განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
010141318700063729
ინსტანცია
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063729

საქმე №1/ა.გ-453-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ--------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

დ--------------–---–- (დაბადებული 1973 წლის 5 მაისს, ნასამართლობის არ მქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 18 ივლისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ--------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

დ--------------–---–- (ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

დ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 18 ივლისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ--------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

დ--------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა დანიშვნის წესით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით არსებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სსკ-ის 67-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული პირობით, გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 3 (სამი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

დ--------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით,„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს მიმართ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება.

 

დ--------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 17 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ--------------–---–მა. შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნაა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა, აღნიშნული განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელისაგან გათავისუფლება და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით დ--------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომელიც შემდგომ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, - ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ--------------–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას - 120 საათის ვადით, როგორც მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, მას დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით მოხდილი აქვს, შესაბამისად, მოხდილ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა არ მსჯელობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებული დ--------------–---–- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

დ--------------–---–ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე