განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
010141318700063262
ინსტანცია
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063262

საქმე №1/აგ-444-18 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ენ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ილ----–-----ს და შა-–--------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

 

დამტკიცდა პროკურორ ლე----------–---სა და ენ-------------ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით.

ენ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი.

ენ-------------ას, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

ენ-------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ენ-------------ას 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ენ-------------ას შორის 2018 წლის 24 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ენ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ენ-------------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ენ-------------ას საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი.

 

2018 წლის 09 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულ ენ-------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ილ----–-----მ და შა-–--------------ემ, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს ენ-------------ას მიმართ გამოტანილი განაჩენების გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ენ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ილ----–-----ს და შა-–--------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ენ-------------ას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,000032 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მუხლის სანქცია კი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სხვა სახის სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ენ-------------ა უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ენ-------------ასათვის დანიშნულ დამატებით სასჯელს - ჯარიმას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №53495 წერილის თანახმად, აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 07 დეკემბერს.

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ენ-------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების საფუძველი წარმოშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლეობის ფაქტმა. ვინაიდან, იმ ფაქტობრივი გარემოებისათვის, რომელმაც გამოიწვია ენ-------------ას მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფლდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან (როგორც პირობითი მსჯავრის, ისე გამოსაცდელი ვადისაგან), ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 15 000 ლარი გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 07 დეკემბერს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ენ-------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2017 წლის 08 ნოემბრისათვის გაქარწყლებული ჰქონდა ნასამართლობა. შესაბამისად, ენ-------------ა უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ენ-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების: ილ----–-----ს და შა-–--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ენ-------------ა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან - 7 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ენ-------------ა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენები დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე