განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/808-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ-----–------–ის,ადვოკატ - კ---------------ძის,მსჯავრდებულ -შ----------------–-–--ლის მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ-------------------------–----------–-–---–--------------------------------- დაბადებული 1----–-–-----------------; ნასამართლევი; რეგისტრირებული: ქ------–-----------------------–---------------------–------------------–---------------------------------------–-----------–---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თერთმეტი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით:
შ----------------–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ფ-----“-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „4--------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ე--------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ო--–--------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ი--------------–------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ტ-----“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ა---–-----------------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „კ---“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ქ-------------------ა“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ფ---–-------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ო--–-------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნააწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ფ-----“-ის ეპიზოდი) გათვალისიწნებულმა სასჯელმა შთანთქა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (სხვა ეპიზოდები) გათვალისწინებული სასჯელები და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად შ----------------–-–--ლს განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----------------–-–--ლს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 06 თებერვლიდან, 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შ----------------–-–--ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 8 000 (რვაათასი) ლარამდე;
შ----------------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ----------------–-–--ლმა ჩაიდინა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შ----------------–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 03 თებერვალს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით რეგისტრაცია გაიარა შპს „ფ-----“-ის ვებგვერდის ,,ipuli.ge”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით და იმავე დღეს მოტყუებით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 500 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის - შპს „ფ-----“-ისთვის გამოიწვია 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 15 თებერვალს, შ----------------–-–--ლმა ქ------–--–--------------ს დასახლება, კორპუსი N--------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „4--------“-ს ვებგვერდის „vivus.ge”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და 2016 წლის 15 თებერვალს, 2016 წლის 17 თებერვალს და 2016 წლის 25 თებერვალს მოტყუებით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულებები; აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე დარიცხულ თანხას, საერთო ჯამში 450 ლარს, თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის - შპს „4--------“-ისთვის გამოიწვია 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 01 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–--–--------------ს დასახლება, კორპუსი N--------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ე--------------“-ს ვებგვერდის „o--------------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება გააფორმა მოტყუებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას 350 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ე--------------“-ისთვის 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 04 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ო--–--------------“-ს ვებგვერდის „o--------------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 300 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ო--–--------------“-სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 04 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ი--------------–------“-ს ვებგვერდის „m------------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას 200 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ი--------------–------“-სთვის 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 07 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–--–--------------ს დასახლება, კორპუსი N--------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ტ-----“-ს ვებგვერდის „n----------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 400 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ტ-----“-სთვის 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 07 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–--–--------------ს დასახლება, კორპუსი N--------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ა---–-------------------------ს ვებგვერდის „w----------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას 200 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ა---–-------------------------სთვის 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 07 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „კ---“-ს ვებგვერდის „k------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს მოტყუებით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 450 ლარს, თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „კ---“-სთვის 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 09 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ქ-------------------ა“-ს ვებგვერდის „c---------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 375 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ქ-------------------“-სთვის 375 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 23 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ფ---–-------------“-ს ვებგვერდის „f------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 500 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ფ---–-------------“-სთვის 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 23 მარტს, შ----------------–-–--ლმა ქ------–-------------------------–-------------------------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შპს „ო--–-------------“-ს ვებგვერდის „m----------”-ზე ლ--–-------–---ძის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა და იმავე დღეს სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ თანხას - 800 ლარს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ----------------–-–--ლმა დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ო--–-------------“-სთვის 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
პროკურორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, არსებულ მტკიცებულებებს და შ----------------–-–--ლის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა მსუბუქი სახის სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ შ----------------–-–--ლი დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის; სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული შ----------------–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომ ზიანის ანაზღაურების საკითხი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია და არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ-----–------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა შ----------------–-–--ლმა და მისმა ადვოკატმა - კ---------------ძემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. შ----------------–-–--ლის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ----------------–-–--ლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თერთმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გაითვალისწინა ასევე შ----------------–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან; მისი განმარტება, რომ დაზარალებულებთან აქვს კონტაქტი და ათანხმებს პირობებს - ზიანის პერიოდულობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოებები, რომ შ----------------–-–--ლს დღეის მდგომარეობით გააჩნია სამუშაო ადგილი; ყავს მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი მშობლები. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შ----------------–-–--ლის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი;
შ----------------–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტებით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ფ-----“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „4--------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ე--------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ო--–--------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ი--------------–------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ტ-----“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ა---–-----------------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „კ---“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს „ქ-------------------ა“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს ,,ფ---–-------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (შპს ,,ო--–-------------“-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (შპს „ფ-----“-ს ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (სხვა ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები და საბოლოოდ შ----------------–-–--ლს განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----------------–-–--ლს სასჯელად ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ათასი ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 06 თებერვლიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შ----------------–-–--ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 8 000 (რვაათასი) ლარამდე და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.
შ----------------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ შ----------------–-–--ლის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე