განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 040310417001978167 (3/ბ-147-18 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – პ-----------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 20 ივნისს პ-----------------–ის წარმომადგენელმა ნ-----–-----------ამ სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2017 წლის 1------ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - N- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 დეკემბნრის გადაწყვეტილებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლოს იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლერბრივი აქტის გამოცემა, ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ-----------------–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2010 წლის 2------------- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 0----------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ კომისიამ 2017 წლის 1------ს მიიღო N- საოქმო გადაწყვეტილება პ-----------------–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, რაც კანონსაწინააღმდეგოა.
მოპასუხე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მესამე პირის - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ტყის ფონდის ტეროტორია, გარდა იმ ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია, თუ მისი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი არ არის პ-----------------–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, არ არის შემოღობილი და მასზე არ არის განთავსებული შენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 1----------- საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 2--------ს აღიარებულ იქნა მოსარჩელის - პ-----------------–ის საკუთრების უფლება ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ში არსებულ 463.00 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. კომისიის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ პ-----------------–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს და მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართი ექვემდებარებოდა დაკანონებას.
2012 წლის 04 ნოემბერს კომისიას წერილით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ და მოითხოვა პ-----------------–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2012 წლის 2--------–ის გადაწყვეტილებით ბათილად სცნო მის მიერ მიღებული 2010 წლის 2--------ის გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ პ-----------------–ის საკითხის განხილვისას არ იქნა წარდგენილი ცნობა იმის თაობაზე, შედიოდა თუ არა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ტყის ფონდში.
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოში, რომელმაც 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ბათილად სცნო კომისიის გადაწყვეტილება და დაავალდებულა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
2015 წლის 2--------ს, კომისიამ იმსჯელა სადავო საკითხზე და პ-----------------–ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომას არ ესწრებოდა პ-----------------–ი, რომელსაც უწყება ჩაბარდა მხოლოდ სხდომის დღეს.
აღნიშნული გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული იქნა ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოში, რომელმაც 2016 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო კომისიის 2015 წლის 2--------ის N- საოქმო გადაწყვეტილება, დაავალა კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ინდივიდულურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2015 წლის 12 ნოემბერს, კომისიამ იმსჯელა და პ-----------------–ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა სახელმწიფო ტყის ფონდში. აღნიშნული გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოში, რომლის 2016 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 2--------ის საოქმო გადაწყვეტილება და აღდგენილ იქნა პ-----------------–ის საკუთრება ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2016 წლის 08 დეკემბრის N3/ბ-375 გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 1----------ის N- საოქმო გადაწყვეტილება, ამასთან დაავალა კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2017 წლის 1------ს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პ-----------------–ისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
2017 წლის 1------ს კომისიამ N- საოქმო გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა პ-----------------–ის მოთხოვნა, უარი უთხრა საკუთრების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ დასაბუთდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის აუცილებლობა, მითუმეტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შპს ,,ჯ------–ის“ ს-----------–იო ნაგებობა, რის თაობაზეც ეროვნულ სატყეო სააგენტოს შპს ,,ჯ------–თან“ გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება და ნაკისრი აქვს გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულებები. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი არ არის პ-----------------–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, არ არის შემოღობილი და მასზე არ არის განთავსებული შენობა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესებით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით (ანუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) უფლებამოსილია შესაბამის სუბიექტებს საკუთრების უფლება უღიაროს მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
პ-----------------–ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა კანონიერებაზე კომისიას პრეტენზია არ განუცხადებია. 2010 წლის 2--------ის გადაწყვეტილებით პ-----------------–ზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. ხელახალი გადაწყვეტილების მიღების დროს, კომისიამ უნდა იმსჯელოს პ-----------------–მა შეასრულა თუ არა ყველა პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო ახალი აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შესწავლის და შეფასების შემდეგ, უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. კომისიას უნდა დაედგინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ ხომ არ იყო განკარგული.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას. აღნიშნული კანონი არ გამორიცხავს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწის საკუთრებაში აღიარებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესს. ამ კანონის მეორე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, (2010 წლის 2--------ის მდგომარეობით) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის მიერ არ არის გამოკვლეული, სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების აღიარების მომენტისათვის იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ განკარგული.
ნორმის შინაარსიდან ჩანს, რომ კანონი შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათსარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იძლევა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და აქვე უთითებს, რომ მითითებული მუხლით (ასკ 32.4 მუხლი) რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ სასამართლოსათვის შეუძლებელია საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადაო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით, კერძოდ გამოსაკვლევია ის გარემოება პ-----------------–ს ჰქონდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებული იყო მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით. ამ კონკრეტული გარემოების გამოკვლევა და შეფასება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, აღნიშნული გამოიწვევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრას. (უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება). კომისიას უარის თქმის ერთერთ საფუძვლად N- საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს, რომ ადგილზე მოხდა მიწის ნაკვეთის დათვალიერება 2017 წლის 1--------–ს და შედგა აქტი, რომლის თანახმადაც სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა-ნაგებობა, გარდა ,,ჯ------–ის“ და ,----–------------ისა. ანუ კომისიამ გამოკვლეულად ჩათვალა, რომ 2007 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთზე არ იდგა არანაირი შენობა და მიწა არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე,დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მართალია სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ შესწავლილ იქნა საკითხი, თუმცა არ დასტურდება საკითხის შესწავლის მიზნით რაიმე სახის კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ სადავო აქტში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემული ტერიტორია იმყოფებოდა სახელმწიფო ტყის ფონდში - მიღებულ იქნა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რითაც ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული. სადაო საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საკითხის სათანადოდ გამოკვლევისა და სამართლებრივად სწორი შეფასების გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობას შეესაბამება ანუ განცხადების დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის გადაწყვეტილება უნდა იყოს საფუძვლიანად დასაბუთებული. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მან ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების მიზანს შეესაბამება. ამისათვის ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საქმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მართლზომიერი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ამ ინფორმაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ისეთ გარემოებაზე დაფუძნებას, რაც არ ყოფილა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ-----------------–ის წარმომადგენელმა ნ-----–-----------ამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, უდავო ფაქტია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (2-----2010წ. სხდომა) წინაშე წარდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც სრულიად აკმაყოფილებდა როგორც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ისე საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულების მოთხოვნებს. მოსარჩელე პ-----------------–ს არ ჰქონდა რაიმე სახის ვალდებულება დამატებით გამოერკვია მიწის ნაკვეთის შესაძლო კუთვნილება სხვადასხვა უწყებებში, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობით აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ ყოფილა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სატყეო დეპარტამენტს, ამჟამად სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, წლების მანძილზე, ანუ 1992 წლიდან – 04.11.2012წ. (დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 1-----2012წ. მიწერილობის მიუხედავად) პერიოდში საერთოდ არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია, რომ პ-----------------–ი შეიჭრა ე.წ. სატყეო ფონდის მიწის ნაკვეთში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (საფუძველი: საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი). ცალსახაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (463 კვ.მ.) მხოლოდ და მხოლოდ 2011 წლის 04 აგვისტოს №299 საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოექცა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-----2015წ. №2----- წერილი), ანუ 2010 წლის 0----------- საკუთრების უფლების მოწმობის გაცემისას, სადავო მიწის ნაკვეთი არ შედიოდა სატყეო ფონდში.
საგულისხმოა ისიც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 08.12.2016წ. გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ მასშტაბურ რუკა-გეგმაზე და კორომთა გეგმის დეტალურ რუკაზე, რომლითაც მესამე პირი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ცდილობდა დაესაბუთებინა სადავო მიწის ნაკვეთის (463 კვ.მ.) ჯერ კიდევ 1996 წლიდან სახელმწიფო ტყის ფონდის შემადგენლობაში არსებობის ფაქტი. პალატამ მიიჩნია, რომ სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო ამგვარი დასკვნის გაკეთება და ამ მიმართებით სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა ან სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მსგავსი სტატუს-კვო შენარჩუნდა აღიარების კომისიის უკანონო 1-----2017წ. №- საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას.
აპელანტის განმატებით, მოპასუხე ვერცერთ ჯერზე ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, თუ რატომ არ მიიჩნია კანონშესაბამისად უფლებასაღიარებელ 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ-----------------–ის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე დართული მტკიცებულებები. სამწუხაროდ, ეს მავნებლობა უსასრულოდ გაგრძელდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აღიარების კომისიის წევრებს არ სურთ და არ ძალუძთ მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანა სახელმწიფოს წინააღმდეგ და პარალელურად, ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიებების გატარების შემთხვევაში.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 08.12.2016წ. გადაწყვეტილებაში არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია პ-----------------–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუკავებლობის შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება კომისიის მხრიდან სადავო არ გამხდარა (გვ. 19). მოპასუხის 1-----2017წ. №- საოქმო გადაწყვეტილებაში ჭეშმარიტებას მოკლებულია აღნიშვნა იმის თაობაზე, რომ თურმე 2007 წლამდე სადავო მიწაზე არ იდგა არანაირი შენობა და არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული, ეს მაშინ, როცა საქმეშია წერილობით მტკიცებულებები, როგორიცაა ჟ-------რის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 0-----2010წ. №-- ცნობა და შპს ჯ------–ის 2-----2017წ. №-------- წერილი, სადაც მოყვანილია ინფორმაციული ხასიათის მნიშვნელოვანი ფაქტები.
აპელანტის განმარტებით, 2010 წლის აპრილი-მაისის მდგომარეობით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწად განიხილებოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლები იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობე-ლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია ჩანაწერი - არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომელიც მოიცავს ამავე კანონის მე-2 მუხლის "ზ" პუნქტს, კერძოდ: დროებითი შენობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
ამდენად, შპს "ჯ------–ის" 2-----2017წ. წერილის შინაარსი პირდაპირ თანხვედრაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, ხოლო მოპასუხე ცდილობს თავის სასარგებლოდ კანონის ინტერპრეტაციას, რათა როგორმე გაამართლოს საკუთარი პოზიცია, რაც ფუჭი მცდელობაა. მოპასუხემ ისე მიიღო 1-----2017წ. №- საოქმო გადაწყვეტილება, რომ არც კი გაითვალისწინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2016წ. გადაწყვეტილებაში დასმული საკითხები:
1) კომისიის მხრიდან პ-----------------–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2010 წლის 2--------–ის №- საოქმო გადაწყვეტილება და 2010 წლის 0----------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმება უნდა განხორციელებულიყო კომისიაში პ-----------------–ის მიერ განცხადების წარდგენის მდგომარეობით, რაც კომისიამ უგულვებელყო.
2) კომისიას უპირველეს ყოვლისა უნდა დაედგინა ის გარემოება, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ ხომ არ იყო განკარგული მიწის ნაკვეთი, რაც არ განუხორციელებია კომისიას.
3) პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია პ-----------------–ზე საკუთრებაში აღიარებული მისი ნაკვეთის თვითნებურად დაუკავებლობის შესახებ, რადგან თვით აღიარების კომისიას აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია წლების მანძილზე და რატომღაც კომისიამ უსაფუძვლოდ უარყო.
4) პ-----------------–ის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2-----2010წ. №- საოქმო გადაწყვეტილება და 0-----2010წ. №- საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს რა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის საფუძველზეც განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება - საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი აღირიცხა პ-----------------–ის საკუთრებად და მასზე განთავსდა კერძო კომპანიის ფ------- კ--–----------–----------. შესაბამისად, მითითებული აქტების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, კომისია ვალდებულია იმსჯელოს ამ აქტების მიმართ მხარის კანონიერ ნდობაზე. სადავო 1-----2017წ. №- ოქმში არ მოიპოვება ელემენტარული ჩანაწერი მსგავს მსჯელობასთან დაკავშრებით.
5) პალატამ განმარტა რა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის შესაბამისად, აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის „კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. შესაბამისად, კომისიამ უნდა იქონიოს მსჯელობა პ-----------------–ის კანონიერი ნდობის არსებობა-არარსებობის შესახებ, ხოლო კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში უნდა შეაფასოს არის თუ არა აღნიშნული დაცვის ღირსი, პ-----------------–მა შეასრულა თუ არა ყველა სავალდებულო პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ამდენად აპელანტს მიაჩნია, რომ პ-----------------–ის სასარჩელო მოთხოვნა თანხვედრაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უნდა დაკმაყოფილეს, რადგან სადავო 1-----2017წ. №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე სახის არგუმენტაციას მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნის გასაქარწყლებლად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
სარჩელით სადავო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 1------ის N- ოქმიდან ირკვევა, რომ კომისიამ გამართა სხდომა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.12.2016წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სხდომაზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით კენჭი ეყარა მიწის ნაკვეთზე პ-----------------–ის საკუთრების უფლების გადაცემას და კომიისის წევრებმა ერთხმად (5 ხმა) გადაწყვიტეს - არ მიეცეს საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 43-45). ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1--------–ს მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერება, სადაც შედგა აქტი. აქტში აღნიშნულია, რომ სოფელ ლ---------ის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ე--------------–ზე 463 კვ.მ. არ დგას შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) გარდა ჯ------–ის და ბ--–--------------ისა. დამსწრეების კითხვაზე იყო თუ არა ეს მიწა შემოღობილი ან იდგა თუ არა შენობა-ნაგებობა მიიღეს პასუხი, რომ 2007 წლამდე ამ მიწაზე არ იდგა არანაირი შენობა და არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული. ასევე კომისიის მიერ გაიგზავნა წერილი სატყეო სააგენტოში, საიდანაც 2017 წლის 27 აპრილის N06/8471 წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1995 წლიდან დღემდე მიეკუთვნება სატყეო ფონდს.
ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2015 წლის 0--------–ის N0------ წერილით დაფიქსირებულ იქნა მოქალაქე პ-----------------–ზე საკუთრების უფლების აღდგენის მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ლ---------იში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ს/კ. 8----------- სახელმწიფო საკუთრების გაუქმებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასაბუთდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის აუცილებლობა, მითუმეტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსეულია შპს ,,ჯ------–ის“ კ--–----------–---ის ს-----------–იო ნაგებობა, რაზედაც ეროვნულ სატყეო სააგენტოს შპს ,,ჯ------–თან’’ დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება და ნაკისრი აქვს გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულებები. ამდენად ეროვნულმა სატყეო სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად განხორციელებულიყო სადავო მიწის ფარტბის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა (ს.ფ. 74-60, ტ.1).
საქმის სხვა მასალებით დასტურდება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N- ოქმით (ოქმში თარიღი შემდეგნაირადაა დაფიქსირებული 2---------- 2010წ) კომისიამ განიხილა პ-----------------–ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის 1992 წლიდან სოფელ ლ---------ში თვითნებურად ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მ მიწას და ითხოვს მის დაკანონებას. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო რეგისტრირებული; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა ჟ-------არის ტერიტორიული ორგანოდან; სახალხო ბანკში თანხის ჩარიცხვის ქვითარი. კომისიის თავმჯდომარემ საკითხი დააყენა კენჭისყრაზე და კრების დამსწრე ოთხივე წევრმა მხარი დაუჭირა პ------------–---ის (შენიშვნა: სახელი და გვარი გადმოტანილია ოქმის ტექსტიდან) მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღაირებას და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემას. კომისიამ გადაწყვიტა: დაკმაყოფილდეს მოქალაქე პ-----------------–ის განცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღნიშნულზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა დადგენილი ფორმით (ს.ფ. 18-19, 21, 22). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N-, რითაც დადასტურდა 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ-----------------–ის საკუთრების უფლება (ს.ფ. 20).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთის, მდებარე სარეგისტრაციო ზონა, ლენტეხი-8------------------------–-----------------------------------–------------------------------------–----------------- მესაკუთრეა პ-----------------–ი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N- საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოერ (ს.ფ. 23-24).
2012 წლის 04 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ წერილით მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს და მოითხოვა პ-----------------–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა.
2------012 წ. N- საოქმო გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წერილის საფუძველზე, კომისიამ იმსჯელა პ-----------------–ის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების კანონიერებაზე და დაადგინა, რომ პ-----------------–ის დოკუმენტებში არ იყო წარდგენილი ცნობა იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი შედიოდა ტყის ფონდში. კომისიის წევრებმა ტ.ა------ემ, ნ.ლ---------–---მა, კომისიის თავმჯდომარემ თ.გ-----ამ დაადასტურეს, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ იყო სრულყოფილი და მოითხოვეს პ-----------------–ის მიმართ მიღებული საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. კომისიამ ბათილად სცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 2--------–ის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება პ-----------------–ისათვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის, მდებარე ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ი (463 კვ.მ.) გადაცემის შესახებ (26-27).
ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 08. 10. 2013 წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2------012 წ.. N- გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულის შედეგად აღდგა 2-----2010წ N- საოქმო გადაწყვეტილებითა და 0-----2010წ N- საკუთრების უფლების მოწმობით დადასტურებული სამართლებრივი შედეგი (პ-----------------–ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე).
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში 2-----2015წ. N- ოქმით ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაადგინა: უარი ეთქვას პ-----------------–ს ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ში 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე (ს.ფ. 29-30). საყურადღებოა, რომ კომისიას არ გაუუქმებია 2-----2010წ N- საოქმო გადაწყვეტილება და 0-----2010წ N- საკუთრების უფლების მოწმობა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 01.09.2015წ გადაწყვეტილებით პ-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-----2015წ N- გადაწყვეტილება (ოქმი), მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ. 33-41).
01.09.2015წ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოიცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-----2015წ N- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა პ-----------------–ის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და ძალაში დარჩა კომისიის 2-----2015წ N- საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. 30-32).
ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 07.06.2016წ გადაწყვეტილებით (საქმე N3/1 (3/2-15)- 2016წ) ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1------2015წ N- საოქმო გადაწყვეტილება, აღდგენილი იქნა პ-----------------–ის საკუთრების უფლება ლენტეხის რიაონის სოფელ ლ---------ში მდებარე 463 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ 8-----------. საფუძველი კომისიის 2-----2010წ N- საოქმო გადაწყვეტილება და 0-----2010წ. N- საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 42-54). აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.12.2016წ გადაწყვეტილებით და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, - პ-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 1----------ის №- საოქმო გადაწყვეტილება და დაევალა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ლენტეხის რაიონის სოფელ ლ---------ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ-----------------–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2010 წლის 2--------ის №- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 0----------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატის აზრით, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ სრულიად მართებულად შეაფასა, რომ ლენტეხის რაიონის სოფელ ლ-------ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პაატა ჯანხოთლის საკუთრების უფლების აღიარების პროცესში, მოპასუხე კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-98-ე მუხლების მოთხოვნები.
პ-----------------–ის სარჩელით სადავო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 1----------- საოქმო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაცულია აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები. ამასთან სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზედმიწევნით სრულყოფილად უნდა შეესრულებინა სასამართლოს მითითებები
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1–96.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 97.1 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-110-103 (2კ-13) განიმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპფეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება. არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს“.
საკასაციო სასამართლო, სხვა საქმეზე Nბს-213-211(კს-14) განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენცის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება.
სააპელაციო პალატის აზრით, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სარჩელით სადავო აქტით პ-----------------–ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ პირობებში, როცა არც ამ აქტით და არც მანამდე გამოცემული რომელი სხვა აქტით არ არის გაუქმებული პ-----------------–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 2-----2010წ N- საოქმო გადაწყვეტილება და 0-----2010წ N- საკუთრების უფლების მოწმობა. პ-----------------–ის სარჩელების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მიღებული სასამართლოს არაერთი ზემოთ მოხსენიებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა დამატებით შეესწავლა, თუ რამდენად კანონიერად მოხდა კომისიის მიერ აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმება. რაც გულისხმობს იმ საკითხის გადაწყვეტას, რომ კომისიამ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სასამართლოს მითითებების შესრულების გზით დაადასტუროს მის მიერ გამოცემული 2-----2010წ N- საოქმო გადაწყვეტილებისა და 0-----2010წ N- საკუთრების უფლების მოწმობის კანონშესაბამისობა ან გააუქმოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (არ შეიძლება პარალელურად არსებობდეს საკუთრების უფლების მოწმობა და გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ, ერთი და იგივე სუბიექტის მიმართ, ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე), რითაც კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს საკუთარ გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ დაადგენს პ-----------------–ის საკუთრების უფლების გაუქმება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით თუ საწინააღმდეგოდ. სწორედ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაევალა მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.12.2016წ გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა აღსრულდეს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ პ-----------------–ს, მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი - არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ-----------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე