განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100118002278244
საქმე №1ბ/895-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ო---------------–---–ის
მსჯავრდებულის: გ--------–------–---–ის
ადვოკატის: ე--------------–-----–---–ის
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელის: ლ----–------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------–------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------–------–---–ის მიმართ, დაბადებული 2----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------–---–------- დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, გ--------–------–---–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) ამოერიცხა მითითება გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლობაზე.
გ--------–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) 6(ექვსი)წლითს თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის და 3(სამი)თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ--------–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ--------–------–---–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 28 მაისიდან.
გ--------–------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მსჯავრდებულ გ--------–------–---–ის ქმედება გამოიხატა შემდეგში: გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ---------–------–---–ი, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ------–-----------------ზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი-–-----------–---–ის კუთვნილი ფულად თანხას 32(ოცდათორმეტი)ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ი-–---------–---–ს მიადგა ქონებრივი ზიანი.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ---------–------–---–ი და ა-–------------------ი, წინასწარ შეთანხმებით, 2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქალაქ კასპში, მ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ავტომანქანა "O------------"-დან, სახელმწიფო ნომრით „J----“ ფარულად დაეუფლნენ ი---------------ის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს და საკვებ პროდუქტს, რის შედეგადაც ი---------------ეს მიადგა 668 (ექვსას სამოცდარვა)ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ---------–------–---–ი და ა-–------------------ი, წინასწარ შეთანხმებით, 2017 წლის 21 ნოემბერს, კასპის რაიონის სოფელ ოკამში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ს---–-------–-------ის კუთვნილ „H----“–ს მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით „I------“, რის შედეგადაც ს---–-------–-------ეს მიადგა 6000(ექვსი ათასი)ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------–------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--------–------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ი-–---------–---–ის, თ---------------ის, ვ----–-–----–-–---–ის, ლ------------–---–ის, ნ-------------–---–ის, ქ---------------–----ის, ი---------------ის, ბ-----------–--–---–ის, ნ-----–-----------------–ის, ა-–------------------ის, ა---------–------ეს, ი-----------------ის, გ--------–------–---–ის და მ----------------–---–ის, ს---–-------–-------ის, გ-----------–--–-–---–ის, გ------------–----ის, გ--------–------–---–ის და ა-–----------------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ--------–------–---–ის პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაქტილოსკოპიური, საქონელმცოდნეობითი, ოდოროლოგიური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშიორებით, ვინაიდან, მართალია მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ის რამდენჯერმეა გასამართლებულია ანალოგიური დანაშაულისთვის, რაც ცალსახად მიანიშნებს პიროვნების მიდრეკილებას ასეთი სახის დანაშაულის ჩადენის სისტემატურ ხასიათზე, ასევე მხედველობაშია მისაღები მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლე. შესაბამისად, ასეთი გარემოებების არსებობისას პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის შემსუბუქება.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--------–------–---–ს მისი ასაკის, პიროვნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეების გათვალისწინებით განუსაზღვრა პროპორციული და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--------–------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ--------–------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ--------–------–---–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) ამოერიცხოს მითითება გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლობაზე.
4. გ--------–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) 6(ექვსი)წლითს თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ--------–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ გ--------–------–---–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 3 (სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 მაისიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გ---------–------–---–ისგან ამოღებული ხუთი ცალი ერთლარიანი მონეტა, ორი ცალი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა და შვიდი ცალი ოცთეთრიანი მონეტა, სულ 7(შვიდი)ლარისა და 40(ორმოცი)თეთრის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - დაზარალებულ ი-–---------–---–ს, ხოლო სხვა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის
№0----------- საქმიდან ა-–----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლ.თევზაძე
მ.კაპანაძე