განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002295061
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/864-18 31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ფ-------------ი (დაბადებული 1--- წლის 9 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. მ--------–---------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი
ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111,151-ე
მუხლი.
სასჯელი: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ფ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
-საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ფ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაინული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ-------------ის ნტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-----------------–---მა და ითხოვა ფ-------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით 10 თვის ვადით დანიშნული სასჯელის 6 თვემდე ვადით შემსუბუქება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე ქ. მ--------––-, 2------ის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში ფ-------------მა ხელებით ფიზიკური დაზიანება მიაყენა თავის მეუღლეს რ----–-----------ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 1 თებერვალს დაახლოებით 23:30 საათზე ქ. მ--------––-, 2------ის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში ფ-------------ი დანით დაემუქრა მეუღლეს რ----–-----------ას სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელის საფუძვლიანი შიში გამოიწვია.
2018 წლის 4 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. მ--------––-, 2------ის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში ფ-------------მა იძალადა თავის მეუღლეზე რ----–-----------აზე, კერძოდ ხელით ძლიერად მოუჭირა ხელზე, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ფ--- ხ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ რ----–-----------ას, მოწმეების - თ------------------------------–---–--------------–----- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, ასევე, ბრალდებულის სახით ფ-------------ის აღიარებითი ჩვენებით, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით და მასზე დართული დოკუმენტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 თებერვლის N5--------- დასკვნით, ,,შპს ჯეო ჰოსპიტალის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრის ფორმა N100-ით, N854-ის რეგისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის 4 თებერვლის ბრალდებულის სახით ფ-------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ფ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ფ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატის აზრით, ფ-------------სათვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს. გათვალისწინებული იქნა შემამსუბუქებელი გარემოებანი - ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი აღიარება და მონანიება - სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები. მითითებული გარემოების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ფ-------------ისათვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 10 (ათი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით 10 თვის ვადით დანიშნული სასჯელი ფ-------------ს შეუმსუბუქდეს 6 თვემდე იმ შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, რაც გააჩნია. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ფ-------------ის მიერ დანაშაულის გულწრფელ აღიარებასა და მონანიებაზე, მიუთითებს, რომ ხელი არ შეუშლია მსჯავრდებულს გამოძიებისთვის, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც სახეზე იყო და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და, როგორც მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში (2018 წლის 1 თებერვლიდან 4 თებერვლის ჩათვლით) ფ-------------მა სამი განზრახი ოჯახური ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნული მიანიშნებს მის მიდრეკილებაზე ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისა, რაც მსჯავრდებულის პიროვნებას უარყოფითად ახასიათებს. მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებული არ ურიგდება მსჯავრდებულს. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დამამაძიმებელი გარემოებაა ,,დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით“. ფ-------------ს მეუღლის მიმართ განხორციელებული აქვს ორჯერ ძალადობა და ერთხელ მუქარა იარაღის (დანის) გამოყენებით, შესაბამისად დაცვის პოზიცია, რომ მსჯავრდებულს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ის ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც სახეზე იყო, როგორც უკვე აღინიშნა, აისახა იმ სასჯელზე, რაც განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ფ-------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ფ-------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ფ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მას სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2018 წლის 4 თებერვლიდან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი ფ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ფ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო---- მ------------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო---- მ------------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი ფ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ფ-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
-საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ფ-------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
მხედვეობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ფ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ფ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე