განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002420521
საქმე №1ბ/811-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 7 იანვარს, პირადი N 2----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ--–---------------------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–---------------------–----------ში, იმ დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით გი----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
გი----------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 05 აპრილიდან 2018 წლის 07 აპრილის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გი----------–---–ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გი----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ--–----------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ალ------------------–---–ს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა შვილმა გი----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ გი----------–---–ი ხის ჯოხს თავის არეში ურტყამდა მამას, ალ------------------–---–ს. ალ------------------–---–ი ცდილობდა დარტყმის მოგერიებას და მარცხენა ხელს იფარებდა თავზე, რა დროსაც ჯოხი ორჯერ მოხვდა მარცხენა ხელის მტევნისა და მაჯის არეში, შემდეგ კი გი----------–---–მა ხის ჯოხი თავში დაარტყა ორჯერ. აღნიშნული ფიზიკური ძალადობის დროს ალ------------------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა---------------–---–მა და ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი----------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვალოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, სასამართლომ გი----------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, გი----------–---–მა განზრახი ძალადობრივი ქმედება განახორციელა მამის მიმართ, რომელსაც ჯოხით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გი----------–---–ი სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლს, რა დროსაც აგრესიული ხდება მამის მიმართ და ხშირად აქვთ კომფლიქტი, აპელანტის აზრით, გი----------–---–ი ოჯახის წევრებისათვის წარმოადგენს საშიშროებას, ჯარიმის სახით დანიშნული მსუბუქი სასჯელი დანაშაულის მსხვერპლში გამოიწვევს დაუცველობის განცდას. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ალ------------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მზ----------–---–ის, ხა----------–---–ის, მი----–-----------ის გამოკითხვის ოქმები, გი----------–---–ის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ასევე სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი----------–---–ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. პალატას მიიჩნია, რომ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი.
გი----------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 05 აპრილიდან 2018 წლის 07 აპრილის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გი----------–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გი----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
ნივთმტკიცება: ალ------------------–---–ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა და ჯოხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე