განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
330100115786619
ინსტანცია
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1ბ/727-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძემ

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - თ-------------ას,ადვოკატ - ნ-----------–-–--ლის,მსჯავრდებულ - ნ---–---------–---–ის მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ თ-------------ასა და მსჯავრდებულ ნ---–---------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ---–-----–--------------–---------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–--------------------------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–------------–---–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენით:

 

ნ---–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება;

 

მსჯავრდებულ ნ---–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 07 მაისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ---–---------–---–მა ჩაიდინა:

 

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

ნ---–---------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის „მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღი“-ს საქმის მწარმოებელმა ნ---–---------–---–მა, რომელსაც ამავე ბაგა-ბაღის დირექტორის 2012 წლის 1 მარტის N---- ბაგა-ბაღის შრომით შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანების შესაბამისად, უფლება ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვის (პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, გადარიცხვები, სახელფასო ანგარიშსწორება, ინტერნეტბანკინგის გამოყენება) წარმოების, ინტერნერბანკინგის გამოყენებით 2012 წლის 19 ნოემბრიდან, 2013 წლის 04 მარტის ჩათვლით განხორციელებული სხვადასხვა საბანკო ოპერაციების შედეგად, სს „ლ--------------“-ში არსებული „მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღი“-ს ანგარიშიდან ს------------------ში და ს--------------------------ი“-ში არსებულ მის ანგარიშებზე გადარიცხვით მიითვისა „მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღი“-ს კუთვნილი ფულადი თანხა, 18 751 ლარი და 03 თეთრი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორმა თ-------------ამ და მსჯავრდებულმა ნ---–---------–---–მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, ვინაიდან მიაჩნია, რომ ნ---–---------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი. იმის გათვალისწინებით, რომ ნ---–---------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მის მიმართ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია და „--------–-------------------–----–-----------------ს მიმართ მის მიერ მიყენებული ქონებრივი ზიანი - 18 751 ლარი და 03 თეთრი არის ასანაზღაურებელი, ნ---–---------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი. ამასთან, აღნიშნული გარემოებების გამო არასამართლიანია ნ---–---------–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნაც. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველზე, სასჯელის დაანგარიშების ნაწილში. კერძოდ, მოსამართლის მიერ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ნ---–---------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის - 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1/3 ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, რის საფუძველზეც 4 (ოთხი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. გამომდინარე იქიდან, რომ ნ---–---------–---–ის მიერ ჩადენილ იქნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მოსამართლის მიერ პირობით მსჯავრად უნდა ჩათვლილიყო არა დანიშნული სასჯელის 1/3, არამედ 1/4.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. აპელანტმა მიუთითა, რომ მას არ ჰქონია საშუალება საპროცესო შეთანხმების თაობაზე განცხადებით მიემართა ბრალდების მხარისთვის, რა საფუძვლითაც ასაჩივრებს მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, სურვილი აქვს გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ-------------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ნ---–---------–---–მა და მისმა ადვოკატმა ნ-----------–-–--ლმა განაცხადეს, რომ ვიანიდან ბრალდების მხარესთან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ხსნიან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობენ უცვლელად დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ---–---------–---–ის მიმართ.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ-------–--------------------რის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ თ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ნ---–---------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: კ----------------------------------------------------–------–---–---------–---–-------------------------------------–---–---------------–-------ის ჩვენებებით; საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით; ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის N----------- მომართვის წერილით და მასზე თანდართული დოკუმენტაციით; თ-------------------–---–---------–---–----------------------ს და ნ---–---------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ---–---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ნაწილობრივ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირად და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგ; გაითვალისწინა ასევე ნ---–---------–---–ის ასაკი, მისი ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება და მისი მხრიდან სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელშეწყობა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ნ---–---------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და მასზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, არის სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ---–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასზედ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ვინაიდან სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან, 11 წლამდე ვადით. ამდენად, საქართვლოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ნ---–---------–---–ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის სასჯელის სახით დანიშნული - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ¼ - 01 (ერთი) წელი და 09 (ცხრა) თვე, უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ თ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენში;

 

ნ---–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ¼ - 01 (ერთი) წელი და 09 (ცხრა) თვე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება;

 

ნ---–---------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ნ---–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 07 მაისიდან;

 

თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულ ნ---–---------–---–ზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე