განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118001254231
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-368-2018 26 ივნისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შ--–--ა ბ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შ--–-- კ-----–--ე
წარმომადგენელი - ს--–------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ--–--ა ბ------ის სარჩელი შ--–-- კ-----–--ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ. დაეკისრა შ--–-- კ-----–--ეს შ--–--ა ბ------ის სასარგებლოდ 1500.00 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2013 წლის 09 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბინა მდებარე ქ. ქუთაისი, ი----------ის გამზ. №13, ქ. ჟ. შ--------ს №1, ეკუთვნის თ-----ა თ------–---–ს. 2.3. 2015 წლის 19 სექტემბრის პოლიციის პიროვნების გამოკითხვის ოქმის თანახმად ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მ------ ბ------ის მიერ გამოკითხულ იქნა მოქალაქე შ--–--ა ბ------ე. მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან 2011 წლამდე დროის მონაკვეთში ის იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამ დროს მას ქუთაისიდან დაუკავშირდა მისი და, თ----- თ------–---–ი და შესთავაზა ბინის ყიდვა, მდებარე ქ. ქუთაისში, ი----------ის გამზ. №13, რაზედაც დათანხმდა მოსარჩელე შ--–--ა ბ------ე და წარიმართა მოლაპარაკება მასსა და ბინის მესაკუთრე გ---- ო----–--ეს შორის, ბინა იყიდებოდა 3000 აშშ დოლარად, შ--–--ა ბ------ემ გ---- ო----–--ეს აღნიშნული თანხიდან გადასცა 1000 აშშ დოლარი ხოლო შემდეგ მესაკუთრის გ---- ო----–--ის თხოვნით შ--–--ა ბ------ე ესაუბრა მესაკუთრის შვილს მარინე ო----–--ეს და გადაურიცხა ბინის ღირებულების ნაწილი 1500 აშშ დოლარის ოდენობით, საუბარი შედგა სატელეფონო ზარის მეშვეობით, რაშიც მოსარჩელეს რუსული ენის არცოდნის გამო დაეხმარა ნათესავი თ----- ჯანგიძე. 2.4. 2015 წლის 13 ნოემბრის პოლიციის პიროვნების გამოკითხვის ოქმის თანახმად ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ------ ბ------ის მიერ გამოკითხულ იქნა თ----- თ------–---–ის შვილი შ--–-- რევაზის ძე კ-----–--ე, რომელმაც განმარტა, რომ აწ გარდაცვლილ დედას, თ----- თ------–---–ს და დეიდას შ--–--ა ბ------ეს ქონდათ ქონებრივი დავა, მისი განმარტებით თ----- თ------–---–მა ბინა იყიდა საკუთარი დანაზოგით და ასევე ნაწილი თანხა ისესხა დის, შ--–--ა ბ------ისაგან, რომელიც იმჟამად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. შ--–-- კ-----–--ე განმარტავს, რომ დავა შ--–--ა ბ------ესა და თ----- თ------–---–ს შორის დაიწყო შ--–--ა ბ------ის რუსეთიდან ჩამოსვლის შემდგომ, რომელიც ითხოვდა ბინის მის სახელზე გადაფორმებას, რადგან ამტკიცებდა, რომ ბინა მან იყიდა და არა თ----- თ------–---–მა. შ--–-- კ-----–--ე განმარტავს, რომ იცის თანხის სესხების ფაქტის შესახებ, თუმცა რამდენი თანხის რაოდენობის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. 2.5. 2014 წლის 05 ივნისის პოლიციის პიროვნების გამოკითხვის ოქმის თანახმად ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ------ ბ------ის მიერ გამოკითხულ იქნა თ----- თ------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მას აქვს ქონებრივი დავა თავის დასთან შ--–--ა ბ------ესთან. მას 2003 წელს უნდოდა შეეძინა ბინა მდებარე ქ. ქუთაისი ი----------ის გამზ. №1---- ქ. ჟ. შ--------ს №1 და 2500 დოლარად შეიძინა კიდეც, მესაკუთრე გ---- ო----–--ისაგან აღნიშნული ბინა, შ--–--ა ბ------ეს კი მას ედავება და აცხადებს, რომ ბინის თანხა ჯერ 15000 აშშ და შემდეგ 1000 აშშ დოლარის ოდენობით გაუგზავნა მესაკუთრეს გ---- ო----–--ე, შემდეგ კი ითხოვდა ბინის მის სახელზე გადაფორმებას. აღნიშნულს თ----- თ------–---–ი არ აღიარებს და დასძენს, რომ ბინა მან იყიდა საკუთარი სახსრებით. 2.6. ხელწერილით ბინის მდებარე: ქ. ქუთაისი, ი----------ის გამზ. №1---- ქ. ჟ. შ--------ს №1, მესაკუთრე გ---- ო----–--ე განმატავს, რომ მასსა და შ--–--ა ბ------ეს შორის მოხდა შეთანხმება ბინის ნასყიდობის თაობაზე, რომლის თანახმადაც შ--–--ა ბ------ეს მისთვის უნდა გადაეხადა თანხა 2500 აშშ დოლარის ოდენობით და რადგან იმჟამად შ--–--ა ბ------ე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ბინის გადაფორმება მოხდებოდა მის დაზე, თ----- თ------–---–ზე, ის ადასტურებს, რომ თანხის გადაცემა მოხდა ეტაპობრივად ჯერ 1000 აშშ დოლარისა და შემდეგ 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადარიცხვა მოხდა ქ. მოსკოვიდან ქ. ვლადიმირში. 2.7. სადავო ფაქტობრივი გარემოპებები არ არის. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი სრულად სცნო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით - თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ--–--ა ბ------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. საქმის სასამართლოში განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. აპელანტს მინდობილობა არ ჰქონდა მიცემული და სპეციალური უფლება, როგორიც სარჩელის შემცირების მოთხოვნა მას არ ჰქონდა. აპელანტი არა თუ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების მომხრეა, არამედ სურვილი ჰქონდა და აქვს დაიბრუნოს მოპასუხისაგან მისი გადმოგზავნილი თანხმებით შეძენილი ბინა ამდენად სხვა ფაქტობრივ გარემოებებს იგი არ შეეხება. სასამართლომ საქმე განიხილა აპელანტის დასწრების გარეშე, რითიც შეილახა მისი უფლებები. 3.2. აპელანტი ხანდაზმულობის დენის დაწყებას ითვლის 2013 წელდან, როცა დავბრუნდა საქართველოში და გაიგო, რომ მისი და არ აპირებდა მისთვის აპელანტის მიერ ნაყიდი ბინის გადაფორმებას, ანუ დარღვეული უფლებების შესახებ გაიგო 2013 წელს, როცა დაბრუნდა საქართველოში. მტკიცებულებებით დგინდება, რომ აპელანტმა დას გადმოუგზავნა თანხმები 2003 წელს. მთლიანი თანხა შეადგენდა 3150 დოლარს. ზუსტად აპელანტის მიერ ამ ფულით შეძენილი ბინის დაბრუნებას ითხოვდა და არა 1500 დოლარს. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმომადგენელის უფლებამოსილება, რომელშიც ცალკეული უფლებების შესახებ უნდა იყოს პირდაპირ მითითებული
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შ--–--ა ბ------ემ სარჩელი აღძრა შ--–-- კ-----–--ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის გადასახდელად 3000 აშშ დოლარის დაკისრება. 4.2. მოპასუხემ სარჩელი, ნაწილობრივ, ცნო. 4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა 1500 აშშ დოლარით შეამცირა. 4.4. ამის გათვალისწინებით, იმავე სხდომაზე, სასამართლომ შემცირებული სარჩელი დააკმაყოფილა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ მისი წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი სასარჩელო მოთხოვნა შეემცირებინა. 4.5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. 4.5.2. აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაში მონაწილეობდა ადვოკატის ორდერის საფუძველზე და მას სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. 4.5.3. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა უნდა განეხილა სრულად. 4.7. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამზადებელ სხდომაზე. 4.7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. 4.7.1. აპელანტის განმარტებით, მას სურვილი ჰქონდა შეეცვადა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა და თანხის ნაცვლად ქონების საკუთრებაში გადაცემა მოეთხოვა. 4.7.2. იმის გამო, რომ საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე გადაწყვეტილება შეცდომით გამოიტანა, აპელანტს საპროცესო უფლებების სრულად რეალიზაციის საშუალება არ მიეცა. 4.8. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. შ--–--ა ბ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე