განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 1902-0115751230
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4018-15 21 თებერვალი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტები – ფ------ მ---------–-, ლ-–- ბ------–---–-
წარმომადგენელი - პ----- კ------
მოწინააღმდეგე მხარე - გ-- ბ------–---–-, ა-----– ბ------–---–-, რ----- ბ------–---–-
წარმომადგენელი - ნ---- მ--------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. რ-------–-, მე-1- მ/რ №1-----ში მდებარე უძრავ ქონების, საკადასტრო კოდი №0------------------, 1---1-- ნაწილზე ფ------ მ---------–-სა და ლ-–- ბ------–---–-ს თანამესაკუთრედ ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ფ------ მ---------–-სა და ლ-–- ბ------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ფ------ მ---------–მა და ლ-–- ბ------–---–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 0-----------–-- 1-- დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თ-------–ის 1-- დადგენილების შესაბამისი ნორმები და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ ფაქტობრივ საფუძვლად არამართებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები 2--- წლის შემდეგ სადავო ბინაში აღარ ცხოვრობენ.
5. ბინის პრივატიზაციის მომწესრიგებელი ნორმატიული საფუძვლების ფართო სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ „პრივატიზაციის მომენტში ბინაში ცხოვრება“ გულისხმობს იმ სამართლებრივ ასპექტს, რომ ასეთი უფლების მაძიებელ სუბიექტს უშუალოდ პრივატიზაციის უფლების წარმოშობის მომენტში ჰქონდეს მოპოვებული ფართზე უფლება და ეს უკანასკნელი არ ჰქონდეს დაკარგული ბინიდან ამოწერით ან ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ რაიმე კონკრეტული დოკუმენტის არსებობით. ბინის პრივატიზაციის უფლების წარმოშობის მომენტი კი, ცალსახად უკავშირდება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 0-----------–-- 1-- დადგენილების ამოქმედებას და არა უშუალოდ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებას, რადგან ხსენებულმა დადგენილებამ მისი ამოქმედების მომენტისათვის ბინაზე უფლებამოპოვებული ყველა პირი პოტენციურ მესაკუთრედ აქცია, რის შედეგადაც მათ პრაქტიკულად კანონისმიერი საკუთრების უფლება წარმოეშვათ.
6. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მიზნებისათვის „ბინაში ცხოვრება“ არა საკუთრივ, როგორც მასში ფაქტობრივ ყოფნას (ბინაზე მიჯაჭვულობას), არამედ ცხოვრების უფლების არსებობას გულისხმობს, რასაც სწორედ რომ ბინაში ჩაწერა და მასზე უფლებამოპოვებულობა განაპირობებდა. შესაბამისად, ამ უფლებას ვერც შემდგომ პერიოდში მიღებული, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თ-------–ის 1-- დადგენილება გააუქმებდა, რადგან პრივატიცაზიის უფლების მოპოვების წესი მანამდე მიღებული ნორმატიული აქტით (საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თ-------–ის 1-- დადგენილება) უკვე განსაზღვრული იყო, ხოლო უშუალოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თ-------–ის 1-- დადგენილება წარმოადგენს ბინის პრივატიზაციის განხორციელების პროცედურის განმსაზღრელ სამართლებრივ აქტს და არა საკუთრივ პრივატიზაციის უფლების მოპოვების მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს.
7. სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებს ბინის მფლობელობა არ მიუტოვებიათ და მასთან საყოფაცხოვრებო კავშირის შესანარჩუნებლად შეიძინეს იმავე ბინის ზედა სართულზე არსებული საცხოვრისი, თუმცა აღნიშნულმა გარემოებამ მათ არ მოუსპო სადავო ბინის პრივატიზაციის უფლება.
8. თუ სასამართლოს ლოგიკას გავყვებით და პრივატიზაციის უფლების არსებობას პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტში ბინაში ცხოვრების ფაქტს დავუკავშირებთ, გამოდის, რომ პრივატიზაციის უფლება არც მოპასუხე რ----- ბ------–---–ს და ა-----– ბ------–---–ს უნდა ჰქონოდათ, რადგან 2--- წლის შემდგომ ისინიც იმავე ინტენსივობით ახორციელებდნენ ბინის მფლობელობას, როგორც მოსარჩელეები, ხოლო ის გარემოება, რომ ისინი ორდერში ჩაწერილ პირებს წარმოადგენენ, მოსარჩელეებთან მიმართებაში მათ არ ანიჭებდა რაიმე უპირატესობას, რადგან „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 0-----------–-- №1-- დადგენილებისა და საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, პრივატიზაციის უფლებით ფართზე უფლებამოპოვებული ყველა პირი თანაბარი უფლებით სარგებლობდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
11. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
12. 1974 წლის 4 დეკემბერს რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების ქალაქბინათსამმართველოს მიერ ვ----– ბ------–---–-ს სახელზე გაიცა ორდერი №3---; ფართზე უფლებით მითითებულნი არიან მისი მეუღლე - ქ------- ბ------–---–- და შვილები - ა-----–, რ-----ი და გ-- ბ------–---–ები.
13. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1- დეკემბრის №2-- საკუთრების უფლების მოწმობით, ა-----–, რ-----ი და გ-- ბ------–---–ებს საკუთრებაში გადაეცათ სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქალაქი რუსთავი, მე-1--ე მ/რ, №1----. საერთო ფართი 81.51 კვ.მ, მათ შორის: საცხოვრებელი ფართი 43.87 კვ.მ;
14. მოსარჩელე ფ------ მ---------–- და ა-----– ბ------–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 2- ოქტომბრიდან; ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 1--- წლის 2- თებერვალს დაბადებული ლ-–- ბ------–---–- (მოსარჩელე).
15. ვ----– ბ------–---–-ს გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა მის მთელ ქონებაზე.
16. ქ. რ-------–- მე-1- მ/რ №1-----ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა-----–, გ-- და რ-----ი ბ------–---–ების სახელზე.
17. ფ------ მ---------–- რეგისტრირებულია სადავო ფართში.
18. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები 2--- წლის შემდეგ სადავო ბინაში აღარ ცხოვრობდნენ, რაც დავის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადავო ფართზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს გამორიცხავდა. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმება აპელანტი და განმარტავს, რომ ბინის პრივატიზაციის უფლების წარმოშობის მომენტი უკავშირდება არა პრივატიზაციის მომენტისათვის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს, არამედ, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 0-----------–-- 1-- დადგენილების ამოქმედების მომენტს და ვინაიდან ამ დროსათვის მოსარჩელეები სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლეები იყვნენ, მათ სადავო ბინაზე წარმოეშვათ საკუთრების უფლება.
19. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1997 წლის 2- ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს 1983 წლის 4 ივნისის სსრ საბინაო კოდექსი, რომელიც განსხვავებულად აწესრიგებდა დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრების სამართლებრივ მდგომარეობას და როდესაც ბინაში ჩაწერა წარმოშობდა საცხოვრებელ ფართზე უფლების მოპოვებას. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თ-------–ის №1---ე დადგენილება ბინის პრივატიზაციის პროცესში ამგვარ პირებს მოიაზრებდა დამქირავებლის თანაბარ სტატუსში, ხოლო პრივატიზებულ ბინაზე როგორც დამქირავებელი, ასევე მისი ოჯახის წევრებიც ხდებოდნენ თანამესაკუთრეები.
20. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 0-----------–-- 1-- დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, როლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლების ოჯახის წევრები არიან. მითითებულ ნორმათა თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან ოჯახის წევრებს, თანასწორად მიენიჭათ უფლება, საკუთრებაში მიეღოთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში.
21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფ------ მ---------–- წარმოადგენს მოპასუხე რ----- ბ------–---–-ს მეუღლეს, რომელთა ქორწინება რეგისტრირებულია 1--- წლის 2- ოქტომბერს, ხოლო მოპასუხე ლ-–- ბ------–---–- მათი შვილია, რომელიც 1--- წლის 2- თებერვალს არის დაბადებული. ამ დროისათვის ისინი ცხოვრობდნენ სადაო ბინაში. ფ------ მ---------–-ს ბინაში ჩაწერა (რეგისტრაცია) განხორციელდა 1991 წლის 2------------–ს, რის საფუძველზეც მოსარჩელეები, როგორც დედა-შვილი და ა-----– ბ------–---–-ს ოჯახის წევრები, აღიჭურვნენ უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის უფლებით.
22. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თ-------–ის №1-- დადგენილების მე-5 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, პრივატიზებული ბინის მესაკუთრედ ითვლებოდა ყველა ის პირი, რომელსაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზაციის დროისათვის.
23. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მიატოვა თუ არა მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი ფართი. პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საცხოვრებელი ფართის მიტოვებაში იგულისხმება საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში, ე.წ. „ჩაწერის ინსტიტუტის“ გაუქმებამდე, ექვსი თვის განმავლობაში ფართის მიტოვება, რაც საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ფართზე უფლების დაკარგვას იწვევდა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში 1--- წლიდან 2--- წლამდე ცხოვრობდა. 2--- წლიდან გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, ვინაიდან საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეიძინა სხვა საცხოვრებელი ფართი, რაც მას არ უკარგავს ბინაზე საკუთრების უფლებას.
24. სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
ამდენად, დადგენილია, რომ საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში მოსარჩელეები ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ ბინაში და მათ მოიპოვეს ბინის პრივატიზაციის უფლება. ის გარემოება, რომ 2008 წლიდან გადავიდნენ ახალშეძენილ ბინაში, არ აქარწყლებს ამ უფლებას.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია და მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, 1992 წლის 1 თ-------–ის №1-- დადგენილების მე-4, მე-5 პუნქტების თანახმად, სადავო ბინაზე მათ თანაბარი წილის უფლებით მოიპოვეს საკუთრების უფლება.
26. დადგენილია, რომ ბინაში რეგისტრირებულნი იყვნენ ასევე მოპასუხეთა მშობლები - ვ----– ბ------–---–- და ქ------- ბ------–---–-. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები ცნობილი უნდა იქნენ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეებად, თითოეული 1/7 ნაწილზე.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის ღირებულებაა 35 000 ლარი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მოპასუხეებს ფ------ მ---------–-ს სასარგებლოდ სულიდარულად უნდა დაეკისროთ 350 ლარის გადახდა, ხოლო ლ-–- ბ------–---–-ს სასარგებლოდ - 350 ლარის გადახდა (სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად).
პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით (ბინის 2/7 ნაწილის ღირებულება განსაზღვრულია 1000 ლარით).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფ------ მ---------–-სა და ლ-–- ბ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ფ------ მ---------–-სა და ლ-–- ბ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ფ------ მ---------–- ცნობილი იქნეს რ-------–- მე-1- მ/რ-ში, #1-----ში მდებარე უძრავი ნივთის 1/7 ნაწილზე მესაკუთრედ;
5. ლ-–- ბ------–---–- ცნობილ იქნეს რ-------–- მე-1- მ/რ-ში, #1-----ში მდებარე უძრავი ნივთის 1/7 ნაწილზე მესაკუთრედ.
6. გ-- ბ------–---–ს, ა-----– ბ------–---–სა და რ----- ბ------–---–ს ფ------ მ---------–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 350 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში;
7. გ-- ბ------–---–ს, ა-----– ბ------–---–სა და რ----- ბ------–---–ს ლ-–- ბ------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 350 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში;
8. გ-- ბ------–---–ს, ა-----– ბ------–---–სა და რ----- ბ------–---–ს ფ------ მ---------–-სა და ლ-–- ბ------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 400 ლარის გადახდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ანგარიშში;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე ქეთევან მესხიშვილი