განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
050210118002139689
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210118002139689

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 266

29 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი _ თეონა ქიმერიძე

აპელანტი: ი-–-- კ-------ე

წარმომადგენელი: ლ--–- ქ---–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ”გ------- პ------–---ი”; ვ-–-------- მ-------; ნ---- ვ-–--–-----ე

წარმომადგენელი: კ--- ჩ---–-–---–ი

დავის საგანი _ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა; მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი-–-- კ-------ის სარჩელის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-–-- კ-------ემ, მოპასუხე მხარეებად შპს ”გ------- პ------–---ი”, მისი დირექტორი ვ-–-------- მ------- და ამავე შპს-ს 30%წილის მფლობელი ნ---- ვ-–--–-----ე მიუთითა და ითხოვა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება;

2. მოსარჩელის განმარტებით: 2017 წლის 16 ოქტომბერს გ------- მ-----ის მიერ, მათ ოფიციალურ ვებ გვერდსა www.g-----------.com და 16.10.2017წ გაზეთში გამოქვეყნებულ იქნა სტატია, სადაც მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გაავრცელა, ეს ცნობები აგებულია მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე. მოპასუხეთა მიერ გაკეთებული განცხადება ცილისმწამებლურია, სტატია იწყება შემდეგი სიტყვებით: ,,რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა -,,დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე"- სტატიაში დაფიქსირებული გამონათქვამი თავისი არსით წარმომადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას. სტატიაში მითითებულია შემდეგი: „ტ------–--ის ოჯახის წევრები ოფიციალურად, საჯაროდ აცხადებენ, რომ ახალგაზრდის მკვლელობა შეკვეთილი იყო, ე.წ. "მაყურებლების" თემა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საზოგადოებისათვის ერთ დიდ თავსატეხად იქცა და მან მოიცვა არა მარტო სკოლები, არამედ ის უკვე ნებისმიერ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იქნება ეს პარკები, სკვერები, ესა თუ ის დაწესებულებები - ფუნქციონირებს; მაყურებლები ინიშნებიან სკაიპით, მეზობელ თურქეთსა და საბერძნეთში "გადახვეწილი" კრიმინალური ავტორიტეტების მიერ, ხშირია შემთხვევები როცა იგივე შედარებით შორეული გერმანიიდან ან კიდევ საფრანგეთიდან ხდება. ე.წ. "მაყურებლების" ინსტიტუტს კი, ყოველი არჩევნებისას, ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია. ოზურგეთში სულ უფრო ძლიერდება ხმები რომ ამ შეკვეთილი მკვლელობების და საერთოდ გურიაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი, რომელიც გეომეტრიული პროგრესით იზრდება, პოლიციის პოლიტიზირებული ხელმძღვანელობის ბრალია. უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთში მიიჩნევენ, რომ გამოუძიებელი მკვლელობების უკან კ--ი კ--–--ის გარემოცვა, კერძოდ კი ი-–-- კ-------ე დგას, რომლის კადრია გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მ--------–---–ი.“

3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ - აღნიშნული ბრალდებები მოსარჩელის დისკრედიტაციას წარმოადგენს.

4. გ------- მ-----ე ასევე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ: ,,სწორედ არჩევნების მიზნით იყენებს პოლიცია, ძირითადად, ეჭვმიტანილთა და მათ ოჯახთა უმეტეს ნაწილს, არჩევნების დღეს შედის კრიმინალებთან უშუალოდ თანამშრობლობაში, შემდეგ კი მოსახლეობა იხდის პოლიციისა და კრიმინალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგებს. ამას კი გურიაში ი-–-- კ-------ისა და პოლიციის უფროსის, მ--------–---–ის ახლო კავშირებით ხსნიან, მ--------–---–მა თავი გურიას, მისი რამდენიმეწლიანი მმართველობის პერიოდში იმით დაამახსოვრა, რომ ოზურგეთში ე.წ. "მ--------–---–-------" ანუ "მწ-------–-------" გახსნა". სტატიაში ვკითხულობთ, რომ ,,გადამოწმებული ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერს მ–------ეს კრიმინალები პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია. ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ი-–-- კ-------ის დისკრედიტაციას და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას, გაკეთებული განცხადებები არის ცილისმწამებლური და მცდარი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მოპასუხეთა წარმოსახვასა და მოსაზრებებს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. და იგი ი-–-- კ-------ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველია. ი-–-- კ-------ე სარგებლობს საკმაოდ მაღალი რეპუტაციით, ხოლო დღეს გ------- მ-----ის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა მისი, როგორც პატივი და ღირსება, ასევე საქმიანი რეპუტაცია.

5. სტატიაში და გაზეთში მითითებულია იმის თაობაზე, რომ "მ--------–---–-------სთან" ასოცირდება ერთი სკანდალიც, როცა ოზურგეთში მომხდარი ერთ ერთი გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, ოზურგეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა, "ერთიანი ნ-–------–----------------იდან", დ----- მ–------ემ, აღნიშნული ს-–------ეს წინ გამართულ ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა გ------- პოლიციის უფროსი, განაცხადა: "იმის ნაცვლად რომ გ------- პოლიციის უფროსი კრიმინალს ებრძოდეს ეს უკანასკნელი ს-–------ეებს ხსნის" - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–------ეს პოლიციის უფროსმა, მ--------–---–მა ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია". - სტატიას თუ დავუკვირდებით, ი-–----------ე არის შემკვეთი და კრიმინალების მფარველი, ხოლო მ--------–---–ი ასევე კრიმინალი და კრიმინალებთან შეკრული პოლიციელი. შემკვეთი და შემსრულებელი ერთად ისჯება დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისად რადგან მოსარჩელე მხარეს ასეთი რამ არ ჩაუდენია, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს სასამართლოში, იმ კრიმინალების სახელები, გვარები რომლებიც ახორციელებდნენ მუქარას, ასევე უნდა დაადასტუროს, რომ ეს კრიმინალები ი-–-- კ-------ის დავალებით მოქმედებდნენ.

6. სტატიაში მითითებული გამონათქვამები: ,,რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა -,,დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე"- წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას. სისხლის სამართლის კოდექსის 22-25 მუხლებით დასჯადია როგორც თანამონაწილეობა, ისე დანაშაულის ორგანიზება და ამსრულებლობა. ასევე, ამავე კოდექსის 108-109-ე მუხლებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა მკვლელობა, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობა.

7. სტატიაში და გაზეთში გაკეთებული მითითება იმის თაობაზე, რომ ,,ე.წ. "მაყურებლების" ინსტიტუტს ყოველი არჩევნებისას, ეფექტურად იყენებს მმართველი არტია. გამოუძიებელი მკვლელობების უკან კ--ი კ--–--ის გარემოცვა, კერძოდ კი ი-–-- კ-------ე დგას, რომლის კადრია გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მ--------–---–ი". არის მითითება ფაქტზე და ბრალდება, რომელსაც მოპასუხე უყენებს მოსარჩელეს, კერძოდ, ის მიუთითებს, რომ ი-–----------ის დავალებით არ ხდება საქმეების გამოძიება. მოპასუხე მხარემ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას თუ რომელი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზეა საუბარი, რა შემხებლობაშია ი-–-- კ-------ესთან გამოძიება, რა თანამდებობა უჭირავს შს სამინისტროში ან მის დანაყოფში, ი-–-- კ-------ეს, რომ შეძლოს მსგავსი დავალებების განხორციელება და ა.შ.

8. სტატიაში და გაზეთში ასევე მითითებულია იმის თაობაზე, რომ: ,,ი-–-- კ-------ე (პირველად ოფიციალურად პოლიტიკურ სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა მას, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა კანონიერი ქურდების საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში, გადაადგილებასა და მფარველობაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს), სწორედ კ-------ე მ--------–---–ის დუეტთან ასოცირდება ყველა "ბოროტება" რაც კი გურიაში ხდება ამ წუთისათვის და რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს, რამდენიმე და არა ყველა, შეკვეთილი მკვლელობის უკანაც, გურიაში, ამ დუეტს ხედავენ. მ--------–---–ს სავარაუდოდ იმიტომ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით ის უკვე დათხოვი-–-- აღნიშნული თანამდებობიდან ოღონდ არჩევნების პირველ ტურს ელოდებიან რომ ოფიციალურად გადააყენონ; კ-------ეს იმიტომ, რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს."

9. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებმა დაადასტურონ რომელ კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობდა ი-–----------ე და რომელ შეკვეთილ მკვლელობებზეა საუბარი.

10. სტატიაში და გაზეთში ასევე მითითებულია: ,,ოზურგეთში დღემდე დიდი მითქმა მოთქმაა იმ ფაქტზე, რომ ოზურგეთის კანალიზაციის მილების გარკვეული ნაწილის ჯართში ჩაბარების მიზნით დემონტაჟის დროს, ქალაქ ოზურგეთის მერმა, კ-------ის მძახალმა, ბ---–--- ს-------ემ და მაშინდელმა პოლიციის სამმართველოს უფროსმა, მილები ვერ გაიყვეს და კ-------ემ "საქმის გასარჩევად" რუსეთიდან კრიმუნალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ ორი უწყების ხელმძღვანელს მოპოვებულ ჯართზე საკუთრები უფლების ესა თუ ის ფორმა განუსაზღვრა; როგორც უშუალო თვითმხილველები გვიმტკიცებენ, ი-–----------ე და გ------- პოლიციის უფროსი, ამ უკანასკნელის კაბინეტში, ხშირად იბარებენ და ზეწოლას ერთობლივად ახორციელებენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე." მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რომ აღნიშნული - ცილისწამებაა.

11. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა 1) სასამართლომ დაადგინოს: 2017 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,გ------- პ-----–----ის" (ბრენდული სახელი - გ------- მ-----ე) მიერ, ვებ. გვერდსა www.g-----------.com და 16.10.2017 წ. N4------- გაზეთში ,,გ------- მ-----ე" გამოქვეყნებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს, დაეკისროთ მოპასუხეებს, მათ შორის შპს ,,გ------- პ-----–----ს" (ბრენდული სახელი- გ------- მ-----ე) ი-–-- კ-------ის მიმართ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფა. კერძოდ ეს განცხადებებია: ,,ე.წ. "მაყურებლების" ინსტიტუტს კი, ყოველი არჩევნებისას, ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია. ოზურგეთში სულ უფრო ძლიერდება ხმები რომ ამ შეკვეთილი მკვლელობების და საერთოდ გურიაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, პოლიციის პოლიტიზირებული ხელმძღვანელობის ბრალია. უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთში მიიჩნევენ, რომ გამოუძიებელი მკვლელობების უკან კ--ი კ--–--ის გარემოცვა, კერძოდ კი ი-–----------ე დგას, რომლის კადრია გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მ--------–---–ი". ,,სწორედ არჩევნების მიზნით იყენებს პოლიცია, ძირითადად, ეჭვმიტანილთა და მათ ოჯახთა უმეტეს ნაწილს, არჩევნების დღეს შედის კრიმინალებთან უშუალოდ თანამშრობლობაში, შემდეგ კი მოსახლეობა იხდის პოლიციისა და კრიმინალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგებს. ამას კი გურიაში ი-–----------ისა და პოლიციის უფროსის, მ--------–---–ის ახლო კავშირებით ხსნიან, მ--------–---–მა თავი გურიას, მისი რამდენიმეწლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ იმით დაამახსოვრა, რომ ოზურგეთში ე.წ. "მ--------–---–-------" ანუ "მწ-------–-------" გახსნა.",,სხვათაშორის ამ "მ--------–---–-------სთან" ასოცირდება ერთი სკანდალიც, როცა ოზურგეთში მომხდარი ერთ ერთი გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, ოზურგეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა, "ერთიანი ნ-–------–----------------იდან", დ----- მ–------ემ, აღნიშნული ს-–------ეს წინ გამართულ ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა გ------- პოლიციის უფროსი, განაცხადა რომ:"იმის ნაცვლად ვრომ გ------- პოოლიციის უფროსი კრიმინალს ებრძოდეს ეს უკანასკნელი ს-–------ეებს ხსნის" - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–------ეს პოლიციის უფროსმა, მ--------–---–მა ი-–----------ის დავალებით მიუსია". ,,თავად ი-–-- კ-------ე (რომელიც პირველად ოფიციალურად პოლიტიკურ სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა მას, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა კანონიერი ქურდების საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში, გადაადგილებასა და მფარველობაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს) მ--------–---–ის დანიშვნაში ფიგურირებს და მის "კრიშად" ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კ--–--ემ ის გარკვეული ფინანსური მაქინაციებისათვის საკუთარი არაოფიციალური გუნდიდან დაითხოვა, მოიშორა, ოზურგეთში პოლიტიკურ პროცესებზე როგორც "კ--–--ის" "მარჯვენა ხელს" და ქალაქ ოზურგეთის მერის მძახალს, უდიდესი გავლენა აქვს. სწორედ კ-------ე მ--------–---–ის დუეტთან ასოცირდება ყველა "ბოროტება" რაც კი გურიაში ხდება ამ წუთისათვის და რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს, რამდენიმე და არა ყველა, შეკვეთილი მკვლელობის უკანაც, გურიაში, ამ დუეტს ხედავენ. მ--------–---–ს სავარაუდოდ იმიტომ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით ის უკვე დათხოვი-–-- აღნიშნული თანამდებობიდან ოღონდ არჩევნების პირველ ტურს ელოდებიან რომ ოფიციალურად გადააყენონ. კ-------ეს იმიტომ, რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს." ,,ოზურგეთში დღემდე დიდი მითქმა მოთქმაა იმ ფაქტზე, რომ ოზურგეთის კანალიზაციის მილების გარკვეული ნაწილის ჯართში ჩაბარების მიზნით დემონტაჟის დროს (დღეს ოზურგეთის კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ნატანებში ჩაედინება), ქალაქ ოზურგეთის მერმა, კ-------ის მძახალმა, ბ---–--- ს-------ემ და მაშინდელმა პოლიციის სამმართველოს უფროსმა, მილები ვერ გაიყვეს და კ-------ემ "საქმის გასარჩევად" რუსეთიდან კრიმუნალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ ორი უწყების ხელმძღვანელს მოპოვებულ ჯართზე საკუთრები უფლების ესა თუ ის ფორმა განუსაზღვრა. სამწუხაროა ასევე, როგორც უშუალო თვითმხილველები გტვიმტკიცებენ, ი-–----------ე და გ------- პოლიციის უფროსი, ამ უკანასკნელის კაბინეტში, ხშირად იბარებენ და ზეწოლას ერთობლივად ახორციელებენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე."

12. მოსარჩელემ ასევე ითხოვა ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

13. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სტატია სათაურით ”რატომ იმატა გურიაში შკვეთლმა მკვლელობებმა - გ------- პოლიციის უფროსი მოხსნეს” ასევე ქვესათაური - ”დგას თუ არა შეკვეთილი მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე” - არ შეიცავს მოსარჩელისათვის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რადგანაც ინფორმაცია გავრცელებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოპასუხის მოსაზრებით, ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი-–-- კ-------ე წარმოადგენს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, ამასთან საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ იგი ასევე წარმოადგენს კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებულ პირს და აქტიურად არის ჩართული ოზურგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად ი-–-- კ-------ის ნებისმიერი მოქმედებს მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

14. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ოზურგეთში მართლაც მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა. ბოლო დროის განმავლობაში დაგროვდა რამდენიმე გაუხსნელი მკვლელობა, რომელთაგან რამდენიმე აშკარად ატარებს შეკვეთილი მკვლელობის ნიშნებს, ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ და ცენტრალურ პრესაში არაერთი პუბლიკაცია არსებობს. ასევე არაერთი პუბლიკაცია არსებობს იმის შესახებ, რომ კ--ი კ--–--ის გარემოცვა და მათ შორის ი-–-- კ-------ე კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული პირები არიან, შესაბამისად სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ”ოზურგეთში მიიჩნევენ, რომ გამოუძიებელი მკვლელობების უკან კ--ი კ--–--ის გარემოცვა, კერძოდ კი ი-–-- კ-------ეა” - ანუ მოპასუხე სტატიაში საუბრობს იმაზე, თუ რას მიიჩნევენ ოზურგეთში, საუბარია საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც ფორმირებული იყო სტატიის გამოქვეყნებამდე.

15. მოპასუხის განმარტებით, არაერთი პუბლიკაცია და განცხადება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მ--------–---–ი დაკავშირებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისევე, როგორც ი-–-- კ-------ე, რომელიც ოზურგეთის მერის ბ---–--- ს-------ის ახლო ნათესავია, სწორედ ბ---–--- ს-------ის ლობისტია ი-–-- კ-------ე და ეს საზოგადოებისთვის ცნობი-–--. როგორც ამ ისე სხვა შემთხვევაში, სტატიაში საუბარია საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებაზე, ანუ საზოგადოებრივ აზრზე. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოში და კერძოდ ოზურგეთში, იგი გამუდმებით ყალბდება, კერძოდ არის ამომრჩეველზე და მის ნებაზე დაუშვებელი ზეწოლის უამრავი ფაქტი. ვერც ერთ შემთხვევაში მედიასაშუალება ვერ დაელოდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას გამამტყუნებელ განაჩენებს, პრესის მოვალეობაა მიაწოდოს მოსახლეობას მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის ვინმესთვის. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფორმაციის დაყოვნებით გავრცელებამ შეიძლება მის გავრცელებას საერთოდ აზრი დაუკარგოს.

16. მოპასუხე მხარე მიუთითებს, ასევე, რომ საგაზეთო მასალაში საუბარია ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებულ, სავარაუდო ინფორმაციაზე, რომელიც არ შეიძლება აღქმულ იყოს როგორც ფაქტის მტკიცება. გამოქვეყნებული მასალა არ შეიცავს არსებითად მცდარი და პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების ნიშნებს. მოსარჩელე არ და ვერ აკონკრეტებს კონკრეტულად რომელი წინადადება ან ფრაზა არის ცრუ ფაქტების შემცველი და მით უფრო მისი პატივის, ღირსების შემლახველი და ზიანის მომტანი. საგაზეთო სტატიაში გამოქვეყნებული მასალა მათი, მოპასუხეების მხრიდან სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სადაოდ ქცეული მასალა ეყრდნობა წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ისინი პასუხს არ აგებენ წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობაზე და მათი ქმედება არ შეიცავს რაიმე ფაქტის არსებობის ნამდვილობის მტკიცებას.

17. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სრულად დაუსაბუთებელია მიყენებული ზიანი და მიყენებული სულიერი ტკივილი, რომელზეც საუბრობს მოსარჩელე მხარე. გაურკვეველია საიდან და რა ფორმით იქნა მიყენებული ზიანი გაანგარიშებული მოსარჩელეთა მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

18. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ი-–-- კ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

19. 2017 წლის 16 ოქტომბერს, შპს გ------- პ------–---ის (ბრენდული სახელი გ------- მ-----ე) მიერ, მათ ოფიციალურ ვებ გვერდსა და 16.10.2017 წ ?4------- გაზეთში ,,გ------- მ-----ე’’ გამოქვეყნებულ იქნა სტატია - სათაურით ,,რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა - გ------- პოლიციის უფროსი მოხსნეს’’. სტატია იწყება შემდეგი სიტყვებით:

,,დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე.’’ სტატიაში მითითებულია: ,,ე.წ ,,მაყურებლების ინტიტუტს’’ კი ყოველი არჩევნებისას ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია. ოზურგეთი სულ უფრო ძლიერდება ხმები, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობების და საერთოდ გურიაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი, რომელიც გეომეტრიული პროგრესით იზრდება პოლიციის პოლიტიზირებული ხელმძღვანელობის ბრალია. უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთში მიიჩნევენ, რომ გამოუძიებელი მკვლელობების უკან კ--ი კ--–--ის გარემოცვა, კერძოდ კი ი-–-- კ-------ე დგას, რომლის კადრია გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მ--------–---–ი’’. ,,სწორედ არჩევნების გზით იყენებს პოლიცია ძირითადად ეჭვმიტანილთა და მათ ოჯახთა უმეტეს ნაწილს არჩევნების დღეს შედის კრიმინალებთან უშუალოდ თანამშრომლობაში შემდეგ კი მოსახლეობა იხდის პოლიციისა და და კრიმინალების დანაშუალებრივი კავშირის შედეგებს. ამას კი გურიაში ი-–-- კ-------ისა და პოლიციის უფროსის მ--------–---–ის ახლო კავშირებით ხსნიან. მ--------–---–მა თავი გურიას მისი რამდენიმე წლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ იმით დაამახსოვრა, რომ ოზურგეთში ე.წ ,,მ--------–---–-------’’ ანუ ,,მ–------–-------’’ გახსნა. ,,სხვათაშორის ამ ,,მ--------–---–-------სთან’’ ასოცირდება ერთი სკანდალიც, როცა ოზურგეთში მომხდარი ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ოზურგეთში პოლიტიური ოპოზიციის ლიდერმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ,,ერთიანი ნ-–------–----------------იდან’’ დ----- მ–------ემ აღნიშნული ს-–------ეს წინ გამართულ ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა გ------- პოლიციის უფროსი განაცხადა რომ: ,,იმის ნაცვლად რომ გ------- პოლიციის უფროსი კრიმინალს ებრძოდეს ეს უკანასკნელი ს-–------ეს ხსნის’’ - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. გადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მ–------ეს პოლიციის უფროსმა, მ--------–---–მა ი-–----------ის დავალებით მიუსია’’. ,,თავად ი-–-- კ-------ე (რომელიც პირველად ოფიციალურად პოლიტიკურ სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა მას, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა კანონიერი ქურდების საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში გადაადგილებასა და მფარველობაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს) მ--------–---–ის დანიშვნაში ფიგურირებს და მის ,,კრიშად’’ ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კ--–--ემ ის გარკვეული ფინანსური მაქინაციებისათვის საკუთარი არაოფიციალური გუნდიდან დაითხოვა, მოიშორა, ოზურგეთში პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც ,,კ--–--ის’’ ,,მარჯვენა ხელს’’ და ქალაქ ოზურგეთის მერის მძახალს, უდიდესი გავლენა აქვს. სწორედ კ-------ე მ--------–---–ის დუეტთან ასოცირდება ყველა ,,ბოროტება’’ რაც კი გურიაში ხდება ამ წუთისათვის და რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს რამდენიმე და არა ყველა შეკვეთილი მკვლელობის უკანაც, გურიაში ამ დუეტს ხედავენ. მ--------–---–ს სავარაუდოდ იმიტომ რომ გავრცელებული ინფორმაციით ის უკვე დათხოვი-–-- აღნიშნული თანამდებობიდან ოღონდ არჩევნების პირველ ტურს ელოდებიან რომ ოფიციალურად გადააყენონ. კ-------ეს იმიტომ რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს’’. ,,ოზურგეთში დღემდე დიდი მითქმა მოთქმაა იმ ფაქტზე რომ ოზურგეთის კანალიზაციის მილების გარკვეული ნაწილის ჯართში ჩაბარების მიზნით დემონტაჟის დროს (დღეს ოზურგეთის კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ნატანებში ჩაედინება) ქალაქ ოზურგეთის მერმა კ-------ის მძახალმა ბ---–--- ს-------ემ და მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსმა მილები ვერ გაიყვეს და კ-------ემ ,,საქმის გასარჩევად’’ რუსეთიდან კრიმინალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ ორი უწყების ხელმძღვანელს მოპოვებულ ჯართზე საკუთრების უფლების ესა თუ ის ფორმა განუსაზღვრა. სამწუხაროა ასევე, როგორც უშუალო თვითმხილველები გვიმტკიცებენ ი-–----------ე და გ------- პოლიციის უფროსი ამ უკანასკნელის კაბინეტში ხშირად იბარებენ და ზეწოლას ერთობლივად ახორციელებდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე’’.

20. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნებული იქნა რამდენიმე სტატია.

21. სახელდობრ: სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 12 მაისს, საინფორმაციო სააგენტო G-- -მა გაავრცელა სტატია შემდეგი სათაურით - ,,ნ-–-----------’’ კრიმინალური ავტორიტეტის ე.წ. ,,რ-----ს’’ შესახებ რამდენიმე დეტალს ასაჯაროებს. სტატიაში მითითებულია: რომ ავტომანქანა, S-კლასიის მერსედესი, სახელმწიფო ნომრით Z-------, რომლითაც მოხდა რ-----ს აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანა, იმყოფება მოქალაქე მ------ დ---–--ე-კ-------ის მფლობელობაში. ქალბატონი მ------ს მეუღლე ი-–-- კ-------ე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ი----–---–ისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის ,,პ---------------’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, აგრეთვე K-------------------- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს ,,კ--–----------–ის’’ დირექტორი. ცოლ-ქმარმა წინასაარჩევნოდ ბლოკ ,,ქ--------–---–---ას’’ 80 000 ლარი შესწირეს - ი-–-- კ-------ე 2014 წლის 15 აპრილს 60 000 ლარი და მ------ დ---–--ე-კ-------ე 2014 წლის 13 მაისი 20 000 ლარი.

22. სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 29 იანვარს გ------------ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სტატია - სათაურით ,,ტ--------------–--------ი’’ ანუ იყო თუ არა ,,რ-----’’ ოზურგეთში. სტატიაში მითითებულია, რომ ,,ნ-–------–----------------ის’’ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, დ----- მ–------ე, წარმოშობით ოზურგეთელ ბიზნესმენს, კ--ი კ--–--ის მეგობარს ი-–-- კ-------ეს ოზურგეთის ,,ფაქტობრივ მმართველს’’ უწოდებს. დ----- მ–------ე ი-–-- კ-------ეს კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობაში და კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს. ამასთანავე, ის კ-------ის კლანურ მმართველობაზე და ქალაქის მერიაში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს. ოზურგეთში ხშირად საუბრობენ იმ თემაზე, რომ აეროპორტიდან გამქრალ ქურდს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------ში ,,სამეფო პატივით’’ მასპინძლობდა ოზურგეთს ფაქტობრივი მმართველი ი-–-- კ-------ე.

23. 2015 წლის 28 იანვარს, ნ---------ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სტატია - სათაურით ,,იმალებოდა თუ არა აეროპორტიდან ,,გამქრალი’’ ,,რ-----’’ ოზურგეთში და ვის ჰყავდა ის სამეფო პატივში’’. სტატიაში მითითებულია ,,როდესაც კანონიერი ქურდი ,,რ-----’’ აეროპორტიდან გაქრა, შ---------ში იმალებოდა. ეს ადამიანი სამეფო პატივში იყო და მას ოზურგეთის ფაქტიური მმართველი უწევდა მასპინძლობას’’. ი-–-- კ-------ე არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მომაგრებულია ოზურგეთის ფაქტიურ მმართველად და აკონტროლებს თავიდან ბოლომდე სიტუაციას. ნახეთ ქალაქის მერიაში ვინ არიან დასაქმებულები და ვისი ნათესავები არიან. უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ ადამიანების სიას’’ - განაცხადა მ–------ემ.’’

24.სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 18 აპრილს, ნ---------ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სტატია - სათაურით ,,ი-–----------ე თუ გ---–- კ-------–ია - ვინ გახდება გ------- გუბერნატორი’’. სტატიაში მითითებულია ,,გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, გ------- გუბერნატორობის პოსტზე ი-–----------ისა და გ---–- კ-------–იას კანდიდატურები განიხილება. შ----------ის დროინდელი სახელმწიფო მოხელის, გ---–- კ-------–იას მხარდამჭერებიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზ----- კ------------ის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, რაც შეეხება ი-–----------ეს, ოზურგეთში ყველასთვის ცნობი-–--, რომ ის ქვეყნის ვიცე პრემიერთან, კ--ი კ--–--ესთან დაახლოებული პირია.’’

25. 2015 წლის 03 მაისს, გაზეთ ა-–----ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სტატია - სათაურით ,,ნ-–------–----------------ა’’ ოზურგეთის ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს’’. სტატიაში მითითებულია, რომ ,,ირმა ნადირაშვილმა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დ----- მ–------ემ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართეს. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ ოზურგეთს კ-------ის და ა----ო ი----–---–ის კლანი მართავს’’.

26. სასამართლომ მიუთითა 2015 წლის 03 მაისს ნ---------ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაზე - სათაურით ”ი----–---–ების და კ-------ე-ს-------ის კლანი - ნეპოტიზმი ოზურგეთში”. სტატიაში მითითებულია, რომ ”ნ-–------–----------------ის” წევრი ირმა ნადირაშვილი ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს 2 კლანი მართავს. ეს გახლავთ კ-------ეების კლანი და მეორე არის ი----–---–ების კლანი. ეს ის ი-–-- კ-------ეა, რომელიც კანონიერ ქურდს ”რ-----ს” საკუთარი მეუღლის მანქანით დახვდა აეროპორტში და თვითმფრინავიდან გააქრო. კ-------ე კ--–--ის ფავორიტია. ის თავისი მძახლის, ბ---–--- ს-------ის საშუალებით არის ოზურგეთის რაიონის პრაქტიკული მმართველი.

27. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ი-–-- კ-------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კ---ბ-------------–---–ს და ითხოვა პასუხი მასზედ გ--------ის, კ------------ის, ფ--–--–---–ისა და ტ------–--ის მკვლელობებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება. დადგენილი იყო თუ არა ბრალეული პირის ვინაობა. რაიმე ფორმით ამ ან სხვა რომელიმე მკვლელობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა თუ არა ი-–-- კ-------ის კავშირი, როგორც თანამონაწილის, დანაშაულის ორგანიზატორის ან ამსრულებლის სახით. რომელიმე საქმეზე დაკითხული იყო თუ არა ი-–-- კ-------ე მოწმის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის სტატუსით.

28. 2017 წლის 29 ნოემბრის შსს გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკის ს----ი ბ---–---–ის ?2------ წერილით ი-–-- კ-------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ შსს გ------- პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება გ. გ--------ის, ი.კ------------ის, გ. ფ--–--–---–ისა და ი. ტ------–--ის მკვლელობებთან დაკავშირებით. ი. კ-------ე მკვლელობებთან დაკავშირებით არ დაკითხულა, ვინაიდან მისი დაკითხვის აუცილებლობის საკითხი არ

დამდგარა.

29. სასამართლომ დაადგინა, რომ ი-–-- კ-------ე საჯარო პირია, ის სარგებლობს საკმაოდ მაღალი რეპუტაციით. ის არის უმაღლესი განათლებით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე (დირექტორი, კომერციული დირექტორი, ბანკის ფი-–--ლის მმართველი და ა.შ.), არის ქველმოქმედი, ეხმარება უნარშეზღუდულ პირებს, როგორც მატერიალურად, ასევე ტანსაცმლით, საკვებით და ა.შ. ასევე მისი აშენებულია ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ--------–--ში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია.

30. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია”;

31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი და განმარტა, რომ სადავო სტატიაში მითითებული გამონათქვამები მოპასუხის მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელიც ასახავს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ აზრს და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოპასუხის სუბიექტური აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) და არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტების დამტკიცების მცდელობა. მოცემულ შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც სხვადასხვასტატიების მეოხებით ფორმირებული იყო სტატიის გამოქვეყნებამდე. სტატიაში საუბარია საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე, საზოგადოებრივ აზრზე. აქედან გამომდინარე, სადავო სტატიაში გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად.

32. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ეს გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს არ გაუვრცელებიათ მოსარჩელე ი-–-- კ-------ეზე ცილისმწამებლური განცხადებები, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები.

32. სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეების მიერ გამოთქმულმა ,,შეფასებითმა მსჯელობებმა” მას ზიანი მიაყენა. რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა გადმოსცა საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია და მან პასუხი არ უნდა აგოს მესამე პირთა მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

33.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ი-–-- კ-------ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

34. აპელანტის განმარტებით: სასამართლომ დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 12 მაისის საინფორმაციო სააგენტო C-- სტატიიდან ამონარიდი და აქედანვე მისცა ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი, რადგან სწორედ ამ სტატიასთან დაკავშირებით აპელანტმა სხდომაზევე დააფიქსირა თავისი პოზიცია. სასამართლომ კი გადაწყვეტილებაში არ ასახა ეს ადგილი რაც მოპასუხეებისათვის არის სასარგებლო. აპელანტისთვის გაუგებარია, რატომ მოიყვანა სტატიიდან ამონარიდი სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მეორეც ამ ამონარიდით რა დასტურდება. მაშინ როდესაც ამ სტატიას აქვს გაგრძელება, რომელიც სულაც არ არის მოპასუხისათვის სასარგებლო და მხარის დამჭერი - მაგრამ სტატიის ამ ნაწილმა ასახვა ვერ პოვა გადაწყვეტილებაში.

35. რაც შეეხება ნ---------ის სტატიას, ესეც სასამართლოს მხრიდან არის ერთგვარად მისი პოლიტიკური შეხედულების აშკარა დადასტურება, რადგან უსიტყვოდ იზიარებს ოპოზიციური ლიდერების და ოპოზიციის პოლიტიკოსების მოსაზრებებს, კერძოდ სასამართლომ გაიზიარა სტატია სადაც მითითებულია: "როდესაც კანონიერი ქურდი, “რ-----” აეროპორტიდან გაქრა, შ---------ში იმალებოდა ის ადამიანი და სამეფო პატივში იყო და მას ოზურგეთის ფაქტიური მმართველი უწევდა მასპინძლობას” - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან დ----- მ–------ე. გასაგებია რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დ----- მ–------ის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, იმიტომ რომ მას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი უსიტყვოდ გაეზიარებინა დ----- მ–------ის ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება.

36. აპელანტის მითითებით დ----- მ–------ემ უნდა წარუდგინოს მედიასაშუალებებს იმ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები, რომლის გამოთქმის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს. კერძოდ ციტატა: „როდესაც კანონიერი ქურდი, „რ-----” აეროპორტიდან გაქრა, შ---------ში იმალებოდა ის ადამიანი და სამეფო პატივში იყო. ოზურგეთის ფაქტიური მმართველი უწევდა მასპინძლობას” - სადაც ის აღნიშნულ საკითხს პირდაპირ ი-–-- კ-------ეს უკავშირებს. მ–------ემ ეს განცხადება 27 იანვარს „გ------- მ-----ის” ვებგვერდის გადაცემა „მ-------------ში” გააკეთა.

37. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მიკერძოებულად და აბსურდული გადაწყვეტილების გასამყარებლად იმსჯელა მხოლოდ ისეთ მტკიცებულებებზე რომელიც თითქოს დაასაბუთებდა მის გადაწყვეტილებას, რეალურად მოხდა პირიქით.

38. აპელანტი აღნიშნავს, რომ ი-–-- კ-------ე არ წარმოადგენს საჯარო პირს.

39.სასამართლომ თავის გადაყვეტილებაში მოიხმო 2015 წლის 03 მაისის გაზეთ ა-–----ის სტატია. ეს სტატია სასამართლომ სრულად გადმოიტანა გადაწყვეტილებაში, თუმცა სტატიით მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება, რომ ი-–-- კ-------ე ნაც მოძრაობის ინტერესის საგანი მხოლოდ იმიტომაა, რომ ბ---–--- ს-------ის მზახალია.

40. სასამართლომ არასწორად დაასაბუთა და დაადგინა, რომ ი-–-- კ-------ე არის საჯარო პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, პირი რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. აპელანტი მიუთითებს, რომ ი-–-- კ-------ე არ არის თანამდებობის პირი, ან რაიმე ფორმით სახელმწიფოებრივ მმართველობასთან დაკავშირებით უფლებამოსილების განმახორციელებელი საჯარო მოხელე ან რომელიმე საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, ან თუნდაც პოლიტიკური ფიგურა და მისი აზრი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

41. ამასთან სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გ------- მ-----ის სტატიები, ასევე არ იმსჯელა იმაზე, ქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული გ------- მ-----ის გასაჩივრებულ სტატიას.

42. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სხვადასხვა სტატიებიდან ამონარიდები დადგენილფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია. მოსარჩელის მოთხოვნას მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

43. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები, მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, კერძოდ სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზეთ ”გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეთის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოქვეყნებული სტატიით: ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე” - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ”ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება. შესაბამისად უნდა დაევალოს გაზეთ გ------- მ-----ეს გაზეთში და თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი ფორმით: ”გაზეთ გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის №4------- ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე”- გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება. ცნობა გამოქვეყნებული უნდა იქნას გამოყოფილი შრიფტით, გაზეთის მეორე გვერდზე; რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

44. ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა:

45. დადგენი-–--, რომ 2017 წლის 16 ოქტომბრის გ------- მ-----ის მიერ მისსავე ოფიციალურ ვებ გვერდსა და გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე ?“

46. სტატიაში საუბარია ი-–-- კ-------ის საქმიანობაზე, მათ შორის გავრცელებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „კრიმინალები მ–------ეს პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია“. . . „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი-–-- კ-------ე მონაწილეობს“. (იხ. საქმეში წარმოდგენილი გაზეთი გ------- მ-----ე მე-2 გვ.).

47. უდავოდ დადგენი-–--, რომ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდგომ 2017 წლის 22 ნოემბერს ი-–-- კ-------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კ---ბ-------------–---–ს და ითხოვა გ--------ის, კ------------ის, ფ--–--–---–ისა და ტ------–--ის მკვლელობებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება. დადგენილი იყო თუ არა ბრალეული პირის ვინაობა და რაიმე ფორმით ამ ან სხვა რომელიმე მკვლელობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა თუ არა ი-–-- კ-------ის კავშირი, როგორც თანამონაწილის, დანაშაულის ორგანიზატორის ან ამსრულებლის სახით. რომელიმე საქმეზე დაკითხული იყო თუ არა ი-–-- კ-------ე მოწმის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის სტატუსით.

48. უდავოდ დადგენი-–--, რომ 2017 წლის 29 ნოემბრის შსს გ------- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკის ს----ი ბ---–---–ის ?2------ წერილით ი-–-- კ-------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ შსს გ------- პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება გ. გ--------ის, ი.კ------------ის, გ. ფ--–--–---–ისა და ი. ტ------–--ის მკვლელობებთან დაკავშირებით. ი. კ-------ე მკვლელობებთან დაკავშირებით არ დაკითხულა, ვინაიდან მისი დაკითხვის აუცილებლობის საკითხი არ დამდგარა.

49. სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ ”გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეთის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოქვეყნებული სტატიით [”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე” - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ”ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს] : გავრცელდა არა მოსაზრებები ი-–-- კ-------ის სამიანობასთან დაკავშირებით, არამედ მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, რადგან სტატიის ავტორი დადასტურებულად მიუთითებს ი-–-- კ-------ეს შეკვეთილ მკვლებებსა და კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობაზე.

50. სადავო პუბლიკაციაში (სახელდობრ, კი პუბლიკაციის შემდეგ წინადადებებში: „კრიმინალები მ–------ეს პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია“ და „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი-–-- კ-------ე მონაწილეობს“ დადასტურებულადაა მითითებული ფაქტებზე, რომლებიც სტატიის ავტორის აზრით მართლაც მოხდა.

51. სადავო პუბლიკაციიდან (სახელდობრ პუბლიკაციის შემდეგი წინადადებიდან: კრიმინალები მ–------ეს პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია“ და რომ „ ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი-–-- კ-------ე მონაწილეობს“) ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ჟურნალისტი - სტატიის ავტორი თავის შეფასებას, ან შეფასებით მსჯელობას კი არ ავითარებს აპელანტის პიროვნების მიმართ, არამედ აღწერს და მიუთითებს დადასტურებულ ფაქტებზე, (მაგ.: იმაზე, რომ ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი-–-- კ-------ე მონაწილეობს).

52. პალატის მოსაზრებით, სტატიაში, სახელდობრ ზემოაღნიშნულ წინადადებებში აღწერილი გარემოებები მტკიცებითი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი, როგორც უარყოფა, ასევე დადასტურებაც სავსებით შესაძლებელია. ამდენად ცხადია, რომ სადავო პუბლიკაციით (სახელდობრ კი პუბლიკაციაში გადმოცემული გამონათქვამებით „კრიმინალები მ–------ეს ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსიეს; „ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში ი-–-- კ-------ე მონაწილეობს“) პუბლიკაციის ავტორს თავისი ე.წ. „მოსაზრებები“ კი არ გაუვრცელებია, არამედ მტკიცებით ფორმაში გადმოსცა ფაქტები.

53. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ პუბლიკაციით გადმოცემული ფაქტები ნამდვილი არ არის, რაც დასტურდება შსს გ------- პოლიციის დეპარტამენტის # 2------ წერილით, საიდანაც დგინდება, რომ გურიაში პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება მუქარიძის, კ------------ის, ფ------–---–ის, ტ------–--ის მკვლელობებთან დაკავშირებით. ი.კ-------ე ამ მკვლელობებთან დაკავშირებით არ დაკითხულა, ვინაიდან მისი დაკითხვის აუცილებლობის საკითხი არ დამდგარა“.

54. ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დაუდასტურებელია პუბლიკაციაში მითითებული ფაქტი ოზურგეთში გახმაურებულ მკვლელობებში და კრიმინალურ გარჩევებში ი-–-- კ-------ის მონაწილეობის შესახებ.

55. პალატა მიუთითებს, რომ შეკვეთილ მკვლელობაში და კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულების (განაჩენის) არარსებობაც საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ ი-–-- კ-------ის მიერ დანაშაული არ ჩადენილა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახული ფაქტები ი-–-- კ-------ის წინააღმდეგ მასზედ, რომ გურიაში შეკვეთილი მკვლელობების უკან დგას ი-–-- კ-------ე, და რომ ის მონაწილეობს კრიმინალურ გარჩევებში - სიმართლეს არ შეესაბამება. პალატა აქვე განმარტავს და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აღნიშნულ სტატიაში ასახული ინფორმაცია ფაქტების შემცველია და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ავტორის მოსაზრებად, ამასთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტზე გაავრცელა არანამდვილი და რეალური, არამედ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მოსარჩელის სახელის გამტეხი განცხადება.

56. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სტატიით გავრცელებული ინფორმაციები შეიცავენ ფაქტებს და ისინი არ წარმოადგენენ ავტორისეულ მოსაზრებას ან შეფასებას.

57. ამასთან პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული გამონათქვამები ”კრიმინალურ გარჩევებში კ-------ე მონაწილეობს”, ”ყველა ამ შეკვეთილი მკვლელობის უკან დგას კ-------ე” - უნდა შეფასდეს, როგორც ცილისწამება.

58. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული პუბლიკაციით, რომლითაც ის ი-–-- კ-------ის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მიუთითებდა, ამასთან ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ზიანი მიადგა ადრესატის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.

59. სიტყვისა და გამოხატვის თავსიუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13, მე-14, მე15 მუხლების საფუძველზე ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

1) ვინ გაავრცელა სადავო ცნობები

2) ვის შესახებ გავრცელდა

3) რა ინფორმაციას შეიცავს ისინი

4) რა შედეგი გამოიწვია ამან.

60. პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ სადავო ცნობები მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდა. ინფორმაცია გავრცელდა არა საჯარო პირის შესახებ, და გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცნობებს აპელანტი მხარის კრიმინალური საქმიანობის შესახებ.

61. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრების ურყევი ნება გამოხატეს.

62. უზენაეს კანონში გამოხატულ ამ ნებას მხოლოდ დეკლარაციული მნიშვნელობა არ აქვს და იგი როგორც პირდაპირი და უშუალო სამართლებრივი ძალის მქონე აქტი, ზღუდავს სახელმწიფო ხელისუფლებას ხელისუფლების განხორციელების პროცესში.

63. საერთო სასამართლოებისათვის ეს შეზღუდვა ნორმათა განმარტების და მათი შეფარდების ე.ი. მართლმსაჯულების განხორციელების დროს მოქმედებს.

64. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებმა კანონის დისპოზიციური ნორმები დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების შესაბამისად და მათ საფუძველზე უნდა განმარტონ.

65. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1976 წლის 7 დეკემბერს გადაწყვეტილებაში საქმეზე ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინაარმდეგ განმარტა, რომ „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება მხოლოდ, დემოკრატიას, ე.ი. ხალხის მმართველობას არ გულისხმობს, სახელმწიფოოს მოწყობის ამგვარი ფორმა დემოკრატუიულად ორგანიზებულ საზოგადოებას ნიშნავს, ე.ი. იმგვარს, რომლისთვისაც მთავარ ღირებულებას ადამიანი, მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენენ.

66. უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „საჯარო პირს“.

67. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად „საჯარო პირი“ არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი-–-- კ-------ე არ წარმოადგენს თანამდებობის პირს, საქმის განხილვის დროისათვის მას არანაირი თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში არ უკავია, სრულიად დაუდასტურებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისი რომელიმე გადაწყვეტილებას ან აზრს მნიშვნელოვანი ან რაიმენაირი გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

68. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ არსებობს შესაძლებლობა ფაქტის გადამოწმებისას იმის დადგენა, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.

69. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ #ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ #ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

70. ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირებას შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

71. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. თუმცა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ კონკრეტულ შემთხვევაში, შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში და ა.შ. ხოლო ჟურნალისტმა უნდა ადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა მის მიერ მიღებული გონივრული ზომები ინფორმაციის გადამოწმების თაობაზე. მტკიცების ტვირთის აღნიშნული წესით გადანაწილების შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელემ ი-–-- კ-------ემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ის არ მონაწილეობდა შეკვეთილ მკვლელობებში და რომ არ მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევაში. აღნიშნული დასკვნის ფაქტობრივი საფუძველია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, პოლიციის სამმართველოსადმი მიწერილობა, შესაბამისი პასუხის მიღება პოლიციის განყოფილებიდან, ასევე პრეზუმფცია მასზედ, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არარსებობის პირობებში, პირი უდანაშაულოდ ითვლება, მით უფრო, მაშინ, როდესაც ჟურნალისტს აღნიშნული ინფორმაციის სისწორის თაობაზე რაიმე სახის მტკიცება არ განუხორციელებია.

72. ცილისწამების კანონისმიერი რეგულაციის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ ზიანის მტკიცებაც, რომელიც მას მცდარი ინფორმაციის გავრცელებით მიადგა. შესაბამისად, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება პირს შეიძლება ფაქტობრივ ანდა მორალურ ზიანს აყენებდეს. ნიშანდობლივია, რომ ფაქტობრივი ზიანი მტკიცებადი კატეგორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დაადასტუროს მატერიალური ზიანის არსებობა, გავრცელებულ ინფორმაციასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის ოდენობა, ხოლო რაც შეეხება მორალურ ზიანს, ამ შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია ლახავს, თუ არა, პირის პატივს, ღირსებასა, თუ საქმიან რეპუტაციას და ამით იწვევს, თუ არა მის ფსიქიკურ, თუ სულიერ ტანჯვას. მორალური ზიანის მტკიცებასთან დაკავშირებით, საგულისხმოა მისი სასამართლოსეული ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, „ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. მორალური ზიანის არსებობა ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია.

73. არამატერიალური ზიანის მტკიცებასთან დაკავშირებით კი სასამართლო პრაქტიკა შემდეგი სახისაა: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.

74.განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, განმცხადებელი ი-–-- კ-------ე მორალური ზიანისათვის თანხის დაკისრებას ითხოვს მოპასუხეებზე თუმცა დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მითითებული, მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია ი-–-- კ-------ის სულიერი ტანჯვა, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა სულიერი ტკივილით გამოწვეული ზიანის ქონებრივ ანაზღაურებაზე. რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს, მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურებისა და მოპასუხეთათვის 10 000 ლარის დაკისრების საფუძველი.

75. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

76. პალატა განმარტავს, რომ მცდარი ფაქტის გავრცელება ყოველთვის არ წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ზომები მიიღო და რა ღონისძიებები გაატარა ჟურნალისტმა, როდესაც ფაქტს ავრცელებდა. მან თუ ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობანი და პასუხისმგებლობა ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თუმცა, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარმოადგინოს. კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მოახდინა, ან მცდელობა ქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით - მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

77. ჟურნალისტების უფლება გაავრცელონ ინფორმაცია შეზღუდულია ვალდებულებით, მოამარაგონ საზოგადოება სწორი და გადამოწმებული ინფორმაციით, შესაბამისად, ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებენ, რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს. ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში უნდა გადაამოწმოს გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. თუმცა, რიგ შემთხვევებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დაუძლეველ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ზუსტად ამგვარი სირთულის არსებობა უნდა დაადასტუროს.

78. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება პასუხისმგებელ სუბიექტთა მხრიდან (სტატიის ავტორი, რედაქტორი) ინფორმაციის გადამოწმების, ან გადამოწმების შეუძლებლობის ან მისი სწრაფად გავრცელების გარდაუვალობასთან დაკავშირებით.

79. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.

80. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ჟურნალისტის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა გაავრცელოს გადამოწმებული ინფორმაცია; გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების შემცველია, ფაქტები კი, თავის მხრივ, მცდარია და იწვევს ინფორმაციის ადრესტის, მოსარჩელე ი-–-- კ-------ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

81. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

82. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

83. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ გაზეთ ”გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეთის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოქვეყნებული სტატიით: ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე” - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ”ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება. შესაბამისად, რაკიღა მოპასუხეთა ქმედებებით დარღვეული იქნა ი-–-- კ-------ის პირადი უფლებები, მისი აღდგენის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად პალატა მიიჩნევს, მოპასუხე მხარის დავალდებულებას გაზეთში და თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი ფორმით: ”გაზეთ გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის №4------- ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე”- გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ი-–-- კ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი-–-- კ-------ის სარჩელი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ი-–-- კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. დადგენილად იქნეს მიჩნეული, რომ გაზეთ ”გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეთის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოქვეყნებული სტატიით: ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე” - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ”ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.

5. დაევალოს გაზეთ გ------- მ-----ეს გაზეთში და თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.g-----------.com გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი ფორმით: ”გაზეთ გ------- მ-----ის” 2017 წლის 16 ოქტომბრის №4------- ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ი-–-- კ-------ე”- გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მ–------ეს, პოლიციის უფროსმა მ--------–---–მა, ი-–-- კ-------ის დავალებით მიუსია; ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კ-------ე მონაწილეობს” - არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.

6. ცნობა გამოქვეყნებული იქნას გამოყოფილი შრიფტით, გაზეთის მეორე გვერდზე;

7. მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

8. გაზეთ ”გ------- მ-----ეს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა; აღნიშნული თანხის გადახდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე, სახაზინო კოდი 300 183 150.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

11. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-9-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე