განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001843108
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
საქმე №2ბ/2023-18 6 ივლისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
I აპელანტი (შეგებებული სარჩელის ავტორები) - ლაუ--------------ი, ლია------–-–---ი
წარმომადგენელი - ან---------------ი, და----------–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (თავდაპირველი მოსარჩელე) - მარ----–-------–ი
წარმომადგენელი - მა----------–----–---–ი
II აპელანტი - ნოტარიუსი ოლ--------–---–ი
წარმომადგენელი - ჯაბ---------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - ნოტარიუსის დადგენილების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლაუ--------------ისა და ლია------–-–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ოლ--------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ნაწილობრივ:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
- მოპასუხეებს: ლია------–-–---ს (პ.ნ 0----------) და ლაუ--------------ს (პ.ნ-----------), სოლიდარულად დაეკისროთ მარ----–-------–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 100 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის გადახდა;
- მოპასუხეებს: ლია------–-–---ს (პ.ნ 0----------) და ლაუ--------------ს (პ.ნ-----------) სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მა------–-------–-ს სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1430 ლარის გადახდა;
4. მარ----–-------–ს დაეკისროს ოლ--------–---–ის სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე ქეთევან მესხიშვილი