განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001615589
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/76-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
I.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–-
II.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ი’’
წარმომადგენელი - ლევან მურღულია
დავის საგანი - ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხე სს ს------------- კ-------- ”ჯ- პ- ა------–-----ს” მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პ-რგასამტეხლოს სახით 2000 ლარის გადახდა. სარჩელის მოთხოვნა პ-რგასამტეხლოს სახით 2000 ლარისა და გადახდილი 7375.57 ლარის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს ”ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენს განახორციელოს დაზღვევა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვევის პ-რობების შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4). ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
2.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.6. ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარუდგინოს დამზღვევს ინფორმაცია დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და ს------------- ზარალების შესახებ (როგორც თითოეულ დაზღვეულზე ცალ-ცალკე, ისე კრებსითი მონაცემები), წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4). ხელშეკრულება (ს.ფ. 17).
2.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის 3.2.4. ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადასცეს მზღვეველს დასაზღვევი პირების სია და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება (ს.ფ. 19).
2.4. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის მიხედვით, მზღვეველი დამზღვევის მიერ გამოყოფილ საკონტაქტო პირს ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდებს მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკას (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაციის ამ თანხების მითითებით) დამზღვევს საშუალება ექნება ნებისმიერ დროს, მოთხოვნებისამებრ, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია დაზღვეული პირების სადაზღვევო მომსახურების შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება (ს.ფ. 19).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არგუმენტი, რომ მხარეთა შორის არ არსებობს დაზღვევის ხელშეკრულება დამატებით 1357 თანამშრომლის დაზღვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ- ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამავე კოდექსის 802-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ. სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე.სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ. სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა – პოლისი). დაზღვევის ხელშეკრულება, შესაძლებელია გაფორმდეს ერთი დოკუმენტის დაზღვეულისათვის გადაცემითაც. ამგვარი მოქმედებით, მზღვეველი ადასტურებს ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს, ხოლო დაზღვეული იძენს მზღვეველის ხელმოწერილ თანხმობას, სადაზღვევო შემთხვევის არსებობის შემთხვევაში, აანაზღაუროს არსებული ზიანი. ამდენად, სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს მზღვეველის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რითიც დასტურდება დაზღვევის ხელშეკრულების არსებობა. ამასთან, სადაზღვევო პოლისი უნდა მოიცავდეს ყველა იმ არსებით პირობას, რომელიც დამახასიათებელია ამ სახის ხელშეკრულებისათვის, მათ შორის, სადაზღვევო ინტერესი, სადაზღვევო თანხა და პრემიის ოდენობა .
მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებიდან, საქმეში წარმოდგენილი CD დისკიდან დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა მზღვეველს იმ 1357 თანამშრომლის შესახებ მონაცემები, რომლებიც რაოდენობრივად გადასცდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას. ამ მონაცემების წარდგენასთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნება გამოავლინა მათ დაზღვევასთან დაკავშირებით, რაზეც მზღვეველის სს ”ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის” მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისები. უფრო მეტიც, სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო პოლისების საფუძველზე, აანაზღაურა სადაზღვევო შემთხვევები.
ამრიგად, მხარეები შეთანხმდნენ რა არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე , დაზღვევის პერიოდზე, სადაზღვევო თანხაზე, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობაზე, გადახდის ვადაზე – სასამართლომ მიიჩნია, რომ სს სადაზღვევო კ-------- ”ჯ- პ- ა------–-----სა” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ამ პ-რებზე ს------------- პოლისების გაცემით წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ სს ”ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის” მიერ ს------------- პოლისების შესაბამისად მომსახურება გაეწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზღვეულ 1357 თანამშრომელს.
2.6. ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1. პუნქტის მიხედვით, თუ დამზღვევი აღმოაჩენს მზვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობა) მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ხელშეკრულება (ს.ფ. 20).
2.7. სს ”ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----მა” ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში არ შეასრულა დაზღვეულ პ-რთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალების შესახებ, ასევე მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მიუთითებს, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.6. ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვადების დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 23 იანვრისა და 2016 წლის 07 ოქტომბრის წერილებიდან დგინდება, რომ დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებებისა და სადაზღვევო ზარალების შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია დაგვიანებით 2014 წლის 24 მარტს. მოპასუხე სადავოდ ხდის ვალდებულების დარღვევის ფაქტს, ამ შემთხვევაში, მას ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში იქნა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია. ამ ფაქტის დასადასტურებლად საქმეში მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტებას მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლო არ იზიარებს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი , მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა .
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ ნორმაში განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთი სპეციალური შემთხვევა, რომელიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება, კერძოდ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ერთი პირი ვალდებულების შესრულების მიზნით მეორე პირის მიმართ განახორციელებს შესრულებას, თუმცა ობიექტურად მას აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად შესრულების მიმღები უსაფუძვლოდ მდიდრდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოპასუხე სს ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესასრულებლადაც იქნა გადახდილი დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემია 7375.57 ლარის ოდენობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან სადავო თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს------------- პრემიის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად, აქედან გამომდინარე ამ თანხის მიღებით სადაზღვევო კომპანია არ გამდიდრებულა უსაფუძვლოდ. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხის დაბრუნება.
2.9. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს ს------------- კ-------- ”ჯ- პ- ა------–-----ს” შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პ-რგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალია სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით, ეს ოდენობა შეუსაბამოა როგორც დარღვევის ხასიათიდან, ისე გადაცილების პერიოდიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს განახევრება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1 აპელანტის განმარტებით არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაზღვევო კომპანიამ 1357 პირზე გასცა სადაზღვევო პოლისები. საქმეში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს, რომ მოპასუხემ 1357 პირზე აანაზღაურა სადაზღვევო შემთხვევები.
3.1.2. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეთა თავისუფალი ნების ფარგლებში მოხდა შეთანხმება არ არსებობდა ამ ფარგლებში შეთანეხმებული პირგასამატხლოს შემცირების საფუძველი.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა სს „ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტის განმარტებით, მართალია ხელშეკრულების 3.1 და 3.1.6 პუნქტების მიხედვით განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება საანგარიშო თვის მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებს და სადაზღვევო ზარალების შესახებ ინფორმაციის დამზღვევისთვის მიწოდების შესახებ, თუმცა ამავე ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით ინფორმაცია მიწოდებული უნდა ყოფილიყო დამზღვევის მიერ მითითებულ უფლებამოსილ პირებზე, აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის მიწოდება დამოკიდებული იყო კონკრეტულ პირთა განსაზღვრაზე. გარდა ამისა, აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო მომსახურების გაწევა ხდებოდა არა უშუალოდ მათ მიერ, არამედ სხვადსხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია თავის მხრივ დამოკიდებული იყო ასეთი დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციის მიწოდებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1.1. 2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სს ,,ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების საგანს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მზღვეველს, დამზღვევს და დაზღვეულს შორის ურთიეთობება წარმოადგენდა. მზღვეველის ვალდებულებად განისაზღვრა ხელშეკრულების და კანონმდებლობის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული პირების დაზღვევით უზრუნველყოფა.
4.1.1.2 ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტით მზღვეველის ვალდებულებად განისაზღვრა საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე დამზღვევისთვის დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების და სადაზღვევო ზარალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, კერძოდ, 7.1. პუნქტის მიხედვით მზღვეველს დამზღვევის მიერ გამოყოფილი პირისთვის ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკის შესახებ (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაციის ამ თანხების მითითებით)
4.1.1.3 ხელშეკრულების 3.3.4 პუნქტით დამზღვევის ვალდებულებად განისაზღვრა მზღვეველისთვის დასაზღვევი პირების სიის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიწოდება.
4.1.1.4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისთვის (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო თითოეული შემთხვევისთვის 1000 ლარის ოდენობით.
4.1.1.5. ხელშეკრულების მე-20 და 20.1. პუნქტების მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 10.04.2014 წლის ჩათვლით განისაზღვრა. თავად მომსახურება 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.
4.1.1.6. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 220 000.00 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
4.1.1.7 ხელშეკრულების დანართი #1, დაზღვევის პირობებით დასაზღვევ პირთა რაოდენობა 63 000-ით განისაზღვრა, მხარეთა შეთანხმებით ანაზღაურება ფაქტიურად დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო.
4.1.1.8. ხელშეკრულების 12.1 პუნქტით მხარეები ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წერილობით ფორმაზე შეთანხმდნენ.
4.1.2. აპელანტის პოზიციის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 63 000 პირი, რომლებზეც სადაზღვევო პრემიის სახით უნდა გადახდილიყო მთლიანად 609 116.67 ლარი. მათ მიერ ფაქტობრივად გადახდილმა სადაზღვევო პრემიის ოდენობამ კი, შეადგინა 616 492.24 ლარი. შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ ზედმეტად გადახდილია 7275.57 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან.
4.1.3. საკითხის სწორი შეფასებისათვის სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას შეაჩერებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 3---------წ. #9-- ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევის მიერ მიწოდებული მოთხოვნის საფუძველზე 63 000-ზე მეტი პირის დაზღვევის ფაქტს. უდავოა ასევე ფაქტიურად დაზღვეულ პირთა რაოდენობის შესაბამისად სადაზღვევო პრემიის გადახდის ფაქტიც, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი მიმართვებით (ს.ფ. 108-116) და CD (იხ. ტ.1, გვ. 118) დისკზე დაცული მონაცემებით, დამატებით დაზღვეულ პირთა სიების შესახებ, დგინდება (მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ), რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც დამზღვევმა მიაწოდა მზღვეველს (მოპასუხეს) იმ 1357 თანამშრომლის შესახებ მონაცემები, რომლებიც რაოდენობრივად გადასცდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას (63 000-ს). ამ მონაცემების წარდგენასთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნება გამოავლინა მათ დაზღვევასთან დაკავშირებით და მან განახორციელა დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო პრემიის გადახდა ორ ეტაპად - 2014 წლის 18 მარტს 505 000 ლარის გადახდის, ხოლო 2014 წლის 1-ელ აპრილს - 111 492 ლარის ოდენობით, ჯამში - 616 492 ლარის ოდენობით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურების ე.ი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა 63 000 + 1357 ე.ი. მთლიანად - 64357 პირის დაზღვევა და გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებით 2014 წლის 7 მარტს, ასევე გაფორმებული იქნა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დაზღვეულ პირთა რაოდენობის (მთლიანად 64357 პირის) და სადაზღვევო პრემიის (მთლიანად 616 492 ლარი) ოდენობის სისწორე. სწორედ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ აუნაზღაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მზღვეველს სადაზღვევო პრემია ჯამში - 616 492 ლარი.
4.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
გარიგების ფორმა, რომელსაც ნამდვილობის ფუნქცია აკისრია, შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შეთანხმებით. კანონით დადგენილი ფორმის შემთხვევები ამომწურავადაა რეგლამენტირებული, ხოლო გარიგების სხვა ფორმის მიმართ გამოიყენება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გარიგების ფორმასთან მიმართებაში ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპად იწოდება. (იხ.სამოქალაქო კოდექსის კომენტარიhttp://www.gccc.ge/წიგნი-პირველი/კარიმეორე/თავიპირველი/მუხლი-59/)
გარიგების მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრული გარიგების ფორმის დარღვევამ შეიძლება ყოველთვის არ გამოიწვიოს გარიგების ბათილობა. ეს დამოკიდებულია გარიგების შეთანხმებული ფორმის მიზანზე. (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი http://www.gccc.ge/წიგნი-პ-რველი/კარი-მეორე/თავი-პ-რველი/მუხლი-59/)
მხარეები უფლებამოსილნი არიან გარიგების ნამდვილობისათვის სპეციალური ფორმა გაითვალისწინონ. ამ შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ასევე კანონით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ფორმა დააწესონ გარიგების ნამდვილობის პირობად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის არსებობის შემთხევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით გარიგება აღნიშნული ფორმის დაუცველად დადონ. ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მხარეები კონკლუდენტური მოქმედებით გარიგების ნამდვილობის სხვა ფორმაზე შეთანხმდნენ და აღნიშნული შეთანხმებით უკვე არსებული გარიგების კონკრეტულ ფორმასთან დაკავშირებული პირობა შეცვალეს.
ფაქტობრივი შესრულება ფორმის ნაკლს ასწორებს მაშინ, თუ კანონი ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებს, ან გარიგების ხასიათიდან გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას. (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 349-350)
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ ხელშეკრულების მიხედვით 63 000 პირი უნდა ყოფილიყო დაზღვეული, ყოველი ზედმეტად დაზღვეულისთვის გადახდილი თანხა კი, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი უნდა დაექვემდებაროს მზღვეველისთვის უკან დაბრუნებას. აღნიშნულთან მიმართებით პირველ რიგში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის 3--------- წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებულ არსებით პირობაზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 220 000.00 ლარით განისაზღვრა, ამასთან, მართალია მხარეები ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წერილობით ფორმაზე შეთანხმდნენ, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 63 000 -ის ზევით პირთა დაზღვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით განხორციელდა (მეტიც, სამინისტრო ადასტურებს ფაქტს მასზედ, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდაც სწორედ ფაქტობრივად დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით განხორციელდა), პალატა მიდის დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები მათი კონკლუდენტური მოქმედებით (დასაზღვევ პ-რთა სიის გადაგზავნა, მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება, აღნიშნულის შესაბამისად სადაზღვევო პრემიის გადახდა) გარიგების ნამდვილობის სხვა ფორმაზე შეთანხმდნენ და აღნიშნული შეთანხმებით უკვე არსებული გარიგების კონკრეტულ ფორმასთან დაკავშირებული პირობა შეცვალეს. ასეთ შეთანხმებას კი ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გათვალისწინებით (გადახდილი თანხა - 616 492 ლარი, არ აჭარბებს ხელშკერულებით დადგენილ ჯამური ღირებულება-ის 1 220 000.00 ლარის ოდენობას) საფრთხე არ შეუქმნია ხელშეკრულების მონაწილეთა სამართლებრივი სტაბილურობისთვის. სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დამზღვევის ვალდებულებად არ ითვალისწინებდა დაზღვეულ პ-რთა რაოდენობის კონტროლს, მითუმეტეს იმ პ-რობებში, როდესაც მხარეთა შორის ურთიერთობა დასაზღვევ პ-რთა რაოდენობის თაობაზე მუდმივ ცვლილებას განიცდიდა და მოსარჩელის მიერ მიწოდებული სიების (დამატების, ამორიცხვის შესახებ) მონაცემების მიხედვით ახდენდა მზღვეველი დასზღვევ პ-რთა იდენტიფიცირებას და მათ დაზღვევას.
2014 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული სს "ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის" წერილთან (იხ. ს.ფ. 40) დაკავშირებით, სააპელაციო პალატა არ იზიარებს თავდაცვის სამინისტროს პრეტენზიას. აპელანტის ის მოსაზრება, რომ მოპასუხე ამ წერილში აღიარებს სადავო თანხის უსაფუძვლოდ მიღების შესახებ გარემოებას და იმას რომ მას არ უნდა დაეზღვია ზედმეტად 1357 პირი, მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან წერილის შინაარსი არ იძლევა ასეთი დასკვნების საფუძველს. პირიქით, წერილის შინაარსი განამტკიცებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ მისი მხრიდან მართლაც განხორციელდა სადავო 1357 პირის დაზღვევა და რომ ნაწილმა ისარგებლა კიდეც შესაბამისი მომსახურებით, თუმცა წერილის ავტორი გამოხატავს რა კონტრაგენტისადმი კეთილ ნებას აფიქსირებს მის მზაობას მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს გარკვეულ დათმობაზე წასვლა. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება, მოსარჩელეს არ აძლევს მისი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ფაქტობრივ საფუძველს.
ამგვარად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მესაზედ, რომ საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მიერ 7375.57 ლარის გადახდა, განხორციელებულია მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 3---------წ. #9-- ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (ს------------- პრემიის) შესრულების მიზნით და არ არსებობს ამ თანხის ზედმეტად გადახდილ თანხად მიჩნევის ფაქტობრივი საფუძველი. კერძოდ, იმის გათვალისწინეიბთ, რომ სადავო თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად, აქედან გამომდინარე ამ თანხის მიღებით სადაზღვევო კომპანია უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხის დაბრუნება.
4.1.5. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების პრეტენზიას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ ორივე აპელანტის პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების 13.1 პუნქტით მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისთვის (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობა) მხარეებმა თითოეული ასეთი შემთხვევისთვის პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარი განსაზღვრეს. უდავოა, რომ სს ,,ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ინფორმაციის ყოველი საანგარიშო თვის ხუთ რიცხვამდე მიწოდების შესახებ შესრულებული არ ყოფილა. დამზღვევი ვალდებულების დარღვევის საფუძვლად სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების შეფერხებაზე და დამზღვევის მიერ ასეთი ინფორმაციის მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობაზე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად სადაზღვევო კომპანიის მხრიდან მისი ახსნა-განმარტების გარდა რაიმე მტკიცებულებაზე მითითებული არ ყოფილა, რის გამოც შესაბამისი გარემოება ინფორმაციის მიწოდების შეფერხების მისგან დამოუკიდებელი მიზეზების არსებობასთან მიმართებით პალატამ მოწინააღდეგე მხარის მხრიდან ამ გარემოების უარყოფის საფუძველზე არ გაიზიარა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია სადაზღვევო კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისთვის აუცილებელი წინაპ-რობების არსებობა, და მართებულად დააკისრა მას პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში პირგასამტეხლოს ნაწილში წარმოდგენილ პრეტენზიას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებაზე, რომ დარღვევა თავისი არსით სტატისტიკური მონაცემების მიუწოდებლობას შეეხებოდა, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა სტატისტიკური მონაცემების დაგვიანებით მიწოდების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ ჩადენილი გადაცდომის ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დარღვევის შედეგად ზიანი არ დამდგარა, სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამდენად არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის შეცვლის ფაქტობრვი და სამართლებრივი საფუძველი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტ სს "ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის" სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის მისთვის ანაზღაურების საფუძელი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს ,,ს------------- კ-------- ჯ- პ- ა------–-----ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური