განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
180100118002379317
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002379317

საქმე №1/ბ-819-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ლ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------- განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების: მ–------------------------–------------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ლ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ლ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ლ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და ლ---------------ეს ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით ლ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ლ----------------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ასევე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ–------------------------–------------ში, დაზარალებულ ნ-------------–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ლ---------------ე თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვ---–---ს“ მარკის ა/მანქანით,სახ.#C-------- დაეჯახა თავისი ყოფილი მეუღლის - ნ--------------–ის კუთვნილ ა/მანქანას, რომელიც არის 2003 წლის მოდელის შავი „ნ------------ს“ მარკის სახ.#S--------- შეჯახების შედეგად აღნიშნული ა/მანქანა დაზიანდა, რითაც დაზარალებულს მიადგა 900 (ცხრაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ–------------------------–------------ში, დაზარალებულ ნ-------------–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ---------------ე თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვ---–---ს“ მარკის ა/მანქანიდან - სახ.#C--------- დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - დაზარალებულ ნ-------------–სა და მის დედას - მ------------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რა დროსაც ლ----------------ემ თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვ---–---ს“ მარკის ა/მანქანა დააჯახა მ------------–---–ს , რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგ ლ----------------ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ–------------------------–------------ში, დაზარალებულ ნ-------------–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ლ---------------ემ თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვ---–---ს“ მარკის ა/მანქანა - სახ.#C--------- განზრახ სხეულის დაზიანების მიზნით დააჯახა მ------------–---–ს , რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგ ლ----------------ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული მ------------–---–ი კი მოთავსებულ იქნა შპს „ ჯ-------------–სში.“

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ--–-------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლით შემცირება.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ლ---------------ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლების აღზრდაში ძირითად როლს ასრულებდა თვითონ და მისი მშობლები. მამის ხანგრძლივად ციხეში ყოფნა დააკლდებათ მის მცირეწლოვან შვილებს, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად, რამეთუ ბავშვები განიცდიან მამის საპატიმროში ყოფნას და მათთვის მამის მიერ საპატიმროში გატარებული თითოეული თვე აისახება მათ ფსიკიკაზე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

დაზარალებულ მ------------–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მ–------------------------–------------ში ოჯახთან ერთად. 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით ღამით 02:00 საათზე, მას და მის შვილს - ნ--------------–ს ეძინათ სახლის პირველ სართულზე, ამ დროს გაიგო ხმაური და ნ--------------–თან ერთად გავიდა გარეთ. მათ დაინახეს ყოფილი სიძე - ლ----------------ე მუქი ფერის ,,ვ---–---ს“ მარკის მანქანით, სახ.#C--------, რომელიც შესული იყო ეზოში და მანქანით რამდენჯერმე დაეჯახა ნ-------------–ის მანქანას „ნ-----------ს“- მარკის სახ.#S--------, დააზიანა მანქანის წინა და უკანა მხარე, ხოლო ამის შემდეგ შეეჯახა მეორე შვილის მანქანას. როდესაც ლ---------------ემ დაინახა მ------------–---–ი და ნ-------------–ი მანქანით მათი მიმართულებით წამოვიდა სწრაფად, ნ-------------–მა გვერდით გასვლა მოასწრო, ხოლო მ------------–---–მა ვერ მოასწრო გასვლა და ლ---------------ე მანქანით დაეჯახა, იგი წაიქცა და მოიტეხა ფეხი, ლ---------------ე ამ დროს აგინებდა და ემუქრებოდა მ------------–---–სა და ნ-------------–ს ,,დაგხოცავთო“. დაჯახების შემდეგ ლ---------------ე სწრაფად გავიდა ეზოდან.

 

დაზარალებულ ნ-------------–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მ–------------------------–------------ში. 2017 წლის 13 დეკემბერს, ღამის 02:00 საათზე, მას შემოესმა ხმაური ეზოდან, რის გამოც იგი დედამისთან - მ------------–---–თან გავიდა გარეთ და დაინახა მისი ყოფილი მეუღლე ლ----------------ე, „ვ---–---ს“ მარკის ა/მანქანით - სახ.#C-------- იყო შესული მათ ეზოში. ლ---------------ე კუთვნილი მანქანით დაეჯახა ნ-------------–ის მანქანას, „ნ-----------ს“ მარკის სახ.#S--------, ხოლო აღნიშნული მანქანა დაეჯახა ნ-------------–ის ძმის მანქანას, რომელსაც უკანა მხარე დაუზიანა, ნ-------------–ის მანქანას დაუზიანდა წინა და უკანა მხარე. ნ-------------–ი და მ------------–---–ი ამ დროს სახლის გვერდით იდგნენ. ნ-------------–ს უნდოდა ლ----- შეეჩერებინა და ეცადა მანქანის კარის გაღებას, მაგრამ ლ----- არ აჩერებდა მანქანას, ის წამოვიდა მანქანით ნ-------------–ისა და მ------------–---–ის მიმართულებით, ხოლო ლ---------------ე ცდილობდა მანქანის დაჯახებას, მაგრამ ნ-------------–მა მოასწრო გვედზე გაწევა, მ------------–---–მა ვერ მოასწრო გაწევა და ლ---------------ე მას მანქანით დაეჯახა შეგნებულად, გვერდის ავლა არც უცდია და პირდაპირ დაეჯახა, ლ---------------ე უყვიროდა და დაგხოცავთო ემუქრებოდა. აღნიშნულს უყურებდა ასევე ნ-------------–ის ძმა - ზ--------------–ი. შეჯახების შედეგად მ------------–---–ი წაიქცა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ნ-------------–მა მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან ლ---------------ეს ნ-------------–ი წარსულშიც არაერთხელ ჰყავდა ნაცემი, შემაკავებელი ორდერიც არაერთხელ იქნა გამოცემული და განაჩენიც არის დამდგარი. აღნიშნული ინციდენტის გამო ნ-------------–მა დარეკა 112-ის სამსახურში.

 

სასაქონლო და სატრანსპორტო ექსპერტიზის №1----- და 2------ დასკვნის თანახმად , ავტომობილ „ნ-----------ს“ მარკის სახ. №S-------- არსებული დაზიანებები დამახასიათებელია მათ რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენისათვის შეადგენს 900 (ცხრაას) ლარს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად , მ------------–---–ს დაუდგინდა მარჯვენა დიდი წვივის ძვლის სახსარშიდა ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანება მარჯვენა დიდი წვივის ლატერალური ზედა როკის სახსარშიდა მოტეხილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლითა და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს (13.12.2017 წ).

 

ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ზ---------------–ის დაკითხვის ოქმით, რ------------ისა და ხ---------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით, შემაკავებელი ორდერებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენის ასლით ლ---------------ის მიმართ და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის 1(ერთი) წლით შემცირების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ლ----------------ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ---------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ლ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ლ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და ლ---------------ეს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით ლ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ლ----------------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 17 დეკემბრიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის მოწითალო მოთეთრო და მოშავო ფერის ნატეხები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი