განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002429752
საქმე №1/ბ-759-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------------ის,მსჯავრდებულ: მ-----------------ის,მონაწილეობით,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მა-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 1----------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.-----–---–------------–---------–-----------------–-------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით მ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 თებერვლის და 2018 წლის 15 მარტის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 21 მაისიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 16 მარტიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით (რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 15 (თხუთმეტი) საათისა);
მ-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ივნისის თვეში, დაახლოებით 21:00 საათზე მ-----------------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, მ----–-----------------ი, რის შედეგადაც მ----–-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე მ-----------------მა ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, მ----–-----------------ი, რის შედეგადაც მ----–-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე მ-----------------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ----–-----------------ს, ითრია თმით და ხელი ჰკრა მკერდის არეში, რის შედეგადაც მ----–-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა პერიოდულად და ასეთ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია. ამასთანავე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, რომ მსჯავრდებული ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა ნასვამ მდგომარეობაში. აღნიშნული მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ და აღნიშნული ქმედების ამორალურ ხასიათზე. დაზარალებული შეშინებული და დათრგუნულია მსჯავრდებულის ქმედებების გამო, მას ეშინის მსჯავრდებულის, ეშინია რომ მსჯავრდებული კვლავ იძალადებს მასზე, როდესაც ეს მოუნდება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის მ----–-----------------ის ჩვენებით, მოწმეების რ----------------------ის და ნ-----------ის ჩვენებებით, ბრალდებულ მ-----------------ის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ალკოტესტით შემოწმების ოქმით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლოსთან და არაა ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ-----------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ მ-----------------ს, სრულად აქვს გააცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩანადენს, გასათვალისწინებელია ასევე მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, ცხოვრობს ქირით, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი შვილი, ამიტომ პალატას მიაჩნია, რომ მ-----------------ისათვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის (რომელიც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სრულად აქვს მოხდილი) პატიმრობით შეცლის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან აღნიშნულით კიდევ უფრო გაუარესდება მისი ოჯახის სოციალურ-ეკომომიური მდგომარეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი მ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 თებერვლის და 2018 წლის 15 მარტის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 21 მაისიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 16 მარტიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით (რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 15 (თხუთმეტი) საათისა);
მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი