განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700063306
საქმე № აგ/447-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნათია ბარბაქაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლე---------–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების რა-------------ას და ნუ-------------–---–იას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით, ლე---------–--–ს (დაუსწრებლად) მსჯავრი დაედო ყალბი საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად დამზადებისათვის გამოყენების მიზნით და გამოყენებისთვის, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლე---------–--–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ლე---------–--–ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასაჯელი გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასაჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლე---------–--–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 10 ივლისს მსჯავრდებულ ლე---------–--–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რა-------------ამ და ნუ-------------–---–იამ შუამდგომლობით მომართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს ლე---------–--–ის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა რამდენიმე საფუძვლით. მათ შორის მიუთითეს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით, სსკ–ის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ რომელსაც დანაშაულთა /განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლე---------–--–ის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძვლიანობა (განსახილველად დაშვებულ ნაწილში) და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ ცვლილებას აქვს უკუძალა და შესაბამისად ამსუბუქებს იმ მსჯავრდებულის მდგომარეობას, რომელსაც საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენის თანახმად, ლე---------–--–ი იყო ნასამართლობის არმქონე. ამდენად, მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების გთვალისწინებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მსჯავრდებულისთვის დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, ლე---------–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა (განსახილველად დაშვებულ ნაწილში) უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე, 3321 მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლე---------–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების რა-------------ას და ნუ-------------–---–იას შუამდგომლობა (განსახილველად დაშვებულ ნაწილში) დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენში ლე---------–--–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ლე---------–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების გათვალისწინებით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების გათვალისწინებით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ლე---------–--–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ლე---------–--–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენი ლე---------–--–ის მიმართ (რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით გავრცელებულია 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ.სანდოძე
მოსამართლეები: ვ.ლომიძე
ნ.ბარბაქაძე