განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/ბ-334-18
№ 330310116001288572
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ხარვეზის გამოსწორების შედეგად სააპელაციო საჩივრის
განსახილველად მიღების შესახებ
01 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – თეა ძიმისტარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე შ--–---------------ის უფლებამონაცვლე) - რ--------------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირები - ი-----–----------------–-–--–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ერთპიროვნულად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 374–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შ--–--------------ის უფლებამონაცვლე რ--------------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა რ--------------–---ის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტ – რ--------------–---ს დაუდგინდა ხარვეზი, რადგან სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2018 წლის 16 მაისს.
2018 წლის 22 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზი შეივსო დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372–ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საქმის N3/ბ-334-18, განხილვის საპროცესო ვადა გააგრძელოს 5 თვემდე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 364-ე, 368-369-ე, 372- 374-ე და 59-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------------–---ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. მოწინააღმდეგე მხარეებს გაეგზავნოთ სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტის ასლი და განესაზღვროს ვადა სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 7 დღე შესაგებლის შემოსატანად.
3. საქმის განხილვის საპროცესო ვადა გაგრძელდეს ხუთ თვემდე.
4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი