განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002414892
საქმე №1/ბ-704-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------------ის,ადვოკატ: ტ------–----–-----–---–ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულ: მ-----–------------ის
მონაწილეობის გარეშე,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მი----–--------------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–-------------------------–-----ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით მ-----–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ვადით.
მ-----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 21 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2018 წლის 22 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელად დაუდგინდა 1 (ერთი) წლის ვადა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 მარტიდან 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით (3 დღე).
მ-----–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 მარტს, ღამის საათებში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, საცხოვრებელ სახლში, მ-----–------------მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - გ--–----------------ს, კერძოდ ზურგზე დაარტყა რამოდენიმეჯერ, რის გამოც გ--–----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუსივდა ზურგი.
2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 10:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, საცხოვრებელ სახლში, მ-----–------------მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - გ--–----------------ს, კერძოდ დაიჭირა ტანსაცმლიდან და ზურგზე და თავზე დაარტყა რამოდენიმეჯერ, რის გამოც გ--–----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუსივდა ზურგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ-----–------------ის მიმართ სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მ-----–------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რომ გასათვალისწინებელია მ-----–------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დაზარალებულის ასაკი, ასევე ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა, დანაშაულის მორალური სახე. მსჯავრდებულმა დედას გ--–----------------ს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაარტყა ღუმელის საჩხრეკი ლითონი, რომ იგი ცდილობდა განემუხტა შვილებს შორის დაწყებული კამათი. მეორე დღესაც მან კვლავ მიაყენა გ--–----------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----–------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ-----–------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების - გ--–----------------ს, ვ----–------------ის, ს---------–-----ის და ა-------------–---ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ--–----------------ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამასთან, სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა და დაზარალებულის ასაკი. აღნიშნულთან ერთად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, იგი შერიგებულია დაზარალებულთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და შესაძლებლად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა სასჯელის შედარებით მძიმე სახის განსაზღვრით, კერძოდ, მსჯავრდებულ მ-----–------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, უნდა დაუმძიმდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, უნდა დაუმძიმდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 22 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2018 წლის 21 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენში, მ-----–------------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა;
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენში;
მ-----–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
მ-----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 22 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2018 წლის 21 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 მარტიდან 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით (3 დღე).
მ-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი