განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002471285- 1ბ/968-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
07 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ვ-–-------------------------------–---------------------, დაბადებული 1984 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–----------–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: ჯარიმა 2 000 ლარი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-–------------------–---- და ითხოვა ჯარიმის ოდენობის შემცირება.
სასამართლომ დაადგინა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2017 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის120-ე მუხლით ნასამართლევ ვ-–------------------–---- 2018 წლის 21 თებერვალს ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი დანა, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ-–------------------–---- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ვ-–------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, პირადი გასინჯვის და ნივთის შეზღუდვების ოქმებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ვ-–------------------–---- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების მომენტიდან. მოცემული დანაშაული დენადია, იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა. სუბიექტურ მხრივ მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, პირმა იცის რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება და სურს ეს.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ-–------------------–---- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2017 წლის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული (ნაკლებად მძიმე) დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად აღნიშნულისა მას 2018 წლის 21 თებერვალს აღმოაჩნდა ცივი იარაღი.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებებით ობიექტის დაზიანებისაკენ. 2018 წლის 22 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, რომელიც მსჯავრდებულ ვ-–------------------–---- პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავი-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ამდენად მსჯავრდებული ვ-–------------------–---, რომელიც ნასამართლევი იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი დანა, რომლის ტარების უფლება მას არ ჰქონდა, შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ-–------------------–--- რომელსაც კანონით ეკრძალებოდა ცივი იარაღის ტარება მაინც ატარებდა ცივ იარაღს. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–------------------–---- ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–------------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ვ-–------------------–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების, კერძოდ ჯარიმის 1000 ლარამდე შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კი დანიშნა სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 1000 ლარი, რომელშიც ნაწილობრივ შეკრებილი იყო ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ქონებრივი მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ემუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი, ვ-–-------------------–---- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ-–------------------–---- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ვ-–------------------–--- (---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ვ-–------------------–---- მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ-–------------------–----, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
4. ვ-–-------------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს;
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ცივი იარაღი დანა, რომელიც ინახება ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი