განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
330100117002154382
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002154382

საქმე №1ბ/406-18

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ---------------ის

მსჯავრდებულის: გ---------------–---–ის

ადვოკატის: მ------------–-–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ---------------–---–ის ინტერესების დამცველის - ადვოკატ მ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004110917010) გ---------------–---–ის მიმართ. გ---------------–---–ი დაბადებულია 1----–-–---------სს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------------------–------–----- ამჟამად პატიმარი, გასამართლებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთ.

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ხუთი ეპიზოდი): მანვე ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

შო--------–--ის ეპიზოდი - 2017 წლის 15 ივლისს, დღის საათებში ქ. თბილისში, ვარკეთილის 3, მე-3 მიკრო რაიონი, ?340ვგ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------–---–ი შეუთანხმდა შ-----------–---ს, რომ თითქოსდა შეიძენდა მის ავტომანქანას. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ---------------–---–ი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა შო--------–--ის კუთვნილ 1 120 ლარად ღირებულ ,,Opel Omega-ს’’ მარკის ავტომანქანას (---------------- არ შეასრულა ზეპირი ხელშეკრულებითა და სანოტარო აქტით ნაკისრი ვალდებულება, რასაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და 2017 წლის აგვისტოში ზემოხსენებული ავტომანქანა ჭ--------------------–---–ზე 600 ლარად გაასხვისა. დანაშაულებრივი ქმედებით შ-----------–---ს მიადგა 1 120 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

მ----------------–---–ი ეპიზოდი - 2017 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში ქ. თბილისში, კუს ტბის ასახვევის ტერიტორიაზე გ----------------–---–ი შეუთანხმდა მ-----------------–---–ს, რომ თითქოსდა ერთი დღით იქირავებდა მის კუთვნილი ავტომანქანას, გადასცა ერთი დღის ქირის საფასური - 60 ლარი. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ---------------–---–ი მოტყუებით - თაღლითურად დაეუფლა მ----------------–---–ის კუთვნილ 3 000 აშშ დოლარად ღირებულ ,,Honda fit-ის’’ მარკის ავტომანქანას (------------------, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რასაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და აღნიშნული ავტომანქანა გაასხვისა ჯართის ჩამბარებელ პუნქტში 400 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებით მ----------------–---–ს მიადგა 3 000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ი---------------------ის ეპიზოდი - 2017 წლის 5 სექტემბერს, დღის საათებში ქ. თბილისში, გ-----------–---–ის ქუჩა ?8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------------–---–ი შეუთანხმდა ი---------------------ს, რომ თითქოსდა ერთი დღით იქირავებდა მის კუთვნილ ავტომანქანას, გადასცა ქირის საფასური 70 ლარი. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ------------------–--ლი მოტყუებით - თაღლითურად დაეუფლა ი---------------------ის კუთვნილ 6 700 ლარად ღირებულ ,,Honda Accord-ის’’ მარკის ავტომანქანას (------------------- ზეპირი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რასაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. გ----------------–---–მა 2017 წლის 8 სექტემბერს ზემოხსენებული ავტომანქანა ა---------------–---–ზე 1 200 ლარად გაასხვისა, ხოლო ავტომანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ავზის მოწყობილობა კი 200 ლარად მიჰყიდა ლ------------ს. დანაშაულებრივი ქმედებით ი-----------------------ს მიადგა 6700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

მ------------–---–-ს ეპიზოდი - გ---------------–---–მა განიზრახა თაღლითურად, შემდგომში გასაყიდად, დაუფლებოდა ქ. თბილისი - რუსთავის გზატკეცილის ?257-ში მცხოვრები მ----------------–---–ის კუთვნილ ,,სუბარუ-ლეგასის’’ ფირმის ავტომანქანას, სახ. ნომრით ,-----------. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2017 წლის 7 სექტემბერს ვითომდა ტურისტების ექსკურსიაზე წასაყვანად ერთი დღით იქირავა აღნიშნული ავტომანქანა, ხოლო 10 სექტემბერს ისე, რომ დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია, 500 აშშ დოლარად მიჰყიდა ავტომანქანების ნაწილებით მოვაჭრე ა-–-------–-------–---–ს. გ-----------------–---–ის ქმედებით დაზარალებულ მ------------–---–ს მიადგა 6 400 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

მ-----–--–---–---ის ეპიზოდი - 2017 წლის 11 სექტემბერს, დღის საათებში ქ. თბილისში, გოგოლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------------------–--ლი შეუთანხმდა მ-----–-–---–---ეს, რომ თითქოსდა ერთი დღით იქირავებდა მის კუთვნილ ავტომანქანას. გადასცა ერთი დღის ქირის საფასური 60 ლარი. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ------------------–--ლი მოტყუებით - თაღლითურად დაეუფლა მ-----–--–---–---ის კუთვნილ 7 000 ლარად ღირებულ ,,Nissan Tida-ს’’ მარკის ავტომანქანას (----------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რასაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და 2017 წლის 11 სექტემბერს ზემოხსენებული ავტომანქანის საბურავები ლ-------------–---–ზე 250 ლარად გაასხვისა, ხოლო ავტომანქანა შემდგომში გაყიდვის მიზნით განათავსა ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის ?8-ის მიმდებარედ არსებულ საამქროში. დანაშაულებრივი ქმედებით მ-----–--–---–---ეს მიადგა 7 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ს------------–--ის ეპიზოდი - 2017 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში ქ. თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------------–---–ი შეუთანხმდა ს----------–---ს, რომ თითქოსდა ერთი დღით იქირავებდა მის კუთვნილ ავტომანქანას. გადასცა ქირის საფასური 80 ლარი. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ---------------–---–ი შეეცადა, მოტყუებით - თაღლითურად დაუფლებოდა ს-----------–---ს კუთვნილ 8 000 ლარად ღირებულ ,,Mersedes Benz-ის’’ მარკის ავტომანქანას (სახ. ?----------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რასაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. გ----------------–---–ი 2017 წლის 15 სექტემბერს შეუთანხმდა ბ-----------ს, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას მიჰყიდიდა 2 000 აშშ დოლარად. დანაშაულებრივი ქმედებით ს-----------–---ს შესაძლოა, მისდგომოდა 8 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შ------------–---ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ---------------–---–-ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ი---------------------ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ------------–---–-ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ-----–-–---–---ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ს----------–---- ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ------------–---–-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და გ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 სექტემბრიდან.

 

გ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–-–---–მა და მოითხოვა გ---------------–---–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - ქ. თბილისის პროკურატურის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ---------------ის მიერ წარმოდგენილი იქნა ქ. თბილისის პროკურატურის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ას წერილობითი შუამდგომლობა, ზემდგომი პროკურორის ი----------–-ას თანხმობით სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ---------------–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ---------------–---–მა ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

დაზარალებულებთან კონსულტაციის ოქმებით, დაზარალებულები მ-----–-–---–---ე, შო--------–--ე, მ------------–---–-, ი---------------------ი, ს----------–--- და მ---------------–---–- არ არიან წინააღმდეგი, შუამდგომლობაში მითითებული პირობებით გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება გ---------------–---–ს.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ გ---------------–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შო--------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ--------------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 ( ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი---------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ-----–-–---–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ------------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს----------–---- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ------------–---–-ს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 5 (ხუთი) წლის ვადით შთანთქავს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებს და საბოლოოდ, გ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყება დაკავებიდან - 2017 წლის 16 სექტემბრიდან.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ---------------–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული გ---------------–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის, ნასამართლობის შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ---------------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ---------------–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - შო--------–--ის, ი---------------------ის, ს----------–----, მ---------------–---–-ს, მ------------–---–-ს, მ-----–-–---–---ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ა-------------–---–-----–--------------------------------–---–---------–--------–---–--------------------------------------------------------------------------------–---–-----------------------------–-----–-------–---–-----------------–---–-----–-----------–---–-----–-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის, დათვალიერების, ამოღების და ამოცნობის ოქმებით, გრაფიკული და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, თვით გ---------------–---–ის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მხულის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს - დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის ი----------–-ას თანხმობით 2018 წლის 31 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება: ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ---------------ის, მსჯავრდებულ გ---------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის - ადვოკატ მ------------–-–---–ს შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენში გ---------------–---–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შო--------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ--------------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი---------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ-----–-–---–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ------------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს----------–---- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ------------–---–-ს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, გ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 16 სექტემბრიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულის გ---------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

ა-------------–---–-საგან ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,----------- სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

ლ------------სგან ამოღებული ბუნებრივი აირის ავზი გამშვებ მოწყობილობასთან ერთად სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, დამტენი და 80 ლარი სისხლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

ლ-------------–---–-საგან ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,FF--------- სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

 

ბ------------საგან ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,D--------- სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

 

ლ---------------–---–ისაგან ამოღებული 4 ცალი საბურავი დისკებთან ერთად სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

ჭ------------------–---–-საგან ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,---------- სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

3 დისკი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ა-–------–-------–---–-საგან ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ,------------- და გასაღები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე