განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002268423
საქმე №1ბ/667-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ------------–---–---–ის
გამართლებულ: დ-----------–--ის,ადვოკატ: ტ------–----–-----–---–ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------- განქორწინებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ----------------------------–---------------–-------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-----------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 დეკემბერს ბ----------------------------–-------ში საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ-----------–--ემ დედას მ------------------–ს შელაპარაკების საფუძველზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც მ-------------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით დ-----------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ დ-----------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ-----------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების შ--------------–---–ის, ს----------–------–---–ის და ა-–----------------–-–---–ის ჩვენებებით, რომელთაც უშუალოდ დაზარალებულმა უთხრა, რომ ის სცემა დ-----------–--ემ, დაზარალებულის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, იმის მიუხედავად, რომ მან სასამართლოს წინაშე არ მისცა ჩვენება, აგრეთვე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-----------–--ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში დ-----------–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების ჩვენებებს და დაზარალებულის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე არ მისცა ჩვენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ვ---------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა,რომ არის ბორჯომის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, 2017 წლის 9 დეკემბერს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე რომ ბ-----------------------------–-------ში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს, კერძოდ დ-----------–--ე ახორციელებდა ძალადობას დედის მ-------------------–ის მიმართ, დაკითხული იქნა დაზარალებული, ბრალდებული და სხვა დანარჩენი მოწმეები, ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
დ-----------–--ემ მოწმის სახის დაკითხვისას განმარტა, რომ დედა მ------------------–თან რაღაც კამათი ჰქონია, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა და არ შეუძლია რაიმეს გახსენება, იგი დედას შეურაცხყოფას არ მიაყენებდა.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში, მოწმეების შ--------------–---–ის, სე-------------–------–---–ის, ა-–----------------–-–---–ის ჩვენებების, თანახმად 2017 წლის 09 დეკემბერს გადაწყვიტეს წაექეიფათ, ქეიფის შემდეგ დაიშალნენ და წავიდნენ ნაქირავები ბინის მიმართულებით, მისვლისას სახლში დახვდათ მასპინძელი მ-------------------–ი, ნასვამები იყვნენ და მალევე დაეძინათ, მეორე დილით მ------------------–ისაგან გაიგეს, რომ მისი შვილი დ-----------–--ე მისულა მასთან და დედა-შვილს შორის კონფლიქტი მომხდარა, რა დროსაც დ-----------–--ეს გაშლილი ხელი ჩაურტყავს მ-----სათვის თავში.
დ-------------ის ჩვენების თანახმად, არის შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, 2017 წლის 09 დეკემბერს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას დ-----------–--ე დაკავებული იქნა მისი და მისი თანამშრომლის კ----------------ის მიერ.
კ-----------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 09 დეკემბერს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მ-------------------–ს 2017 წლის 09 დეკემბერს შვილმა დ-----------–--ემ ბ--------------------------------–-------–-------–----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას დ-----------–--ე დაკავებული იქნა მისი და მისი თანამშრომლის მიერ.
2017 წლის 09 დეკემბრის დაკავების ოქმის თანახმად, დ-----------–--ე დაკავებული იქნა 2017 წლის 09 დეკემბერს 20 საათსა და 00 წუთზე.
2017 წლის 09 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ბ---------------------------–-------–-------–----------- ში. მ------------------–ის საცხოვრებელი სახლი შემოღობილია ხის ღობით, სახლი წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ შენობას, შემთხვევის ადგილი მდებარეობს შენობის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოს ოთახში, საიდანაც შევიდნენ სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოს ოთახში, სადაც შესასვლელი იყო სახლის პირველი სართულის კარიდორის გავლით. ბინა არეული არ იყო, შეინიშნებოდა წესრიგი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
2017 წლის 11 დეკემბრის N7---------- სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------------------–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2017 წლის 11 დეკემბრის დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი მ-------------------–ი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დ-----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვინაიდან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მხოლოდ ირიბად მიუთითებენ დ-----------–--ის ბრალეულობაზე წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად (საქმე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დავის საგანი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით), ირიბი მტკიცებულების საფუძველზე დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმემ, დაზარალებულმა მ------------------–მ,ა რომლის ჩვენებაც სადავოდ იყო გამხდარი, სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო დ-----------–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ დედა მ------------------–თან შეკამათებას ადგილი ჰქონია, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამდენად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა დ-----------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ხოლო სასამართლო იმ მტკიცებულებას შეფასებას ვერ მისცემს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დ-----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა დ-----------–--ის მხრიდან დედის - მ------------------–ის მიმართ ძალადობის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დ-----------–--ემ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა დ-----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი დ-----------–--ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი დ-----------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ-----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
დ-----------–--ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი CD დისკი ფოტოცხრილით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი