განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
330210016001609981
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001609981

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3818-17 29 მაისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - არ------- არ--------ნი (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ----- მ---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა--- არ---------ა (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე )

წარმომადგენელი - მ---- ქ----–-----

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების წილზე თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა--- არ---------ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა-------- არ--------ნის მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხე ა-------- არ--------ნის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე თე-----–------, სოფელი დ--------ი (საკადასტრო კოდი №84----------) 1/2 ნაწილზე მოსარჩელე ა--- არ---------ას მესაკუთრედ აღიარება;

1.2. მოპასუხე ა-------- არ--------ნისათვის მოსარჩელე ა--- არ---------ას სასარგებლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ნახევარის ანაზღაურება 2000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

2. ა-------- არ--------ნმა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა--- არ---------ას მიმართ და მოითხოვა:

2.1. უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-------ს ქ. N- (საკადასტრო კოდი №01--------------) 2011 წლის 28 ოქტომბერს ა-------- არ--------ნს და ა--- არ---------ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში ბათილად ცნობა და შესაბამის ნაწილზე, მოსარჩელე ა-------- არ--------ნის მესაკუთრედ აღიარება;

2.2. მოპასუხე ა--- არ---------ასათვის ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ქონების საერთო ღირებულების 52 765 ლარის ნახევარის 26 382.5 ლარის დაკისრება;

2.3. მოპასუხე ა--- არ---------ასათვის მოსარჩელე ა-------- არ--------ნისათვის ქორწინების განმავლობაში უძრავი ქონების - სახლის ასაშენებლად, მოსაწყობად და მოძრავი ქონების შესაძენად აღებული საერთო ვალებიდან ნახევარის 12 879.93 ლარის დაკისრება.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგს:

მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში გადაწყვიტეს აეშენებინათ საცხოვრებელი სახლი მოპასუხე ა--- არ---------ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისში, გ-------ს ქ. N--ში. 2007 წლის ბოლოს დაიწყო ბინის მშენებლობა და სახლი ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 2009 წლის 13 მარტს.

 

აღნიშნული სახლი 2010 წლის 15 იანვარს მოპასუხემ აჩუქა ა-------- არ--------ნს, ხოლო ამ უკანასკნელმა 2--------- წელს საცხოვრებელი სახლი ისევ აჩუქა მოპასუხე ა--- არ---------ას. აშენებულ ფართში მოწყობილია ორი სამზარეულო, ორი სააბაზანო კაფელით, ელ. გაყვანილობით, ჭერით, საცხოვრებელ ფართში შიდა რემონტით, მანსარდისა და შიდა კიბეებით, რაშიც მთლიანობაში მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია 438620.64 ლარი. აღნიშნული საცხოვრებელი სახლისთვის შეძენილია მოძრავი ნივთები: მაგიდა 8 სკამით 1000 ლარის ღირებულების, კაბინეტის მაგიდა 4 სკამით - 700 ლარის ღირებულების, კაბინეტის სავარძელი - 350 ლარის ღირებულების, ტყავის სავარძელი ტყავის ბუფთან ერთად - 1000 ლარის ღირებულების, 6 ბრა, სულ 300 ლარის ღირებულების, 2 ბრა ლატუნის კარკასით თითოეული ღირებული - 150 ლარი, ჭაღი ლატუნის კარკასით (20 ნათურიანი) – 2500 ლარის ღირებულების, კაბინეტის ჭაღი - 50 ლარის ღირებულების, ჭაღი - 350 ლარი, საძინებელი ოთახებისათვის 3 ჭაღი შესაბამისად ღირებული 150, 80, 55, ხის ხელით ნაკეთი ჩარჩოიანი კედლის საათი - 100 ლარის ღირებულების, საყინულე მაცივარი - 350 ლარი, თიხის ბოცა 4 რქით და 4 ჭიქით - 100 ლარი, თიხის ბოცა 6 ჭიქით - 60 ლარი, ზალის გარნიტური - 7000 ლარი, კედლის სარკე 500 ლარი, მუსიკალური ცენტრი ,,სონი“ – 600 ლარი, ტელევიზორი ,,სამსუნგი“ 5000 ლარი, ლატუნის ჩარჩოიანი საათი კანდელაბრებით - 2000 ლარი, კონდიციონერი - 450 ლარი, გამწოვი, გაზქურა, ელ ქურა, გაზის ღუმელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა- კომპლექტი - ,,კუპესრბერგის“ – 3500 ლარის ღირებულების, მაცივარი - ,,სამსუნგი“ – 1050 ლარი, სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ – 1100 ლარი, მიკროტალღოვანი ღუმელი ,,სამსუნგი“ – 400 ლარი, ტელევიზორი ,,სამსუნგი“ 1800 ლარი, სამზარეულო გარნიტური პრიალა ლამინატის - 1800 ლარი, რბილი კუთხე - 500 ლარი, საძინებლის გარნიტური - 2700 ლარი, საძინებლის გარნიტური - 1200 ლარი, კომპიუტერი თავისი მაგიდით - 700 ლარი, კედლის სარკე - 350 ლარი, სურათი 250 ლარი, რბილი კუთხე - 1000 ლარი, სამზარეულოს გარნიტური ხის - 1000 ლარი, გაზქურა და ხელსაბანი 500 ლარი, ხის გორკა - 800 ლარი, სასმელების კოლექცია - 180 ბოთლი - 5000 ლარი, ჩაის, ყავის, სადილის, დანების და ჩანგლების ნაკრები ღირებულებით - 5000 ლარი, ე.ი. სულ მთლიანი ღირებულებით 52 765 ლარი.

 

ა--- არ---------ამ ა-------- არ--------ნს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა, როცა აღძრა სარჩელი და მიუთითა, რომ წლების მანძილზე იტანდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოსარჩელე ა-------- არ--------ნი თავისი აშენებული სახლიდან მოპასუხე ა--- არ---------ამ გამოაგდო 20.08.2016 წელს, რითაც მან მჩუქებლის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა.

 

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

 

3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-------ს ქ. N- ა--- არ---------ას სახელზე ირიცხება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ქონება კი, რომელიც მიღებულია ქორწინების განმავლობაში ჩუქებით ან მემკვიდრეობით, წარმოადგენს მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას და მეუღლეთა შორის არ იყოფა.

 

აღნიშნული უძრავი ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი 200 კვ.მ. ა--- არ---------ას აჩუქა მამამ ე-------- არ---------მა 2006 წელს, ხოლო საცხოვრებელი სახლი აშენდა ა--- არ---------ას ძმის დახმარებით, რომელიც გე-------–ი ცხოვრობს. მოძრავი ნივთების ნაწილი შეძენილია ქორწინების განმავლობაში მხარეთა მიერ და ამ ნივთების ნახევარის საფასური ეკუთვნის მოსარჩელეს, კერძოდ, ეს ნივთებია: კაბინეტის მაგიდა ორი სკამით - 700 ლარი, ტელევიზორის მაგიდა - 300 ლარი, ორი ბრა - 50 ლარი, კაბინეტის ჭაღი - 50 ლარი, ჭაღი - 350 ლარი, ოთახის ჭაღები - 150-80-55 ლარი, კედლის ხის საათი -100 ლარი. თიხის ბოცა 4 რქით და 4 ჭიქით - 100 ლარი, თიხის ბოცა 6 ჭიქით - 60 ლარი, ცენტრი ,,სონი“ – 600 ლარი, მაცივარი - ,,სამსუნგი“ – 1050 ლარი, მიკროტალღური ,,სამსუნგი“-400 ლარი, სურათი - 250 ლარი, სამზარეულოს ხის გარნიტური -1000 ლარი, ხის ,,გორკა“ – 800 ლარი, ტელევიზორი ,,სამსუნგი“-5000 ლარი, კონდიციონერი - 450 ლარი. ამ მოძრავი ნივთების ჯამი შეადგენს 11 595 ლარს, საიდანაც ნახევარი 5797.5 ლარი ეკუთვნის ა-------- ა------------ს. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, ,,ზალის“ განიტური ნაყიდია მოპასუხის დედის მიერ. საძინებელი გარნიტური, რბილი კუთხე - 1000 ლარი და რბილი კუთხე - 500 ლარი, მინის მაგიდა - 700 ლარი შეძენილია სხვადასხვა დროს მოპასუხის ძმის მიერ გ--------დან გამოგზავნილი თანხით. საძინებელი -1200 ლარის ღირებულების ნაყიდია ასევე ძმის მიერ გამოგზავნილი თანხით, ხოლო დანარჩენი ნივთები შეძენილია მოპასუხის ნათესავების მიერ ,,ახალმოსახლეობასთან“ დაკავშირებით ნაჩუქარი ფულადი თანხით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა--- არ---------ას (პირადი N0----------) სარჩელი;

1.1. ა--- არ---------ა (პირადი N0----------) ცნობილ იქნა არ------- არ--------ნის (პირადი N0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების /მდებარე თე-----–------, სოფელი დ--------ი, საკადასტრო კოდი N84----------/ - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

1.2. დაეკისრა არ------- არ--------ნს (პირადიN0----------) ა--- არ---------ას (პირადი N0----------) სასარგებლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების /mitsubishi pajero, სახელმწიფო ნომრით S------/ ღირებულების ანაზღაურება 2000 (ორიათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ------- არ--------ნის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი;

2.1. არ დაკმაყოფილდა არ------- არ--------ნის (პირადი N0----------) სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–------------------- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილის ბათილად ცნობისა და უძრავ ქონების /მდებარე - ქალაქი თბილისი, გ-------ს ქუჩა, N-; საკადასტრო კოდი N 01--------------/ - 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2.2. დაეკისრა ა--- არ---------ას (პირადი N0----------) არ------- არ--------ნის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების (ქონების) ღირებულების ანაზღაურება 10 747.50 ლარის ოდენობით;

2.3. დაეკისრა ა--- არ---------ას (პირადი N0----------) არ------- არ--------ნის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში აღებული საბანკო ვალის 25 759.86 ლარის ნახევრის - 12 879.93 ლარის ანაზღაურება.

 

4.1. სასამართლოს უარი ჩუქების ½ ნაწილის ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ეფუძნება შემდეგს:

 

სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ა-------- არ--------ნის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მასსა და ა--- არ---------ას შორის დადებული 2--------- წლის ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დასაჩუქრებულმა მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა და იძულებით დაატოვებინა საცხოვრებელი სახლი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი და უტყუარი მტკიცებულება მოდავე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად. სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებილი მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, მესაკუთრე უფლებამოსილია ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება თავისი შეხედულებისამებრ, ასევე, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, დასადგენია, რამდენად არის შესაძლებელი მოსარჩელე ა-------- არ--------ნის ბინიდან გამოსახლება მიჩნეულ იქნეს დასაჩუქრებულის მხრიდან დიდ უმადურობად ან გამჩუქებლის მძიმე შეურაცხყოფად, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გახდეს საფუძველი ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა. ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან არ შეიძლება ჩაითვალოს უმადურობად ან შეურაცხყოფად მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის განკარგვის სურვილი და ამ მიზნით, ნივთის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ა-------- არ--------ნის მიმართ. ამასთან. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავა მიმდინარეობს მეუღლეებს შორის, რომელთა შორის ქორწინება შეწყვეტილია, არის კონფლიქტური ურთიერთობა და დადგენილია, რომ მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. ქმედების შეფასებისას კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებელი მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვორს იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--- არ---------ას, როგორც დასაჩუქრებულის ქმედება - არ არის ისეთი სახის შეურაცხყოფა ან უმადურობა, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, მით უფრო საქმე შეეხება მეუღლეთა ურთიერთობას ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ერთად ცხოვრების შეუძლებლობასთან დაკავშირებულ გარემოებას.

 

მოსარჩელე ა-------- არ--------ნმა თავისი მტკიცების ფარგლებში, სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან უმადურობის ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, არ არსებობს სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მჩუქებლის მიმართ დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას, რის გამოც შეგებებული სარჩელი ა-------- არ--------ნს და ა--- არ---------ას შორის 2--------- წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს მეუღლის ქონების გადაქცევას მეუღლეთა თანასაკუთრებად. სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი ადგენს, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშნებელობის დასრულება და სხვა). სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ა-------- არ--------ნის მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, გ-------ს ქ. N--ში) ა--- არ---------ასათვის ჩუქების შემდეგ, სადავო საცხოვრებელ სახლზე ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მეუღლეთა მიერ არ განხორციელებულა ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდება (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა), რაც გამოიწვევდა ა--- არ---------ას ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმირებას.

 

4.2. მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა დაკმაყოფილდა 10 747.50 ლარის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს უარი ეფუძნება შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: 1. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; 2. ქონება რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

მხარეთა შორის უდავოა, რომ ქ. თბილისში, გ-------ს ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული ავეჯი, კერძოდ, კაბინეტის მაგიდა ორი სკამით - 700 ლარი, ტელევიზორის მაგიდა - 300 ლარი, ორი ბრა - 50 ლარი, კაბინეტის ჭაღი - 50 ლარი, ჭაღი - 350 ლარი, ოთახის ჭაღები - 150-80-55 ლარი, კედლის ხის საათი -100 ლარი. თიხის ბოცა 4 რქით და 4 ჭიქით - 100 ლარი, თიხის ბოცა 6 ჭიქით - 60 ლარი, ცენტრი ,,სონი“ – 600 ლარი, მაცივარი - ,,სამსუნგი“ – 1050 ლარი, მიკროტალღური ,,სამსუნგი“- 400 ლარი, სურათი- 250 ლარი, სამზარეულოს ხის გარნიტური -1000 ლარი, ხის ,,გორკა“ – 800 ლარი, ტელევიზორი ,,სამსუნგი“- 5000 ლარი, კონდიციონერი - 450 ლარის ღირებულების, მთლიანად 11595 ლარის ოდენობის ნივთები შეძენილია ა--- არ---------ას და ა-------- ა------------ის ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას.

 

მოპასუხე ა--- არ---------ამ ცნო შეგებებული სარჩელი ზემოჩამოთვლილი მოძრავი ნივთების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნულ ნაწილში შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ცნობა წარმოადგენს შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რა ნივთებია განთავსებული მოპასუხე ა--- არ---------ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და მოსარჩელე მოითხოვს არა ნივთების გადაცემას, არამედ ამ ნივთების ღირებულების ნახევარის დაკისრებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, ზემოჩამოთვლილი ნივთების ღირებულების ნახევარი 5797.5 ლარის ოდენობის თანხა ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს მოპასუხე ა--- არ---------ას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ ა--- არ---------ას ძმის მიერ საზღვარგარეთიდან, კერძოდ გ--------დან გამოგზავნილი ფულადი თანხით შეძენილ მოძრავი ნივთები (რბილი კუთხე - 1000 ლარი, რბილი კუთხე - 500 ლარი, მინის მაგიდა - 700 ლარი, საძინებელი - 1200 ლარი) და ასევე, დედის, ი----ა არ--------ნის მიერ ნაყიდი ,,ზალის გარნიტური“ – 2700 ლარი, ახლობლებისა და ნათესავების მიერ ნაჩუქარი თანხით შეძენილი გაზუქრა, ელ ქურა, გაზის ღუმელი ჭურჭელის სარეცხი მანქანა- კომპლექტი - ,,კუპესრბერგის“ – 3500 ლარის ღირებულების, ასევე 2 ბრა ,,ლატუნის“ - სულ 300 ლარის ღირებულების, მთლიანობაში კი 9900 ლარის ღირებულების ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, ვინაიდან აღნიშნული მოძრავი ქონება მეუღლეებისათვის გადაცემულია ოჯახის საერთო ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურად მხოლოდ ა--- არ---------ას საჩუქარს. აღნიშნული ნივთების მეუღლეებისათვის გადაცემა მოხდა მათი ქორწინების განმავლობაში ოჯახის საერთო კეთილდღეობის მიზნით. აქედან გამომიდნარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებზე არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით დადგენილი ერთ- ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმი. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს რა მეუღლეთა საერთო საკუთრებას, მოსარჩელე ა-------- არუთიანს გააჩნია მოძრავ ნივთებზე უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოძრავი ნივთები იმყოფება ა--- არ---------ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და არის მის სარგებლობაში. ამდენად, მოსარჩელე ა-------- არ--------ნს უფლება აქვს მოითხოვოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ნივთების ღირებულების შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. თითოეული მეუღლის წილის შესაბამისად მათ მიეკუთვნებათ თანაზიარი საკუთრების ობიექტები ნატურით ან ფულადი გამოხატულებით, ქონებით ნატურის გაყოფის შეუძლებლობისას, უნდა განისაზღვროს მოძრავი ნივთების საფასურის კომპენსაცია, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს მეუღლეთა უფლებების თანაბრობის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ აღიარა მასთან არსებულ გარკვეულ ნივთებზე მოპასუხის თანასაკუთრების უფლება, ჯამში 11 595 ლარის ღირებულების ნახევარზე, რასაც უნდა დაემატოს მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში საჩუქრად გადაცემული ქონების, მთლიანობაში 9900 ლარის ღირებულების ნახევარი, რაც ჯამში შეადგენს 10 747.50 ლარს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივი საფუძლით, მოსარჩელე ა-------- არ--------ნს უნდა მიეკუთვნოს მოძრავი ქონების ღირებულების შესაბამისი კომპენსაცია 10 747.50 ლარის ოდენობით.

 

მოთხოვნილი სხვა ნივთების სადავო საცხოვრებელ სახლში არსებობისა და მითითებული ღირებულების ოდენობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია შესაძებლობას შესაბამის საყოფაცხოვრებო ნივთებზე გაავრცელოს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. მოპასუხე მხარე (შეგებებული სარჩელით) სადავოდ ხდის აღნიშნული ქონების ქ. თბილისში, გ-------ს ქ. 9-ში მდებარე კერძო საკუთრების სახლში განთავსებას და მათ ღირებულებას. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება კი საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოსარჩელე ა-------- არ--------ნის შეგებებული სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2017წ. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, 2----–-–------------------- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობასა და უძრავი ქონების/მდებარე -ქალაქი თბილისი, გ-------ს ქუჩა, N-; საკადასტრო კოდი N 01--------------/ - ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის, ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ქონების საერთო ღირებულებიდან 15635 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, - სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა არ------- არ--------ნმა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

5.1. უსაფუძვლოა ა--- არ---------ას განმარტებები, თითქოს 10-11 წლის მანძილზე აპელანტი მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

5.2 ასეთი განმარტებით იგი აპელანტს აყენებს მძიმე შეურაცხყოფას, სახლში არშეშვებით კი იჩენს დიდ უმადურობას.

 

5.3. არასწორია მსჯელობა მასზედ, თითქოს ა--- არ---------ასთვის უძრავი ქონების ჩუქების შემდეგ ა-------- არ--------ნს მისი ღირებულება არსებითად არ გაუზრდია. აუდიტორის დასკვნის თანახმად სადავო უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 438 620. 64 ლარს. სადავო უძრავი ქონების ღირებულება მისი ა--- არ---------ასთვის ჩუქების დროისათვის იყო დაახლოებით მისი ნახევარი. აღნიშნულ ბინაში რემონტი დამთავრდა 2014 წელს და ამ დროს გადავიდნენ იქ მხარეები საცხოვრებლად.

 

ა-------- არ--------ნს არ მოუთხოვია სადავო უძრავი ქონებიდან ½ ქონების წილის მიკუთვნება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება ა--- არ---------ასათვის ჩუქების შემდგომ არსებითად იქნა გაზრდილი სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ კი იმსჯელა უძრავი ქონების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რისი უფლებაც არ ჰქონდა (პალატა აქვე აღნიშნავს, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის განხილვისას შეიცვალა პოზიცია და განმარტა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ საფუძველზეც და სარჩელი დაეკმაყოფილებინა).

 

5.4. არასწორია დასკვნა, რომ რბილი კუთხე ღირებული- 1000 ლარი, რბილი კუთხე-500 ლარი, მინის მაგიდა-700 ლარი, საძინებელი-1200 ლარი ნაყიდია ა--- არ---------ას ძმის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხით, ასევე ა. არ---------ას დედის, ი----ა არ--------ნის მიერ ნაყიდია ე.წ. ,,ზალის გარნიტური'-2700 ლარი, ახლობლებისა და ნათესავების მიერ ნაჩუქარი თანხით შეძენილია სამზარეულოს კომპლექტი- 3500 ლარი; ასევე ორი ბრა თითბერის -300 ლარი, სულ 9 900 ლარის ღირებულებით. ა--- არ---------ას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, თითქოს ,,ზალის" გარნიტური ნაყიდია ა. არ---------ას დედის მიერ 2700 ლარად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გარნიტურის ღირებულება არის 7000 ლარი.

 

5.5 ასევე არასწორია დადგენილი გარემოება მასზედ, თითქოს შეგებებულ სარჩელში მითითებული მაგიდის 8 სკამით ღირებული 1000ლ., ჟურნალების მაგიდის 500ლ., კაბინეტის სავარძლის 350ლ., გაზქურისა და ხელსაბანის-500ლ., სასმელების კოლექციის-(180 ბოთლი) - 5000ლ., ჩაის, ყავის, სადილის ჭურჭლის, დანებისა და ჩანგლების ნაკრების-5000ლ. თითბერის ჭაღის-2500ლ., კედლის სარკის-500ლ., ტელევიზორის-1800ლ., კომპიუტერის-700ლ., - სადავო სახლში არსებობისა და მისი ღირებულების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტის მიერ არ არის წარდგენილი.

 

5.6. სასამართლომ არ იმსჯელა შეგებებულ სარჩელში მითითებულ შემდეგ ნივთებზე: საყინულე მაცივრის ღირებული 350ლ. თითბერის ჩარჩოიანი საათის -2000ლ., პრიალა ლამინატის სამზარეულოს გარნიტურის-1800ლ., 6 ბრიდან 4 ბრის თითოეული-50ლ და სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი"- ღირებული 1100ლ. არსებობაზე და მათ ღირებულებაზე. ა-------- არ--------ნის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. ა--- არ---------ა (შემდგომში „მოპასუხე“) და ა-------- არ--------ნი (შემდგომში „მოსარჩელე“) დაქორწინდნენ 1---------წ. (ტ.1, ს.ფ.16).

 

8. მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი: 3---------წ. დაბადებული ანიტა არ--------ნი და 0---------წ. დაბადებული გიორგი არ--------ნი (ტ.1, ს.ფ.20,21).

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------6წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ქორწინება შეწყდა და გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი Nმნ 0------ (ტ.1, ს.ფ.370,371).

 

10. 0----.2006 წლის უძრავი ქონების ჩუქების და გამიჯვნის ხელშეკრულების N1----- საფუძველზე მოპასუხის სახელზე აღირიცხა 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------ს ქუჩა N- (ნაკ. 30/021), საკადასტრო კოდი N01--------------. (ტ.1, ს.ფ.209).

 

11. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 1---------წ. ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისი, დ-------------------------------, გ-------ს ქ. N--ში მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2007 წლის 30 ნოემბრიდან 2008 წლის 30 სექტემბრამდე (ტ.1, ს.ფ.87-89). ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 1--------- წლის ბრძანებით, ქ. თბილისში, დ---------------------- რ-ნი, გ-------ს ქ. N--ში მდებარე მშენებლობა დამთავრებული ობიექტი აღიარებულ იქნა ვარგისად და მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში (ტ.1, ს.ფ.90).

 

12. 1--------- წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, მოპასუხემ უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 199 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1 საერთო ფართით 157,4 კვ.მ და #2), მდებარე მისამართზე თბილისი, გ-------ს ქუჩა N- აჩუქა მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ.91-93). უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.

 

13. 2---------წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელემ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 199 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1 საერთო ფართით 157,4 კვ.მ და #2), მდებარე თბილისი, გ-------ს ქუჩა N-, საკადასტრო კოდი N01--------------, აჩუქა მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ. 94,95). უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 96,97).

 

14. შეგებებული სარჩელის ავტორი (მოსარჩელე) ითხოვს 2---------წ. გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას (გაუქმებას) ½ ნაწილში და შესაბამის ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებას, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მას მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა და გამოიჩინა დიდი უმადურობა. კერძოდ, დასწამა ცილი, რომ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და გამოაგდო იგი საცხოვრებელი სახლიდან, რაც უმადურობის გამოხატულებაა (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.69-83).

 

15. სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არ დასტურდება დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა, კერძოდ:

 

15.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთად კი, კანონმდებელი აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას. სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).

 

15.2. ამდენად, სახელშეკრულებო სამართლით მოწესრიგებულ ურთიერთობებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც, სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ემყარება სუბიექტურ, მორალურ შეფასებებს. ჩუქება, როგორც უსასყიდლო გარიგება, როგორც წესი, მოტივირებულია მხარეთა ურთიერთპატივისცემით, შესაბამისად, საჩუქრის გამოთხოვის საკითხი დგება, როდესაც ადგილი აქვს ამორალურ, ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას, რომლის ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა (შდრ. სუსგ ას-887-848-2014 , 2015 წლის 24 ივლისი).

 

15.3. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი არ უთითებს მოპასუხის, როგორც მეუღლის, მიერ ჩადენილ რაიმე ამორალურ, ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებაზე. აპელანტმა სასამართლო სხდომაზე თავადვე განმარტა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფა გამოიხატება იმაში, რომ მან წარმომადგენელთან და სხვა ახლობლებთან ერთად მის ზურგს უკან „დაგეგმა მისი განადგურება“ (08.05.2018წ. სხდომის ოქმი, 13:03:18-13:04:31). პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხარის შეფასებას. მითითებულ გარემოებებს მძიმე შეურაცხყოფის შეფასება ვერ მიეცემა, ვინაიდან, ერთ-ერთი მეუღლის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა მისი უფლებების დასაცავად და წარმომადგენელთან, თუ ნათესავებთან/ახლობლებთან, აღნიშნულის თაობაზე კონსულტაცია, ყოფილი მეუღლისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებად ვერ მიიჩნევა და საფუძვლად ვერ დაედება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას.

 

15.4. რაც შეეხება უმადურობის გამოხატულებად მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე ვეღარ აგრძელებს სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, პალატა განმარტავს, რომ ამ საკითხის შესაფასებლად აუცილებელია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ანალიზი. კერძოდ, მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყვეტილია და არის დაძაბული დამოკიდებულება. ამასთან, საქმეზე დაკითხული მოწმეები: ი----ა არ---------ა (მოპასუხის დედა) (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი 15:27:56-15:30:17), ჯ---–----- გ--–-----ე (მოპასუხის ნათესავი) (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი 16:43:04-16:44:33), ვ---------ა ს---------ი (მოპასუხის და) (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი 17:02:58–17:05:08) და ნეიტრალური მოწმე ალ------- ბ------- (მეზობელი) (იხ.: 1---------წ. სხდომის ოქმი 16:23:29-16:24:46) მიუთითებენ, - ჯერ კიდევ ქორწინების განმავლობაში მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადგენად არ იქნა საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული მოპასუხის დედის და დის ჩვენებები და დადგინდა, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა აშკარაა, რაც არ ადასტურებს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს (ტ.2, ს.ფ.135).

 

პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან არ შეიძლება ჩაითვალოს უმადურობად ან შეურაცხყოფად მოპასუხის მიერ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელების სურვილი და ამ მიზნით, ნივთის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავა მიმდინარეობს მეუღლეებს შორის, რომელთა შორის ქორწინება შეწყვეტილია, ანუ დადგენილია, რომ მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით ქორწინების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი სწორედ ისაა, როცა მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს მჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით. მით უფრო, როცა საქმე ეხება ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მეუღლეთა ერთად ცხოვრების შეუძლებლობასთან დაკავშირებულ გარემოებას.

 

გარდა ყოველივე აღნიშნულისა, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩუქების საგანთან დაკავშირებით წლების მანძილზე განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობაზე, კერძოდ:

 

- როგორც უკვე აღინიშნა, მიწა თავდაპირველად წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას;

- მოსარჩელის და მოპასუხის საერთო ძალისხმევით აშენდა მასზე შენობა-ნაგებობა. უკვე კანონიერ ძალაშია შესული 11.05.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში აღებული საბანკო ვალის ნახევრის, კერძოდ, 12 879,93 ლარის გადახდა დაეკისრა;

- მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1---------წ., მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 199 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1 საერთო ფართით 157,4 კვ.მ და #2) მოპასუხემ აჩუქა მოსარჩელეს; ხოლო უკვე 2---------წ., მოსარჩელემ აჩუქა (დაუბრუნა) მოპასუხეს. სწორედ ამ ბოლო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს მოსარჩელე.

- ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს ხელშეკრულება დადებულია მეუღლეებს შორის, რა დროსაც ივარაუდება, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნება ოჯახის საერთო ინტერესებითაა განპირობებული. ბოლო ჩუქებით უძრავი ქონება დაუბრუნდა მოპასუხეს. მასთან განქორწინების შემდეგ ცხოვრობენ მხარეთა არასრუწლოვანი შვილები. საქმის მასალებიდან და მოსარჩელის განმარტებებიდან ჩანს, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანია შვილების კეთილდღეობა.

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის საფუძველზე მართებულად არ გააუქმა ჩუქება.

 

16. შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ასევე უნდა დადგინდეს: ხომ არ მოხდა მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრების თანაზიარად გადაქცევა - ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაცია - იმ საფუძვლით, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა).

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანია იმ გარემოების დადასტურება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის აუცილებელია ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა, ასეთად კი ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და ა.შ.. ე.ი კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე (მაგ.: მიმდინარე რემონტი), არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებაზე.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ 2---------წ. გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელემ ნების ავტონომიის ფარგლებში თავად გამოავლინა ნამდვილი ნება ქონებაზე საკუთრების მოპასუხის სახელზე გადასვლის თაობაზე, სამართლებრივად არ არის რელევანტური ამ თარიღამდე უძრავი ქონების გაუმჯობესების და ამაზე გაწეული ხარჯების საკითხის კვლევა.

 

მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის ფარგლებში უნდა დაამტკიცოს - რომ გაჩუქებული უძრავი ქონების ღირებულება 2---------წ. შემდეგ გაწეული ხარჯების შედეგად მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 1--------- წლის ბრძანებით ქ. თბილისში, დ---------------------- რ-ნი, გ-------ს ქ. N--ში მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში (ტ. 1, ს.ფ. 90). როგორც 1--------- წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებაში, ისე ამჟამად სადავოდ გამხდარ 2---------წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებაში იდენტურია ნაჩუქარი უძრავი ქონების მონაცემები: მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 199 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1 საერთო ფართით 157,4 კვ.მ და #2. რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მოგვიანებით უძრავი ნივთის მნიშვნელოვან გადაგეგმარებაზე და რეკონსტრუქციული სამუშაოების ჩატარებაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება ინდივიდუალური აუდიტორის დასკვნას სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებად 189 600 აშშ დოლარის განსაზღვრის თაობაზე (ტ.1, ს.ფ.98,99), აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება არა ჩუქების შემდგომ უძრავი ნივთის ღირებულების გაზრდის ფაქტი, არამედ 14.09.2016წ. მდგომარეობით მისი საბაზრო ღირებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების თანაზიარად გადაქცევის და ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციის საფუძველი.

 

17. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხისათვის ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ქონების საერთო ღირებულების 52 765 ლარის ნახევარის 26 382.5 ლარის დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა 10 747.50 ლარის ნაწილში.

შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ასევე უნდა დადგინდეს - არსებობს თუ არა დამატებით მოპასუხისთვის 15 635 ლარის დაკისრების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეგებებულ სარჩელში მითითებული საოჯახო ნივთების: მაგიდის 8 სკამით - 1000 ლარი, ჟურნალების მაგიდის - 500 ლარი, კაბინეტის სავარძლის - 350 ლარი, ტყავის სავარძლის ,,ბუფთან“ ერთად - 1000 ლარი, სარკე - 350 ლარი, გაზქურის და ხელსაბანის - 500 ლარი, სასმელების კოლექციის (180 ბოთლი) – 5000 ლარი, ჩაის, ყავის, სადილის, დანების და ჩანგლების ნაკრების - 5000 ლარი, თითბერის ჭაღი - 2500 ლარი, კედლის სარკის - 500 ლარი, ტელევიზორის - 1800 ლარი, კომპიუტერის - 700 ლარი - მოპასუხის საცხოვრებელ სახლში არსებობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე ვერც აპელანტი მიუთითებს. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული ქონების როგორც ქ. თბილისში, გ-------ს ქ. 9-ში მდებარე სახლში განთავსების ფაქტს, ისე მათ ღირებულებას.

 

მოსარჩელე ასევე პრეტენზიას აცხადებს შემდეგ მოძრავ ნივთებზე: საყინულე მაცივარი ღირებული 350ლ., თითბერის ჩარჩოიანი საათი - 2000ლ., პრიალა ლამინატის სამზარეულოს გარნიტური - 1800ლ., 6 ბრიდან 4 ბრა თითოეული-50ლ და სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი"- ღირებული 1100ლ.. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნული მოძრავი ნივთების მოპასუხის კუთვნილ სახლში განთავსებაზე და მათ ღირებულებაზე მიუთითებდა, საქმეში ასევე არ მოიპოვება.

 

პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე და, ამასთან, არ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ საყოფაცხოვრებო ნივთებზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების და მოპასუხისთვის მათი ღირებულების ნახევრის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

18. აპელანტი აღნიშნავს, რომ არასწორია გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნა მასზედ, თითქოს რბილი კუთხე ღირებული- 1000 ლარი, რბილი კუთხე-500ლარი, მინის მაგიდა-700ლარი, საძინებელი-1200ლარი ნაყიდია მოპასუხის ძმის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხით, ასევე მოპასუხის დედის, ი----ა არ--------ნის მიერ ნაყიდია ,,ზალის გარნიტური“ -2700 ლარი, ახლობლებისა და ნათესავების მიერ ნაჩუქარი თანხით შეძენილია სამზარეულოს კომპლექტი- 3500ლარი, ასევე ორი ბრა თითბერის- 300ლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მართალია, გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა მოპასუხის ძმის მიერ გამოგზავნილი თანხებით ამ ნივთების შეძენის ფაქტი, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ეს ნივთები მეუღლეებისათვის გადაცემული იყო ოჯახის საერთო ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის და არ წარმოადგენდა ინდივიდუალურად მხოლოდ შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის საჩუქარს. შესაბამისად, სასამართლომ ამ ნივთებზე გაავრცელა თანაზიარი საკუთრების რეჟიმი და დააკისრა მათი ნახევრის ღირებულება მოპასუხეს, ანუ ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, პალატა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს იკვლიოს მათ შეძენაზე დახარჯული თანხების წარმომავლობა.

 

აპელანტი ასევე პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე სასტუმრო ოთახის გარნიტურის („ზალის გარნიტური“) ღირებულებად მხოლოდ 2700 ლარის განსაზღვრის და მისი ნახევრის დაკისრების ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ გარნიტურის ღირებულებაა 7000 ლარი. მითითებული მოძრავი ნივთების ღირებულების განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია მოპასუხის დედის მიერ მისი შეძენის ფაქტი.

 

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ნივთების საერთო ღირებულებიდან 15 635 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

19. აპელანტი ასევე ასაჩივრებს გადაწყვეტილების წინმსწრებ 01.12.2016წ. განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან სასამართლოს მიერ DVD დისკის გამოთხოვის შესახებ, სადაც ასახულია მოპასუხის განცხადების საფუძველზე ჩატარებული მათ სახლში არსებული ნივთების და გარე ინტერიერის აღწერა (ტ.1, ს.ფ.388,389). განჩინების გაუქმების საფუძვლად აპელანტი უთითებს ერთადერთ გარემოებას: მოპასუხემ „სასამართლოს სრულად არ წარუდგინა ... ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, რითაც დადასტურდებოდა ჩემს შეგებებულ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების ... სადავო ბინაში არსებობის ფაქტი“ (ტ.2, ს.ფ.166).

 

პალატას მიაჩნია, რომ ეს არგუმენტი არ არის საკმარისი სადავოდ გამხდარი განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, რა ფოტოსურათს ან რა ვიდეოჩანაწერს წარადგენს მხარე თავის მიერ მითითებული გარემოებების დასადგენად, თავად მხარის გადასაწყვეტია. ამასთან, აპელანტს არა აქვს შედავებული 01.12.2016წ. განჩინების მიღების საფუძვლად მითითებული არც ერთი გარემოება. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ ფოტოსურათებს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება.

 

20. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

21. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ.173, ტ. 3, ს.ფ. 9).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-------- არ--------ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი