განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2018
საქმის ნომერი
330210016001380561
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001380561

საქმე №2ბ/7491-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ხ------ა ჯ-----ე

წარმომადგენელი - ნ----------–--------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ-----------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვრთული ქონების რეალიზაცია

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2012 წლის 12 ნოემბერს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა #G-------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 300 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 300 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-მდე. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ მასში მითითებული საკრედიტო ლიმიტის, პროცენტის და ვადის ფარგლებში მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი. სს ,,ს----------–---------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2015 წლის 14 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, ბინა #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) 2015 წლის 14 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

2. 2015 წლის 21 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 47 250 აშშ დოლარი, სარგებელი - წლიური 12,8%, ხელშეკრულების ვადა - 120 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული კრედიტის თანხა მიმართული იქნა სს ,,ს----------–--------ის" მიმართ ხ------ა ჯ-----ის დავალიანების დასაფარად, რომელიც მსესხებელს გააჩნდა ბანკთან მანამდე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით.

 

3. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, ეცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მოპასუხის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული. 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, ხ------ა ჯ-----ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის” მიმართ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 58 101,25 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 47 250 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 340,08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5 511,17 აშშ დოლარი.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს----------–--------მა და მოითხოვა მოპასუხე ხ------ა ჯ-----ისთვის მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 47 250 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხე ხ------ა ჯ-----ისთვის მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 5 340,08 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხე ხ------ა ჯ-----ისთვის მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 5 511,17 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, ბინა #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ.#30, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 12 ნოემბერს, სს ,,ს----------–---------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა #G-------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 300 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 300 თვე.

 

სს ,,ს----------–---------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2015 წლის 14 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, ბინა #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) 2015 წლის 14 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------. 2015 წლის 21 მაისს, სს ,,ს----------–----------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის, საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 47 250 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 12,8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 300 თვე, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, ეცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მოპასუხის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული. 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, ხ------ა ჯ-----ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის” მიმართ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 58 101,25 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 47 250 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 340,08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5 511,17 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა: 1) ხ------ა ჯ-----ისთვის 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 58 101,25 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 2) გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული, ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით უაქციონზე რეალიზაცია: 1) მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-----------------------ს ქ.#30, ბინა #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 3) იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულების მიქცევა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

 

5. მოპასუხე ხ------ა ჯ-----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს ,,ს----------–--------ს" და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმებული იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ------ა ჯ-----ეს მიღებული ქონდა საბანკო კრედიტი 37 800 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის ნაწილის დაფარვა ხ------ა ჯ-----ემ ვეღარ შეძლო და მისი დავალიანება სს ,,ს----------–--------ის" მიმართ შეადგენდა 46 145 აშშ დოლარს. დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით მოპასუხემ მიმართა სს ,,ს----------–--------ს". რესტრუქტურიზაციისას სს ,,ს----------–--------ის" მიერ ხ------ა ჯ-----ის დავალიანება განსაზღვრული იქნა 47 250 აშშ დოლარით. სს ,,ს----------–---------ს" და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა კრედიტი და დაფარული იქნა სს ,,ს----------–--------ის" მიმართ არსებული დავალიანება. ამდენად, სს ,,ს----------–--------მა" 1 105 აშშ დოლარით მეტით გადაფარა ხ------ა ჯ-----ის დავალიანება. მოპასუხემ ასევე სადაო გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მათი შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–--------ის" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ხ------ა ჯ-----ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 47 250 აშშ დოლარის გადახდა; 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 5 340,08 აშშ დოლარის გადახდა; 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 500 აშშ დოლარის გადახდა; გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–----------------------ს ქ. #30, ბინა #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

6.1 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ -ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა გადააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, მსესხებლისთვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების და პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ იქნა გადახდილი, მოსარჩელის მოთხოვნა, მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1 500 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 5 511,17 აშშ დოლარისა.

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 მაისს, სს ,,ს----------–--------ს” და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა საბანო კრედიტის ხელშეკრულება 47 250 აშშ დოლარზე. აღნიშნული კრედიტის თანხა მიმართული იქნა სს ,,ს----------–--------ის" მიმართ ხ------ა ჯ-----ის დავალიანების დასაფარად, რომელიც მსესხებელს გააჩნდა ბანკთან მანამდე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება წლიური 12,8%-ს ოდენობით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის ძირითადი თანხა არ იქნა დაბრუნებული, მის მიერ ასევე არ იქნა გადახდილი სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ 2015 წლის 21 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს. გარდა ამისა, მოპასუხეს სადავოდ ასევე არ გაუხდია საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის ვადამდე გამოთხოვის მართლზომიერება. მოპასუხე მხარე თავის შესაგებელს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული კრედიტის თანხით დაიფარა სს ,,ს----------–--------ს" და ხ------ა ჯ-----ეს შორის ადრე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის ხ------ა ჯ-----ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის" მიმართ შეადგენდა 46 145 აშშ დოლარს. მიუხედავად ამისა, რესტრუქტურიზაციისას სს ,,ს----------–--------ის" მიერ ხ------ა ჯ-----ის დავალიანება განსაზღვრული იქნა 47 250 აშშ დოლარით. ამდენად, სს ,,ს----------–--------მა" 1 105 აშშ დოლარით მეტით გადაფარა ხ------ა ჯ-----ის დავალიანება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ზემოთმითითებული განმარტება არ გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნას 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ. სასამართლოს მოსაზრება ემყარება შემდეგ გარემოებებს: აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ხელმოწერილია ხ------ა ჯ-----ის მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად. ამასთან, პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების გაფორმებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს, იცის ხელშეკრულების პირობების თაობაზე და თანახმაა მითითებული შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ხ------ა ჯ-----ის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერით. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ხ------ა ჯ-----ე გაცნობილი იყო დოკუმენტის შინაარსს და თანახმად იყო 47 250 აშშ დოლარის ოდენობით საბანკო კრედიტის მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნამდვილობა მოპასუხე მხარეს სადაო არ გაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი, მოპასუხე ხ------ა ჯ-----ისთვის 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 47 250 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების 5 340,08 აშშ დოლარის, სულ 52 590,08 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 1 500 აშშ დოლარამდე.

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2012 წლის 12 ნოემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება. 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2012 წლის 12 ნოემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული, ორი ერთეული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. 2012 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1.15. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნებს, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების მიზნით. 2015 წლის 14 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებების 14.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნებს, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

7. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ხ------ა ჯ-----ემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

7.1 აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ხ------ა ჯ-----ესთან გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზი 300.000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა 300 თვე, თუმცა ხ------ა ჯ-----ეს, მიუხედავად თხოვნისა, არ გაუზარდეს ხელშეკრულების ვადა, რითაც შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო შეუცირდებოდა თანხის ყოველთვიური ოდენობა.

7.2 სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი მე მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. აღნიშნული ნორმები შესაძლებლობას იძლევა, სასამართლომ მხედველობაში მიიღოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი შეფასებები თუ ფასეულობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რაც წარმოადგენს საჯარო წესრიგს, ხელშერკულების დადების თავისუფლების პრინციპს, გვერდით უდგას კეთილსინდისიერებისა და სახელშერკულებო სამართლიანობის პრინციპი, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია ახალი ქცევის წესისა თუ სტანდარტების ჩამოყალიბება. 325-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების პირობების შემთხვაზებელ მხარეს წარმოადგენს სს „ს----------–--------ი:, შესაბამისად ის სთავაზობს მომხმარებელს საკრედიტო პირობებს. ასეთ შემთხვევაში მეტად აქტუალურია ამ პირობათა სამართლიანობის პრინციპით განსაზღვრა, რათა დაცული იქნას ე.წ „სუსტი მხარე“- ხ------ა ჯ-----ე, რომელსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს ხელშეკრულების პირობების შემუშავებასა თუ მოდიფიცირებაზე. სწორედ ამგვარი ძლიერ და სუსტ მხრეთა შორის სოციალური სამართლიანობის უზრუნვეყოფას ემსახურება სსკ-ის 325-ე მუხლი. ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე კი, ხელშეკრულების ტექსტით ბოჭვის მიუხედავად, სახელშეკრულებო პირობების განმარტება სამართლიანობის საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2012 წლის 12 ნოემბერს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა #G-------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 300 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 300 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-მდე. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ მასში მითითებული საკრედიტო ლიმიტის, პროცენტის და ვადის ფარგლებში მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი.

 

სს ,,ს----------–---------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2015 წლის 14 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, ბინა #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) 2015 წლის 14 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ს------–-----------------–-------------------ს ქ. #30, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

9.2. 2015 წლის 21 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 47 250 აშშ დოლარი, სარგებელი - წლიური 12,8%, ხელშეკრულების ვადა - 120 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული კრედიტის თანხა მიმართული იქნა სს ,,ს----------–--------ის" მიმართ ხ------ა ჯ-----ის დავალიანების დასაფარად, რომელიც მსესხებელს გააჩნდა ბანკთან მანამდე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

9.3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, ეცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მოპასუხის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული. 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, ხ------ა ჯ-----ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის” მიმართ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 58 101,25 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 47 250 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 340,08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5 511,17 აშშ დოლარი.

 

10. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 21 მაისს, სს ,,ს----------–--------ს“ და ხ------ა ჯ-----ეს შორის, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სარგებელი - წლიური 12,8%, არის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რაც უნდა შემცირდეს და აპელანტს უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა, 4600 აშშ დოლარი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 21 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით, სესხის თანხა იყო 47 250 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 120 თვე, ხოლო სარგებლი - 12.8 %. 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, ხ------ა ჯ-----ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის” მიმართ 2015 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 58 101,25 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 47 250 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 340,08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5 511,17 აშშ დოლარი. პალატა განმარტავს რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულებების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

11. პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმ ნაწილში, რომელიც ეხება მსესხებლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, ხ------ა ჯ-----ის საკუთრებაში არსებული, ორი ერთეული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ------ა ჯ-----ეს უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირი თანხა და მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, პალატა განმარტავს შემდეგს: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა იქნა შემცირებული, შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო არის გონივრული და უფრო მეტად შემცირებას იქ უკვე აღარ ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ბევრად აღემატებოდა სესხის ძირითად დავალიანებას, შესაბამისად, დარღვევის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოახდინა მისი შემცირება პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას ამ ნაწილში.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ხ------ა ჯ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა