განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
330100117001917609
ინსტანცია
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001917609

საქმე №1ბ/833-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ-----------------ის

ადვოკატის: ლ-–------–--–--ის

გამართლებულის: ა-–-----------–------იას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატუსრის პროკურორ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა-–-----------–------იას მიმართ. ა-–-----------–------ია დაბადებულია 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #1----------), ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ---------------–----–--------------------–-------------–--

 

წარდგენილი ბრალდება: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი -ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად დანაშაულის ჩადენა გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ი---–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–-----------–------ია უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ (მარილი) 0,00035 გრამის ოდენობით. ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებული იქნა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლების მიერ ა-–-----------–------იას პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით:

 

ა-–-----------–------ია საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ა-–-----------–------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება –გირაო გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ა-–-----------–------იას მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. კერძოდ, ა-–-----------–------იას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გამართლებულ ა-–-----------–------იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა ა-–-----------–------იას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გამამართლებელი განაჩენი ა-–-----------–------იას მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ა-–-----------–------იას მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენა – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა – დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების – კ--------------–---–ის, გი-------------ის, თ------------------–-–---–ის და გ------------------ის ჩვენებებით, ა-–-----------–------იას პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან დაკავშირებით პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია საქმის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–-----------–------ია იყალთოს გორაზე, თავისი მეგობრის - გ---------------–იას საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა მეგობრებთან - ბ---------–--ესთან, ი-----–--------–---–-ასთან, ი-----–--------ასთან და დ-----------------იასთან ერთად და ისხდნენ დ-----------------იას ავტომანქანაში. ბ---------–--ემ მანქანის სალონში არსებული სათავსოდან ამოიღო კენჭი და ჰკითხა დ-----------------იას, რა იყო. დ-----------------იამ აუხსნა, რომ იყო მამამისის თირკმლის კენჭი და წლებია, ინახავდნენ მანქანის სალონის სათავსოში. ა-–-----------–------იამ აიღო ქაღალდში გახვეული კენჭი და ათამაშებდა ხელში. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციელები და ავტომანქანიდან გადაიყვანეს. ა. ც-------ამ წარუდგინა პოლიციელებს აღნიშნული კენჭი და თუთუნი. ამოღებული ნივთები დააწყვეს ჯერ ავტომანქანის საბარგულზე, ხოლო შემდეგ ისე წაიღეს, არავის დაულუქია, არც ოქმი შეუდგენია ვინმეს ადგილზე. ა-–-----------–------იას აღნიშნულ ჩვენებას იმეორებენ დ-----------------ია და ბ---------–--ე. დ-----------------იას განმარტებით კენჭზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მამის სხეულიდან ამოღებულ კენჭზე აღმოჩნდა ნარკოტიკი. ბ---------–--ემ დაადასტურა, რომ მან პირველად ნახა ავტომანქანის სალონში არსებულ სათავსოში კენჭი, მანვე ამოიღო და იკითხა, თუ რა იყო, ხოლო დ-----------------იამ აუხსნა, რომ იყო მამამისის სხეულიდან ამოღებული კენჭი. შემდეგ კი გამოართვა ა-–-----------–------იამ და ათვალიერებდა, რა დროსაც მათ ავტომანქანასთან მივიდნენ პოლიციელები და მანქანიდან გადასვლისას ა-–-----------–------იამ მიაწოდა კენჭი და თუთუნი, რაც საბარგულზე დააწყვეს, ხოლო შემდეგ წაიღეს ისე, რომ არ დაულუქიათ და არც რაიმე ოქმები შეუდგენიათ. საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმის მიხედვით ა-–-----------–------იამ შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა ქაღალდში გახვეული რუხი ფერის მცენარეული დაფქული მასა და კრისტალისებული ნივთიერება. ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის #760/სქ-864/ქრ დასკვნით ა-–-----------–------იასგან ამოღებული კრისტალური ნივთიერება წონით 0,05 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) რაოდენობით 0,00035 გრამი. ერქსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამრთლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და ს--------–----------მ. მოწმე თ---------------იას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნამდვილად ჩაიტარა ოპერაცია და ამოუღეს კენჭი. ვინაიდან იცოდა, რომ ამოღებულ კენჭზე უნდა ჩატარებულიყო კვლევა მისი შემცველობის დასადგენად, ინახავდა ავტომანქანის სალონში არსებულ სათავსოში, ხოლო რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დაკვნას, რომ კენჭში აღმოჩნდა ნარკოტიკი, კერძოდ კი მეთადონის შემცველობა, ეს ახსნა იმით, რომ ადრე იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რისთვისაც ნასამართლობაც ჰქონდა. ზემოხსენებული მტკიცებულებათა საპირისპირო ჩვენებები მისცეს საქმის არსებითი განხილვისას პოლიციის თანამშრომლებმა. კერძოდ: კ--------------–---–მა განმარტა, რომ პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იყალთოს გორაზე უნდა ყოფილიყო ა-–-----------–------ია, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და თვითონაც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ გამომძიებელმაც დაკითხა. თ------------------–-–---–ის და გ------------------ის ჩვენებების მიხედვით, ისინი ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, მოახდინეს ა-–-----------–------იას იდენტიფიცირება და შესთავაზეს, ნებაყოფლობით წარმოედგინა, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა. ა-–-----------–------იამ ნებაყოფლობით წარუდგინა ქაღალდში გახვეული ფხვიერი და კრისტალისებული მასა, რაც ადგილზე დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები, შედგა ოქმები და დალუქული ნივთმტკიცება პოლიციის განყოფილებაში გადაეცა გი-------------ეს ექსპერტიზაზე გასაგზავნად. მოწმე გი-------------ემ დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადასცეს დალუქული ნივთმტკიცება, რაც გადააგზავნა ექსპერტიზაზე. სასამართლომ ასევე გამოიკვლია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 14 თებერვლის ექსპერტის #------ დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ნივთმტკიცების ლუქზე არსებული პირველი ხელმოწერა, რომლის სახელის ინიციალად მითითებულია ,,გ“, იდენტურია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტებზე გი-------------ის მიერ შესრულებული ხელმოწერების და შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ, ხოლო პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცების ლუქზე არსებული პირველი ხელმოწერა, რომლის სახელის ინიციალად მითითებულია ,,გ“, არ არის გ------------------ის ხელით შესრულებული ხელმოწერების იდენტური და არ არის ერთი და იგივე პირის მიერ შესრულებული. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გია დეკანოზიშვილმა.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ა-–-----------–------იას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები ადგილზე დაილუქა, ადგილზე შედგა ოქმები და გაკეთდა ხელმოწერები. მოწმე გი-------------ე ცალსახად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და მან მხოლოდ დალუქული ნივთმტკიცება გააგზავნა ექსპერტიზაზე, ხოლო ნივთმტკიცების ლუქზე აღმოჩენილია გი-------------ის ხელმოწერა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული კი აჩენს ვარაუდს, რომ პოლიციელები ცრუობენ, როდესაც უთითებენ ამოღებული ნივთმტკიცების ადგილზე დალუქვის, ოქმების შედგენის და ხელმოწერების გაკეთების შესახებ. ამ ნაწილში პოლიციის თანამშრომელთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს ამყარებს ა-–-----------–------იას და მისი მეგობრების დ-----------------იას და ბ---------–--ის ჩვენებები, რომლებიც განმარტავდნენ, რომ ადგილზე არაფერი დაულუქიათ პოლიციელებს, არც ოქმები შეუდგენიათ და არც ხელმოწერები გაკეთებულა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად დასვა კითხვა: თუ არ იყო შემთხვევის ადგილზე გი-------------ე მაშინ როგორ გაჩნდა მისი ხელმოწერა ნივთმტკიცებაზე, მაშინ როცა ჩხრეკის ჩამტარებელი პირები უთითებდნენ, რომ ადგილზე მოხდა ნივთმტკიცების დალუქვა. მოწმეების თ------------------–-–---–ის, გ------------------ის, გი-------------ის ჩვენებები, საქმისთვის მნიშვნელოვან ისეთ გარემოებებთან მიმართებით, თუ სად, და რა ვითარებაში და ვის მიერ დაილუქა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არ არის თანხვედრაში შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების (რასაც არ უარყოფენ პოლიციის თანამშრომლები) დ-----------------იას და ბ---------–--ის ჩვენებებთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 14 თებერვლის ექსპერტის #------ დასკვნასთან, არის არასანდო და შეუძლებელია მათზე დაყრდნობით უტყუარად რაიმე ფაქტის დადგენა. ასეთ ვითარებაში სახეზეა ეჭვი ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლის და სასამართლო საეჭვო ხასიათის მტკიცებულებას ვერ დაეყრდნობა, მით უფრო ვერ დაუდებს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა-–-----------–------იამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-–-----------–------იას სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ა-–-----------–------იამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი გამართლებულ ა-–-----------–------იას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვეკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი გამართლებულ ა-–-----------–------იას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ა-–-----------–------ია უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–-----------–------იას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება –გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

გამართლებულ ა-–-----------–------იას განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა და მეთადონი, რაც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე