ს ვალდებულების შესრულება მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა და იგი, შესაძლებლობისთანავე, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას აპირებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რაღა თქმა უნდა, უშვებს შესაძლებლობას, რომ მესამე პირმაც შეასრულოს ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. თუმცა, მესამე პირის შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მესამე პირისვე ნამდვილ ნებას და თავისუფალი, გაცნობიერებული ნების საფუძველზე უნდა ემსახურებოდეს არა თავისი, არამედ სხვისი ვალის დაფარვის მიზნებს. ამასთან, მესამე პირის მხრიდან ვალდებულების შესრულებას ყოველთვის გააჩნია თავისი მოტივი, მიზანი და ა. შ. მითითებულ შემთხვევაში, ი-----–- გ--------მა ლ------ ღ-----ს ნაცვლად „ლექსუსის“ ფირმის ავტომობილის ღირებულება გადაიხადა, თუმცა, აღნიშნული შესრულება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, ვინაიდან მას არ გააჩნდა არანაირი დაინტერესება, დასაბუთებული მოტივი ან მიზანი, შეესრულებინა ლ------ ღ-----ს ვალდებულება. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ი-----–- გ---------ს მიერ თანხის გადახდა მხოლოდ ე-----–- კ-------ს მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების ყველა ელემენტი, კერძოდ ლ------ ღ-----მ 152 214,00 ლარი დაზოგა. ი-----–- გ--------ს კი, რომელმაც ვალდებულება მოპასუხის ნაცვლად შეასრულა, ამავე ოდენობის ზიანი მიადგა. მოსარჩელეს ხსენებული ვალდებულების შესასრულებლად არათუ არანაირი იურიდიული საფუძველი (ინტერესი) არ ჰქონდა, არამედ მან ეს ქმედება მოპასუხის შვილის მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად განახორციელა.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება ი-----–- გ---------ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური მოთხოვნებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი 10 წლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ი-----–- გ---------ს მიერ თანხის გადახდის თარიღიდან, დადგენილია, რომ შ-- „ტ---------–-------------–--ი“-ს სალაროში 2009 წლის 22 აპრილს - 50 000,00 ლარი ამავე წლის 23 აპრილს 102 214,00 ლარი, ჯამში 152 214,00 ლარი გადახდილია ი-----–- გ---------ს მიერ მოქალაქე ლ------ ღ-----ზე 2008 წლის შ-- „ტ---------–------------–--ი“-დან რეალიზებული ავტომანქანა „LEXUS”-ის დასაფარად. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2016 წლის 02 აგვისტოს. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის დროიდან სარჩელის შემოტანამდე არ არის გასული 10 წელი და მოპასუხეს არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, უკან დაბრუნებას ექვემდებარება ქონება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოპასუხემ დაზოგა მატერიალური სიკეთე და შესაბამისად, რა ოდენობითაც შემცირდა მოსარჩელის ქონება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი-----–- გ---------ს მიერ თანხა გადახდილი იქნა 152 214,00 ლარის ოდენობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 152 214,00 ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ლ------ ღ-----ს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1 აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით სასამართლოს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე ჰქონდა თუ არა ლ------ ღ-----ს ვალდებულება შ-- "ტ---------–-------------–--ის" მიმართ 2009 წლის მარტსა და აპრილში, ანუ მაშინ როდესაც მოსარჩელის მითითებით მის მიერ დაიფარა ლ------ ღ-----ს დავალიანება შ-- "ტ---------–-------------–--ის" მიმართ.
აპელანტის მითითებით 2012 წელს შ-- "ტ---------–-------------–--მა" სამოქალაქო სარჩელით დავა დაიწყო ლ------ ღ-----ს მიმართ და მოითხოვა ვითომდა შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება, რომლის მოთხოვნაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ლ------ ღ-----ს მიერ აღიარებული ვალი, ან შ-- "ტ---------–-------------–--სა" და ლ------ ღ-----ს შორის დავაზე რაიმე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ------ ღ-----ს ჰქონდა ასეთი ვალი.
3.1.2. აპელანტის განმარტებით სადავო გარემოებასთან მიმართებით, კერძოდ, ი-----–- გ---------ს ქმედებით დაიფარა თუ არა ლ------ ღ-----ს დავალიანება, ანუ ნახა თუ არა რაიმე სარგებელი ლ------ ღ-----მ მოსარჩელეს ფორმალურად მტკიცებულების სახით ცნობაც კი არ წარმოუდგენია შ-- "ტ---------–-------------–--იდან", რომელიც დაადასტურებდა, რომ ი-----–- გ--------მა შეასრულა ლ------ ღ-----ს ვალდებულება; უფრო მეტიც, ლ------ ღ-----სთვისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით 2012-2015 წლებში თავად შ-- "ტ---------–-------------–--ი" დავობდა.
3.1.3. აპელანტის განმარტებით თუ სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ გ--------მა იმ ოდენობის თანხა გადაუხადა, რამდენადაც ავტომობილი ჰქონდა ნაყიდი ლ------ ღ-----ს, მაშინ სასამართლოს უნდა გამოერკვია ვინ გამდიდრდა უსაფუძვლოდ შ-- "ტ---------–-------------–--ი" თუ ლ------ ღ-----. აპელანტის აზრით ვიდრე მასსა და შ-- "ტ---------–-------------–--ს" შორის დავაზე არ დადგინდება, რომ ასეთი ვალდებულება არსებობს, მანამადე შ-- "ტ---------–-------------–--ი" ჩაითვლება ვითომ კრედიტორად და სწორად ისაა ვალდებული დააბრუნოს უკანონოდ მიღებული თანხა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ი-----–- გ---------ს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტი იზიარებს სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მან 2008 წლის 18 დეკემბერს შ-- „ტ---------–-------------–--ს’’ და ლ------ ღ-----ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული ავტომანქანა ლექსუსის ღირებულების დასაფარად შ-- „ტ---------–-------------–--ის“ სალაროში 2009 წლის 22 აპრილს 50 000 ლარი, ამავე წლის 23 აპრილს 102 214 ლარი, ჯამში კი 152 214 ლარი გადაიხადა. თუმცა, მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არა 152 214 ლარის, არამედ 92 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა. აღნიშნულთან მიმართებით აპელანტი განმარტავს, რომ შ-- „ტ---------–-------------–--სა“ და ლ------ ღ-----ს შორის 2008 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, აშშ დოლარში და შეადგენდა 92 000 აშშ დოლარს, შესაბამისად ი-----–- გ---------ს მიერ გადახდილი თანხა 152 214 ლარი გადახდის მომენტისათვის შეადგენდა სწორედ 92 000 აშშ დოლარს. გათვალისწინებით იმისა, რომ დღეის მდგომარეობით აშშ დოლარის გაცვლითი კურსი გაზრდილია, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა შეადგენს 63 400 აშშ დოლარს, რაც ბუნებრივია ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან იმის გამო, რომ მოპასუხემ დროულად არ შეასრულა ვალდებულება იგი კარგავს 28 600 აშშ დოლარს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. მხარეთა შორის სადავო არ ხდება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ
- 18.12.2008 წელს ერთის მხრივ შ-- „ტ-----------–---------------–--ს“ (გამყიდველი) და მეორეს მხრივ ლ------ ღ-----ს (მყიდველი) შორის 2008 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება №T-----------------, რომლის მიხედვით, გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა „LEXUS LS 460” (ფერი - შავი, შასი - J----------------) ავტომანქანა.
ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 92 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მყიდველისთვის მიწოდება განხორციელდებოდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდისთანავე. 18.12.2008 წლის ხელშეკრულების საგანი („LEXUS LS 460” ფერი - შავი, შასი - J----------------) ლ------ ღ-----ს იმავე დღეს გადაეცა (ტ. 1, ს.ფ. 40-41).
4.1.2. ი-----–- გ--------- სარჩელით ითხოვს მოპასუხე ლ------ ღ-----ს დაეკისროს 18.12.2008 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ნაცვლად მის მიერ მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადახდილი ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სკ-ის 976-ე 978-ე მუხლებიდან. მოსარჩელის განმარტებით, იგი იძულებული გახდა მოპასუხის ნაცვლად გადაეხადა შ-- ,,ტ---------–-------------–--ს’’ და ლ------ ღ-----ს შორის 18.12.2008 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულება. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს - გააჩნდა თუ არა ლ------ ღ-----ს შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ მიმართ 18.12.2008 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულება ლ------ ღ-----ს ნაცვლად შესრულებულია თუ არა მოსარჩელე ი-----–- გ---------ს მიერ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო პალატა საკვლევი საკითხის სწორი შეფასებისათვის ყურადღებას შეაჩერებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ი-----–- გ--------- შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ 66.7 % იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორია. (ტ.1.ს.ფ. 46-47)
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ე-----–- კ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ.
აღნიშნულ განაჩენში სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებული ძმის - გ------- გ---------სთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ე-----–- კ-------მ ი-----–- გ--------- აიძულა გაექვითა დედის - ლ------ ღ-----ს მიერ 2008 წლის 18 დეკემბერს შ-- „ტ---------–-------------–--იდან“ შეძენილი ავტომანქანა ლექსუსის ღირებულება 92 000,00 აშშ დოლარის ოდენობით და, დამატებით, სახელმწიფოსათვის გადასაცემად შეეძინა TOYOTA HILUX-ის მოდელის ავტომანქანა. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. (ტ.1.ს.ფ. 17-39)
- დანაშაულის ჩადენის დროს მოპასუხე ლ------ ღ-----ს შვილი - ე-----–- კ------- შ------–---–-------------------–-----------------ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა (ტ.1.ს.ფ.17-39)
- 2012 წლის 07 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ-- „ტ---------–-------------–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ლ------ ღ-----ს მიმართ ნასყიდობის საფასურის 92 000,00 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 დეკემბერის გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის არგუმენტი ი-----–- გ---------ს სარჩელის უსაფუძვლობასთან მიმართებით ეფუძნება 18.12.2008 წლის ხელშეკრულებაში მითითებულ დათქმას (იხ. ხელშეკრულების 1.6. პუნქტი, ს.ფ. 40) იმის შესახებ, რომ მყიდველს ნასყიდობის საგანი მას შემდეგ გადაეცემოდა, რაც ეს უკანასკნელი შეასრულებდა შემხვედრ ვალდებულებას ნასყიდობის საგნის ღირებულების 100 %-ით გადახდის შესახებ. რამდენადაც ლ------ ღ-----ს 2008 წლის 18 დეკემბერსვე გადაეცა მფლობელობაში ავტომობილი, ივარაუდება, რომ ნასყიდობის ფასი მყიდველის მიერ გადახდილი იქნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომობილი არ გადაეცემოდა.
4.1.3. სააპელაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების რიგითობა, შესაბამისი მტკიცების გარეშე, წინმსწრები ვალდებულების შესრულების პრეზუმფციას არ უშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებით. აღნიშნული დასკვნა ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხოლოდ ფაქტი მასზედ, რომ თანმდევი ვალდებულება შესრულებულია (ნასყიდობის საგანი გადაცემულია), წინმსწრები ვალდებულება (ნასყიდობის საფასურის გადახდის) შესრულებულად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან ყოველი შესრულება მტკიცებას ექვემდებარება. ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის და არა პირიქით, ვალდებულების არსებობა, მისი შესრულების მტკიცების გარეშე, შესრულების პრეზუმფციას არ უშვებს.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებაზე (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება), საიდანაც დგინდება, რომ შ-- ტ---------–-------------–--ის სარჩელი ლ------ ღ-----ს მიმართ ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე საბოლოოდ უარყოფილი იქნა არა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ლ------ ღ-----მ ავტომობილის საფასური გადაიხადა და ფულადი ვალდებულება მისი მხრიდან შესრულებულ იქნა, არამედ - სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის (სამწლიანი ხანდაზმულობის ამოწრვის გამო) მოტივით. ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ იმ ფაქტზე აპელირება, რომ 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ------ ღ-----ს მიმართ დაყენებული შ-- ტ---------–-------------–--ის სარჩელი ნასყიდობის ფასის დაკისრების თაობაზე, არ იძლევა დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ლ------ ღ-----ს 2008 წლის 18 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის ფასის - ავტომობილის ღირებულების გადახდის შესახებ შესრულებული აქვს. ფაქტია, რომ არც შ-- ტ---------–-------------–--ის სრაჩელის განხილვისას, რომელ საქმეზეც გამოტანილია ზემოთ დასახელებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტიელბა და არც მოცემულ საქმეში, ლ------ ღ-----ს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა შეძენილი ავტომობილის ღირებულების გადახდა ლ------ ღ-----ს მიერ.
4.1.4 სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება - ი-----–- გ---------ს მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ 18.12.2008 წელს შ-- ,,ტ---------–-------------–--ს’’ და ლ------ ღ-----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების მოვალის ნაცვლად შესრულების და კრედიტორის სასარგებლოდ ი-----–- გ---------ს მიერ 152 214 ლარის გადახდის ფაქტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 24.03.2016 წლის განაჩენზე, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხე ლ------ ღ-----ს შვილი ე-----–- კ------- ცნობილ იქნა დამნაშევედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა დაკავებულის (ი-----–- გ---------ს ძმის) - გ------- გ---------სთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ი-----–- გ---------ს იძულებაში გაექვითა დედის - ლ------ ღ-----ს მიერ 2008 წლის 18 დეკემბერს შ-- „ტ---------–-------------–--იდან“ შეძენილი ავტომანქანა ლექსუსის ღირებულება 92 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, დამატებით, სახელმწიფოსთვის გადაეცა TOYOTAHILUX-ის მოდელის ავტომანქანა. ამავე განაჩენით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 18.12.2008 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ლ------ ღ-----ზე რეალიზებული ავტომანქანის ღირებულება ი-----–- გ--------მა გადაიხდა. კერძოდ, შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ სალაროში 2009 წლის აპრილს ი-----–- გ---------ს მიერ გადახდილი იქნა 50 000 ლარი, ხოლო ამავე წლის 23 აპრილს 102 214 ლარი, ჯამში შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ სალაროში ი-----–- გ---------ს მიერ გადახდილი იქნა 152 214 ლარი.
აპელანტის ლ------ ღ-----ს პრეტენზია იმის შესახებ, რომ ი-----–- გ--------ს მის მიერ 152 214 ლარის გადახდის შესახებ გარემოება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტით (მაგ: სალაროს შემოსალის ორდერით) შეიძლებოდა დაედასტურებინა და არა სისიხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენის შინაარსიდან ირკვევა, ე-----–- კ------- დამნაშავედ ცნობილი იქნა სწორედ იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რომ მან ი-----–- გ--------- აიძულა ლ------ ღ-----ს მიერ 2008 წლის 18 დეკემბრის ნასყიდობით შ-- "ტ---------–-------------–--ისგან" შეძენლი ავტომობილის ღირებულება გადაეხადა და ამით ლ------ ღ-----ს მიერ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა. განაჩენით დადგენილია ე-----–- კ-------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----–- გ---------ს მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილის ღირებულების 152 214 ლარის გადახდის შესახებ ფაქტი. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას, ავტომობილის ღირებულების ი-----–- გ---------ს მიერ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი-----–- გ--------მა შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ მიმართ 18.12.2008 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ------ ღ-----ს ვალდებულება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მის მიმართ მოპასუხის შვილისგან მომდინარე იძულების საფუძველზე შეასრულა.
4.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების შედეგად.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის მიხედვით პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.
დასახელებული ნორმის გადამწყვეტი სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ გადამცემმა არ უნდა ამტკიცოს, რომ გადაცემა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მიმღებს შეუძლია მის წინააღმდეგ მიმართული საკონდიქციო მოთხოვნა მხოლოდ იმით აიცილოს, თუ ის თავის მხრივ დაამტკიცებს, რომ მას ჰქონდა მიღებულის მოთხოვნის უფლება. (http://www.gccc.ge/წიგნი-მესამე/კერძო-ნაწილი/კარი-ii-კანონისმიერი-ვალდე/თავი-iii-უსაფუძვლო-გამდიდრე/მუხლი-978/)
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 18.12.2008 წელს შ-- ,,ტ---------–-------------–--ს’’ და ლ------ ღ-----ს შორის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მყიდველის (ლ------ ღ-----ს) მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელობის ფაქტი, დადასტურებულად იქნა ასევე მიჩნეული მოსარჩელის მიმართ მოპასუხის შვილის მხრიდან იძულების განხორცილების ფაქტი; პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ი-----–- გ---------ს მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ 2009 წლის 22-23 აპრილს 18.12.2008 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ------ ღ-----ს ვალდებულების შესრულების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. კერძოდ, დადგენილია, რომ ი-----–- გ--------მა მისი ნების საწინააღმდეგოდ, იძულების შედეგად შეასრულა ლ------ ღ-----ს მიერ ნაკისრი ვალდებულება და გამყიდველს გადაუხადა 152 214 ლარი, რის შედეგადაც საბოლოოდ ლ------ ღ-----მ დაზოგა ამ ოდენობის თანხა.
აპელანტ ლ------ ღ-----ს პრეტენზიასთნ დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე აღნიშნოს, რომ ი-----–- გ---------ს სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარყოფილი იქნა შ-- ტ---------–-------------–--ის სარჩელი ლ------ ღ-----ს მიმართ ნასყიდობის ფასის დაკისრების შესახებ. ის ფაქტი, რომ 2012 წლის მდგომარეობით, შ-- ტ---------–-------------–--ის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი აღმოჩნდა ხანდაზმულობის გამო, აღნიშნული არ წარმოშობს დამაბრკოლებელ გარემოებას ი-----–- გ---------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილებისათვის, რამდენადაც დადგენილია, რომ ლ------ ღ-----ს 2008 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი როგორც მყიდველის ვალდებულება (ნასყიდობის ფასის გადახდა) შესრულებული არ ჰქონია და რომ ი-----–- გ--------მა მის მიმართ განხორციელებული იძულების შედეგად განახორციელა ლ------ ღ-----ს ვალდებულების შესრულება და ავტომობილის ღირებულების - 152 214 ლარის გადახდა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ კონდიქციური მოთხოვნებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაოქ კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გდადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები და მართებულად მიიჩნია ლ------ ღ----- ი-----–- გ---------ს მიმართ 152 214 ლარის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად.
4.1.6. რაც შეეხება ი-----–- გ---------ს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას სარჩელის წარდგენის დროს 92 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი ეფუძნება ნომინალიზმის პრინციპს. ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ნომინალიზმის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველობაუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება.
თუმცა, დასახელებული ნორმა თავისი სიტყვა სიტყვითი დანიშნულებით ნომინალიზმის პრინციპისაგან განსხვავებულ წესს ადგენს და უთითებს, რომ თუ ფულის ერთეული (კურსი) შეიცვალა, ფულადი ვალდებულება იგივე რაოდენობის ნომინალით კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით, ანუ იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. ნორმის ამგვარი სიტყვა-სიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგება ნომინალიზმის პრინციპის არსს და მის დანიშნულებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
სწორედ ნორმის სიტყვა სიტყვითი განმარტების შედეგების თავიდან აცილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სასამართლო პრაქტიკაში 389-ემუხლის შინაარსი განსხვავებული პრეცედენტის წყარო გახდა. სასამართლოს განმარტებით, 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როდესაც მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით. რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას.
ნორმის რეგულირების მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. აღნიშნული ნორმის კონტექსტში, ნომინალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, განმარტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება ვალდებულების შესრულების დროში. 389-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დრო, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ დრო როცა ვალდებულება ვადა მოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა, და შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება. შესაბამისად, მოვალემ 389-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ერთეულის (კურსის) შეცვლისას ვალდებულება იმ ფულადი ერთეულით (კურსით) უნდა შეასრულოს, რომელიც ვადა მოსული ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 18.12.2008 წელს ერთი მხრივ შ-- „ტ-----------–---------------–--ს“ (გამყიდველი) და მეორე მხრივ ლ------ ღ-----ს (მყიდველი) შორის 2008 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება №T-----------------, რომლის მიხედვით, გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა „LEXUS LS 460” (ფერი - შავი, შასი - J----------------) ავტომანქანა. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 92 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
დადგენილია, რომ 18.12.2008 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულება მყიდველის - ლ------ ღ-----ს ნაცვლად მისი ნების საწინააღმდეგოდ გადახდილი იქნა ი-----–- გ--------- მიერ.
დადგენილია, რომ ი-----–- გ--------მა ნასყიდობის ღირებულების ანგარიშში შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ სალაროში 152 214 ლარი შეიტანა.
პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია არა ხელშეკრულების მონაწილე მხარის, არამედ, იმ პირის მიერ, რომელიც მიუთითებს რა მოპასუხის ნაცვლად ვალდებულების შესრულებაზე ამ უკანასკნელის უსაფუძვლო გამდიდრების გათვალისწინებით მოითხოვს მისთვის თანხის დაკისრებას. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულად იქნა მიჩნეული ი-----–- გ---------ს მიერ 18.12.2008 წლის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ლ------ ღ-----ს ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც კრედიტორის შ-- ,,ტ---------–-------------–--ის’’ სასარგებლოდ 152 214 ლარის გადახდაში გამოიხატა, ანუ მოპასუხის ნაცვლად ვადამოსული სახელშეკრულებო ვალდებულება სწორედ დასახელებული თანხის გადახდით შესრულდა, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დადასტურების პირობებში მას იმ ნომინალის და ოდენობის თანხის გადახდა უნდა დაეკისროს რა ნომინალით და ოდენობითაც მისი სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულდა. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი მოპასუხისთვის 152214 ლარის დაკისრების სახით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარმოდგნილ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა არც მოსარჩელის მიერ და არც მოპასუხის მიერ წარმოდგნეილი სააპელაციო საჩივრები შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები ( 2740 ლარის და 5000 ლარის ოდენობით), მათთვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ------ ღ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ი-----–- გ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი /