განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001400850
საქმე №2ბ/7084-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – შპს „ლ---–----“
წარმომადგენელი - ლ-–-------------ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ბმა „ბ--–------ ქ---ა“ თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ე, მ------- ნ--------ე, თ------- გ------–---–ი, დ--- ც------, ბ--- კ--–------ე, ნ--- ლ---------, ზ----- წ---–------ე, თ----- ჩ----ე, შ--–-- შ----------–---–ი, გ--–--- ჩ----ე
წარმომადგენელი - ო-------------–---–-
თავდაპირველი მოპასუხე - ნ------–-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ა“ - თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ე, მ------- ნ--------ის, თ------- გ------–---–ის, ნ--- ლ---------ს, ზ----- წ---–-----ის, თ----- ჩ----ის, შ--–-- შ----------–---–ის, გ--–--- ჩ----ის მოთხოვნა მოპასუხეების - ნ------–----ის და შპს „ლ---–----ს“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ლ---–----ს“ და ნ------–-----ს აეკრძალათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე - მდებარე ქ. თბილისი, ჭ-----–-----------ში სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა - ნ----------) განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება. ამავდროულად, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე ნ------–-----სა და შპს „ლ---–----ს“ მიმართ მორალური ზიანის 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელეების დ--- ც------ს და ბ--- კ--–------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ------–----ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნ------–-----ს აეკრძალა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, მდებარე ქ. თბილისი, ჭ-----–-----------ში სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა - ნ----------) განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე ნ------–----ის მიმართ მორალური ზიანის 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე.
2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ იკვეთება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, უძრავ ქონებაში, მდებარე ქალაქი თბილისი, ჭ-----–-------------, საკადასტრო კოდით N0--------------- რეგისტრირებულია მხარეთა საკუთრების უფლებები, საცხოვრებელ ბინაში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ა“. ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოადგენს ე-–--- მ----–--ე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2013 წლის 7 მარტის N9 კრების ოქმის საფუძველზე გაუგრძელდა 5 (ხუთი) წლით.
2.4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანებით და მისი დანართი N1 და N2-ის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ჭ-----–----------.
2.5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ 2013 წლის 7 მარტის N9 კრების ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრებმა თანხმობა გამოთქვეს ჭ-----–-----------ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს ხელმოწერით. გამაგრებით სამუშაოებზე თანხმობა მოპასუხე ნ------–-----მაც განაცხადა. შპს ,,ლ---–----ს'' წარმომადგენლების განმარტებით კი მათ აღნიშნულ კრებაზე მონაწილეობა არ მიუღიათ.
2.6. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს N4/136 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების Nნ---------- სანებართვო მოწმობის შესაბამისად, ნებართვა გაიცა ქ. თბილისში, ჭ-----–-----------ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებაზე. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08/10/2015 წლის N2218931 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს Nნ---------- სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 09.10.2016-მდე.
2.7. ქ. თბილისში, ჭ-----–-----------ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებისათვის გამოყოფილი უბნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დასკვნებითა და რეკომენდაციებით (2015წ.) ირკვევა, რომ შენობა-ნაგებობა არის ავარიული, აქვს ხარვეზები და ესაჭიროება გამაგრების სამუშაოების ჩატარება.
2.8 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 20 ოქტომბრის N844 და 2016 წლის 20 იანვრის N35 ბრძანებებით დაკმაყოფილდა ბმა „ბ--–------ ქ---ის“ განცხადება და ჭ-----–-----------ში განთავსებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოთა დაფინანსების მიზნით გამოეყო თანხა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით განსაზღვრულ სამუშაოთა საერთო ღირებულების - 72 579.12 ლარის 90%-ის ოდენობით. ამავე ბრძანებებით დაევალა ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედნის, ასევე თანადაფინანსებაში ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის გამგეობაში წარდგენა.
2.9 2016 წლის 4 იანვარს ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ას“ და შპს „ჰ--------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ანაზღაურების სანაცვლოდ შემსრულებელი (შპს „ჰ--------–--ი“) ვალდებულია გასწიოს შემდეგი მომსახურება: ავარიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები დეფექტური აქტებისა და პროექტის მიხედვით. შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 20 მარტი.
2.10 2016 წლის 23 თებერვალს ერთის მხრივ ბმა „ბ--–------ ქ---ის“ თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ეს და მეორეს მხრივ ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 20 იანვრის N35 ბრძანებით, ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ამხანაგობის კუთვნილი შენობის გამაგრების სამუშაოების შესრულების თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში სამუშაოების ღირებულების დანაშთ ნაწილს აანაზღაურებს გამგეობა. აქვე მითითებულია, რომ სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 72 579.12 ლარს, საიდანაც ამხანაგობამ მომსახურე ორგანიზაციას უკვე გადაუხადა ავანსის სახით 6 895.03 ლარი. გამგეობამ კი აიღო ვალდებულება უზრუნველჰყოს ფინანსური ანგარიშსწორება 65 684.09 ლარის ოდენობით.
2.11. 19.05.2016წ. შესრულებული სამუშაოს აქტით და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2016 წლის 20 მაისის წერილით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჭ-----–-----------ში გამაგრების შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 38 626.82 ლარს. ზემოაღნიშნული გარემოება არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და ადასტურებენ, რომ ავარიული კულტურული ძეგლის აღდგენითი სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია.
2.12 საქმეზე წარმოდგენილი ამხანაგობის წევრების მიერ პოლიციის დეპარტამენტში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში წარდგენილი არაერთი განცხადებით დადგენილია, რომ ჭ-----–---ს ქ---ა 3-–ი გამაგრების სამუშაოების დასრულება ფერხდება ნ------–----ის მიერ.
2.13 2016 წლის 7 აპრილის ჭ-----–---ს ქ----ში მდებარე სახლის მობინადრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ N31 კრების ოქმით, რომელსაც თავმჯდომარეობდა ე-–--- მ----–--ე, დღის წესრიგით განსახილველ საკითხად განისაზღვრა ისტორიული მემკვიდრეობის ჭ-----–---------- ავარიულ სახლში გასამაგრებელი სამუშაოების შესრულების საქმეში ბინათმესაკუთრე ნ. ლევიძის მიერ შეთანხმების დარღვევით საქმიანობის შეფერხების შესახებ. კრების ოქმში მიეთითა ის ხარვეზები, რაც გააჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის მოსამზადებელი ღონისძიებები, რაც გაწეული იქნა სამუშაოების შესრულებამდე. აქვე წევრებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის დამთავრებულია შენობის მარჯვენა ფლანგის სამუშაოები. მარცხენა ფლანგის სამუშაოები კი შეჩერებულია ნ------–----ის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო. პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი კი შეეხებოდა სწორედ მოპასუხე ნ. ლევიძის აივანზე გასამაგრებელი სამუშაოების წარმართვას და სვეტების დაყენებას, რისი წინააღმდეგიცაა მოპასუხე.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სანებართვო მოწმობის და დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მდებარე ჭ-----–-----------ში საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს, გამაგრების სანუშაოები დაწყებულია და დასასრულებლად ესაჭიროება გარკვეული დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც აფერხებენ მოპასუხეები. სასამართლომ შენიშნა, რომ საქმის განხილვისას მოსარჩელე დ--- ც------მ და ბ--- კ--–------ემ მხოლოდ ნ------–----ის მიმართ მოთხოვა სარჩელის დაკამყოფილება, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მორალური ზიანის ანაზღაურებაც. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა მოპასუხეებზე მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში იყო უსაფუძვლო, რადგანაც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა მოპასუხეთა მიერ არსებული ხელშეშლა რა სახის მორალურ ზიანს აყენებს მათ და რა სახის ჯანმრთელობისთვის ვნების მომტანი იყო ყოველივე აღნიშნული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ შეძლეს მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სასამართლომ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგის დადგომა და ამავდროულად, უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა (მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისთვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს (იხ. სუსგ Nას-221-213-2012). სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი ადგენს, რომ „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. ამგვარად, უფლების ბოროტად გამოყენების ნორმით მოწესრიგებული შემადგენლობა მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი როგორც უფლებები, ისე მოვალეობები. უფლების ბოროტად გამოყენების მარეგულირებელი ნორმის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესები. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად. სამოქალაქო კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი. ამ შეთხვევაში, გამოკვეთილი უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის კანონიერი ინტერესი და უფლების გამოყენება მიზნად არ უნდა ისახავდეს სხვისთვის მხოლოდ ზიანის მიყენებას. სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას აუცილებლად უნდა იქნეს დაცული კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ, მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას. (იხ. სუსგ ას-336-321-2015).
განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენდა მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედება - ხელშეშლა პროექტით გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოების დასრულებაში, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ ახერხებდა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრებას. უფრო მეტიც, მოპასუხეთა აღნიშნული ქმედება გრძელდებოდა დიდი დროის განმავლობაში, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ ნებართვით განსაზღვრული ვადა გავიდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება საჭიროებდა გარკვეულ ჩარევებს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მოხდეს მისი შემდგომი ექსპლუატაცია. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედებაში გამოკვეთილია ხელშეშლა და მისი საკუთრების უფლებით ბოროტად სარგებლობა. სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N 2/1-370 გადაწყვეტილება). სასამართლოს აზრით, თანასაკუთრებაში არსებული საგნის მართვასა და სარგებლობაზე თანამესაკუთრის თანხმობის არსებობა-არარსებობის ფაქტი იმთავითვე მიუთითებს, რომ ეს არის მისი უფლება, რომელსაც გამოიყენებს შეხედულებისამებრ და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თანამესაკუთრეს კანონი არ ავალდებულებს განახორციელოს ან თანხმობა მისცეს სხვას აწარმოოს გარკვეული ჩარევები მის უძრავ ქონებაზე, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ზიანი არა მხოლოდ მას ადგება, არამედ სხვებსაც. მოცემულ შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში შედის სხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელი ბინებიც, რომელთა საერთო ინტერესს წარმოადგენს სახლის გამაგრების სამუშაოები. სასამარლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. განსახილველ დავაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეები, გარდა ხელშეშლის აღკვეთისა, ასევე ითხოვდნენ მოპასუხეებზე (მოსარჩელეები დ--- ც------ და ბ--- კ--–------ე ორივე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ მხოლოდ მოპასუხე ნ------–----ის მიმართ) მორალური ზიანის დაკისრებას 3 000 ლარის ოდენობით და განმარტავდნენ, რომ სახეზე იყო ჭ-----–---ს 3-–ი მცხოვრებთა ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე, რაც აძლიერებს მათ ემოციურ ფონს და იწვევს მათ სტრესულ მდგომარეობას და ფსიქიკურ სტრესს.
სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. ამდენად, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა მაგალითად მესაკუთრის მხრიდან მისი საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად ან ბოროტად სარგებლობის შედეგად ზიანის არსებობა-არარსებობის დროს. განხილულ შემთხვევაში კი, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებანი არ წარმოადგენდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს გახდიდა მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე შპს ,,ლ---–----ს" აეკრძალა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე - მდებარე ქ. თბილისი, ჭ-----–-----------ში სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა - ნ----------) განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედების განხორციელება.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: ,,მოპასუხე ნ------–-----სა და შპს ,,ლ---–----ს" აეკრძალოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე - მდებარე ქ. თბილისი, ჭ-----–---ს ქ. #3-–ი, სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა - ნ----------) განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება". აპელანტის შეფასებით, ზემოხსენებულ მოთხოვნაში, ყურადსაღებია, თუ რის საფუძველზე სურდა მოსარჩელეს გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, აღნიშნულს კი, როგორც საქმიდან ჩანს და ასევე მოსარჩელე უთითებს, წარმოადგენს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა ნ----------".
აპელანტი უთითებს, რომ აღნიშნული ნებართვა თავდაპირველად გაიცა, 2014 წლის 25 აგვისტოდან, 2015 წლის 25 აგვისტომდე, ზემოხსენებულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 09 ოქტომბრამდე, ანუ ბრძანება ნ----------, 2016 წლის 10 ოქტომბრიდან არის ვადაგასული. აპელანტი განმარტავს, რომ დაზუსტებული შესაგებლის მე-6 გვერდზე, დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებად, შპს "ლ---–----ს" მიერ აღინიშნა, რომ ნებართვის მოქმედების ვადა არის შეწყვეტილი. შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპზე არ არსებობს სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების საფუძველი. ამდენად, აპელანტის შეფასებით, ნებარტა, რომლის საფუძველზეც ითხოვს მოსარჩელე სავარუდო ხელშეშლის აღკვეთას, არის ვადაგასული, შესაბამისად, მას აღარ აქვს იურიდიული ძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ლ---–----ს" აეკრძალა, სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა - ნ----------) განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედების განხორციელება. იმ ნებართვის შესაბამისად, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა. ამავდროულად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს არ აღუნიშნავს, თუ რა შედეგი მოჰყვება რეალურად ბრძანების ვადის გასვლას, რომელიც აღნიშნულ საქმეში უმთავრეს საკითხს წარმოადგენს. ხელშეშლა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამოკიდებულია, მეორე მხარის ქმედების განხორციელების უფლებაზე. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს (ამხანაგობის წევრებს) არ აქვთ ქმედების განხორციელების უფლება (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს კანონიერი ნებართვა), რაიმე ხელშეშლაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს ,,ლ---–----ს“ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე მხარემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წლის 27 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ შენიშნა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები ასახულია სსსკ-ის 272-ე მუხლში, რომლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს №4/136 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების წარმოების ნებართვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების №/09/12/270 სანებართვო მოწმობის შესაბამისად, ნებართვა გაიცა კონკრეტული ავარიული შენობის გამაგრებაზე, სადაც დაფუძნებულია მოსარჩელეთა ამხანაგობა. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №2218931 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ---------- სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ ახერხებს საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრებას, რადგან მოპასუხე მხარე ხელს უშლის პროექტით გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას. სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ჩათვალა ის გარემოება, რომ საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ---------- სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვადა გავიდა, ამდენად, სანებართვო მოწმობის შესაბამისად განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელების აკრძალვის კანონისმიერი საფუძველი აღარ არსებობს. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების აღნიშნული მსჯელობა და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული არგუმენტი საქმის წარმოების შეწყვეტისა და დავის გადაწყვეტილად ჩათვლის წინაპირობას არ ქმნიდა, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ დასახელებული სამშენებლო ნებართვა, რომლის ვადის გასვლაც სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეწყვეტას დაუდო საფუძვლად, წარმოადგენს საქმეზე დართულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და აღნიშნულის შედეგად დავის განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, დასტურდება თუ არა მოპასუხე მხარის მიერ თავის უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი და რამდენად არსებობს მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების განხორციელებაში უკანონო ხელშეშლა. მითითებული საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ დავის არსებითად განხილვის პროცესში.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს „ლ---–----ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, უძრავ ქონებაში, მდებარე ქალაქი თბილისი, ჭ-----–-------------, საკადასტრო კოდით N0--------------- რეგისტრირებულია მხარეთა საკუთრების უფლებები, საცხოვრებელ ბინაში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ა“. ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოადგენს ე-–--- მ----–--ე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2013 წლის 7 მარტის N9 კრების ოქმის საფუძველზე გაუგრძელდა 5 (ხუთი) წლით.
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანებით და მისი დანართი N1 და N2-ის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ჭ-----–----------.
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ 2013 წლის 7 მარტის N9 კრების ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრებმა თანხმობა გამოთქვეს ჭ-----–-----------ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს ხელმოწერით. გამაგრებით სამუშაოებზე თანხმობა მოპასუხე ნ------–-----მაც განაცხადა. შპს ,,ლ---–----ს'' წარმომადგენლების განმარტებით კი მათ აღნიშნულ კრებაზე მონაწილეობა არ მიუღიათ.
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს N4/136 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების Nნ---------- სანებართვო მოწმობის შესაბამისად, ნებართვა გაიცა ქ. თბილისში, ჭ-----–-----------ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებაზე. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08/10/2015 წლის N2218931 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს Nნ---------- სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 09.10.2016-მდე.
- ქ. თბილისში, ჭ-----–-----------ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებისათვის გამოყოფილი უბნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დასკვნებითა და რეკომენდაციებით (2015წ.) ირკვევა, რომ შენობა-ნაგებობა არის ავარიული, აქვს ხარვეზები და ესაჭიროება გამაგრების სამუშაოების ჩატარება.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 20 ოქტომბრის N844 და 2016 წლის 20 იანვრის N35 ბრძანებებით დაკმაყოფილდა ბმა „ბ--–------ ქ---ის“ განცხადება და ჭ-----–-----------ში განთავსებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოთა დაფინანსების მიზნით გამოეყო თანხა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით განსაზღვრულ სამუშაოთა საერთო ღირებულების - 72 579.12 ლარის 90%-ის ოდენობით. ამავე ბრძანებებით დაევალა ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედნის, ასევე თანადაფინანსებაში ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის გამგეობაში წარდგენა.
- 2016 წლის 4 იანვარს ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ას“ და შპს „ჰ--------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ანაზღაურების სანაცვლოდ შემსრულებელი (შპს „ჰ--------–--ი“) ვალდებულია გასწიოს შემდეგი მომსახურება: ავარიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები დეფექტური აქტებისა და პროექტის მიხედვით. შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 20 მარტი.
- 2016 წლის 23 თებერვალს ერთის მხრივ ბმა „ბ--–------ ქ---ის“ თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ეს და მეორეს მხრივ ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 20 იანვრის N35 ბრძანებით, ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ამხანაგობის კუთვნილი შენობის გამაგრების სამუშაოების შესრულების თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში სამუშაოების ღირებულების დანაშთ ნაწილს აანაზღაურებს გამგეობა. აქვე მითითებულია, რომ სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 72 579.12 ლარს, საიდანაც ამხანაგობამ მომსახურე ორგანიზაციას უკვე გადაუხადა ავანსის სახით 6 895.03 ლარი. გამგეობამ კი აიღო ვალდებულება უზრუნველჰყოს ფინანსური ანგარიშსწორება 65 684.09 ლარის ოდენობით.
- 19.05.2016წ. შესრულებული სამუშაოს აქტით და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2016 წლის 20 მაისის წერილით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჭ-----–-----------ში გამაგრების შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 38 626.82 ლარს. ზემოაღნიშნული გარემოება არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და ადასტურებენ, რომ ავარიული კულტურული ძეგლის აღდგენითი სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია.
- საქმეზე წარმოდგენილი ამხანაგობის წევრების მიერ პოლიციის დეპარტამენტში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში წარდგენილი არაერთი განცხადებით დადგენილია, რომ ჭ-----–---ს ქ---ა 3-–ი გამაგრების სამუშაოების დასრულება ფერხდება ნ------–----ის მიერ.
- 2016 წლის 7 აპრილის ჭ-----–---ს ქ----ში მდებარე სახლის მობინადრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ N31 კრების ოქმით, რომელსაც თავმჯდომარეობდა ე-–--- მ----–--ე, დღის წესრიგით განსახილველ საკითხად განისაზღვრა ისტორიული მემკვიდრეობის ჭ-----–---------- ავარიულ სახლში გასამაგრებელი სამუშაოების შესრულების საქმეში ბინათმესაკუთრე ნ. ლევიძის მიერ შეთანხმების დარღვევით საქმიანობის შეფერხების შესახებ. კრების ოქმში მიეთითა ის ხარვეზები, რაც გააჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის მოსამზადებელი ღონისძიებები, რაც გაწეული იქნა სამუშაოების შესრულებამდე. აქვე წევრებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის დამთავრებულია შენობის მარჯვენა ფლანგის სამუშაოები. მარცხენა ფლანგის სამუშაოები კი შეჩერებულია ნ------–----ის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო. პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი კი შეეხებოდა სწორედ მოპასუხე ნ. ლევიძის აივანზე გასამაგრებელი სამუშაოების წარმართვას და სვეტების დაყენებას, რისი წინააღმდეგიცაა მოპასუხე.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია, უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების შესაბამისი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა და ამასთან, ხელშეშლის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოთხოვნის მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარეზეა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო ხსენებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. კერძოდ, სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ემყარება საკითხს, წარმოადგენს თუ არა მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედება - ხელშეშლას პროექტით გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოების დასრულებაში, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ ახერხებს საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, მოპასუხეთა აღნიშნული ქმედება გრძელდება უკვე დიდი დროის განმავლობაში, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ ნებართვით განსაზღვრული ვადა გასულია ამ ეტაპისთვის, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება საჭიროებდა გარკვეულ ჩარევებს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მომხდარიყო მისი შემდგომი ექსპლუატაცია. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეთა ქმედებაში გამოკვეთილი იყო ხელშეშლა და მისი საკუთრების უფლებით ბოროტად სარგებლობა. პალატა შენიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რაში გამოიხატებოდა ხელშეშლა შპს ,,ლ---–----ს“ მხრიდან, მით უფრო იმ პირობებში, რომ დადასტურებულია გარემოებები მასზედ, რომ საქმეზე წარმოდგენილი ამხანაგობის წევრების მიერ პოლიციის დეპარტამენტში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში წარდგენილი არაერთი განცხადებით დადგენილია, რომ ჭ-----–---ს ქ---ა 3-–ი გამაგრების სამუშაოების დასრულება ფერხდება ნ------–----ის მიერ, ამავდროულად, დგინდება ისიც, რომ 2013 წლის 7 მარტის კრების ოქმზე, რომლითაც გადაწყდა შენობის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, შპს ,,ლ---–----ს“ ხელი არ აქვს მოწერილი და იგი არც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ყოფილა ჩართული, რომლითაც განიხილებოდა ნებართვის გაცემის საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის N ნ---------- მოქმედების ვადა არის შეწყვეტილი. შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპზე არ არსებობს სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების საფუძველი და ნებართვა, რომლის საფუძველზეც ითხოვდა თავდაპირველი მოსარჩელე სავარუდო ხელშეშლის აღკვეთას, არის ვადაგასული, შესაბამისად, მას აღარ აქვს იურიდიული ძალა. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ჩატარების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან გასულია საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ---------- სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვადა, რა დროშიც უნდა მომხდარიყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. ვინაიდან სანებართვო მოწმობა ვადაგასულია, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, კონკრეტული სანებართვო მოწმობის თანახმად განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელების აკრძალვის კანონისმიერი საფუძველი აღარ არსებობს და ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შპს ,,ლ---–----ს“ მხრიდან ხელშეშლის ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კონკრეტული ნებართვის ფარგლებში ითხოვს ხელიშეშლის აღკვეთას. იმ პირობებში კი, როდესაც გასულია ნებართვის მოქმედების ვადა, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება გამომდინარეობს სახლის მდგომარეობის აუცილებლობიდან და ამხანაგობას აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერიო პირისაგან ხელისეშლის აღკვეთა, მაგრამ ეს შეუძლებელია მოხდეს უკვე არარსებული ნებართვის ფარგლებში. მითითეული ნებართვით დაცული უფლება, რომლის რეალიზაციაშიც მხარეს ეშლებოდა ხელი, აღარ არსებობს მოცემული მდგომარეობით, შესაბამისად - აღარ არსებობს ხელშეშლაც, რის გამოც პალატას სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულად მიაჩნია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს შეკითხვაზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ მათ რამოდენიმე კვირაა შეიტანეს განაცხადი ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. იმ პირობებში, როდესაც გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროება სახლს, და თან წარმოებს დავა სასამართლოში მხარეს ესჭიროება გაცილებით უფრო მეტი აქტიურობა.
სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ლ---–----ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ა“ - თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ე, მ------- ნ--------ის, თ------- გ------–---–ის, ნ--- ლ---------ს, ზ----- წ---–-----ის, თ----- ჩ----ის, შ--–-- შ----------–---–ის, გ--–--- ჩ----ის სარჩელს მოპასუხეების - ნ------–----ის და შპს „ლ---–----ს“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ლ---–----ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით, ამასთან, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეებს - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ წევრებს, თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ეს, მ------- ნ--------ეს, თ------- გ------–---–ს, ნ--- ლ--------ს, ზ----- წ---–-----ეს, თ----- ჩ----ეს, შ--–-- შ----------–---–ს, გ--–--- ჩ----ეს უნდა დაეკისროთ აპელანტისთვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბმა ,,ბ--–----ის ქ---ის“ წევრების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ლ---–----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ წევრების - თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ის, მ------- ნ--------ის, თ------- გ------–---–ის, ნ--- ლ---------ს, ზ----- წ---–-----ის, თ----- ჩ----ის, შ--–-- შ----------–---–ის, გ--–--- ჩ----ის სარჩელი მოპასუხეების - ნ------–----ის და შპს „ლ---–----ს“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ--–------ ქ---ის“ წევრებს, თავმჯდომარე ე-–--- მ----–--ეს, მ------- ნ--------ეს, თ------- გ------–---–ს, ნ--- ლ--------ს, ზ----- წ---–-----ეს, თ----- ჩ----ეს, შ--–-- შ----------–---–ს, გ--–--- ჩ----ეს შპს ,,ლ---–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სუხლანიშვილი