განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
330100118002414018
ინსტანცია
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/770-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - გ---------------–--ლის,მსჯავრდებულ - დ---------–--ის მონაწილეობით,ძველ-თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ---------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ბ------------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:

 

დ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 29 მარტიდან, 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით დ---------–--ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დ---------–--ეს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დ---------–--ემ ჩაიდინა:

 

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დ---------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 19 დეკემბერს, გ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ---------–--ემ გამოიყენა გ--------------–---–ის ნდობა და მიითვისა მისი 5000 (ხუთიათას) ლარად ღირებული ,-------------------ს“ ფირმის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით B--------- რომელიც გ--------------–---–მა გადასცა შესაკეთებლად. აღნიშნული ქმედების შედეგად გ--------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი-თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–--ლმა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ დ---------–--ის მიმართ ჯარიმის ნაცვლადმ, თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ დ---------–--ემ უდავოდ გახადა საქმეზე არსებული მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი გულწრფელად არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ამასთან, ზიანის ნაწილში სრულყოფილად არ აღიარა ჩადენილი ქმედება. პროკურორის განმარტებით, მსჯავრდებულს დღემდე არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი. აპელანტი მიიჩნევს, რომ დ---------–--ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება არარელევანტურია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს, რადგან სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; მოცემული სასჯელით კი სამართლიანობა ვერ იქნება აღდგენილი, ასევე ვერ იქნება მიღწეული ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღმოფხვრა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ---------------–--ლმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა დ---------–--ემ განმარტა, რომ სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს; გათავისუფლების შემდეგ ეძებდა სამსახურს და რამოდენიმე დღეა, რაც დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, მზად არის დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა კიდეც მას და შეუთანხმდა გარკვეულ პირობებზე. მსჯავრდებულმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. დ---------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე, სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ--------------–---–ის ჩვენებით; მოწმეების - რ--------------–---–-----------------------------–------–------------–---------------ძის ჩვენებებით; ასევე ავტომანქანა ,,mitsubishi pajero”-ს დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; მსჯავრდებულ დ---------–--ის დაკავების ოქმით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; სასაქონლო ექსპერტიზის N---/სდასკვნით და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერიმენტის N----ს დასკვნით.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ---------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გაითვალისწინა ასევე დ---------–--ის ასაკი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მზადყოფნა - აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი; ასევე სასამართლომ გაითვალისწინა დ---------–--ის პირადი და მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობა, კერძოდ, ჰყავს ორსული მეუღლე, ასევე პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც უზრუნველყოფს მატერიალურად. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დ---------–--ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ნ---------------–-–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი;

 

დ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 29 მარტიდან, 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დ---------–--ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დ---------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით

 

დ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

· ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,------------------“, სახელმწიფო ნომრით B-------- დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

· ნივთიერი მტკიცებულება - 01 (ერთი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე