განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310117001842684 (3/ბ-678-2017წ.)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტიები (მოპასუხეები) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, გ--------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა------–ია, ნ--------–ია (კანონიერი წარმომადგენელი მ------------ია)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და გ--------–----–---–ის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 14 მარტს ა------------ ფაციებმა, წარმომადგენლის მეშვეობით, სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ--------–----–---–ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 0---------წ. N-- ბრძანებისა და N--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა გ--------–----–---–ისთვის ქ. ზუგდიდში, თ---–---- ქ. N43/3 ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2011 წლის 0------------–ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადამცემი კომისიის მიღებული გადაწყვეტილებით გ--------–----–---–ს საკუთრებაში გადაეცა იზოლირებული საცხოვრებელი ფართი, მდებარე, ქ.ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N43/3-ში და გაიცა 2011 წლის 0-----------–ის N-- ბრძანება, რის საფუძველზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წლის 0------------–ს გასცა N--- საკუთრების მოწმობა, იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც წარმოადგენდა არა გ--------–----–---–ის, არამედ სხვა პირის საკუთრებას.
მოპასუხეების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და გ--------–----–---–ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა------------ ფაციების სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 0---------წ. N-- ბრძანება გ--------–----–---–ისთვის ქ. ზუგდიდში, თ---–---- ქუჩის N43/3 ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით და საკუთრების უფლების N--- მოწმობა.
ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დაეკისრათ მოპასუხეებს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით გ--------–----–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ბინა) ს/კ 4------------------ მდებარე ქ. ზუგდიდი, თ---–---- ქ. 43, ნაკვეთის წინა ნომერია 4-----------, შენობა ნაგებობის N1 განასენიანების ფართი 281,46 მ2. უფრო დეტალური ინფორმაციით ბინა მდებარეობს საერთო საცხოვრებლის მე-2 სართულზე N3-ში და მისი ფართია 77,90 კვ.მ.
რეგისტრაციის საფუძველია საკუთრების უფლების მოწმობა N---, დამოწმების თარიღი 0---------.
საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 0---------წ N-- ბრძანების საფუძველზე, რომლითაც დამტკიცდა კანონიერი მოსარგებლეებისათვის, მათ შორის გ--------–----–---–ისთვის კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი (არაპრივატიზებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადამცემი კომისიის 2011 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
კომისიამ მოპასუხე ფიზიკური პირისთვის საკუთრების უფლების გადაცემა მიზანშეწონილად ჩათვალა იმ დასაბუთებით, რომ ფართი წარმოადგენდა არაპრივატიზებულ - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართს და დაინტერესებულმა პირმა დაამტკიცა, რომ იგი ამ ფართის კანონიერი მოსარგებლეა.
კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, რომელიც ადასტურებდა სადავო მფლობელობაში გ--------–----–---–ის და მისი მშობლების ცხოვრებას 1999 წლიდან, ასევე გ--------–----–---–ის დედასთან - გ---–-----------ასთან 15.01.2005 წ. დადებული ხელშეკრულება ბინის გაქირავებაზე, გარდაცვალების მოწმობები, ბინის აზომვითი ნახაზი და სიტუაციური გეგმა.
გ--------–----–---–ის მამა - ლ-------–----–---–ი გარდაიცვალა 2---------.
იგივე ბინაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს ა------–იას და ნ--------–იას მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე. ამ შემთხვევაში საკადასტრო კოდად დაფიქსირებულია 4------------------, მისამართი იგივე ქ. ზუგდიდი, თ---–---- ქ. N43, ნაკვეთის წინა ნომერი - 4-----------, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართი - 281,46 კვ.მ, თუმცა უფრო დეტალურ ინფორმაციაში ამჯერად მითითებულია, რომ ბინა მდებარეობს შენობის მე-2 სართულზე, მისი ნომერია 5, ხოლო ფართი 76,30 კვ.მ.
აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით პრივატიზებულია 1-----1998წ და მის მესაკუთრედ რეგისტრირებულია კ--------–--, თუმცა ბინის მისამართად რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდი, თ---–---- ქ. N--.
კ--------–-- მოსარჩელეების ბაბუაა (მამის მამა).
კ--------–-- გარდაიცვალა -1--------- წ, ხოლო მისი შვილი (მოსარჩელეების მამა) ე----------–-- - 0--------- წ.
ა------–ია და ნ--------–ია სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეები არიან. სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეა ე----------–--ც.
მიუხედავად უფლებადამდგენ დოკუმენტებში არსებული განსხვავებისა სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ეს დოკუმენტი გაცემულია ერთსა და იმავე ქონებაზე, რომელზეც საქმის მასალების მიხედვით თავდაპირველ მესაკუთრედ - 1-----1998 წ-დან ფიქსირდება კ--------–--.
თვითონ მხარეები, ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ რომ ამ ბინაში მოპასუხე ფიზიკური პირის ოჯახის წევრები საცხოვრებლად შევიდნენ კ--------–--ს ნებართვით. ისინი მიუთითებენ კ--------–--სა და გ--------–----–---–ის მამას (ლ------–----–---–ს) შორის არსებულ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებზე და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ბინა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების სანაცვლოდ გადასცა კ--------–--მ ლ------–----–---–ს, რაც საქმის მასალებით არ დადასტურდა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების სტანდარტის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლოს აღნიშვნით, მოპასუხე ამტკიცებდა, რომ კ--------–--ს სრულად არ აქვს გადახდილი ლ------–----–---–ისგან 20.10.1998 წ. შეძენილი უძრავი ნივთის ღირებულება, თუმცა საქმეში წარმოდგენილია კანონით დადგენილი (სანოტარო) ფორმით დადებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ლ------–----–---–მა გაყიდა, ხოლო კ--------–--მ იყიდა ქ.ზუგდიდში, თ------–---–ის ქ. N39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მასში მითითებულია ნასყიდობის ფასი და ინფორმაცია, რომ ეს თანხა გ--------–----–---–მა ხელშეკრულების ხელმოწერისას მიიღო კ--------–--სგან. სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის.
საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები ადასტურებს, რომ საცხოვრებელი ბინა, სადაც ამჟამად გ--------–----–---–ი ცხოვრობს და მის საკუთრებაშია რეგისტრირებული, არის სწორედ ის ბინა, სადაც მანამდე კ--------–-- ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ისინი ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი ფართის დათმობასთან დაკავშირებით კ--------–--სა და ლ------–----–---–ს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმებები, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ეს შეთანხმებები (გარიგება) არ შემდგარა კანონით დადგენილი ფორმით, იმგვარად რომ ამ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემას ჰქონოდა ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხარეთა მიერ მითითებულ პერიოდში სავალდებულო იყო ასევე წერილობითი გარიგების შედგენა სანოტარო ფორმით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ხოლო მე-5 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წ N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის 1 პუნქტით ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის დანაწესებით, საკუთრებაში გადაცემა ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭებას. ამავე წესის მე-3 მუხლით არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) იზოლირებული ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადაცემა.
დადგენილია, რომ არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოხდა არა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული, არამედ ფიზიკური პირის საკუთრებაში გადაცემული (ერთხელ უკვე პრივატიზებული) ფართის ხელახლა გადაცემა სხვა მესაკუთრისთვის, იმ პირობებში, როცა წინა მესაკუთრეს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება ამ ქონებაზე - არ მომხდარა მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე საკუთრების უფლების დათმობა ან მისი ახალ მესაკუთრეზე გადასვლა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
მოპასუხე ფიზიკურ პირს ადმინისტრაციულ ორგანოში საცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დასადასტურებლად წარდგენილი აქვს გარკვეული მასალები (საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა), თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ განაპირობებენ მის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევას ზემოთდასახელებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიზნებისათვის.
,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წ N189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტი კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევს ფიზიკურ პირს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია დადასტურებული უნდა ყოფილიყო სათანადო მტკიცებულებებით. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია, ხოლო წარდგენილი ცნობა და ხელშეკრულება ისე იქნა მიჩნეული მტკიცებულებად, რომ არ შემოწმებულა მისი გამცემი ორგანოს უფლებამოსილება.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ წარმოებას შედეგად მოჰყვა უკანონო აქტის გამოცემა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ პირზე ვისაც არ ჰქონდა სადავო ნივთზე საკუთრების უფლების მიღების უფლებამოსილება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით კი ფაქტიურად საკუთრების უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩამოერთვა ნამდვილ მესაკუთრეს, რაც დაუშვებელია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემული დავა სწორედ ამგვარად უნდა გადაწყდეს - ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ისე გ--------–----–---–მა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ა------------ ფაციების სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
აპელანტ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს საფუძვლიანად შეისწავლა გ--------–----–---–ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოტანილი დოკუმენტაცია, საქმე განიხილა კომისიურად, იხელმძღვანელა, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ და მიიღო გადაწყვეტილება ბინის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომლის შემდეგაც გამოიცა №-- ბრძანება გ--------–----–---–ისთვის ქ. ზუგდიდში, თ---–---- ქუჩის №43/3 ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეში არსებული გ.წ----–---–ის მიერ უძრავ ქონებაზე წარმოდგენილი 10.03.2017 წლის ამონაწერით მის სახელზე საკადასტრო კოდით: 4------------------ საკუთრებაში დარეგისტრირებულია ბინა სართული 2, ბინა 3, ფართით 77.90 კვ.მ. ხოლო საქმეში არსებულ ა. ფ-–--ს და ნ. ფ-–--ს მიერ უძრავ ქონებაზე წარმოდგენილი 10.03.2017 წლის ამონაწერით საკადასტრო კოდით: 4------------------ მათ საკუთრებაში გააჩნიათ ფართი სართული 2 ბინა 5, - 76.30 კვ.მ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ის არ ეწინააღმდეგება კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნული ბრძანების გამოცემის დროს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედებდა საქართველოს პრტეზიდენტის №73 ბრძანებულებით ,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად.
აპელანტ, გ--------–----–---–ის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არასწორად არის მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ის (გ.წ----–---–ი) და მისი ოჯახის წევრები 1998 წლიდან დღემდე ცხოვრობენ სადაო საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა №43-ში, ეს ბინა მოსარჩელეების ბაბუამ კ--------–--მ მათ (გ.წ----–---–ის ოჯახს) გადასცა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნულ ბინაზე 2016 წლამდე მოსარჩელეებს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებიათ. კ--------–--სა და გ--------–----–---–ის მამას ლ------–----–---–ს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის საფუძველზე წ----–---–ებს გადაეცა ეს ბინა, სადაც დღემდე ცხოვრობენ და აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს დაკითხულმა მოწმეებმაც.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 4------------------, ფართი კი შეადგენს 76.30 კვ. მეტრს, წ----–---–ების სახელზე კი რეგისტრირებულია უძრავი ქონება ს/კ. 4------------------, ფართით 77.90 კვადრატული მეტრი, აქედან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთსა და იმავე უძრავ ქონებას არ მიანიჭებდა ორ განსხვავებულ საკადასტრო კოდს, რადგან თუ რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით დადასტურდებოდა, რომ ერთსა და იმავე ქონებაზე იყო წარმოდგენილი ნაზაზი და სხვა დოკუმენტები, მაშინ ის ზედდებაში მოვიდოდა რეგისტრირებულ მონაცემებთან. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე ასევე განსხვავებული ფართების არსებობის გამოც უდავოა, რომ ეს დოკუმენტები შეეხება ორ განსხვავებულ უძრავ ქონებას, მით უფრო, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებიდან არავის არ დაუდასტურებია ამ ორი უძრავი ქონების იდენტურობა, რაც შეეხება ჩანაწერს პრივატიზაციის შესახებ კ--------–--ს სახელით დარწმუნებულია, რომ ის შეეხება სრულიად სხვა ფართს და არა წ----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირებულ ბინას, რადგან კ--------–-- და მისი შვილი ე----------–-- აპელანტს მხარეს აქტიურად ეხმარებოდნენ საცხოვრებელი ბინის მის სახელზე დარეგისტრირებაში, მათ რომ ჰქონოდათ დოკუმენტი აპელანტის საკუთრებაში არსებული ბინის პრივატიზების შესახებ, არც კ--------–-- და არც მისი შვილი ე----------–-- ამას არ დაუმალავდნენ.
აპელანტის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადამცემ კომისიას მას (გ.წ----–---–მა) წარუდგინა სათანადო დოკუმენტები, მათ შორის ცნობა საჯარო რეესტრიდან საკუთრების არსებობაზე და ტექ ინფორმაცია, მაგრამ ორივეგან უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტის საკუთრებად რეგისტრირებული ფართი და მოსარჩელეების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ფართი არ წარმოადგენს ერთსა და იმავე ქონებას. თუ პრივატიზაციის შესახებ რაიმე დოკუმენტი არსებობდა აღნიშნულს, როგორც ის (გ.წ----–---–ი), ასევე საკრებულოს კომისია, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდეგ გასცა მასზე საკუთრების მოწმობა აუცილებლად მიიღებდა თავის დროზე და მასზე არც ერთ შემთხვევაში არ გასცემდა საკუთრების მოწმობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
მოსარჩელეები ითხოვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონიერი მოსარგებლისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართის კანონიერი მოსარგებლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადამცემი კომისიის 2011 წლის 0-----------–ის N-- ბრძანების (გ--------–----–---–ზე სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში) და საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 0-----------–ის N--- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 0-----------–ის N-- ბრძანებით დამტკიცდა კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადამცემი კომისიის 2011 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება და საცხოვრებელი ფართობი, მდებარე ქ.ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა 43/3-ში საკუთრებაში გადაეცა გ--------–----–---–ს.
2011 წლის 0------------–ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N---, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა ქ.ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა N43/3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით - 77.9 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი 48.1 კვ.მ. (ს.ფ. 17-20, ტ.1).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა გ--------–----–---–მა (რეგისტრაციის N--, 2---------წ), რომელშიც მიუთითებდა, რომ ცხოვრობდა ჩ--------------------–-------–--------------------–---–------------------ის საცხოვრებელ ბინაში 1999 წლიდან, რომელიც მდებარეობს თ---–---- ქუჩა N43-ში. განმცხადებელი ითხოვდა ბინის საკუთრებაში გადაცემას. დანართი დოკუმენტების სახით წარდგენილი იყო: ჩ--------------------–------–------------------------–---–------------------ის ცნობა, ხელშკრულება, ბინის აზომვითი ნახაზი, გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა (ს.ფ. 14, ტ.1).
აღნიშნული განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ს.ფ. 15, ტ.1).
განცხადებაზე დართული ცნობით, საბინაო პირობების შემოწმების შესახებ (დამოწმებული საქართველოს ეროვნული არქივის მიერ) ირკვევა, რომ ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა N43-ში მცხოვრები ოჯახი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: წ----–---–ი ლ-----ი, კ-------------ო, წ----–---–ი გ-------. აღწერის მიხედვით ბინა მდებარეობს ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N43/3, ბინა შედგებოდა სამი ოთახისაგან, საცხოვრებელი - 48.1 კვ.მ. ფართობი, ოთახები 1-15.4 კვ.მ; 2-13.8 კვ.მ.; 3-19.0 კვ.მ. დოკუმენტი დამოწმებულია ჩ------------------------------–------–-----------------------ის ბეჭდით (ს.ფ.24-26; ტ.1).
საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით, ირკვევა, რომ ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა N43-ში მ--------------ასთან ერთად ცხოვრობს გ--------–----–---–ი (ს.ფ. 27, ტ.1).
საქმეში ასლის სახით დაცულია 2001 წლის 15 ივნისისა და 2005 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებები, რომლითაც ირკვევა, რომ ზუგდიდის ჩაის ფილიალმა კ-------------ოს და ლ-------–----–---–ს მიაქირავა თბილისი ქუჩა N43-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა (ს.ფ. 29-30, ტ.1). აპელანტი გ--------–----–---–ი არის ლ-------–----–---–ის და მ--------------ას შვილი (ს.ფ. 54, ტ.1).
გ--------–----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (საერთო ბინა) მდებარე ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N43, ს/კ-ით 4------------------ უძრავი ქონების მახასიათებლებია (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართი 1123.00 კვ.მ. მიწა (თანასაკუთრების უფლება) ნაკვეთის წინა N4-----------, შნობა ნაგებობა N2 281.46 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მდებარე მე-2 სართულზე N3 ფართობი- 77.9 კვ.მ. (ს.ფ. 31, ტ.1), რეგისტრაციის საფუძველია საკუთრების უფლებს მოწმობა N--- 0---------წ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, უფლების რეგისტრაციის N8-----------, 09.11.2016წ.
მოსარჩელეები არიან კ--------–--ს შვილიშვილები და ზ----- ფ-–--ს შვილები. კ--------–-- გარდაცვლილია 1--------- წელს (ს.ფ. 34. ტ.1). ზ----- ფ-–-- (კ--------–--ს შვილი და მოსარჩელეების მამა) გარდაცვლილია 2015 წლის 02 სექტემბერს (ს.ფ. 36; ტ.1).
2016 წლის 25 მარტის სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ ნ--------–იამ და ა------–იამ მიიღეს ბაბუის კ--------–--ს სამკვიდრო ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N---ში. საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია ტექ-ბიუროში, რაც დასტურდება ცნობა დახასიათებით TT2---------, 09/03/2016.
საქმეში დაცული ცნობა-დახასიათებით TT 2---------- 0-----2015 წ (ს.ფ. 40. ტ. 1), ირკვევა, რომ ზუგდიდში, თბილისი ქუჩა N---ში მდებარეობს საცხოვრებელი ფართი (ბინა) 56.70 კვ.მ. საკუთრების ტიპი - საკუთრება. მესაკუთრე კ--------–--. ცნობა-დახასიათებაში შენიშვნის სახით დაფიქსირებულია შემდეგი - ტექნიკური პასპორტის ყდაზე მითითებულია ფართები - საერთო 71.1 კვ.მ. საცხოვრებელი-56.7 კვ.მ. დამხმარე 14.4 კვ.მ. ლოჯი - 5,2 კვ.მ. ასევე ფიქსირდება პრივატიზაციის ხელშეკრულება N2-----, 1--------- წ. ნოტარიუსი მაია ფუტკარაძე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გ--------–----–---–ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მათი ბაბუის, კ--------–--ს მიერ პრივატიზებული და მის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება მდებარე ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა N---ში, რაც დასტურდება 2-----2016 წლის სამკვიდრო მოწმობითა და 1--------- წლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ იგივე ქონების გ--------–----–---–ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ქ.ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის N--- საკუთრების მოწმობის საფუძველზე დაუშვებელი იყო, რადგან ბინა 2011 წლის მდგომარეობით უკვე განკერძოებული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ადმინისტრაციულ წარმოებას შედეგად მოჰყვა უკანონო აქტის გამოცემა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ პირზე ვისაც არ ჰქონდა სადავო ნივთზე საკუთრების უფლების მიღების უფლებამოსილება.
საქმეში წარმოდგენილი N2-----, 1--------- წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებითა და ცნობა-დახასიათებით უდავოდ დადგენილია, რომ ზუგდიდში, თ---–---- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი ბინა პრივატიზებულია კ--------–--ს მიერ.
გ--------–----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი (საერთო ბინა) მდებარე ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N43, ს/კ-ით 4------------------ უძრავი ქონების მახასიათებლებია (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართი 1 123.00 კვ.მ. მიწა (თანასაკუთრების უფლება) ნაკვეთის წინა N4-----------, შენობა ნაგებობა N2 - 281.46 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მდებარე მე-2 სართულზე, N3 ფართობი - 77.9 კვ.მ. (ს.ფ. 31, ტ.1), რეგისტრაციის საფუძველია საკუთრების უფლების მოწმობა N--- 0---------წ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, უფლების რეგისტრაციის N8-----------, 09.11.2016 წ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა აჩვენეს, რომ გ--------–----–---–მა თავის საკუთრებად რეგისტრირებული ბინა ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღო კ--------–--საგან (მოსარჩელეების ბაბუსაგან), თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ--------–----–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის მისამართი არასწორია და რომ 1--------- წლის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მისამართი (თ---–---- ქუჩა N--) იგივეა რაც ამაჟამად თ---–---- ქუჩა N43 (როგორც ეს მითითებულია გ--------–----–---–ის სახელზე გაცემულ N--- საკუთრების უფლების მოწმობასა და საჯარო რეესტრის ამონაწერში). ამდენად, მხოლოდ მოსარჩელეებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტება, რომ კ--------–--სთან შეთანხებით გადავიდა საცხოვრებლად წ----–---–ების ოჯახი მათთვის სადავო აქტებით გადაცემულ ბინაში - არ ადასტურეს, რომ კ--------–--ს მიერ 1--------- წ. ხელშეკრულებით სწორედ ის ბინა იყო პრივატიზებული, რომელიც ამჟამად გ--------–----–---–ის საკუთრებად არის რეგისტრირებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცეოს კოდექსის 22.1 და 22.2 მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. იმავე კოდექსის 32.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარწმუნოდ არ დასტურდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეების კანონიერი უფლებისა და ინტერესისათვის პირდაპირ და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი 2-----2016წ სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მოსარჩელეებმა ნ---- და ა------–იებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს ბაბუის კ--------–--ს სამკვიდრო, ტექბიუროში რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა მდებარე ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N--. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ--------–-- გარდაიცვალა 1--------- წელს, ხოლო მოსარჩელეების მამა, ე----------–-- - 03.09.2015წ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336.1 მუხლით, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. კ--------–--ს (მოსარჩელეების ბაბუის) გარდაცვალების დროისთვის (1---------წ) ცოცხალი იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე და მოსარჩელეების მამა - ე----------–--, რომელმაც 0-----2008წ სამკვიდრო მოწმობით მიიღო მამის, კ--------–--ს კუთვნილი სამკვიდრო ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა მდებარე ზუგდიდი, თ------–---–ის ქუჩა N35, რაც საჯარო რეესტრშიც დაარეგისტრირა თავის საკუთრებად ს/კ - 4----------- (ს.ფ. 49-52). მამისგან, კ--------–--საგან ე----------–--ს მემკვიდრეობით სხვა ქონება არც სამკვიდრო მოწმობით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. ამდენად, მოსარჩელეებს მემკვიდრეობის უფლება გააჩნიათ მათი გარდაცვლილი მამის, ე----------–--ს დანაშთ სამკვიდროზე. მოსარჩელე მხარეს არც იმის მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ ე----------–--ს სამკვიდროში შედიოდა გ--------–----–---–ისათვის სადავო ინდივიდუალური ადმინიატრაციულ-სამართლებრივი აქტით გადაცემული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ზუგდიდი, თ---–---- ქუჩა N43/3.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ--------–----–---–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა------–იას და ნ--------–იას (კანონიერი წარმომადგენელი მ------------ია) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. მოსარჩელეები ა------–ია და ნ--------–ია (კანონიერი წარმომადგენელი მ------------ია) გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით;
6. დაუბრუნდეს გ--------–----–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 150 ლარი;
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე