განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117001899848, №1/ბ-10-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ--------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - მა----- ო---------- ბო------ე, დაბადებული 19-- წლის 1--------–ს, რუ----------------–--- მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.მო----------–----------------------------------------------------–--------------------------------------------------------- (მონაწილეობის გარეშე);
მსჯავრდებული - რო--- ო--------- ნა--–--ე, დაბადებული 19-- წლის 2-----–--ს, საქართველოს და რუ----------------–--- მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–--------–---------------–---------------------------------------------------- (მონაწილეობის გარეშე);
მსჯავრდებული - ზა--–ი ვ--–---------- კვ-–---ი, დაბადებული 19-- წლის 0--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ-------------------------–---------------------------–------------------–-----------------–----------------------------------------------–---------------------------------;
ადვოკატები - კა------–--–--ა, ნი-----------ე, და-------------ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
მა----- ბო------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).
რო--- ნა--–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).
ზა--– კვ-–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).
განაჩენის მიხედვით:
მა----- ბო------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება).
რო--- ნა--–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება).
ზა--– კვ-–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება).
სასჯელი:
მა----- ბო------ე - 8 თვით და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რო--- ნა--–--ე - 8 თვით და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ზა--– კვ-–---ი - 8 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რო--- ნა--–--ის, მა----- ბო------ის და ზა--– კვ-–---ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულების მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დადასტურდა ის ფაქტი, რომ რო--- ნა--–--ემ და მა----- ბო------ემ კარგად იცოდნენ ვი------- ლ----ის დღის წესრიგი, ის, თუ როდის მიდიოდნენ ბავშვები სკოლაში და როდის ბრუნდებოდნენ უკან, სად დადიოდა და რას საქმიანობდა ვი------- ლ----ი. ასევე ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაზარალებული სახლში ინახავდა დიდი ოდენობით თანხას. სწორედ ამ თანხის დაუფლების მიზნით ჩამოვიდნენ რუსეთიდან, შეხვდნენ ზა--– კვ-–---ს, რომელიც დახმარების მიზნით წაიყვანეს ვი------- ლ----ის ბინაში, რომლის სადარბაზოს კარი გააღეს კოდის საშუალებით, ავიდნენ და დაელოდნენ დი--- მი-------ას მიერ კარის გაღებას, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით შეაგდეს ვი------- ლ----ი ბინაში, სადაც თავადაც შევიდნენ და დაემუქრნენ დაზარალებულებს, რომ თუ სასურველ თანხას არ მიიღებდნენ, მოკლავდნენ, გაანადგურებდნენ ან ფანჯრიდან გადააგდებდნენ. ამ გზით მიაღწიეს საწადელს და მიღებული თანხა გაინაწილეს (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
მსჯავრდებულ მა----- ბო------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კა------–--–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მა----- ბო------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ვი------- ლ----ს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დაუგროვდა მა----- ბო------ის მიმართ, რომლის გადახდასაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში პირდებოდა, თუმცა არ უბრუნებდა. დაზარალებულებს თავისუფლება არ ჰქონდათ აღკვეთილი და შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება. ვი------- ლ----მა თანხა ნებაყოფლობით გადასცა მა----- ბო------ეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გარკვეული პრობლემების მქონე და უსაბუთოდ დარჩენილ ვი------- ლ----ს გვერდში დაუდგნენ რო--- ნა--–--ე და მა----- ბო------ე, საკუთარი კონტაქტების გამოყენებით დაეხმარნენ საბუთების მოწესრიგებაში, ხოლო თანხის ნაწილის გადახდა მოუწია მა----- ბო------ეს. ვი------- ლ----მა შეიცვალა ადგილსამყოფელი და საცხოვრებლად მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოსკოვთან შედარებით უსაფრთხოდ იგრძნო თავი და ვინაიდან აქ აღარ სჭირდებოდა რო--- ნა--–--ის და მა----- ბო------ის დახმარება, გადაწყვიტა ამ ბრალდებით მათი თავიდან მოშორება, რითაც თავიდან აირიდა იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რომელიც მას ეკისრებოდა (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
მსჯავრდებულ რო--- ნა--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნი-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და რო--- ნა--–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან დაზარალებული ვი------- ლ----ი ჩვენების მიცემისას საუბრობდა მსჯავრდებულების მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე, თუმცა მან ვერ ახსნა რაში გამოიხატა მუქარა. ვი------- ლ----მა განმარტა, რომ მათ შორის იყო დაძაბული საუბარი, რის გამოც იყო შეშინებული, თუმცა აღნიშნა, რომ მათ შორის საუბარი გაგრძელდა ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც სახლში მივიდნენ მათი შვილებიც. საუბრის დასრულების შემდეგ გადაეხვია მსჯავრდებულებს და მათთან ერთად სამზარეულოში დალია ჩაი. ვი------- ლ----მა ასევე არ თქვა სიმართლე იარაღთან დაკავშირებით, რადგან დი--- მი-------ამ გამორიცხა იარაღის არსებობის ფაქტი. დი--- მი-------ამ ასევე განმარტა, რომ მას სიგარეტის მოსაწევად თავისუფლად შეეძლო აივანზე გასვლა და ერთ-ერთი მოწევის დროს დაინახა როგორ იღებდა ვი------- ლ----ი კარადიდან თანხას, რა დროსაც იყო მარტო. შესაბამისად არასწორია, თითქოს ადგილი ჰქონია თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და მასზე ფსიქიკურ და ფიზიკურ იძულებას. დი--- მი-------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არაერთხელ ელაპარაკა საკუთარ შვილებს ტელეფონით და სახლშიც აიყვანა ისინი. ვი------- ლ----მა მიუთითა, რომ არაერთხელ მიუცია ფული რო--- ნა--–--ისთვის და მა----- ბო------ისთვის, თუმცა მის მიმართ მანამდე არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი, რაც ასევე დაადასტურეს მსჯავრდებულებმა და დამატებით განმარტეს, რომ ვი------- ლ----ისთვის უამრავი საქმე აქვთ გაკეთებული, რაშიც იღებდნენ გარკვეულ თანხას, თუმცა მათ იგი გამუდმებით ატყუებდა, რის გამოც დაგროვდა ვალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ დაზარალებულთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები ვერ გამოდგება რო--- ნა--–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
მსჯავრდებულ ზა--– კვ-–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არც ძალადობა განუხორციელებია ვინმეს მიმართ (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მა----- ბო------ეს, რო--- ნა--–--ეს და ზა--– კვ-–---ს ბრალი წარედგინათ ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, რო--- ნა--–--ემ, მა----- ბო------ემ და ზა--– კვ-–---მა უკანონოდ შეაღწიეს ქ.თბილისში, მ---------------------------–------------------------------ში მდებარე დი--- მი-------ას და ვი------- ლ----ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დი--- მი-------ას და ვი------- ლ----ს გასტაცეს თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მა----- ბო------ემ, რო--- ნა--–--ემ და ზა--– კვ-–---მა ჩაიდინეს იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, რო--- ნა--–--ემ, მა----- ბო------ემ და ზა--– კვ-–---მა ქ.თბილისში, მ----- კო-----ას ქუ----------------------------------ში მდებარე დი--- მი-------ას და ვი------- ლ----ის საცხოვრებელ ბინაში აიძულეს ვი------- ლ----ი გადაეცა მათთვის მისი კუთვნილი ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, მა----- ბო------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მა----- ბო------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
მა----- ბო------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 თებერვლიდან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
რო--- ნა--–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რო--- ნა--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
რო--- ნა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 თებერვლიდან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ზა--– კვ-–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზა--– კვ-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.
ზა--– კვ-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ვი------- ლ----მა განმარტა, რომ სამი წლის წინ მოსკოვში გაიცნო რო--- ნა--–--ე, რომელიც მასთან მუშაობდა მძღოლად და ასევე ეხმარებოდა ბინის რემონტთან დაკავშირებული სამშენებლო მასალების შეძენაში. რო--- ნა--–--ისგან გაიცნო მა----- ბო------ე, რომელიც ცვლიდა რო--- ნა--–--ეს, როდესაც ეს უკანასკნელი იყო დაკავებული. შესრულებულ სამუშაოში დღიურად იხდიდა 100 აშშ დოლარს. 2016 წელს გადაწყვიტა საქართველოში სამშენებლო ბიზნესის დაწყება და ამ მიზნით იმავე წლის 12 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში. შეთანხმებისამებრ სამი კვირის განმავლობაში, მას საქართველოში საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში უნდა დახმარებოდა რო--- ნა--–--ე, რომელსაც დახმარების სანაცვლოდ ორ ეტაპად გადაუხადა 2 000 აშშ დოლარი. შეთანხმების მიუხედავად მას რო--- ნა--–--ე დაეხმარა მხოლოდ ქ.თბილისში, კო-----ას ქუჩაზე მდებარე ბინის ექვსი თვით დაქირავებაში. 2016 წლის 15 სექტემბერს საქართველოში მასთან ჩამოვიდა მეგობარი - დი--- მი-------ა შვილებთან ერთად. ვინაიდან რო--- ნა--–--ე ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და არ აკეთებდა საქმეს, მათ დაეძაბათ ურთიერთობა და თავს არიდებდა მასთან კონტაქტს, თუმცა რო--- ნა--–--ისთვის და მა----- ბო------ისთვის ცნობილი იყო მისი საცხოვრებელი ბინის მისამართი. 2016 წლის დეკემბერში რო--- ნა--–--ესთან ერთად სარემონტო მასალების შესაძენად წავიდა მოსკოვში. მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ რო--- ნა--–--ე და მა----- ბო------ე და თხოვდნენ ფულს. იგი არ აპირებდა ფულის გადაცემას, თუმცა მათი თავიდან მოშორების მიზნით დაპირდა, რომ გაყიდდა კუთვნილ ავტო---ქანას და გადაცემდა თანხას. 2017 წლის 20 იანვარს იგი დაბრუნდა საქართველოში, ხოლო რო--- ნა--–--ე დარჩა მოსკოვში. 2017 წლის 8 თებერვალს, მძღოლთან - ალ---------ე სა------–---–თან ერთად წავიდა სამშენებლო მასალების შესაძენად, შემდეგ კი გაიარეს სკოლაში, საიდანაც წამოიყვანეს ბავშვები. სახლთან მისვლისას იყო 12:45 საათი. მან ბავშვები დატოვა ავტო---ქანაში მძღოლთან, თავად კი მივიდა სახლთან, რომლის კარიც გაუღო დი--- მი-------ამ. ამ დროს უცნობმა პირმა, რომელსაც ეკეთა ხელთათმანები და ეხურა ქუდი, ჰკრა ხელი და შეაგდო ბინაში, სადაც ასევე შევიდნენ მა----- ბო------ე და რო--- ნა--–--ე. მისთვის უცნობმა პირმა, როგორც შემდეგ გაირკვა - ზა--– კვ-–---მა, დი--- მი-------ა შეაგდო სამზარეულოში, რომელსაც წაართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი, ამასთან, აშინებდა და აიძულებდა, გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც ეტყოდა. მა----- ბო------ემ და რო--- ნა--–--ემ უთხრეს, შესულიყო სამუშაო ოთახში. მოგვიანებით კი უთხრეს გასულიყო მისაღებ ოთახში, რადგან ეგონათ კაბინეტში კამერები იყო დამონტაჟებული. ცდილობდა ადგომას, თუმცა მა----- ბო------ემ დაიჭირა ხელით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დასვა სკამზე და უთხრა, რომ მჯდარიყო მის გვერდით, თორემ ისვრიდა აივნიდან. ამის შემდეგ მას მა----- ბო------ემ და რო--- ნა--–--ემ, რომლებიც იყვნენ გაბრაზებულები, უთხრეს, რომ აპირებდნენ მის მოკვლას და სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ შეასრულებდა მათ მოთხოვნას, რო--- ნა--–--ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ისინი თხოვდნენ ფულს, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, უყვიროდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ არ უნდოდა მათთან საუბარი და ურთიერთობის გაგრძელება. სამზარეულოდან გამოსულმა ზა--– კვ-–---მა, რომელმაც ჯიბიდან ამოიღო იარაღი, მოახდინა მისი დემონსტრირება და კვლავ ჩაიდო ჯიბეში, უთხრა, ან მისცემდა ფულს, ან მოკლავდა. მიხვდა, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე, ამიტომ თანხის გამოსატანად გავიდა საძინებელ ოთახში, სადაც გაჰყვა ზა--– კვ-–---ი, რომელმაც აიძულა მისულიყო კარადასთან. მან ზა--– კვ-–---ს ხელით მიუთითა ჯიბეზე, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ფულადი თანხა. თანხის ამოღების შემდეგ იგი ზა--– კვ-–---მა კვლავ წაიყვანა კაბინეტში, სადაც იმყოფებოდა მა----- ბო------ე. კაბინეტში შესვლისას ზა--– კვ-–---მა მას უთხრა გაეხსნა ჩანთა და დაეთვალა მასში მოთავსებული თანხა, რადგან დაზარალებულის ქცევიდან გამომდინარე ეგონა, რომ კაბინეტში კამერები იყო დამონტაჟებული და უნდოდა შეექმნა იმიტაცია, თითქოსდა თანხას უხდიდნენ გასამრჯელოს სახით. ჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მობილური ტელეფონი, იდო მისგან მოშორებით, ამიტომ ვერ შეძლო დახმარება ეთხოვა ვინმესთვის, ან ეპასუხა მძღოლისთვის, რომელიც ურეკავდა გაუჩერებლად. ვინაიდან არ პასუხობდა ტელეფონს, მძღოლმა ბავშვები აიყვანა სახლში და მათ კარი გაუღო დი---მ, რა დროსაც რო--- ნა--–--ე იდგა კარს უკან. ბავშვების ასვლამ სიტუაცია განმუხტა. ვინაიდან თანხა უკვე გადაცემული ჰქონდა, მა----- ბო------ემ დატოვა მათი ბინა და გასვლისას დაუძახა „კარგად გამოგიყენეთო“, ხოლო რო--- ნა--–--ე და ზა--– კვ-–---ი, რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, სახლიდან გასვლამდე ჩაეხუტნენ და უთხრეს, რომ აღარ მივიდოდნენ მათთან. მა----- ბო------ე, რო--- ნა--–--ე და ზა--– კვ-–---ი მათი საცხოვრებელი ბინიდან დაეუფლნენ 30 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულად თანხას. დაზარალებულის განმარტებით, ის და დი--- მი-------ა იყვნენ ძალიან შეშინებულები, ეშინოდათ სახლიდან გასვლის, რადგან ეგონათ, რომ ზემოხსენებული პირები უთვალთვალებდნენ. მათ სურდათ პოლიციის განყოფილებაში წასვლა, თუმცა შემთხვევის დღეს ვერ გაბედეს. შემთხვევიდან მეორე დღეს იგი დი--- მი-------ასთან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადეს მომხდარის შესახებ.
დაზარალებულმა დი--- მი-------ამ განმარტა, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობს ვი------- ლ----თან ერთად ქ.თბილისში, კო-----ას ქუჩაზე. 2017 წლის 8 თებერვალს ვი------- ლ----მა ბავშვები წამოიყვანა სკოლიდან. დაურეკა მას და უთხრა მომზადებულიყო. დარეკვიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ვი-------ი მივიდა სახლში, ხოლო ბავშვები დატოვა მანქანაში მძღოლთან - ალ---------ე სა------–---–თან ერთად, რადგან მალევე უნდა ჩასულიყო თავადაც. მან ვი-------ს გაუღო კარი, რა დროსაც, მისთვის უცნობმა პირმა, როგორც შემდეგ გაიგო ზა--– კვ-–---მა, რომელსაც ეკეთა ხელთათმანები და თავზე ეფარა კეპი, ხელი ჰკრა ვი------- ლ----ს და შეაგდო ბინაში. ბინაში ასევე შევიდნენ მა----- ბო------ე და რო--- ნა--–--ე, რომლებსაც იგი იცნობდა, როგორც ვი------- ლ----ის მეგობრებს. ზა--– კვ-–---მა გაიყვანა სამზარეულოში, ხოლო მა----- ბო------ე და რო--- ნა--–--ე ათვალიერებდნენ ოთახებს. ზა--– კვ-–---მა აიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და ნოუთბუქი და გადადო გვერდზე. ასევე უთხრა დამჯდარიყო და არ განძრეულიყო. იგი უცხო ადამიანთან ერთად იყო იზოლირებული, ხოლო მათ სახლში შესული პირები იქცეოდნენ, როგორც დამნაშავეები, რამაც ძალიან შეაშინა. მას არ ესმოდა რაზე ესაუბრებოდნენ ვი-------ს, თუმცა ესმოდა ყვირილის და საქმის გარჩევის ხმა. იგი ზა--– კვ-–---თან ერთად ვი------- ლ----ის სანახავად გავიდა ოთახში, სადაც იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია. ვი------- ლ----ი იყო აღელვებული, მა----- ბო------ე და რო--- ნა--–--ე კი სთხოვდნენ ფულს. ამის შემდეგ იგი რო--- ნა--–--ემ გაიყვანა სამზარეულოში, ხოლო ვი------- ლ----თან ერთად დარჩნენ მა----- ბო------ე და ზა--– კვ-–---ი. სამზარეულოში ასევე შევიდა მა----- ბო------ე, რომელმაც მუქარანარევი მზერით შეხედა და უთხრა „მე თქვენ გაგანადაგურებთო“. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი რაღაც მომენტში გაიყვანეს აივანზე, რა დროსაც მას ჰქონდა საშუალება დაეყვირა და ეთხოვა დახმარება, თუმცა შიშის გამო ეს არ გააკეთა. მოგვიანებით მან დაინახა როგორ შევიდა ვი------- ლ----ი მა----- ბო------ესთან და ზა--– კვ-–---თან ერთად საძინებელ ოთახში, რა დროსაც კარადიდან აიღო თანხა, გამოვიდა და თანხა გადასცა მათ ბინაში მყოფ პირებს. დაზარალებულის განმარტებით, იგი ორჯერ ესაუბრა მძღოლს, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა მათ ტელეფონებზე, პირველად თხოვა ბავშვები გაეყვანა პარკში, ხოლო შემდეგ თხოვა ბავშვები აეყვანა სახლში, თუმცა მძღოლისთვის დახმარება არ უთხოვია, რადგან სიტუაცია არ გაემწვავებინა. მან მძღოლს ნახევრად გაუღო კარი, რადგან რო--- ნა--–--ე იდგა მასთან ერთად ისე, რომ ალ---------ე სა------–---–ს ვერ დაენახა. მან ბავშვები შეიყვანა სახლში, ხოლო მძღოლს თხოვა დალოდებოდა ავტო---ქანაში. ბავშვების სახლში შესვლის შემდეგ ზა--– კვ-–---ი შევიდა იმ ოთახში, სადაც იყო ვი------- ლ----ი. გამოსვლისას კი მას ხელზე აღარ ეკეთა ხელთათმანები და კარი დახურა ქურთუკის სახელოთი, რა დროსაც შენიშნა, რომ ზა--– კვ-–---ს ჯიბეში ედო ფული. ზემოხსენებულმა პირებმა თანხის გადაცემიდან მალევე დატოვეს მათი ბინა. ამის შემდეგ მას ვი------- ლ----მა უთხრა, რომ ზა--– კვ-–---ს ჰქონდა იარაღი და ხსენებულმა პირებმა მათი ბინიდან წაიღეს 30 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 9 თებერვალს მათ მომხდარის შესახებ განაცხადეს პოლიციის განყოფილებაში. პირადად მას მიადგა მორალური ზიანი.
მოწმე ალ---------ე სა------–---–მა, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან მძღოლად მუშაობდა ვი------- ლ----თან, განმარტა, რომ 2017 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:30 საათზე, ვი------- ლ----თან ერთად მივიდა დი-----------ში მდებარე სკოლაში, საიდანაც წამოიყვანეს ბავშვები და მივიდნენ ვი------- ლ----ის საცხოვრებელ ბინასთან. ვი------- ლ----მა უთხრა ბავშვებთან ერთად დალოდებოდა ავტო---ქანაში. დაახლოებით ერთი საათიდან - საათნახევრამდე პერიოდის განმავლობაში სადარბაზოსთან ელოდა ვი------- ლ----ს, რომელიც არ ჩანდა. შეეცადა დაკავშირებოდა ამ უკანასკნელს, თუმცა იგი არ პასუხობდა ტელეფონს, ამიტომ დაურეკა დი--- მი-------ას, რომელსაც ჰქონდა შეწუხებული ხმა და საუბრობდა ანერვიულებული ტონით. დი--- მი-------ამ ჯერ თხოვა ბავშვები გაეყვანა პარკში, ხოლო მეორედ დარეკვისას უთხრა, რომ ბავშვები აეყვანა სახლში. მან ბავშვები აიყვანა მე-4 სართულზე, რა დროსაც ბინის კარი გაუღო დი--- მი-------ამ, რომელსაც მხოლოდ თავი უჩანდა. მან ვერ შეძლო ბინაში არსებული სიტუაციის დანახვა. დი--- მი-------ა იყო გაფითრებული და შეშფოთებული, თუმცა ჩათვალა, რომ ცოლ-ქმარს შორის მოხდა კამათი და არაფერი უკითხავს. დი--- მი-------ამ უთხრა, რომ დალოდებოდა სადარბაზოსთან. დაახლოებით ერთი საათი ელოდა ავტო---ქანაში, რის შემდეგაც ვი------- ლ----ი და დი--- მი-------ა ბავშვებთან ერთად ჩასხდნენ ავტო---ქანაში. მათ ჰქონდათ შეშფოთებული სახეები და არ იყვნენ ჩვეულ ფორმაში. მას ვი------- ლ----მა უთხრა, რომ სურდა პირადი დაცვის აყვანა და სთხოვა მოეძებნა ვინმე. მეორე დღეს საღამოს, ვი------- ლ----მა უთხრა, რომ წაეყვანა პოლიციის განყოფილებაში. კითხვაზე თუ რა ხდებოდა, ვი------- ლ----მა უპასუხა, რომ წინა დღით, როდესაც ბავშვებთან ერთად ელოდებოდა ავტო---ქანაში, მათ ბინაში იყვნენ მა----- ბო------ე, რო--- ნა--–--ე და მათთვის უცნობი იარაღიანი პირი, რომლებმაც მათი ბინიდან წაიღეს ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მან ვი------- ლ----ი და დი--- მი-------ა მიიყვანა საბურთალოზე, ტელევიზიასთან მდებარე პოლიციის განყოფილებაში და წავიდა. მისთვის ცნობილი არ არის ვი------- ლ----ს ჰქონდა თუ არა რო--- ნა--–--ის და მა----- ბო------ის ვალი.
რო--- ნა--–--ემ, მა----- ბო------ემ და ზა--– კვ-–---მა არ უარყვეს ვი------- ლ----ისგან 30000 აშშ დოლარის წამოღების ფაქტი, თუმცა გამორიცხეს ძალადობით ან ძალადობის მუქარით თანხის დაუფლება და თავდასხმის არსებობა. რო--- ნა--–--ემ განმარტა, რომ 2014 წლის აპრილში ან მაისის თვეში ერთ-ერთ სამშენებლო ცენტრში გაიცნო ვი------- ლ----ი, რომელსაც დაეხმარა ბინაში სარემონტო სამუშაოების წარმოებაში. იგი ვი------- ლ----თან ასევე მუშაობდა მძღოლად. შეთანხმებისამებრ ვი------- ლ----ს მისთვის უნდა გადაეხადა საათში 800 რუბლი, რაც დოლართან მიმართებაში შეადგენდა 25 აშშ დოლარს. ვი-------ი ანაზღაურებას აძლევდა ყოველი დღის ბოლოს, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებდა თანხის გადახდას. ერთხელ ვი------- ლ----მა, რომელიც იყო დაძაბული და შეშინებული, უთხრა, რომ ემუქრებოდნენ, სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი და ცემდნენ. მან ვი------- ლ----ი დახმარების მიზნით შეახვედრა მა----- ბო------ეს, რომელსაც ვი------- ლ----მა უამბო, რომ ჩეჩენი ბიზნესმენები აშანტაჟებდნენ და ძალავდნენ ფულს, ასევე ემუქრებოდნენ საბუთების წართმევით და დაჭრით. ვი------- ლ----ს მა----- ბო------ე დაეხმარა პრობლემების მოგვარებასა და საბუთების დამზადებაში, რაშიც ვი------- ლ----ს უნდა გადაეხადა თანხა, მაგრამ არ გადაიხადა. ასევე არაერთხელ დაეხმარა ვი------- ლ----ს, რომელსაც დახმარების სანაცვლოდ და შესრულებული სამუშაოსთვის მისთვის უნდა გადაეხადა თანხა, თუმცა, როგორც მა----- ბო------ისთვის, ისე მისთვის თანხა არ გადაუხდია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მას იგივე ფუნქციები ჰქონდა, რაც მოსკოვში, რაშიც ვი------- ლ----ს უნდა გადაეხადა თვეში 2000 აშშ დოლარი, მაგრამ გადაუხადა მხოლოდ პირველი თვის ხელფასი, მას შემდეგ კი ვი------- ლ----ს ვეღარ უკავშირდებოდა. იანვრის თვეში ისინი შეხვდნენ ვი------- ლ----ს და მოსთხოვეს თანხა, რაზეც ვი------- ლ----მა უთხრა, რომ გაყიდდა ავტო---ქანას და გადასცემდა თანხას. რამდენიმე დღეში ძმასთან საუბრისას შემთხვევით გაარკვია, რომ ვი------- ლ----ი ჩამოსული იყო საქართველოში. იგი მა----- ბო------ესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და 2017 წლის 8 თებერვალს ზა--– კვ-–---თან ერთად წავიდნენ ვი------- ლ----ის სანახავად. ვი------- ლ----ის ბინასთან მისვლისას მათ დაინახეს ვი-------ი, რომელსაც დაუძახა, თუმცა ვი-------მა არ მიაქცია ყურადღება და შევიდა სადარბაზოში. ვინაიდან ბინის დაქირავებაში თავად დაეხმარა ვი------- ლ----ს, მისთვის ცნობილი იყო სადარბაზოს კოდი, ამიტომ მარტივად შევიდნენ სადარბაზოში, რა დროსაც ვი------- ლ----ი იდგა ბინის კართან, რომელიც გაუღო დი--- მი-------ამ. ისინი მივიდნენ ვი-------თან და მიესალმნენ. ვი------- ლ----მა ისინი შეიპატიჟა სახლში და თხოვა გასულიყვნენ კაბინეტში სასაუბროდ, ხოლო დი--- მი-------ა და ზა--– კვ-–---ი გავიდნენ სამზარეულოში. მას ვი------- ლ----მა უთხრა, რომ ბავშვების და ბინის გამო მოულოდნელად მოუწია წამოსვლა საქართველოში და ვალს აუცილებლად გადაუხდიდა. ვინაიდან საუბრის შინაარსი კარგად არ ესმოდათ, დაუძახეს დი--- მი-------ას, რომელმაც უთარგმნა საუბრის შინაარსი. ამ დროს დი--- მი-------ას დაურეკა მძღოლმა ალ---------ე სა------–---–მა, რომელიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში და დი--- მი-------ამ თხოვა ბავშვები აეყვანა სახლში. ვი------- ლ----მა გამოიტანა თანხა 35 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გადასცა მა----- ბო------ეს, საიდანაც 10000 დოლარი მისთვის უნდა გაენაწილებინა მა----- ბო------ეს. მათ ვი------- ლ----მა უთხრა, რომ იმ ეტაპზე მეტი თანხის გადაცემა არ შეეძლო, ორ კვირაში ჩავიდოდა მოსკოვში და გადასცემდა დანარჩენ თანხას. მათ მხოლოდ 30 000 აშშ დოლარი აიღეს, ხოლო 5000 დოლარი დაუტოვეს ვი------- ლ----ს, რადგან მას ბინაში ჰქონდა რემონტი და ეს თანხა სჭირდებოდა. თანხის მიღების შემდეგ დალიეს ჩაი, დაემშვიდობნენ და წავიდნენ. მათ შემთხვევის დროს იარაღი არ ჰქონიათ და არც არანაირ იძულებას ჰქონია ადგილი. ვი------- ლ----ს მისთვის გადასახდელი ჰქონდა 61 000 აშშ დოლარი, 150 000 რუსული რუბლი, 5000 ლარი და ბიზნესის წილის 25%, მაგრამ ზუსტად არ იცის თანხის ოდენობა რამდენი უნდა ყოფილიყო.
ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო ასევე მა----- ბო------ემ. მისი განმარტებით, 2014 წლის ზაფხულში ვი------- ლ----ი გააცნო რო--- ნა--–--ემ, რომელსაც დაეხმარა გარკვეული პრობლემების გადაჭრაში, რისთვისაც ვი------- ლ----ს უნდა გადაეხადა თანხა, მაგრამ მას მოუწია 36 000 აშშ დოლარის დაფარვა. ასევე, მან გადაიხადა ვი------- ლ----ის მეუღლის ბეჭდის საფასური 45 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვი------- ლ----ი პირდებოდა, რომ მათთან ერთად დაიწყებდა ბიზნესს გვატემალაში, საიდანაც გადასცემდა მოგების 25%-ს. მან მოგვიანებით გაიგო, რომ ვი------- ლ----ი წავიდა საქართველოში, რაც ძალიან ეწყინა, ჩამოვიდა საქართველოში და ფილარმონიასთან შეხვდა რო--- ნა--–--ეს, რომელსაც ახლდა ზა--– კვ-–---ი. ზა--– კვ-–---ი ქუჩაში რომ არ დალოდებოდა, სთხოვეს გაყოლოდა მათ. ვი------- ლ----თან მისვლისას სახლში ასევე იმყოფებოდა დი--- მი-------ა. მათ ვი------- ლ----მა უთხრა, რომ არ უნდოდა მათი საუბარი გაეგო დი--- მი-------ას, რის გამოც, სთხოვა შესულიყვნენ კაბინეტში, ხოლო დი--- მი-------ა და ზა--– კვ-–---ი შევიდნენ სამზარეულოში. ვი------- ლ----მა უთხრა, რომ ავტო---ქანა უნდა გაეყიდა, რის შემდეგაც დაუბრუნებდა ვალს. მან დაუძახა დი--- მი-------ას, რომელსაც უთხრა, რომ ვი-------ს მისი საბუთების გაკეთების და ბეჭდის თანხაც გადასახდელი ჰქონდა და თუ დასჭირდებოდა, გაუნადგურებდა საბუთებს. ვი------- ლ----ი გავიდა საძინებელ ოთახში, საიდანაც გამოიტანა წელზე გასაკეთებელი ჩანთა, რომელშიც იდო 35 000 აშშ დოლარი. 30 000 აშშ დოლარი ნებაყოფლობით გადასცა მას, ხოლო 5000 აშშ დოლარი დაიტოვა სარემონტო სამუშაოებისთვის. ვი------- ლ----მა სთხოვა, რომ მისთვის გადაცემული 30 000 აშშ დოლარიდან 10 000 აშშ დოლარი გადაეცა რო--- ნა--–--ისთვის და მოსკოვში ჩასვლის შემდეგ გადაუხდიდა დარჩენილ თანხას. ამ დროს დარეკა დი--- მი-------ას ტელეფონმა და დი--- მი-------ამ აგრძნობინა, რომ წასასვლელები იყვნენ, რადგან ბავშვები სკოლიდან მოვიდნენ და ელოდებოდნენ. იგი დაემშვიდობა ვი------- ლ----ს და დი--- მი-------ას და წავიდა. შემთხვევის დღეს მათ იარაღი არ ჰქონიათ და არც მუქარა განუხორციელებიათ დაზარალებულების მიმართ. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ჰქონდა ზა--– კვ-–---ის ვალი, ვი------- ლ----ისგან აღებული თანხის ნაწილი 9000 აშშ დოლარი გადასცა ზა--– კვ-–---ს. საერთო ჯამში ვი------- ლ----ს მისი ვალი ჰქონდა 75 000 აშშ დოლარი და ბეჭდის საფასური 45 000 აშშ დოლარის ოდენობით. მან შემთხვევის დღეს ვი------- ლ----ის ბინიდან წაიღო 30 000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც დატოვა დედასთან სახლში.
ჩვენების მიცემისას ზა--– კვ-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დიდი ხანია მეგობრობს მა----- ბო------ესთან, რომლისგანაც მოსკოვში ყოფნის პერიოდში გაიცნო რო--- ნა--–--ე. 2017 წლის 8 თებერვალს სურდა სამშენებლო მასალების შეძენა, რაშიც უნდა დახმარებოდა რო--- ნა--–--ე. ამ მიზნით შეხვდა მა----- ბო------ეს და რო--- ნა--–--ეს, რომლებიც აპირებდნენ ვი------- ლ----თან წასვლას. ვი------- ლ----ის სადარბაზოს კარის კოდი იცოდა რო--- ნა--–--ემ, რის გამოც არ გასჭირვებიათ სადარბაზოში შესვლა, რა დროსაც დაინახეს საცხოვრებელი სახლის კართან ვი------- ლ----ი, რომელსაც სახლის კარი გაუღო დი--- მი-------ამ. ისინიც მივიდნენ ვი------- ლ----თან, რომელსაც არ ესიამოვნა მისი დანახვა, თუმცა რო--- ნა--–--ემ და მა----- ბო------ემ უთხრეს, რომ იყო მათი მეგობარი. ვი------- ლ----მა ისინი შეიპატიჟა სახლში. მისაღებ ოთახში შესვლისას მას ვი------- ლ----მა უთხრა, დი--- მი-------ასთან ერთად გასულიყო სამზარეულოში, რადგან სასაუბრო ჰქონდა მა----- ბო------ესთან და რო--- ნა--–--ესთან. იგი დი--- მი-------ასთან ერთად გავიდა სამზარეულოში, თუმცა ქალბატონისთვის ტელეფონი და კომპიუტერი არ წაურთმევია და არც გადაადგილების უფლება შეუზღუდია. იგი ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა და აივანზეც იყო გასული. ბოლოს მა----- ბო------ე და ვი------- ლ----ი მარტო დარჩნენ მისაღებ ოთახში, რა დროსაც ვი------- ლ----ი გავიდა საძინებელ ოთახში, საიდანაც დაბრუნდა ხელზე გასაკეთებელი ჩანთით და თანხა გადასცა მა----- ბო------ეს. ისინი ვი------- ლ----ის სახლში გაჩერდნენ დაახლოებით საათნახევარი. ბავშვების სახლში ასვლიდან მალევე დატოვა მა----- ბო------ემ ვი------- ლ----ის სახლი, ხოლო თავად ვი------- ლ----ის თხოვნით რო--- ნა--–--ესთან ერთად დაახლოებით 10 წუთით დარჩა სასაუბროდ. ვი------- ლ----ი რო--- ნა--–--ეს ბოდიშს უხდიდა, რადგან მოულოდნელად მოუწია საქართველოში წამოსვლა, რის გამოც, ვერ მოახერხა მათი ნახვა და თანხის გადაცემა. მოგვიანებით მა----- ბო------ემ მას გადასცა მისი ვალი 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი. შემთხვევის დღეს არც იარაღი ჰქონია და არც მა----- ბო------ეს დაურეკავს და უთხოვია ვი------- ლ----თან გაყოლა, ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და მანქანაში რომ არ მჯდარიყო, გაყვა მათ. მისთვის ცნობილი იყო, რომ ვი------- ლ----ს ჰქონდა მა----- ბო------ის და რო--- ნა--–--ის ვალი. ამასთან, განმარტა, რომ ვი------- ლ----ის ბინაში სამზარეულოს კარი ისეა განლაგებული, რომ ხედავდა ვი------- ლ----ს, მა----- ბო------ეს და რო--- ნა--–--ეს და ესმოდა მათი საუბარიც, რომელიც მიმდინარეობდა ინგლისურ და რუსულ ენაზე. ვი------- ლ----მა რამდენჯერმე ბოდიში მოუხადა მა----- ბო------ეს და რო--- ნა--–--ეს. მოწმის განმარტებით, მისთვის გადაცემული 9000 აშშ დოლარი მიიტანა ვა--------––-----------------------------------------ში მდებარე ბინაში, რომლის ნაწილი დახარჯა, ხოლო ნაწილი დაუტოვა მეუღლეს.
2017 წლის 10 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისი, კო-----ას გა---------------–--–-------- N-------------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები ოთხ ქილად. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ანაწმენდები ჩხირებზე, ანაბეჭდები, სამი ფირი ფეხსაცმლის კვლებით, ხელის კვლები, სიგარეტის ნამწვავი.
სახლის ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 10 თებერვალს 05:10 საათიდან 06:30 საათამდე პერიოდში ჩატარდა ქ.თბილისში, ბე-----–--------------ში მდებარე რო--- ნა--–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ღია ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის გრძელსახელოიანი ქურთუკი, ღია ფერის გრძელსახელოიანი სვიტერი, ერთი წყვილი მუქი ფერის მაღალყელიანი თასმებიანი ფეხსაცმელი, ორ ლულიანი სანადირო თოფი დაშლილ მდგომარეობაში, საკიდთან და მუქი ფერის ე.წ. „ცივილოსთან“ ერთად.
პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 10 თებერვალს 06:32 საათიდან 07:05 საათამდე პერიოდში ჩატარდა რო--- ნა--–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა რო--- ნა--–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა - ID ბარათი, მართვის მოწმობა, სხვადასხვა სახის პლასტიკური ბარათები, ბანკის ქვითრები, „ბილაინის“ ბარათი, სიმ-ბარათი, შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული 15 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით (ჯამში 1 500 აშშ დოლარი), „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ-ბარათით.
ბინის ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 10 თებერვალს 06:00 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდში ჩატარდა ქ.თბილისში, შ----–-------------------------------------------------–-----------------------------ში მდებარე რო--- ნა--–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც, ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე ტანსაცმლის კარადის თაროდან ამოღებული იქნა შავი ფერის პატარა ზომის ქალის ჩანთა, ინიციალით L-, რომლის შუა განყოფილებაში მოთავსებული იყო ფულადი თანხა, კერძოდ: 60 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა.
პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 10 თებერვალს 04:40 საათიდან 04:57 საათამდე პერიოდში ჩატარდა მა----- ბო------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 30 ქართული ლარი, 900 აშშ დოლარი და 30 200 რუსული რუბლი, ორი ცალი მობილური ტელეფონი სიმბარათებით. ოქმში მა----- ბო------ის მიერ დაფიქსირებულია, რომ ვი------- ლ----ის ბინიდან წამოღებული ფულადი თანხის ნაწილს ინახავს დედამისის სახლში, მდებარე ქ.თბილისი, დ---------------------------------------------------------------ში.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 10 თებერვალს 06:20-06:55 საათზე მა----- ბო------ის დედის - მ---- ბო------ის მონაწილეობით ჩატარდა ქ. თბილისში, დ---------------------------------------------------------------ში მდებარე მა----- ბო------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც მისაღებ ოთახში არსებული კარადის ზედა თაროდან ამოღებული იქნა 100 დოლარიანი კუპიურები, სულ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.
პირის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 10 თებერვალს 11:20 საათიდან 11:35 საათამდე პერიოდში ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა პირმა - ვი------- ლ----მა წარმოდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო რო--- ნა--–--ე, რომელზეც განმარტა, რომ მითითებულმა მამაკაცმა 2017 წლის 8 თებერვალს, იარაღის მუქარით დააყაჩაღა მა----- ბო------ესთან და მისთვის უცნობ პირთან ერთად, რის შედეგადაც მისი საცხოვრებელი ბინიდან წაიღო 30 000 აშშ დოლარი. ამავე დღეს, 12:00 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში, ვი------- ლ----მა ამოიცნო მა----- ბო------ეც. ამომცნობის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პირი სწორედ ის იყო, რომელმაც 2017 წლის 8 თებერვალს რო--- ნა--–--ესთან და მისთვის უცნობ პირთან ერთად, იარაღის მუქარით მისი საცხოვრებელი სახლიდან წაიღო 30 000 აშშ დოლარი.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს 11:40 საათიდან 11:55 საათამდე პერიოდში, ამომცნობმა პირმა დი--- მი-------ამ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან ასევე ამოიცნო რო--- ნა--–--ე, რომელზეც განმარტა, რომ 2017 წლის 8 თებერვალს მა----- ბო------ესთან და მისთვის უცნობ პირთან ერთად, იარაღის მუქარით დააყაჩაღა მისი ოჯახი და მისი საცხოვრებელი ბინიდან წაიღო 30 000 აშშ დოლარი. ამავე დღეს, 12:15-12:25 საათამდე პერიოდში, დი--- მი-------ამ ამოიცნო მა----- ბო------ეც.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, მოქ. ვი------- ლ----ს 10.02.17 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის მარჯვენა მტევნის მე-4 თითის პირველი ფალანგის ზურგზე აღენიშნება ნაჭდევი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ელ---- კ----–--ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 18 მარტის ექსპერტიზის N4-------- დასკვნით, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ.თბილისში, მ----- კო-----ას ქუჩა N-------------------------ში დი--- მი-------ას და ვი------- ლ----ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების: მა----- ბო------ისგან, რო--- ნა--–--ისგან და ზა--– კვ-–---ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა მა---------------ემ.
ფოტოსურათით პირის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 11 თებერვალს 13:10 საათიდან 13:40 საათამდე პერიოდში, ვი------- ლ----მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო ზა--– კვ-–---ი, რომელიც არის სწორედ ის პირი, რომელიც მას შეუვარდა სახლში რო--- ნა--–--ესთან და მა----- ბო------ესთან ერთად და იარაღის მუქარით წაართვა 30 000 აშშ დოლარი. ამავე დღეს, წარდგენილი ფოტოსურათებიდან ზა--– კვ-–---ი ამოიცნო დი--- მი-------ამაც.
პირის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 14 მარტს ჩატარებული ამოცნობების შედეგად, როგორც ვი------- ლ----მა, ისე დი--- მი-------ამ ამოიცნეს ზა--– კვ-–---ი.
დათვალიერების ოქმით 2017 წლის 15 მარტს 13:00 საათიდან 13:30 საათამდე პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ-----------ის მიერ დათვალიერებული იქნა ბრალდებულ რო--- ნა--–--ის ძმის შვილის - ნ-----–---- ნა--–--ის მიერ წარდგენილი „სამსუნგის“ ფირმის, S4 მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც არის რო--- ნა--–--ის საკუთრება. ნ-----–---- ნა--–--ის განმარტებით, აღნიშნულ მობილურ ტელეფონში შენახულია მოკლე ტექსტური შეტყობინებები განხორციელებული რო--- ნა--–--ესა და ვი------- ლ----ს შორის, სადაც რო--- ნა--–--ე მის სარგებლობაში არსებული ნომრიდან ვი------- ლ----ს წერს რუსეთის ნომერზე +--------------- და ქართულ ნომერზე +----------------. რო--- ნა--–--ესა და ვი------- ლ----ს შორის ასევე არის მიმოწერა პროგრამა „WHATSAPP “ მეშვეობით ნომერზე +--------------- და +---------------. ნ-----–---- ნა--–--ის განმარტებით, რო--- ნა--–--ესა და ვი------- ლ----ს შორის მიმოწერა მიმდინარეობს რუსულ და ინგლისურ ენაზე, სადაც რო--- ნა--–--ე ვი------- ლ----ს სთხოვს მისი ვალის დაბრუნებას. ასევე, საუბარია მა----- ბო------ის ვალთან დაკავშირებითაც.
დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 17 მარტს 14:14 საათიდან 14:30 საათამდე პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ თ----------–--ას მიერ დათვალიერებული იქნა ვი------- ლ----ის მიერ წარდგენილი მის სახელზე რეგისტრირებული შპს „მაგთის“ ქსელში ჩართული ტელეფონის ნომრებზე 5----------------------------, 2017 წლის 1 თებერვლიდან - 2017 წლის 10 თებერვლამდე, განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 1,2,3. (N1 მეხსიერების ბარათთან ერთად), N2, N3 და N4 ტელეფონების მეხსიერებებიდან ამოღებული 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე პერიოდით დათარიღებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია შესაბამისად გადატანილ იქნა საქაღალდეებში სახელწოდებით: „Phone N1“, „Phone N2“, „Phone N3“ და „Phone N4”, რომლებიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,Winrar“ გამოყენებით ფაილებად სახელწოდებებით: ,,Phone N1.rar” (ზომით: ,,14,002” ბაიტი), ,,Phone N2.rar” (ზომით: ,,9,365” ბაიტი), ,,Phone N3.rar” (ზომით: ,,29,754” ბაიტი) და ,,Phone N4.rar” (ზომით: ,,234,157,124” ბაიტი). ფაილები გადატანილ იქნა ,,Verbatim-ის“ წარმოების დისკზე სერიული ნომრით: ”M----------------”. N2 მეხსიერების ბარათი არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში. შესაბამისად, მისი მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა. N1, N2 და N4 სიმბარათების მეხსიერებებიდან ამოღებული 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე პერიოდით დათარიღებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია შესაბამისად გადატანილ იქნა საქაღალდეებში სახელწოდებებით: ,,SimCard N1”, ,,SimCard N2” და ,,SimCard N4”, რომლებიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,Winrar-ის“ გამოყენებით ფაილებად სახელწოდებებით: ,,SimCard N1.rar” (ზომით: ,,6,464” ბაიტი), ,,SimCard N2.რარ” (ზომით: ,,6,600” ბაიტი), და ,, SimCard N4.rar” (ზომით: ,,7,412” ბაიტი). ფაილები გადატანილ იქნა ,,Verbatim-ის” წარმოების დისკზე სერიული ნომრით: ,,M----------------”. N3 და N5 სიმბარათების მეხსიერებებში 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე პერიოდით დათარიღებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე მათი მეხსიერებებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა გი------ შა------ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:
▪ პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი სიგარეტის ნამწვი ამოღებული სამზარეულოში აივანზე გსასვლელ კართან იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი და რო--- ნა--–--ის (ობ. N14; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...რო--- ... ნა--–--ის პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
▪ პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 4 (ოთხი) ცალ ჩხირზე (2 ცალი სველი და 2 ცალი მშრალი) - ბინაში შესასვლელი კარის შიდა და გარე სახელურიდან...“ მოთავსებულ ბინაში შესასველი კარის გარე სახელურის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება მა----- ბო------ის (ობ. N13; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...მა-----...ბო------ის პირის ღრუდან...), რო--- ნა--–--ისა (ობ. N14) და ზა--– კვ-–---ის (ობ. N15; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...ზა--– კვ-–---ის...პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილებისაგან. პაკეტში მოთავსებულ ბინაში შესასვლელი კარის შიდა სახელურის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე (ობ. N3) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ. N3-ის გენეტიკურ პროფილში ობ. N2-ის, მა----- ბო------ის (ობ. N13), რო--- ნა--–--ისა (ობ. N14) და ზა--– კვ-–---ის (ობ. N15) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
▪ პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 10 (ათი) ცალ ჩხირზე (5 ცალი სველი და 5 ცალი მშრალი - ბინაში აივნებზე გასასვლელი კარების შიდა სახელურებიდან...“ მოთავსებულ: მისაღები ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება მა----- ბო------ის (ობ. N13) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება ობ.N2-ის, რო--- ნა--–--ისა (ობ.N14) და ზა--– კვ-–---ის (ობ. N15) გენეტიკური თანამონაწილეობა.
▪ პირველი საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი და ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
▪ სამზარეულოდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N8) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და რო--- ნა--–--ის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N8-ის გენეტიკურ პროფილში ობ. N 2,6-ის, მა----- ბო------ისა (ობ. N13) და ზა--– კვ-–---ის (ობ. N15) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
მეორე საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან (ობ. N5) და მესამე საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან (ობ.N7) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილებში ობ.N2,6-ის, მა----- ბო------ის (ობ.N13), რო--- ნა--–--ისა (ობ.N14) და ზა--– კვ-–---ის (ობ. N15) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
▪ პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 8 (რვა) ცალ ჩხირზე (4 ცალი სველი და 4 (ოთხი) ცალი მშარალი) - მისაღებ ოთახში მაგიდასთან არსებული პლასტმასის სკამიდან...“ მოთავსებულ პირველი (ობ. N9), მეორე (ობ. N10), მესამე (ობ. N11) და მეოთხე (ობ. N12) სკამიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილებში ობ. N2,6-ის, მა----- ბო------ის (ობ. N13), რო--- ნა--–--ისა (ობ. N14) და ზალ კვ-–---ის (ობ. N15) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა შო----- კვ-–-----ემ.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე, სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მოწმეებმა: გ-------------–---–მა, ბ-----------ემ, თ----------–--ამ, ლ---------ამ, ნ--------------–--მა, გ----------------მა, გ------------ემ, გ------------------ემ, ჯ-------------–---–მა, ლ-------------ამ, გ-------–---–---–მა, გ----------------–--ემ, თ----------------–---–-----–--------–-–---–---------------------------–-–------–--–---–----------–-------–---–------------–-–-----–---–------------------–---–-----------------–---–------------------------------–-–----–-–---–---------------------–---–---------------------–---–მა.
მოწმე ლუ-----------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რო--- ნა--–--ე, ზა--– კვ-–---ი და ვი------- ლ----ი არიან მამის - მა----- ბო------ის მეგობრები. მისთვის ცნობილია, რომ ვი------- ლ----ი არ იყო რუ----------------–--- მოქალაქე, ჰქონდა საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც დაეხმარა მა----- ბო------ე, რომელიც მოღვაწეობდა მოსკოვში. მან ვი------- ლ----ი დააკავშირა სახელმწიფო მმართველობის დაწესებულების თანამშრომელთან, რომელმაც თავის მხრივ ვი------- ლ----ი დააკავშირა პოლიციის ზემდგომ პირებთან. ამ პირების დახმარებით ვი------- ლ----მა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რაშიც უნდა გადაეხადა 100 000 აშშ დოლარი, რაც არ გადაიხადა, რის გამოც მა----- ბო------ე იძულებული გახდა, თავად დაეფარა ვი------- ლ----ის დავალიანება. ამასთან, ვი------- ლ----ის თხოვნით მა----- ბო------ემ გაასხვისა რუსეთში არსებული ფარმაცევტული ბიზნესი, წამოიღო თანხა და ჩამოვიდა საქართველოში ვი------- ლ----თან ერთად ბიზნესის დასაწყებად. ვი------- ლ----ი პირდებოდა მა----- ბო------ეს, რომ საქართველოში უნდა დაეწყო სამშენებლო ბიზნესი, იქნებოდნენ პარტნიორები და დაეხმარებოდა ფინანსურად. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვი------- ლ----ი და მა----- ბო------ე დადიოდნენ და არჩევდნენ სამშენებლო სამუშაოებისათვის შესაფერის ადგილს. მა----- ბო------ე მიხვდა, რომ ვი------- ლ----ს ჰქონდა ფული და არ უბრუნებდა ვალს, რომლის დაბრუნებასაც თხოვდა, თუმცა არ იცის ვალი დააბრუნა თუ არა ვი------- ლ----მა.
მოწმე ნ-----–---- ნა--–--ემ განმარტა, რომ ვი------- ლ----ი და რო--- ნა--–--ე იყვნენ მეგობრები და თანამშრომლები. რო--- ნა--–--ე ვი------- ლ----თან მუშაობდა მძღოლად და ეხმარებოდა საქმის წარმოებაში, რაშიც ვი------- ლ----ი რო--- ნა--–--ეს უხდიდა თანხას. რო--- ნა--–--ისგან გაიგო, რომ ბოლო პერიოდში ვი------- ლ----ი აღარ აძლევდა თანხას და ჰქონდა მისი ვალი.
მოწმე თი----- ნა--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რო--- ნა--–--ე არის მამა, რომლისგანაც დაახლოებით ორი წლის წინ გაიცნო ვი------- ლ----ი, რომელმაც მას და მის დას საქართველოდან წასვლისას აჩუქა გარკვეული თანხა. რო--- ნა--–--ეს და ვი------- ლ----ს ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა და მამამისისთვის ხელფასის სახით ვი------- ლ----ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 2500 აშშ დოლარი. რო--- ნა--–--ემ ვი------- ლ----ს საქართველოში გააცნო პარტნიორები, რომლებთან ერთადაც აპირებდნენ ობიექტების აშენებას.
მოწმე ბე-------------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მა----- ბო------ე ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში, თუმცა მისთვის უცნობია რას საქმიანობს. 2016 წლის ოქტომბერში მასთან სტუმრად მივიდა მა----- ბო------ე და უთხრა, რომ ვი------- ლ----თან ერთად აპირებდა საქართველოში ბიზნესის დაწყებას, მაგრამ არ გამოუვიდათ, რის გამოც ვი------- ლ----ს ჰქონდა მისი ვალი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით და ამ თანხის ასაღებად ჩამოვიდა საქართველოში.
მოწმე ჯუ-–--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის სექტემბერში ან ოქტომბერში ქალიშვილთან - ბე-–----------ესთან ერთად იყო სახლში, რა დროსაც მათთან სტუმრად მივიდა მა----- ბო------ე, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში. კითხვაზე, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში, მა----- ბო------ემ უპასუხა, რომ სურდა ნათესავების ნახვა, ასევე მეგობარ ლ----ისგან უნდა დაებრუნებინა ვალად გაცემული თანხა.
მოწმე ბე-–----------ემ განმარტა, რომ მა----- ბო------ე არის მისი მეგობარი, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში და იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. 2016 წლის ოქტომბერში მათთან სტუმრად მივიდა მა----- ბო------ე, სადაც ასევე იმყოფებოდა ჯუ-–--------------ე. ჯუ-–--------------ის კითხვაზე, რატომ ჩამოვიდა საქართველოში, მა----- ბო------ემ უპასუხა, რომ ჩამოვიდა ოჯახის წევრების მოსანახულებლად. ამასთან, ვი------- ლ----ისგან ასაღები ჰქონდა თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ვერ იღებდა, რადგან ვი------- ლ----ი არ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს და გაურბოდა მასთან შეხვედრას. მისთვის ცნობილია, რომ მა----- ბო------ე და ვი------- ლ----ი მეგობრობდნენ, რის გამოც მა----- ბო------ე ვი------- ლ----ს თანხას აძლევდა სესხის სახით. 2017 წლის თებერვალში იგი კვლავ შეხვდა მა----- ბო------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ვი------- ლ----ისგან თანხა ვერ აიღო.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობად, სავალდებულოა თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის დადასტურება. ამასთან, თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ხოლო მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ, როგორც მა----- ბო------ე, ისე რო--- ნა--–--ე წარმოადგენდნენ ვი------- ლ----ისთვის კარგად ცნობილ პირებს.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ყაჩაღობა გამოიხატა მსჯავრდებულთა მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარაში დი--- მი-------ასა და ვი------- ლ----ის მიმართ, რა დროსაც ზა--– კვ-–---ი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. იარაღის დემონსტრირების ფაქტს კი ადასტურებს მხოლოდ ვი------- ლ----ი და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. აღსანიშნავია, რომ 30000 აშშ დოლარის ვი------- ლ----ისგან წამოღების ფაქტს არ უარყოფენ მსჯავრდებულები, თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს ბრალდების დამადასტურებლად. მსჯავრდებულებმა გამორიცხეს იარაღის და თავდასხმის არსებობა, ისევე, როგორც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა.
მართალია, ზოგადად სახლში დაძაბული გარემოების არსებობას დაზარალებული დი--- მი-------აც ამოწმებს, თუმცა, პალატამ უნდა დაადგინოს რამდენად არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, ანუ სტანდარტი, რომელიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყაჩაღობის ბრალდების დასადასტურებლად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წარდგენილი ბრალდებით (ყაჩაღობა) მსჯავრდებისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი გარემოება - 30000 აშშ დოლარის ვი------- ლ----ისგან წამოღება, რასაც თავად მსჯავრდებულებიც არ უარყოფენ, ვერ გახდება დაზარალებულ ვი------- ლ----ის ჩვენების დამატებითი მტკიცებულება.
ბრალდების მხარე უთითებს, რომ რო--- ნა--–--ემ და მა----- ბო------ემ კარგად იცოდნენ ვი------- ლ----ის დღის წესრიგი, საკეტის კოდი და ა.შ.. აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს ყაჩაღობის ჩადენას, რადგან, ფაქტია და ამას არც აღნიშნული პირები უარყოფენ, რომ მივიდნენ ვი------- ლ----თან თანხის გამოსართმევად და კოდის გამოყენებით შევიდნენ კორპუსში. აღნიშნული გარემოება მსჯავრდებულებმა ახსნეს იმ არგუმენტით, რომ ვი------- ლ----ი თანხის გადახდას მათთვის არ აპირებდა.
პალატა ცალსახად აღნიშნავს, რომ მა----- ბო------ის, რო--- ნა--–--ის და ზა--– კვ-–---ის ქმედებებში არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ყაჩაღობისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ნიშნების არსებობა. დაზარალებულ ვი------- ლ----ის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზა--– კვ-–---ის მიერ იარაღის ფლობის და დემონსტრირების ფაქტს, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების ფაქტს, საქმის მასალებით არ დასტურდება. რაც შეეხება დაზარალებულ დი--- მი-------ას, მისი ჩვენებით ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება. მართალია, დი--- მი-------ა უწყვეტად არ იმყოფებოდა ვი------- ლ----თან ერთად, თუმცა, მხოლოდ ეს არგუმენტი შეუძლებელია გახდეს საკმარისი. შესაბამისად, სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა ქმედებების რეალურად არსებული გარემოებების მიხედვით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაკვალიფიცირების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დასჯადია იძულება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ: პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
დადგენილი გარემოებაა, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ვი------- ლ----მა რო--- ნა--–--ეს, მა----- ბო------ეს და ზა--– კვ-–---ს გადასცა თანხა - 30000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ფულადი თანხა მსჯავრდებულების განმარტებით იყო ვალი, რომელიც ემართა ვი------- ლ----ს მათთვის. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში დაფიქსირებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. თავად მსჯავრდებულთა ჩვენებებთან მიმართებით, დასაბუთებულია სასამართლოს არგუმენტები, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული ვი------- ლ----ის მიერ ბოდიშების მოხდით და სიხარულით თანხის გადაცემის ფაქტზე დაცვის მხარის აპელირება. დაზარალებულ ვი------- ლ----სა და მსჯავრდებულებს შორის სასესხო ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ცივილური გზით, მოლაპარაკებებისა და სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
პალატისთვის დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ ვი------- ლ----ს ნებაყოფლობით არ გადაუცია მსჯავრდებულებისთვის თანხა, თავად არ დაკავშირებია მათ, არ დაუბარებია სახლში, არ დაუთქვამს მიტანის ადგილი და ა.შ.. თავად რო--- ნა--–--ე და მა----- ბო------ე აცხადებდნენ, რომ ვი------- ლ----ი უარს აცხადებდა ვალის გადახდაზე, რა მიზეზითაც მიაკითხეს მათ სახლში.
ცხადია, რომ მა----- ბო------ის, რო--- ნა--–--ის და ზა--– კვ-–---ის მისვლა ვი------- ლ----თან სახლში, დაზარალებულებისთვის იყო მოულოდნელი. როგორც ზემოთ აღინიშნა, თუნდაც ფინანსური ვალდებულებების არსებობა მსჯავრდებულებს არ აძლევდა უფლებას მისულიყვნენ ვი------- ლ----თან და ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად აეძულებინათ ეს უკანასკნელი გადაეცა მათთვის თანხა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ჩაიდენს თუ არა ამ მოქმედებას.
დაზარალებულების ვი------- ლ----ის და დი--- მი-------ას ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს მა----- ბო------ე, რო--- ნა--–--ე და ზა--– კვ-–---ი დაუკითხავად ესტუმრნენ სახლში. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სადავოს და დაზარალებულთა ჩვენებებთან ერთად დასტურდება ალ---------ე სა------–---–ის ჩვენებითაც. დაზარალებული დი--- მი-------ა უთითებს დაძაბულ სიტუაციაზე, ხმამაღალ საუბარზე, მუქარაზე, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ აღნიშნულ პირთა მიერ. ფაქტია, რომ თავდაპირველად დი--- მი-------ა გაარიდეს იმ ოთახს, სადაც მა----- ბო------ე და რო--- ნა--–--ე იმყოფებოდნენ ვი------- ლ----თან ერთად. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აივანზე მყოფ დი--- მი-------ას შეეძლო საშველად მოეხმო სხვა პირებისთვის, ხოლო ტელეფონზე დარეკვის დროს მძღოლისთვისაც ეთხოვა დახმარება, ეს არ გააკეთა, ვინაიდან იმყოფებოდა გარკვეული სტრესის ქვეშ. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, რადგან მიაჩნია, რომ დი--- მი-------ას უმოქმედობა განპირობებული იყო შექმნილი ვთარებით და აღნიშნული გარემოება არ უნდა შეფასდეს დანაშაულის არარსებობის დამადასტურებლად. გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა, მოწმე ალ---------ე სა------–---–მაც დაადასტურა გარკვეული პერიოდის მანძილზე ვი------- ლ----ის და დი--- მი--------ას ლოდინის და არაერთი ზარის განხორციელების ფაქტი მათ ტელეფონებზე. მოწმის ჩვენებით, ვი------- ლ----ი არ პასუხობდა ტელეფონს, ხოლო დი--- მი-------ას ჰქონდა შეწუხებული ხმა და საუბრობდა ანერვიულებული ტონით, ხოლო ბავშვების აყვანისას დი--- იყო გაფითრებული და შეშფოთებული.
დაზარალებულების და მოწმის ჩვენებით, ნათელია, რომ ვი------- ლ----ის სახლში მა----- ბო------ის, რო--- ნა--–--ის და ზა--– კვ-–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებას, რაც მიმართული იყო ვი------- ლ----ის იძულებისკენ გადაეცა მათთვის თანხა. იძულება გამოიხატა დაზარალებულის ფსიქიკური იძულებით, რითაც შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება. სწორედ მსჯავრდებულთა მხრიდან გამოხატული ზემოქმედება გახდა იმის საფუძველი, რომ ვი------- ლ----მა მა----- ბო------ეს, რო--- ნა--–--ეს და ზა--– კვ-–---ს გადასცა 30000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა და აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს თანხის ნებაყოფლობით გადაცემად.
უტყუარად დადგენილი გარემოებებით - ვი------- ლ----ის ფსიქიკური იძულებით, შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენდა და განეხორციელებინა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, როგორც მა----- ბო------ის, ისე რო--- ნა--–--ის და ზა--– კვ-–---ის მიერ, განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ობიექტური შემადგენლობა - დაზარალებულისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.
პალატა არ შეაფასებს იმ გარემოებას, ნამდვილად ვალს წარმოადგენდა თუ არა ვი------- ლ----ისგან წაღებული თანხა, რადგან, მიაჩნია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისთვის. ფაქტია, რომ თანხა იყო ვი------- ლ----ის საკუთრება. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულებმა აიძულეს ვი------- ლ----ი გადაეცა მათთვის მისი კუთვნილი თანხა. აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს მართლზომიერს ვალის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი.
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული მოწმეთა ჩვენებებით, ხოლო ვი------- ლ----ის სახლში მსჯავრდებულთა ყოფნის ფაქტი დადასტურებულია როგორც სხვა მტკიცებულებებით, ისე თავად მსჯავრდებულთა ჩვენებებით.
გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების ჭრილში სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა - როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის განხორციელებაც ყველა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია: “ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს [...], ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები”. იმავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი განაჩენის კანონიერების კონტექსტში მოიაზრებს მსჯავრდებულის ქმედებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემას. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახეებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ სახედ მოიაზრებს განაჩენს, რომელითაც სააპელაციო სასამართლოს “ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში”, რაც ბუნებრივია, კვალიფიკაციის ცვლილებასაც გულისხმობს და არა მარტო მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო დებულებებს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.
ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებით თანმიმდევრულია, ბუნებრივია, მთავარი პირობის - ბრალდებულის სასარგებლოდ - დაცვით, რის შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები მაგალითისათვის: N420აპ-16 (2016 წლის 29 დეკემბერი), N227აპ-16 (2016 წლის 29 სექტემბერი), N128აპ-16 (2016 წლის 28 ივლისი) და სხვ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: “DALLOS v. HUNGARY”, (no. 29082/95 ), 2001 წლის 1 მარტი, პარ. 47-53; SIPAVIČIUS v. LITHUANIA, (no. 49093/99 ), 2002 წლის 21 თებერვალი, პარ. 23-34; JUHA NUUTINEN v. FINLAND, (no. 45830/99 ), 2007 წლის 24 აპრილი, პარ. 33). მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილება და სადავოდ გაეხადათ შეცვლილი კვალიფიკაცია, რომელი უფლებითაც მათ ისარგებლეს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც უკავშირდება იმ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალი კვალიფიკაციით დაადგინა მათი ბრალეულობა და მიუთითებს, რომ ამ მიმართებით სასამართლოს არაფერი დაუმატებია იმ ფაქტებისათვის (ან მსჯავრდებულთა ქმედებებისთვის), რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული. ის ფაქტი, რომ რო--- ნა--–--ემ, მა----- ბო------ემ და ზა--– კვ-–---მა ვი------- ლ----ს, მისი ნება-სურვილის გარეშე გამოართვეს ფულადი თანხა, არ ნიშნავს, რომ მას საერთო არაფერი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლთან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს დანაშაულის შემადგენლობის იმ ძირითად ნიშნებს, რაც უკავშირდება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს.
სასამართლო კიდევ ერთხელ და ცალსახად მიუთითებს, რომ მისი გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულთათვის კარგად ცნობილ (ჯერ კიდევ ბრალდების წარდგენიდან მოყოლებული) ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია მათ მიერ ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისგან და განხორციელებული ქმედებებისგან.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მა----- ბო------ის, რო--- ნა--–--ის და ზა--– კვ-–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა სტანდარტის თვალსაზრისით, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ მა----- ბო------ემ, რო--- ნა--–--ემ და ზა--– კვ-–---მა, მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე საბურთალოს-რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ--------------–---–ის, მსჯავრდებულ მა----- ბო------ის ადვოკატის კა------–--–--ას, მსჯავრდებულ რო--- ნა--–--ის ადვოკატის ნი-----------ის, მსჯავრდებულ ზა--– კვ-–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი.
მა----- ბო------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მა----- ბო------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
მა----- ბო------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 თებერვლიდან და ცნობად იქნეს მიღებული, რომ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
რო--- ნა--–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რო--- ნა--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
რო--- ნა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 თებერვლიდან და ცნობად იქნეს მიღებული, რომ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ზა--– კვ-–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზა--– კვ-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.
ზა--– კვ-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან და ცნობად იქნეს მიღებული, რომ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
▪ 2017 წლის 10 თებერვალს ვი------- ლ----ის მიერ წარდგენილი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები: 4 ცალ ჩხირზე, ანაწმენდები 10 ცალ ჩხირზე, ანაწმენდები 8 ცალ ჩხირზე, ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, 4 ცალი სუნის კვალის ნიმუში, ხელის კვლები 8 ცალ დაქტილო ფირზე, 3 ფირი ფეხსაცმლის კვალი - რომლებიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
▪ მა----- ბო------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 30 ლარი, 900 აშშ დოლარი, 30 200 რუსული რუბლი, „სამსუნგის“ და ნოკიას“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი, „ჯეოსელის“ ქსელის სიმბარათი, რომელიც ინახება ვაკე- საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
▪ ქ.თბილისში, დ---------------------------------------------------------------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 10 000 აშშ დოლარი - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ვი------- ლ----ს;
▪ ქ.თბილისში, ბე-----–--------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „DEBLASIO“ ფირმის შარვალი, „CAP HORN” ფირმის ქურთუკი, „kappa“ ფირმის სვიტერი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს რო--- ნა--–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
▪ რო--- ნა--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სს „საქართველოს ბანკის“ ბარათი, „თიბისი“ ბანკის ბარათი, „ვითიბი“ ბანკის ბარათი, „ჰალიკ ბანკის“ გოლდ ბარათი, „ამერიკან ექსპრესის ბარათი,„თიბისი“ ბანკის ოთხი ცალი ქვითარი, „ექსპრეს ბანკის“ ქვითარი, გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული „ბილაინის“ პლასტიკური ბარათი და სიმბარათი, შავი ფერის საფულე 1500 აშშ დოლარი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ელემენტით და ორი ცალი სიმბარათით - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
▪ რო--- ნა--–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ჩანთა და
140 ლარი - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს რო--- ნა--–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
▪ რო--- ნა--–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 6000 აშშ დოლარი - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ვი------- ლ----ს;
▪ მა----- ბო------ის, რო--- ნა--–--ის და ზა--– კვ-–---ის ნერწყვის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
▪ მა----- ბო------ის კუთვნილი „puma“-ს ფირმის ერთი წყვილი ბოტასი - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მა----- ბო------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
▪ ზა--– კვ-–---ის კუთვნილი „adidas”-ის ბოტასები ერთი წყვილი - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ზა--– კვ-–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
▪ შემთხვევის ადგილიდან და ბრალდებულებისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები 7 ქილა 4 პაკეტად - რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
▪ შპს „მობიტელიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი შემავალ-გამავალი ზარების ამსახველი დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
▪ ნ-----–---- ნა--–--ის მიერ წარდგენილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
▪ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად გადაგზავნილი ინფორმაცია 1 ცალ დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
▪ ბრალდებულებისგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები - რომელიც ინახება ვაკე- საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე