განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2018
საქმის ნომერი
010141318700063579
ინსტანცია
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700063579

საქმე №1ა/გ-452-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ-------------–---–-- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ-------------–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ-------------–---–- (დაბადებული: 1----–-–------------–------------------)ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

მსჯავრდებულ დ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, დ-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი 3(სამი)წელი და 6 ექვსი)თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩეთა ერთობლიობით, დ-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

დ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 27 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მხოდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით, დ-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ზემოაღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დ-------------–---–- სასჯელად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა პირობით, 3(სამი)წლისა და 6(ექვსი)თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი)წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 15(თხუთმეტი)წლის ვადით.

დ--------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 26 ნოემბრიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

2018 წლის 13 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ-------------–---–--- რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, დ-------------–---–-, მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიერ ჩადენილი ქმედება განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას.

2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისს, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ანალოგიური მუხლით და კვალიფიკაციით ჩადენილი ქმედება გადავიდა მძიმე კატეგორიის დანაშაულში და ამ მიმართებით მსჯავრდებულ დ-------------–---–-- მდგომარეობა სამართლებრივად შემსუბუქდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და ამ მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტი (ახ.რედ.), სასჯელის ზომად ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულ დ-------------–---–-- მიმართ, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებშია მოქცეული, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს არ დამატებია 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, როგორც ამას მსჯავრდებული მიუთითებს, აღნიშნულმა განაჩენმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელსაც თავის მხრივ 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილი 6(ექვსი)თვე ჰქონდა დამატებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ დ-------------–---–-- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება;

3. მსჯავრდებულ დ-------------–---–-- ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ.თევზაძე

 

მ.კაპანაძე