განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310014480292 (3ბ/1797-15)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - ირაკლი შენგელია
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,ლ--–--“
წარმომადგენლები - რ---------------, რ---------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ------------------
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ-----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ლ--–--ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 30 აგვისტოს N1-------- გადაწყვეტილებით სსრ კ--–----------------------------------------–-------------------–----------------------------------------------------------–----------–----------------–------------------------------–-------------ას სახლის ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი.
2.2. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 22 მარტის N1--------- გადაწყვეტილებით თ---–---------------–----------------------–-------------ას, თ-------------–---–-------------–-----------------––-, 6 სართულიანი, 64 ბინიანი, საცხოვრებელი კორპუსი N2---ის ასაშენებლად გამოეყო 4--- კვ.მ ფართი.
2.3. თ---–---------------–----------------------–-------------ას 1985-1989წწ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე საბინაო მშენებლობისათვის ჩარიცხული აქვს 1 730 000 მანეთი, ხოლო 1989-1990 წწ. საქალაქო საბჭოს ა---------------–-----–-------------------------–------–------ს ასაშენებლად ფაბრიკას გადარიცხული აქვს 4 000 000 მანეთი. ამდენად, ს---------–---------------ას ორივე ობიექტის ასაშენებლად (N2-- საცხოვრებელი კორპუსი და სახლმშენებელი კომბინატის მშენებლობისათვის) ჩარიცხული აქვს 5 730 000 მანეთი. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებასაც, რომ 1990 წელს დაიწყო ამ კორპუსების მშენებლობა, გაითხარა ქვაბული, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მშენებლობა შეჩერდა.
2.4. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1993 წლის 17 ოქტომბრის N9-- განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ წესდება. ძალადაკარგულად ჩაითვალა თბილისის ნაძალადევის რაიონის პრეფექტურის 30.09.91წ. N7---- გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული ს------------–--------------------–----–----------------------–--------------ა ,,ლ--–--ს“ წესდება და მის სამართალმემკვიდრედ ჩაითვალა დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--“. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით განხორციელდა სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. N3-------- ადმინისტრაციული საქმეზე თანდართული 1996 წლის 16 სექტემბრის სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ წესდების შესაბამისად, ხსენებული საზოგადოება წარმოადგენს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1993 წლის 17 ოქტომბრის N9-- განკარგულებით რეგისტრირებული დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ სამართალმემკვიდრეს.
2.5. სს ,,ლ--–--ს“ პრეზიდენტმა არაერთი განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას ს---------–---------------ის მიერ ჩარიცხული 5 730.000 მანეთის უკან დაბრუნების ან ამ თანხის საკომპენსაციოდ საპრივატიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ნაწილის გადაცემის მოთხოვნით. ქ. თბილისის მერიამ წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 ივნისის N6-- დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსება აკისრია საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ვინაიდან ჩარიცხული თანხები თავს სახელმწიფოს ბანკში იყრიდა. ამასთანავე, ქ. თბილისის მერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი აღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
2.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 30 სექტემბრის N0----------------- წერილით დგინდება, რომ საბინაო მშენებლობაში მონაწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა კუთვნილი საბინაო ფონდის დავალიანებათა თანხები არ არის აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალად.
2.7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 29 ოქტომბრის N1----------- წერილით ირკვევა, რომ საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გასულ წლებში ბინათმშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის წესით ჩარიცხული თანხების რეალიზება შესაძლებელია განხორციელდეს, თუ ეს თანხები განსაზღვრული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც სახელმწიფო საშინაო ვალი.
2.8. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ივლისის N4-------- წერილის, დამოუკიდებელი აუდიტორის მურმან გახარიას 2011 წლის 11 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, 1985-1990 წლებში 5 730 000 საბჭოთა მანეთის და რუსული რუბლის შეფარდება აშშ დოლართან მიმართებაში მთლიანობაში შეადგენს 9 076 552 აშშ დოლარს. მოსარჩელის მითითებით, ხსენებულ თანხაზე დარიცხული საურავის ოდენობა 2 000 წლიდან დღემდე შეადგენს 25 459 731 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 57 129919 ლარს.
2.9. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2005 წლის 22 დეკემბერს სარჩელი აღძრა სს ,,ლ--–--მ“ მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 5 730 000 მანეთის შესაბამისი ლარის დაკისრების თაობაზე (ადმინისტრაციული საქმე N3--------). ხსენებული საქმე 2011 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი, სარჩელის გამოხმობის საფუძველზე. იმავე კოლეგიაში 2011 წლის 19 ოქტომბერს, კვლავ ზემოხსენებული სასარჩელო მოთხოვნით სარჩელი აღძრა სს ,,ლ--–--მ“ მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ (ადმინისტრაციული საქმე N3--------). ხსენებული საქმე 2011 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი, სარჩელის გამოხმობის საფუძველზე. ზემოხსენებული განჩინებები არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ--–--“ ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 57 129 919 ლარის დაკისრებას. მოთხოვნის საფუძვლად მხარე უთითებს თ---–---------------–----------------------–-------------ის მიერ 1985-1989წწ.-ში საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე საბინაო მშენებლობისათვის 1 730 000 მანეთის, ხოლო 1989-1990 წწ. საქალაქო საბჭოს ა---------------–-----–-------------------------–------–------ს ასაშენებლად 4 000 000 მანეთის ჩარიცხვას. მოსარჩელე სს ,,ლ--–--“ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებივ საფუძვლად უთითებს აგრეთვე ,,ქალაქ თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილის საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებაზე, რომლის თანახმად, 1992 წლის და შემდგომ წლებში საბინაო მშენებლობის მოცულობათა შემცირების გამო მიღებულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის წინადადება მოწილე ორგანიზაციებისათვის საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ. მონაწილეობის წესით გადაცემული სახსრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებისათვის დაბრუნება განვადდა 2000 წლამდე. ამავე დადგენილებით საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დაევალათ 2001 წლიდან მიზნობრივი დანიშნულებით ყოველწლიურად გამოეყო ქ. თბილისის მერიასათვის სათანადო სახსრები ზემოთაღნიშნული დავალიანების გასასტუმრებლად.
2.11. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებით თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილის საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დადგენილება ითვალისწინებს, რომ 2001 წლიდან ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ ყოველწლიურად მიზნობრივი დანიშნულებით ქალაქ თბილისის მერიას გამოუყონ სახსრები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად. ამდენად, დადგენილება ზოგადი ხასიათისაა, არ არის მითითებული კონკრეტული საწარმოები, ასევე დავალიანებათა ოდენობა, პერიოდულად გასასტუმრებელი თანხის ოდენობა. დადგენიელებით განსაზღვრული ვადის დადგომამდე 1998 წელს მიღებული იქნა კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ’’, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მიერ სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს. ხსენებული კანონის 48-ე მუხლით განისაზღვრა ის ვალდებულებები, რომელიც კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა და რომელის გასტუმრებაც, როგორც საშინაო ვალისა, იკისრა სახელმწიფომ. ამავე მუხლში მითითებული იქნა კონკრეტულად ბინათმშენებლობის იმ დავალიანების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო გაისტუმრებდა. კერძოდ, საშინაო ვალად იქნა აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება და მუნიციპალურ საწარმო ,,თ---–-------ში’’ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, არც ხსენებულ კანონში და არც სხვა რომელიმე ნორმატიულ აქტში მითითებული არ ყოფილა ბინათმშენებლობით წარმოქმნილი სხვა დავალიანების არსებობისა და მისი დაფარვის წესის შესახებ. ამავე დროს არ დასტურდება, რომ თ---–---------------–----------------------–-------------ის წინაშე რომელიმე სამართლებრივი აქტით სახელმწიფოს კონკრეტული დავალიანება აქვს აღიარებული და რომ მისი დაფარვის ვადაზე არიან მხარეები შეთანხმებულები. საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ნაკისრი ვალდებულების არსებობა თ---–---------------–----------------------–-------------ის და ამ ეტაპზე შესაბამისად სს ,,ლ--–--ს“ წინაშე, რომლის საფუძველზეც სასამართლო მოპასუხეს დააკისრებდა კონკრეტული თანხის გადახდას. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
2.12. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი გადახდის ქვითრების საფუძველზე მოპასუხეს ასევე ვერ დაეკისრება გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან თანხის გადახდიდან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ თანხის შეტანა 1990 წლის ჩათვლით ხორციელდებოდა, ხოლო 1992 წლის 23 ივნისისათვის მისთვის უკვე ცხადი იყო, რომ ვალდებულება არ შესრულდებოდა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილება სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის მიერ მითითებული დასაბუთების შესაბამისად. როგორც მოსარჩელემ განმარტა, დადგენილებას ეფუძნებოდა მისი მოლოდინი, რომ 2001 წლიდან თანხა აუნაზღაურდებოდა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზაკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილების ადრესატი არ არის კონკრეტულად სს ,,ლ--–--ს“ წინამორბედი საწარმო, ასევე მასში არ არის მითითებული ბინათმშენებლობის კონკრეტული ვალდებულებების ოდენობები. ამასთანავე, მასში მითითებულია ვალდებულების 2000 წლამდე გავადების თაობაზე. დადგენილება არ ითვალისწინებს 2001 წლიდან რამდენ წელში და რა ოდენობის თანხა უნდა ჩაურიცხონ სამინისტროებმა მერიას და მერიამ რომელ საწარმო-დაწესებულებებს უნდა გადაუხადოს ჩარიცხული თანხა. ამდენად, ხსენებული დოკუმენტის ადმინისტრაციულ დაპირებად შეფასების და ამ დოკუმენტის შესაბამისად სადავო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი საქალაქო სასამართლოს არ გააჩნია.
2.13. საქალაქო სასამართლომ არ მიიჩნია ასევე დადგენილად, რომ თ---–---------------–----------------------–--------------ის მიერ შეტანილი თანხა სადღეისოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხის შესაბამისია. ვალუტის ინდექსაციის მექანიზმი უნდა დადგინდეს ნორმატიული აქტით და სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი დადგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.08წ. #bs-735-701(k-07) განჩინება). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთვარობის 1992 წლის N6-- დადგენილება ზოგადი ხასიათისაა და მასში არ არის მითითებული კონკრეტული საწარმოები, ასევე დავალიანებათა ოდენობა და პერიოდულად გასასტუმრებელი თანხების ოდენობა. აპელანტის მითითებით, დადგენილებაში გარკვევით არ არის ჩამოყალიბებული ის მიზეზები, რაც გახდა საფუძველი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესრულების გადავადებისა. თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მონაწილე საწარმოებს 2000 წლამდე გადაუვადდათ საბინაო ფონდის დავალიანებების გადახდა, რომლებიც უნდა გადაეხადა ქ. თბილისის მერიას იმ თანხებიდან, რასაც ის მიიღებდა ფინანსთა სამინისტროსაგან. სწორედ ამის თაობაზე იყო მითითება საქართველოს მთავრობის N6-- დადგენილებაში, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაევალათ, 2001 წლიდან ქალაქ თბილისის მერიისათვის, ყოველწლიურად, მიზნობრივი დანიშნულებით გამოეყოთ სახსრები საწარმოთა და ორგანიზაციათა მიმართ არსებული დავალიანების გასასტუმრებლად. ხოლო ასეთი მიზნობრივი თანხები აღნიშნულ სამინისტროებს მერიისათვის დღემდე არ გამოუყვიათ. აპელანტი მტკიცებულებად უთითებს 1992 წლის N6-- დადგენილებას.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებას, რომლითაც თბილისის მერიის ორგანიზებით საბინაო მშენებლობაში მონაწილე საწარმოებს 2000 წლამდე გადაუვადდათ საბინაო ფონდის დავალიანებების გადახდა. აღნიშნული დადგენილებით, მთავრობამ ახსნა გადავადების მიზეზები და ისინი დაუმთავრებელი მშენებლობების მოცულობათა შემცირებას დაუკავშირა. ამავე დადგენილებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 2000 წლამდე გადაავადა დარიცხული დავალიანების გადახდა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობამ გადავადებისას გაითვალისწინა ქალაქ თბილისის მერიის წინადადება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაავალა, რომ 2001 წლიდან ქალაქ თბილისის მერიისათვის ყოველწლიურად, მიზნობრივი დანიშნულებით გამოეყოთ სახსრები საწარმოთა და ორგანიზაციათა მიმართ არსებული დავალიანებების გასასტუმრებლად.
3.3. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ 1992 წლის N6-- დადგენილებასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ „დადგენილება ზოგადი ხასიათისაა და არ არის მითითებული კონკრეტული საწარმოები, ასევე დავალიანებათა ოდენობა და პერიოდულად გასასტუმრებელი თანხების ოდენობა.“ სასამართლომ იხელმძღვანელა 1998 წელს მიღებული „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონით, რომელიც მოცემულ დავაში მას არ უნდა გამოეყენებინა. მითუმეტეს, რომ მოცემული კანონის მე-11 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმებს, კერძოდ: ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; ბ) სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარალმანეტმა; გ) სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. დ) აპელანტის განამრტებით, საშინაო ვალის არც ერთი ფორმა სს „ლ--–--ზე“ არ ვრცელდება, ვინაიდან ისინი არ არის დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონის 48-ე მუხლით განისაზღვრა ის ვალდებულებები, რომელიც კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა და რომლის გასტუმრება, როგორც საშინაო ვალისა, იკისრა სახელმწიფომ“. ზემოაღნიშნულ სასამართლო განამარტებას აპელანტი არ ეთანხმება, გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლამდე ანუ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის მიღებამდე (ანუ 1992წ.) გადავადებული იყო სს „ლ--–--ს“ წინაშე აღებული ვალდებულება და იგი წარმოიშვა არა კანონის ამოქმედებამდე, არამედ კანონის ამოქმედების შემდეგ - 2001 წლიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ახალი კანონის ფარგლებში ვერ იკისრებდა მათ გასტუმრებას. აპელანტის მითითებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს პოზიციებიდან იკვეთება, რომ აპელანტის მიერ გადახდილი თანხები არ არის აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალად, შესაბამისად არც ამ თანხების დაბრუნება განხორციელებულა, ხოლო ქ. თბილისის მერიის, საკრებულოსა და მთავრობის აპარატის იურიდიული სამსახურისა და კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურების წერილებით ირკვევა, რომ თბილისის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსება აკისრია საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩარიცხული თანხების აკუმულირება ხდებოდა სახელმწიფო ხაზინაში.
3.4. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 მარტიდან. ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდგომ. აღნიშნული ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 25 ნოემბრამდე. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს საქართველოს 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით. ამ კოდექსის მე-4, 153-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ორგანიზაციათა მოქმედებისაგან, რომლებიც თუმცა არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის ზოგად საწყისებსა და აზრის გამო სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს. აპელანტის მიერ თანხის ჩარიცხვამ წარმოშვა, ერთი მხრივ, ქონების გადაცემის ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, ერთობლივი საწარმოს აშენების ვალდებულება, რაც არ შესრულდა. შესაბამისად, სს „ლ--–--ს“ უფლება აქვს მოთხოვოს მოვალეს (სახელმწიფოს) ნაკისრი ვალდებულების შესრულება. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ შეფასებისა და მსჯელობის გარეშე დატოვა თბილისის მერიის, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წერილები, ასევე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის წერილი, სადაც გაშიფრულია სადავო თანხები და აღიარებული აქვს დავალიანება სს „ლ--–--სთან“ მიმართებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 30 აგვისტოს N1-------- გადაწყვეტილებით სსრ კ--–----------------------------------------–-------------------–----------------------------------------------------------–----------–----------------–------------------------------–-------------ას სახლის ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი.
4.3. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 22 მარტის N1--------- გადაწყვეტილებით თ---–---------------–----------------------–-------------ას, თ-------------–---–-------------–-----------------––-, 6 სართულიანი, 64 ბინიანი, საცხოვრებელი კორპუსი N2---ის ასაშენებლად გამოეყო 4--- კვ.მ ფართი.
4.4. თ---–---------------–----------------------–-------------ას 1985-1989წწ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე საბინაო მშენებლობისათვის ჩარიცხული აქვს 1 730 000 მანეთი, ხოლო 1989-1990 წწ. საქალაქო საბჭოს ა---------------–-----–-------------------------–------–------ს ასაშენებლად ფაბრიკას გადარიცხული აქვს 4 000 000 მანეთი. ამდენად, ს---------–---------------ას ორივე ობიექტის ასაშენებლად (N2-- საცხოვრებელი კორპუსი და სახლმშენებელი კომბინატის მშენებლობისათვის) ჩარიცხული აქვს 5 730 000 მანეთი. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებასაც, რომ 1990 წელს დაიწყო ამ კორპუსების მშენებლობა, გაითხარა ქვაბული, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მშენებლობა შეჩერდა.
4.5. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1993 წლის 17 ოქტომბრის N9-- განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ წესდება. ძალადაკარგულად ჩაითვალა თბილისის ნაძალადევის რაიონის პრეფექტურის 30.09.91წ. N7---- გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული ს------------–--------------------–----–----------------------–--------------ა ,,ლ--–--ს“ წესდება და მის სამართალმემკვიდრედ ჩაითვალა დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--“. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით განხორციელდა სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. N3-------- ადმინისტრაციული საქმეზე თანდართული 1996 წლის 16 სექტემბრის სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ წესდების შესაბამისად, ხსენებული საზოგადოება წარმოადგენს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1993 წლის 17 ოქტომბრის N9-- განკარგულებით რეგისტრირებული დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ სამართალმემკვიდრეს.
4.6. სს ,,ლ--–--ს“ პრეზიდენტმა არაერთი განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას ს---------–---------------ის მიერ ჩარიცხული 5 730.000 მანეთის უკან დაბრუნების ან ამ თანხის საკომპენსაციოდ საპრივატიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ნაწილის გადაცემის მოთხოვნით. ქ. თბილისის მერიამ წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 ივნისის N6-- დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსება აკისრია საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ვინაიდან ჩარიცხული თანხები თავს სახელმწიფოს ბანკში იყრიდა. ამასთანავე, ქ. თბილისის მერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი აღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
4.7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 30 სექტემბრის N0----------------- წერილით დგინდება, რომ საბინაო მშენებლობაში მონაწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა კუთვნილი საბინაო ფონდის დავალიანებათა თანხები არ არის აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალად.
4.8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 29 ოქტომბრის N1----------- წერილით ირკვევა, რომ საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გასულ წლებში ბინათმშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის წესით ჩარიცხული თანხების რეალიზება შესაძლებელია განხორციელდეს, თუ ეს თანხები განსაზღვრული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც სახელმწიფო საშინაო ვალი.
4.9. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ივლისის N4-------- წერილის, დამოუკიდებელი აუდიტორის მურმან გახარიას 2011 წლის 11 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, 1985-1990 წლებში 5 730 000 საბჭოთა მანეთის და რუსული რუბლის შეფარდება აშშ დოლართან მიმართებაში მთლიანობაში შეადგენს 9 076 552 აშშ დოლარს. მოსარჩელის მითითებით, ხსენებულ თანხაზე დარიცხული საურავის ოდენობა 2 000 წლიდან დღემდე შეადგენს 25 459 731 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 57 129919 ლარს.
4.10. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2005 წლის 22 დეკემბერს სარჩელი აღძრა სს ,,ლ--–--მ“ მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 5 730 000 მანეთის შესაბამისი ლარის დაკისრების თაობაზე (ადმინისტრაციული საქმე N3--------). ხსენებული საქმე 2011 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი, სარჩელის გამოხმობის საფუძველზე. იმავე კოლეგიაში 2011 წლის 19 ოქტომბერს, კვლავ ზემოხსენებული სასარჩელო მოთხოვნით სარჩელი აღძრა სს ,,ლ--–--მ“ მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ (ადმინისტრაციული საქმე N3--------). ხსენებული საქმე 2011 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი, სარჩელის გამოხმობის საფუძველზე. ზემოხსენებული განჩინებები არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდის დავალდებულების საფუძველი.
4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ--–--“ ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 57 129 919 ლარის დაკისრებას. მოთხოვნის საფუძვლად მხარე უთითებს თ---–---------------–----------------------–-------------ის მიერ 1985-1989წწ.-ში საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე საბინაო მშენებლობისათვის 1 730 000 მანეთის, ხოლო 1989-1990 წწ. საქალაქო საბჭოს ა---------------–-----–-------------------------–------–------ს ასაშენებლად 4 000 000 მანეთის ჩარიცხვას. მოსარჩელე სს ,,ლ--–--“ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებივ საფუძვლად უთითებს აგრეთვე ,,ქალაქ თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილის საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებაზე, რომლის თანახმად, 1992 წლის და შემდგომ წლებში საბინაო მშენებლობის მოცულობათა შემცირების გამო მიღებულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის წინადადება მოწილე ორგანიზაციებისათვის საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ. მონაწილეობის წესით გადაცემული სახსრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებისათვის დაბრუნება განვადდა 2000 წლამდე. ამავე დადგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დაევალათ 2001 წლიდან მიზნობრივი დანიშნულებით ყოველწლიურად გამოეყო ქ. თბილისის მერიასათვის სათანადო სახსრები ზემოთაღნიშნული დავალიანების გასასტუმრებლად.
4.14. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებით თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილის საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დადგენილება ითვალისწინებს, რომ 2001 წლიდან ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ ყოველწლიურად მიზნობრივი დანიშნულებით ქალაქ თბილისის მერიას გამოუყონ სახსრები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დადგენილება ზოგადი ხასიათისაა, არ არის მითითებული კონკრეტული საწარმოები, ასევე დავალიანებათა ოდენობა, პერიოდულად გასასტუმრებელი თანხის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარმოდგენილ იქნა რუსულ ენაზე შესრულებული და შემდეგ ქართულად ნათარგმნი ,,ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტერიტორიულ-დარგთაშორისი გაერთიანების სახლების მშენებლობის საწარმოს ერთობლივი საწარმოს უფლებით მშენებლობაში მონაწილეთა (მეპაიეთა) ნუსხა, სადაც მოხსენიებულია სსრკ-ს ს----------------------------------–------------–---------------------–----------ა. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებით გათვალისწინებულ საწარმოს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული დოკუმენტი არანაირად არ ადასტურებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებით გათვალისწინებულ საწარმოს. მითითებული დოკუმენტი შედგენილია რუსულ ენაზე და იგი სავარაუდოდ გამოცემული უნდა იყოს (გამოცემის თარიღი არ არის მითითებული) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილების გამოცემამდე. ამასთან, დოკუმენტზე ხელს არ აწერს არცერთი სახელმწიფოს ორგანოს წარმომადგენელი და არც დოკუმენტის შინაარსიდან არ დგინდება, რომ მასში მოსხენიებული და მოსარჩელის მიერ მითითებული საწარმოს მიმართ არის გამოცემული საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილება. ამასთან, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ დადგენილებით განსაზღვრული ვადის დადგომამდე 1998 წელს მიღებული იქნა კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ’’, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მიერ სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს. ხსენებული კანონის 48-ე მუხლით განისაზღვრა ის ვალდებულებები, რომელიც კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა და რომელის გასტუმრებაც, როგორც საშინაო ვალისა, იკისრა სახელმწიფომ. ამავე მუხლში მითითებული იქნა კონკრეტულად ბინათმშენებლობის იმ დავალიანების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო გაისტუმრებდა. კერძოდ, საშინაო ვალად იქნა აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება და მუნიციპალურ საწარმო ,,თ---–-------ში’’ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანება. არც ხსენებულ კანონში და არც სხვა რომელიმე ნორმატიულ აქტში მითითებული არ ყოფილა ბინათმშენებლობით წარმოქმნილი სხვა დავალიანების არსებობისა და მისი დაფარვის წესის შესახებ. ამავე დროს არ დასტურდება, რომ თ---–---------------–----------------------–-------------ის წინაშე რომელიმე სამართლებრივი აქტით სახელმწიფოს კონკრეტული დავალიანება აქვს აღიარებული და რომ მისი დაფარვის ვადაზე არიან მხარეები შეთანხმებულები. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ნაკისრი ვალდებულების არსებობა თ---–---------------–----------------------–-------------ის და ამ ეტაპზე შესაბამისად სს ,,ლ--–--ს“ წინაშე, რომლის საფუძველზეც სასამართლო მოპასუხეს დააკისრებდა კონკრეტული თანხის გადახდას. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
4.15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რომც ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილებით გათვალისწინებულ საწარმოს და ამ დადგენილების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ გადავადებულია დავალიანების გადახდა (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი რამ ვერ დგინდება), ასეთ შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დაევალათ გამოუყონ ქალაქ თბილისის მერიას 2001 წლიდან ყოველწლიურად მიზნობრივი დანიშნულებით სახსრები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად. ამდენად, ქ. თბილისის მერია რომც წარმოადგენდეს მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდაზე ვალდებულ ორგანოს, ზემოაღნიშნული დადგენილებით ცალსახად არის დადგენილი, რომ მერია ამ დავალიანების თანხებს გადაიხდიდა მხოლოდ მაშინ, თუ მას ეს თანხები გამოეყოფოდა ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. საქმის მასალებით კი დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქ. თბილსის მერიას დავალიანების გასასტუმრებლად თანხები არ გამოყოფია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელანტის წარმომადგენელთა მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს ეს გარემოება არ ათავისუფლებს მერიას დავალიანების თანხის გადახდის მოვალეობისაგან, ვინაიდან იგი თვითონ იყო ვალდებული ეაქტიურა თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ამისათვის მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენელთა მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მერიას ამ კუთხით არანაირი ზომების მიღების ვალდებულება არ გააჩნდა და ის დავალიანებას გადაიხდიდა მხოლოდ მაშინ, თუ მას ზემოაღნიშნული სამინისტროების მიერ გამოეყოფოდა შესაბამისი თანხები დავალიანების გასასტუმრებლად, რასაც ადგილი არ ჰქონია.
4.16. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არის არა მარტო უსაფუძვლო, არამედ ხანდაზმულიც. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხოლო 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამასთან, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ზოგადი ვადა შეადგენდა 3 წელს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტების მიხედვით, თანხის შეტანა 1990 წლის ჩათვლით ხორციელდებოდა, ხოლო 1992 წლის 23 ივნისისათვის მისთვის უკვე ცხადი იყო, რომ ვალდებულება არ შესრულდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ მომენტიდან. ამასთან, სააპელაციო პალატაც ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილების მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა, რომ ამ დადგენილების საფუძველზე მისთვის თანხების გადახდა დაიწყებოდა 2001 წლიდან, ვინაიდან დავალიანების გადახდა გადავადებული იყო 2000 წლის ჩათვლით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N6-- დადგენილება ვინაიდან არის ზოგადი ხასიათის და ვერ დგინდება, რომ იგი ეხება მოსარჩელესაც, ამიტომ ვერ ჩაითვლება, რომ ეს დადგენილება წარმოადგენდა მოსარჩელისათვის რაიმეს დაპირებას და შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიმართ თითქოს გააჩნდა კანონიერი ნდობა. ასეც რომ იყოს და რომც ჩაითვალოს, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული დადგენილების მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა მასზედ, რომ 2001 წლიდან დაიწყებოდა მის მიმართ თანხების გადახდა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც კი ხანდაზმულია, ვინაიდან 2001 წლიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 6 (უძრავი ნივთების ხანდაზმულობის ვადა) და 10 წელიც კი (მაქსიმალური ზოგადი ხანდაზმულობის ვადა), ვინაიდან სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 15 აპრილს.
4.17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად არ მიიჩნია დადგენილად, რომ თ---–---------------–----------------------–--------------ის მიერ შეტანილი თანხა სადღეისოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხის შესაბამისია. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ვალუტის ინდექსაციის მექანიზმი უნდა დადგინდეს ნორმატიული აქტით და სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი დადგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.08წ. #bs-735-701(k-07) განჩინება). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ლ--–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები ირაკლი შენგელია
თეა ძიმისტარაშვილი